Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 002 (Introduction to the Book)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)

1. მოციქულთა საქმეების წიგნის შესავალი და ქრისტეს ბოლო აღთქმა (საქმეები 1:1-8)


საქმეები 1:1-2
1 პირველი წიგნი, თეოფილე, შევადგინე ყოველივე იმის შესახებ, რისი კეთება და სწავლებაც დაიწყო იესომ. 2 იმ დღემდე, ვიდრე ამაღლდებოდა, სულიწმიდით აძლევდა დავალებებს მოციქულებს, რომლებიც ამოირჩია.

ადამიანების მიერ იმდენი წიგნი დაიწერა, ისინი ერთად რომ შევაქუჩოთ ერთი დიდი გორა გამოვა. ერთხელაც ეს წიგნები დაიწვება უფლის რისხვის ცეცხლში, ვინაიდან ყველა ადამიანური სიტყვა ფუჭია, ისინი ცვალებადი და არაფრისმომცველია.

თუმცა ლუკას მიერ დაწერილი ორი წიგნი იბრწყინებს სასამართლოს დღეს მზეზე უფრო მეტად. ისინი არსებობას არასდროს შეწყვეტენ, არამედ ღმერთის ტახტამდე იქნება ატანილი. ლუკამ აღწერა თავის სახარებაში იესო ქრისტეს სიტყვები და საქმეები. ჯერ მის საქმეებზე საუბრობდა, მხოლოდ შემდეგ მის სიტყვებზე, ვინაიდან ქრისტე არ მოსულა როგორც მხოლოდ მასწავლებელი, არამედ როგორც ქვეყნიერების მხსნელი. ლუკას მისი განდიდება სურდა. მან დაგვანახა თუ როგორ ინანიებდნენ ცოდვილები ქრისტეს დროს, აღიარებდნენ საკუთარ ცოდვებს მის წინაშე, რათა რწმენით მიეღოთ გამართლება. სწორედ ეს განიცადა ქრისტეს გვერდზე ჯვარცმულმა ბოროტმოქმედმა, როდესაც ქრისტესთან ერთად შევიდა სასუფევლის ნეტარებაში. ლუკას სახარება გაჟღენთილია დიდი სიხარულით. როდესაც ჩვილი ბაგაში დაიბადა, ანგელოზი ამ სასიხარულო ამბის საუწყებლად მოვიდა. თავად ღმერთი განკაცდა, რათა მოეძებნა დაკარგული და გადაერჩინა დაღუპული. დღეს ღმერთისადმი მადლიერებით ვუმოწმებთ ადამიანებს, რომ მრავალი გადარჩა ლუკას სახარების წყალობით. ამ ასოებიდან, რომლებიც დაწერილია თეთრზე შავით, მოსჩქეფს მარადიული სიცოცხლის ძალა, რომელიც ჩაედინება მორწმუნეების გულებსა და გონებაში.

თოეფილემ, რომაელიმა ჩინოვნიკმა იგემა ქრისტეს გადარჩენა. ამიტომაც ანდო თავის მეგობარს და ექიმ ლუკას შეეგროვებინა იესოს შესახებ ცნობები ნაზარეთიდან და დაეწერა ზუსტი ისტორია, რომის იმპერიაში გადარჩენის შესახებ. რომაელი მმართველი არ დაკმაყოფილდა უბრალო ემოციებით, მას ოისტორიული საფუძვლები უნდოდა თავისი ცოცხალი რწმენის გასამყარებლად. მეცნიერმა ლუკამ ეს ორი წიგნი დაწერა, მიმართავდა იქ რა თავის მმართველს, რათა განემტკიცებინა ის სულიერ ცხოვრებაში და აღეჭურვა იგი, როგორც მორწმუნე მნიშნელოვანი მსახურებისთვის რომის იმპერიაში. ლუკა უმოწმებდა მას იმის შესახებ, რომ ერთადერთი იმედი ჩვენი აღშფოთებული სამყაროსთვის არის ცოცხალი იესო ქრისტე.

