Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 001 (Introduction)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა

შესავალი


როგორ დაიწყო ქრისტემ გამარჯვების გზა:
მოციქულთა საქმეების წიგნის შესავალი

უფალი იესო ქრისტეს ცოცხალია, მისი სხეული არ გახრწნილა სამარხში. ის ჭეშმარიტად აღსდგა მკვდრეთით და ორმოცი დღის განმავლობაშ თავის მოწაფეებს ევლინებოდა. ის ზეცად ამაღლდა და მამის მარჯვნივ დაჯდა, სადაც ახლაც ცხოვრობს და მეფობს მასთან და სულიწმიდასთან ერთობაში, როგორც ერთი ღმერთი დასაბამიდან.

იმის შემდეგ, რაც ქრისტე ზეცადნ ამაღლდა, ის თავის ეკლესიას აშენებს, უჩუმრად და ფრთხილად მხარს უჭერს მას, მიუხედავად ყველა ბოროტი სულისა, რომელიც ღმერთის წინააღმდეგ გამოდის. მისი ეკლესია - ნაყოფი და შედეგია დაქრისტეს ჯვარზე ზეიმის. მოციქულთა საქმეები დაფუძნებული იყო ადამიანის ღმერთთან შერიგების საბოლოო ჭეშმარიტებაზე. ყველა მისი სხეულის ასო, ამ გამარჯვების მონაწილეა. ჯვარი საფუძველია, რომელზეც აგებულია მოციქულთა საქმეები, ასევე ქრისტეს მთელი ეკლესიის საფუძველიცაა.

სანამ ზეცად ამაღლდა, იესომ მოწაფეებს უბრძანა დალოდებოდნენ მამის აღთქმებს იერუსალიმში. მას სურდა მათი სულიწმიდით ავსება, რომელიც გახდითა მათ უნარიანს, რომ წაეღოთ სახარება იერუსალიმიდან რომში, რომელიც მსოფლიო კულტურის დედაქალაქად ითვლებოდა. ამ ფორმით. ქრისტეს მისცა მოციქულებს დავალა, რომ ექადაგათ ქვეყნიერებისთვის, ასევე წარგზავნა ისინი და მისცა მათ დავალება. მათში სულიწმიდა იყო, ამიტომაც სხვა მოქმედი ძალა არ ჰქონიათ, რომელიც უბიძგებდა ქადაგებისა და ეკლესიაში მოღვაწეოობისკენ.

მოციქულთა საქმეების თემა

ვინც კითხულობს ამ წიგნს, ის მალევე მიხვდება, რომ იქ მხოლოდ მოციქულთა საქმეები არ წერია, რომლებიც გადმოგვცემენ კეთილ უწყებას და ამას საქმეების ასრულებენ, ქრისტეს საქმეები ხომ მის შემდეგაც გრძელდებოდა, მისი მოწაფეების მეშვეობით, რომლებიც ამავე სულით მოქმედებდნენ. წიგნშ ცოტაოდენ მოთხრობილია მოციქულთა მიერ ძლევამოსილ საქმეებზე და როდესაც მათზეა საუბარი, იქ უპირველესყოვლისა ნახსენებია პეტრე და პავლე. დაწყებული მე-13-ე თავიდან ნაკლებად ვკითხულობთ პეტრეს შესახებ და ამ წიგნში მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაციას ვერ ვხედავთ. პავლეს მსახურებაც კი აღწერილია დეტალებში და ის წყდება იმითი, რომ ის რომაულ საპყრობილეში ხვდება. ავტორის მიზანი არ ყოფილა აღეწერა ყველა მოციქულის საქმეები ქრონოლოგიური თანმიმდევრობითა და სიზუსტით. ნაცვლად ამისა, მას სურდა თავისი მკითხველისთვის ემცნო იმის შესახებთ თუ როგორ გავრცელდა ქრისტეს სახარება და მიეცა მათთვის ინფორმაცია ეკლესიის დაბადებასა და მის იერუსალიმიდან რომამდე გაზრდის შესახებ.

