Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 112 (Christ's word to his mother; The consummation)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
4 ნაწილი - სინათლე სძლევს სიბნელეს (იოანე 18:1 – 21:25)
ა - მოვლენები იესოს შეპყრობიდან მის დამარხვამდე (იოანე 18:1 – 19:42)
4. იესოს ჯვარცმა და სიკვდილი (იოანე 19:16ბ-42)

გ) ქრისტე მიმართავს დედას (იოანე 19:25-27)


იოანე 19:24ბ-27
24 თქვეს ერთმანეთში: "ნუ დავხევთ, წილი ვყაროთ მასზე. ვნახოთ, ვის შეხვდება”. რათა აღსრულებულიყო წერილი: "გაინაწილეს ჩემი ტანსაცმელი და წილი ჰყარეს ჩემს სამოსელზე”. ამიტომ მოიქცნენ ასე ჯარისკაცები. 25 იესოს ჯვართან იდგნენ დედამისი, დედამისის და, მარიამ კლეოპასი და მარიამ მაგდალელი. 26 დაინახა იესომ იქ მდგომი დედა და მოწაფე, რომელიც უყვარდა; უთხრა დედას: "დედაკაცო, აჰა, შენი ძე!” 27 შემდეგ მოწაფეს უთხრა: "აჰა, დედაშენი!” და მოწაფემ იმ დროიდანვე თავისთან წაიყვანა იგი.

იოანე არ ყვება ქრისტეს პირველი სიტყვების შესახებ ჯვარზე, სადაც ის პატიობს მთელ ქვეყნიერებას. არც იმაზე წერს, თუ როგორ დასცინოდნენ მღვდელმთავრები და ხალხი ჯვარზე გაკრულ იესოს. არც იმაზე წერს, რომ იესომ აპატია მარჯვნივ გაკრულ ავაზაკს ცოდვები. იოანეს სახარების დაწერამდე, ეს ინფორმაციები უკვე კარგად ნაცნობი იყო ეკლესიებისთვის.

მალევე მღვდელმთავრები წავიდნენ იესოს ჯვარცმის ადგილიდან ისე, რომ ვერ მოისმინეს მისი ლოცვა მამისადმი და პატიება მთელი ქვეყნიერების. ხალხიც დაიშალა, რომელიც ახლა იერუსალიმისკენ მიიჩქაროდა, რათა მსხვერპლად შეეწინათ სააღდგომო კრავები. მათ ცოტა დრო რჩებოდათ დღესასწაულისთვის მოსამზადებლად. მღვდელთავრები ხარობდნენ, რომ გამოუვიდათ მატყუარის მოკვლა, რომელიც თავს მესიად ასაღებდა მაშინ, როდესაც მთელი ხალხი სადღესასწაულო კრავებს ემზადებდა შესაწირად. და ისინი შეუდგნე მახვერპლშეწირვის მსახურებას. ქალაქის კედლებიდან გაისმა ბუკის ხმა, ტაძრებში კი კრავები მოჰყავდათ და სისხლი მდინარის მსგავსად მოსჩქეფდა. ტაძარი ქებით და მადლიერებით აივსო. ხოლო იერუსალიმის გარეთ ძელზე ღვთის კრავი ეკიდა, ყველასგან დამცირებული და მიტოვებული. როაელი წარმართი მეომრები იცავდნენ სამ ჯვარზე გაკრულ ადამიანს.

ამ დროს ჯვართან ზოგიერთი ქალი მივიდა. ისინი უჩუმრად იდგნენ ჯვრის დაბლა. ყოველივე მომხდარი მათ გონებაში არ ეტეოდა. ყოვლისშემძლე ღმერთი ეკიდა მათ თავზე, იტანჯა და ახლოს იყო სიკვდილთან. ვერავინ ჰპოვებდა ნუგეშის სიტყვებს. მათ გულში ლოცვის ძალაც არ იყო. შესაძლოა რამდენიმე მათგანი მსალმუნიდან რაღაც სიტყვებს ბუტბუტებდა. იესომ გაიგო დედის სულის კივილი და მისი მოწაფის, იოანეს ტირილი. და იმისდამიუხედავად, რომ მის მაღლა მოიღუშა, ის არ ფიქრობდა საკუთარ თავზე. უეცრად მისი ხმა გაისმა: ”დედაკაცო! ეს შენი შვილია”. მან არ მიმართა მას სიტყვით ”დედა” , არამედ უწოდა ”დედაკაცი”, ვინაიდან იესო არცერთ ადამიანს არ ეკუთვნის , ის მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის! და დედამისსაც კი არ აქვს მასზე რაიმე გამონაკლისი უფლებები. ის ღვთის კრავი იყო. და ახლა სეულდებოდა ის, რაზეც კანაში დედამისს ეუბნებოდა, როდესაც ბევრი წყალი ღვინოდ გადააქცია, თავისი სისხლის მსგავსად, რომელიც კაცობრიობისთვის იქნებოდა დაღვრილი. ქრისტეს უსაზღვრო სიყვარული გამოვლინდა, როდესაც ის ჯვარზე ეკიდა, გამოსყიდვის გამო და თავისი მიწიური ახლობლების საჭიროებებს პასუხობდა. მაშინ აღარულდა წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ იესოს დედის გულს ხმალი გააპობდა (ლუკ. 2:35). იმ წამს მარიამი ტკივილისგან მკვდარი იყო, და ასე აღსრულდა მისი სახელის არსი, რაც ძველ ბერძნულ ენაზე ნიშნავა ”მწარეს”.