მსოფლიოს ყველა ქვეყანა ერთხელაც შეწყვეტს არსებობას. ყველა ფილოსოფოსი უსარგებლოა, რომც შეეძლოთ საკუთარი გენიალურობის გონივრულად ახსნა. ქრისტეს თავისი სამეფო არ აუშენებია ბრწყინვალედ მოაზროვნე ადამიანების გონებაზე და არ დაიმედებულა მეომართა ძალაზე, პირიქით, ამოირჩია განსაკუთრებული ადამიანები და უსწავლელი მეთევზეები და მოუწოდა მათ მოციქულებად. ამოირჩია დამცირებულნი და უმანკონი, ამითი კი უარყო დიდებულები, ძლიერები და ამა სოფლის ბრძენნი. ღმერთი ეწინააღმდეგება ამპარტავნებს, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.

ეს სრულიად ერწყმის სულიწმიდის განზრახვებს, რომელიც ამყარებს მუძლურებს და აძლევს სიცოცხლეს გათანგულებს. ქრისტეს თავისი საქმეები არ გაუკეთებია თავისით, ყოველთვის აკეთებდა ყველაფერს სულიწმიდასთან ერთობლივად და მყარად იდგა მამის ნებაში. მამა ღმერთი, სულიწმიდა და იესო ქრისტე წარმოადგენენ ერთ მთლიანს და ერთობას, რომელიც აღემატება ჩვენ ცოდნასა და გონებას. წმიდა სამებამ, ღმერთმა, გადაწყვიტა ამ დაღუპულ სამყაროშ შეექმნა ეკლესია და მისი მეშვეობით ზეცა დედამიწაზე ჩამოეტანა, სულიერად მკვდარი ადამიანებისთვის. ღვთიური გადარჩენის ისტორია დაიწყო მოციქულების ამორჩევით, რომელთაც ქრისტემ მოუწოდა, განასწავლა და წარგზავნა ადამიანებთან საქადაგებლად. ლუკამ ამ ღმერთისგან ამორჩეული ადამიანებების ქმედებები აღწერა და აღიარებდა, რომ ეს უფლის სიყვარულის გამო იყო, რომელიც ამ არაფრისმცოდნე და არაფრისშემძლე მეთევზეებში ივანებდა. ისინი ჭეშმარიტად საცორება იყო ჩვენ სამყაროში, ერთადერთი იმედი უკეთესი მომავლისა. სურდა რა იესოს ამ სასწაულის გზის გაფართოება, არ დარცენილა დედამიწაზე და არ დაუწყია მმართველობა საკუთარი სამეფოს ასაშენებლად ორგანიზებული და სტრატეგიული გზით. ნაცვლად ამისა, ის ზეცად ამაღლდა. ქრისტეს არ ეშინოდა, რომ მისი მოწაფეები შეცდომებს დაუშვებდნენ, რადგან იცოდა, რომ მათში სულიწმიდა იქნებოდა, რომელიც მათ გახდიდა უნარიანს მისი საქმეები ბოლომდე შეესრულებინათ. ქრისტე ამაღლდა ზეცად ყოველგვარი შიშისა და დარდის გარეშე. ის ავიდა მამასთან და დაჯდა მის მარჯვნივ და ის მეფობს მასთან ერთად, აშენებს თავის წმიდა ეკლესიას ბოროტების სამყაროში, ამარცხებს ყველა ღმერთის მოწინააღმდეგე ძალას და ხსნას აძლევს მილიონობით ადამიანს. ლუკა შეძრული იყო ამ სამეფოს განვითარებით დედამიწაზე. მან აღწერა ამ სამეფოს განვითარება თავის მეორე წიგნში, დაწყებული იერუსალიმიდან დამთავრებული რომით.

ლოცვა: ცოცხალო უფალო იესო ქრისტე, ჩვენ თაყვანსგცემთ შენ! გაკურთხებთ შენი სიყვარულისა და ფარული დიდებისთვის, რომელიც მოქმედებს შენს ეკლესიაში ჩვენ დღეებში! მადლობას გიხდით შენი სიკეთისთვის, რომელიც ჩვენც შეგვეხო! დაგვეხმარე შენი საქმეები ვიხილოთ ამ მოციქულთა წიგნში! გვინდა, რომ ძალიან განგადიდოთ, მათი სწავლების ჩვენ ცხოვრებაში გამოყენებით!

კითხვა:

  1. როგორია ლუკას პირველი წიგნის შინაარსი? როგორია მეორე წიგნის შინაარსი და მიზანი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:25 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)