უფლის მსახურები მოქმედებდნენ, როგორც მორბენალი ადამიანი ესტაფეტებზე, ყველას უნდა გადაეცა მეორესთვის სახარების ჯოხი, სანამ გადარჩენის უწყებამ არ მიაღწია დედაქალას.ასე, რომ მოციქულთა საქმეები მდგომარეობს გადარჩენის სახარების გამარჯვებულ და სამართლიან გავრცელებაში, იერუსალიმიდან რომამდე, ცოცხალი ქრისტეს ხელმძღვანელობით.

ამ წიგნის სტრუქტურა

მოციქულებს არ შეუდგენიათ დეტალური გეგმა სულიერი ბრძოლის სახარების გავრცელებისთვის. თავად ცოცხალი ღმერთი ჩაერთო პირველი ეკლესიის ცხოვრებაში, რის შედეგადაც ღვთის ეკლესია ძალიან ძლიერი გახდა და გავრცელდა ჯერ სამარიასა და ანტიოქიაში, შემდგომ კი რომშ. უფალმა ნამდვილი იუდეველი პავლე აირჩია, რომელმაც ბერძნული ენა იცოდა და ღმერთმა მისი გამოყენებით მოახდინა სახარების რომშ გამარჯვებით გავრცელება. პავლეს ამორჩევამდე დიაკვანმა სტეფანმა თავის მეგობრებთან ერთან, რომელბიც იუდევლური წარმომავლობის იყვნენ, დიდი ზეგავლენა მოახდინა პალესტინაში წარგზავნილ ქრისტიანებზე. საბოლოო ჯამშ ამ ორ ჯგუფსშორის ღია ომი დაიწყო. ამიტომაც შეკრიბა უფალმა თავისი მოციქულები მოციქულურ პირველ შეხვედრაზე (15 თავი), სიყვარულის სულში. მათ მიიღეს გადარჩენა მადლის მეშვეობით და უარყვეს ყოველგვარ გამართლება საქმეებით. ამ პროცესის წყალობით, ენ იუდევლური ზეგავლენისა და რჯულის მონობისგან. ქრისტეს სიყვარულის შეცნობა მსოფლიო რელიგიად იქცა, რომელიც მზადაა განვითარდეს და დაიპყროს ახალი ტერიტორიები.

ამავდროულად, ცოცხალმა ღმერთმა თავად დაარსა ანტიოქიოაში ქრისტიანული ცენტრი დამატებითად, ვინაიდან იერუსალიმში უკვე არსებობდა ასეთი ცენტრი. სახარების გავრცელებამ საწყისი დაიდო ანტიოქიაში და დაიპყრო მთელი მცირე აზია. სახარება დიდი ძალით გავრცელდა აზიიდან ევროპულ კონტინენტზე, შეიჭრა ბერძნულ ქალაქებსა და სოფლებში და ბოლოს თავად რომს მიაღწია.

მოციქულთა საქმეების წიგნის დაყოფა სამ ნაწილად არის შესაძლებელი:

ადრეული ეკლესია იერუსალიმში
(1-7 თავები)
სახარების გავრცელება სამარიიდან ანტიოქიამდე
(8-12 თავები)
სახარების ქადაგება მცირე აზიასა და საბერძნეთში და ბოლოს, პავლეს სტუმრობა რომში
(13-28 თავები)

ვინ დაწერა ეს წიგნი?