იესოსა ერც სახლი ჰქომდა , არც ფული და ბოლო ტანისამოსიც სასტიკმა მეომრებმა წაართვეს. მას აე შეეძლო რაიმე მატერიალური დაეტოვებინა დედამისისთვის. ამიტომაც აჩუქა მას სიყვარული, რომელიც მის მოწაფეებში და მსოფლიო ეკლესიებში იყო. მოწაფე იოანე, ჯვართან იესოს დედასთან ერთად მივიდა (მათ. 27:56). იოანე აქ არც თავის სახელს და არც დედის სახელსა რ ახსენებს,რათა არ შებღალოს ქრისტეს პატივი და მისი დიდება. და მხოლოდ იმის შემდეგ, რაც იესომ უთხრა იოანეს, რომ მიხედა დედისთვის, მან მისცა ნება მოწაფეებს ჯვრის სინათლეს ჩასწვდომოდნენ. იოანემ მარიამი თავის სახლში წაიყვანა. როგორც ჩანს , მას ჰქონდა სახლი იერუსალიმში და სულაც არ იყო ღარიბი და ჰქონდა საკმარისი სახსრები, რათა იესოს დედაზე ეზრუნა. იმ დროს ჯვართან სხვა ქალებიც უჩურმად იდგნენ, რომლებიც გაგხდენენ იესოს დედის მიმართ გამოვლენილი მზრუმველობის მოწმეები. იქ მდგომთაგან ერთი ქალი იესომ ეშმაკეულისგან გაანთავისუფლა. ეს მარიამ მაგდალინელი იყო. და შესაძლოა დაღონებული იყო და ეგონა, რომ იესოს სიკვსილის შემდეგ, ეშმაკეულები ისევ დაუწყებდნენ მას წვალებას. მაგრამ ქრისტეს სიყვარულმა და მოწაფეებისადმი მზრუნველობამ იხსნა ის ეშმაკის შიშისგან. ასევე შენზე არავითარი ძალაუფლება არ აქვს ეშმაკს, სანამ ქრისტეს ჯვართან ახლოს დგახარ.


დ) აღსრულდა! (იოანე 19:28-30)


იოანე 19:28-29
28 ამის შემდეგ, იცოდა რა იესომ, რომ უკვე ყველაფერი დასრულდა წერილის აღსასრულებლად, თქვა: "მწყურია!” 29 იქვე ძმრით სავსე ჭურჭელი იდგა; ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი წამოაცვეს უსუპს და პირთან მიუტანეს.

მახარობელ იოანეს ჰქონდა ძალა რამდენიმე სიტყვაში დიდი აზრი ჩაედო. ის არაფერს ყვება წყვდიადზე, რომელმაც დედამიწა მოიცვა, ქრისტეს ყვირილისას, როდესაც ის, ღმერთისგან მიტოვებულმა ჯვარზე, აიღო საკუთარ თავზე უფლის რისხვა და ჩვენი ცოდვები. ასევე იოანე გვაუწყებს, რომ ამ ტანჯვების მერე, რომელიც 3 საათი გრძელდებოდა, იესომ იცოდა სიკვდილის მოახლოების შესახებ. იოანეა რ ამბობ, რომ სიკვდილმა ”შთანთქა” იესო, იესომ ხო საკუთარი ნებით მიეცა სიკვდილს. იესოს მშვიმვამ დიდი ბრძოლა განიცადა ჯვარზე და დაიღალა, მაგრამ მან მაინც ბოლომდე მიიყვანა ქვეყნიერების ხსნის საქმე. იესო ხოდევდა თუ როგორ გაანთავისუფლებს მისი სიკვდილი მილიონობით ცოდვილს და შეარიგებს ღმერთს. მან თავის მსხვერპლის სამკალი და ნაყოფი იხილა წინასწარ. იმ წუთებში იესოს ბაგიდან აღმოხდა სიტყვები: ”მწყურია!” სწუროდა მას, ვინც სამყარო შექმნა, ვინც წყელბზე იძვროდა. თავად ღვთიურ სიწმიდეს უნდოდა ჩვენი გამართლება! ერთხელ იესომ მდიდარზე მოყვა, რომელიც ჯოჯოხეთში იყო თუ როგორ კვმესდა წყურვილისგან და სთხოვდა აბრაამს, რომ ლაზარეს თავისი თითები დაესველებინა და მიედო მისი გამომშრალი ენისთვის. ასევე ეკიდა ღმერთის ძე ღვთის რისხვაში, განიკითხა ჩვენ გამო, იტანჯა ჩვენი ცოდვების გამო. იესო ნამდვილი ადამიანი იყო. ის ბუნებრივ წყურვილს განიცდიდა. მაგრამ იქამდე, სანამ ჯვარზე გადარჩენის საქმე აე აღსრულდა, არ უთქვამს წყურვილის შესახებ არაფერი. და მაშიმ სულიწმიდამ გაუხსნა მას, რომ მისი გამოსყიდვა ათასობით წლის წინ იყო ნაწინასწარმეტყველებო ფსალუნში 21:13-19, ხოლო ფსალუნში 68:22 ნათქამია, რომ მას ძმარს მისცემდნენ. ჩვენ ზუსტად არ ვიცით მას სუფთა ძმარი მისცეს თუ წყალში გარეული, მაგრამ ზუსტად ვიცით ის, რომ მისთვის წყალი არ მიუწოდებიათ. ადამიანი იესო, ღვთვის ძე, სრულიად უსაშველო მდგომარეობაში აღმოჩნდა.

იოანე 19:30
30 ძმარი რომ იგემა, თქვა იესომ: "აღსრულდა!” თავი დახარა და სული განუტევა.

გაიგო რა ძმრიანი ღვთის რისხვის გემო, მან თქვა: ”აღსრულდა!” ამ სიტყვებამდე, ძე სთხოვდა მას, რომ ეკურთხებიმა ჯვარზე ჩვენი გადარჩენისთვის, რათა მამის სახელი განდიდებულიყო. ძეს სწამდა და აღიარებდა, რომ მისი ლოცვები შესენილიყო და რომ ბოლომდე მიიყვანს მამის დავალებულ საქმეს (იოანე 17:1,4).

ოესომ ჯვარზე, საკუთარ თავზე იზეიმა. მის ბაგეს არცერთი სიძულვილის სიტყვა არ წარმოუთქვამს, მას არანაირი თავის შეცოდების გრძნობა არ ჰქონია, არ უყვირია განწირულს. იესომ იცოდა, რომ გამოსყიდვილის საქმე გააკეთა იმიტიმ, რომ უფალმა გააყარა დიდი ტანჯვებში ჩვენი მხსნელი. ვერავინ ჩაწვდება წმიდა სამების სიღრმეს, ვინაიდან ძემ თავის თავის სულიწმიდის მიერ მოუტანა მამას, როგორც ცოცხალი მსხვერპლი (ებრ. 9:14).

იმ წამიდან, რაც იესომ დაიყვირა ”აღსრულდა” ! ჯვარზე გადარჩენა მოხდა და ამას ვერაფერს დავამატებთ. ვერავითარ კეთილი საქმეები, სიყვარული, მსხვერპლი, ლოცვა ვერ გაგვხდის მართლებს, მაგრამ ჩვენ ხოვრებას წმიდაჰყოფს. ძემ ერთხელ აღასრულა და ჩვენ სრულყოფილნი გაგვხადა. და ახლა ყველაფერი შეიცვალა, თუ ადრე მტრული დამოკიდებულება ჰქონდა, ახლა ქრისტეს ჯვრის წყალობით მშვიდობამ დაისადგურა. და ყველა მოციქულის წერილი არის ბოლო უფლის წერილის განმარტება: ”აღსრულდა”.

ქრისტეს დიდებით დახადა თავი. ღვთის ძე არ გახდა სიკვდილის ლუკმა, არამედ საკუთარი სული გადასცა სულიწმიდას. ახლა კი იესო მამის მარჯვნივ ზის.

ლოცვა: წმიდაო კრავო, რომელმაც აიღე ქვეყნიერების ცოდვა შენ თავზე, შენ ღირსი ხარ მიიღო ქება, პატივი და სიმდიდრე, დიდებულება და ძალაუფლება, სიბრძნე და კურთხევა და მთელი ჩემი ცხოვრება! აწიე ჩემი თავი და შენ გიმზერდე იქნება, გთხოვდი ყველა ცოდვის პატიებას, ვირწმუნებდი რომ შენი მადლით გაწმედდი ჩემ სულს შენი კრავის სისხლით!

კითხვა:

  1. რომელი სამი სიტყვა წარმოსთქვა იესომ ჯვარზე, იოანეს დამოწმების მიხედვით? რას ნიშნავდნენ ისინი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:27 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)