ამ წიგნის ავტორს თავისი სახელი არ უხსენებია და არც რაიმე მკაფიო მონაცემები დაუტოვებია საკუთარ თავზე, რადგან თავს უმნიშვნელოდ თვლიდა. თუმცა დასაწყისიდანვე ყველა თანხმდებოდა, რომ ეს საოცარი წიგნი ლუკამ დაწერა, ბერძენმა ექიმმა ანტიოქიიდან. მას ჰქონდა ამოუწურავი ცოდნა ქრისტიანულ ცენტრში მომხდარ ამბებსა და საქმეებზე. ასევე ლუკა პროფესიონალურად ფლობდა ბერძნულ ენას. ის წერდა საკუთარ სათქმელს სიყვარულითა და სიკეთით, ასევე წერდა მოციქულების სიტყვებსა და მონაყოლს თავისუფალ და გასაგებ სტილში. თავის წიგნში ის წერს ღვთისმოშიშ წარმართებზე, თავადაც ხომ ერთ-ერთი მათგანი იყო, სანამ მაღლიდან იშვა სახარების დამოწმებისას. ლუკა პავლეს გაეცნო მის მეორე მისიონერულ მოგზაურობაში და პავლეს თან ახლდა ტროადან ფილიპეში. ის ქადაგების მონაწილე იყო რომაულ კოლონიაში და პავლემ მისი გამგზავრების შემდეგ ის იქ დატოვა, რათა ეზრუნა ახალდაარსებულ ეკლესიაზე.

იერუსალიმში როდესაც ბრუნდებოდა მოციქულმა ის ისევ თან გაიყოლა, იქ კი ლუკამ თავისი მასწავლებელი დატოვა, რათა ინფორმაცია შეეგროვებინა თავისი სახარებისთვის, რომლის დაწერასაც აპირებდა და ასევე მოციქულთა საქმეების წიგნისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ლუკა ხშირად სტუმრობდა პავლეს, ემსახურებოდა მას და შთაბეჭდილების ქვეშ იყო მოციქულის სულიერობით. ცოტა მოგვიანებით მან დაწერა თუ როგორ იცავდა პავლე თავს სასამართლოზე რომაელი ხელისუფლების წინაშე. ის არ ტოვებდა მას საფრთხეში ხანგრძლივი მოგზაურობების დროს, სანამ პავლე რომში არ ჩავიდა. უმეტესი ფრაზა, სადაც ავტორი წერს „ჩვენ“ მიუთითებს მოვლენებზე, რომლებიც ლუკამ პავლესთან ერთად გადალახა, როგორც მისი თანამგზავრი და ყველაფრის მხილველი.

ვის მიმართ დაიწერა ეს წიგნი?

ლუკამ ნათლად მიუთითა, რომ ეს წიგნი მოციქულთა საქმეების შესახებ იყო თეოფილესთვის დაწერილი, მას, ვისაც ასევე თავისი სახარება მიუძღვნა. ამ თეოფილეს ლუკამ თავისი ორივე ნაშრომი მიუძღვნა, რომელიც ერთ მთლიანს წარმოადგენდა ორ ნაწილად. ლუკას სახარებაში 1:1-3 - ჩვენ რაღაცას ვიგებთ თეოფილეს შესახებ. მისი სახელი ნიშნავს „ღმერთის მოყვარულს“. თეოფილე იყო მნიშვნელოვანი პერსონა, რომელსაც მაღალი თანამდებობა ეკავა რომაულ იმპერიაში. მან ქრისტე ირწმუნა ანტიოქიაში, ლუკას ერთ-ერთი ქადაგების დროს. მას სურდა მეტის და ღრმად გაგება ქრისტიანების სულიერ და ისტორიულ განვითარებაზე და გამოეკვლია თუ როგორ ექცეოდა რომაული ხელისუფლება ეკლესიებს: სამართლიანად თუ უსამართლოდ? რამდენად იყო შესაძლებელი, რომ სახარებისეული პრინციპები გამხდარიყო ახალი სამყაროს მოწყობის საფუძველი? იმ დროს როდესაც ლუკა მოციქულ პავლეს თან ახლდა და ასევე სულიწმიდის ხელმძღვანელობის ქვეშ, მან შეაგროვა იმ დროის დეტალური ცნობები, იმ დროიდან როცა იესო ბეთლებში დაიბადა, იმ დრომდე სანამ პავლე შევიდოდა რომში.

ლუკამ გადასცა თეოფილეს ეს წესიერად დატოვებული ისტორიული გადმოცემა, რომელშიც იყო აღწერილი ღმერთის ძალა ეკლესიებში. მას თეოფილეს რწმენაში განმტკიცება სურდა და ასევე მხარი დაეწირა მისთვის ამის დამტკიცებაში, როგორც პავლე მოციქულმა უთხრა ციხის მცველს ფილიპინებში: „ირწმუნე უფალი იესო ქრისტე და გადარჩები შენც და შენი სახლეულიც“.

დაწერის დრო

პავლე რომში ჩავიდა 61 წელში ჩ.წ.ა. ამის შემდეგ მდგომარეობა საგანგაშო იყო, რადგან როდესაც ლუკა თავის სახარებას წერდა, ამ დროს იყო სხვა მრავალი ცრუ სახარება. ამიტომაც ვვარაუდობთ, რომ ლუკამ მოციქულთა საქმეების წიგნი დაწერა 62-7- წლებში ჩ.წ. როგორც მეორე ნაწილი და ქრისტიანული ისტორიის გაგრძელება, რომელიც გადმოსცა თავის სახარებაში. იქ ის ეყრდნობოდა ზუსტ იფორმაციებს გულმოდგინებითა და ლოცვით. ის ესაუბრებოდა ქრისტეს ცხოვრების მხილველებს, ასევე მარიამს, იესოს დედას და დიაკვან ფილიპეს. წერილობითი წყაროებიდან მან უმნიშვნელოვანესი ფაქტები აიღო და გამოიყენა ის ტექსტები, რომელთაც აუცილებლად თვლიდა ქრისტეს და მისი საქმეების გამოხატვისთვის. მან ასევე შეაგროვა ინფორმაცია მოციქულთა საქმეების წიგნისთვის. და ცოტახნის შემდეგ მან ეს წიგნები თეოფილეს გადასცა.

ჩვენ მთელი გულით ვემადლიერებით უფალ იესოს იმისთვის, რომ მან მოუწოდა ამ ბერძენ ექიმს და აღძრა ის, რომ მხოლოდ საკუთარ სახარებაზე კი არ გაჩერებულიყო, არამედ გაანათლა მისი გონება ცოდნით იმის შესახებ, რომ ცოცხალი უფალი მალე არ დაბრუნდება და რომ მისი სიტყვა უნდა იქნას ნაქადაგები ყველა ერისთვის მის დაბრუნებამდე. იმ დროს როდესაც თორმეტი მოციქული ადრეულ ეკლესიასთან ერთად იერუსალიმში ელოდებოდა ქრისტეს მოსვლას, ქრისტიანებმა ანტიოქიაში მიიღეს სულიწმიდისგან სიბრძნე, რომ ექადაგათ გადარჩენის სახარება მთელ ქვეყნიერებაზე. მათ უნდა მიეტანათ სახარება რომამდე. ლუკას რომ არ ეშრომა ასე გულმოდგინედ, ის ვერასდროს გაიგებდა ზუსტად, თუ როგორ გაავრცელა ქრისტემ თავისი სამეფო მთელ ბერძნულ სამყაროში. მას შემდეგ უფალმა მაგალითი მოგვცა, თუ როგორ უნდა იქადაგო და დაარსო ეკლესიები და ვკითხულობთ რა ამ წიგნს, შეგვიძლია გავიგოთ თუ როგორ ანახლებს სულიწმიდა მორწმუნეებს, აღძრავს მათ მსახურებისკენ და ზეიმობს მათ უძლურებებში. ქრისტეს მსახურებს ყველა კარგად შეუძლიათ მოციქულთა საქმეების წიგნიდან ისწავლონ თუ როგორ უნდა იმსახურონ. ამ წიგნში ისინი დაინახავენ უფალი იესოს მოქმედებას მის ყველა მომსმენთან და მიმყოლთან ერთად.

კითხვა:

  1. რა განზრახვით დაწერა ლუკამ მოციქულთა საქმეების წიგნი? რა არის ცნობილი შენთვის თეოფილეს შესახებ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:18 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)