Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 111 (Crucifixion and the grave clothes; Dividing the garments and casting the lots)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
4 ნაწილი - სინათლე სძლევს სიბნელეს (იოანე 18:1 – 21:25)
ა - მოვლენები იესოს შეპყრობიდან მის დამარხვამდე (იოანე 18:1 – 19:42)
4. იესოს ჯვარცმა და სიკვდილი (იოანე 19:16ბ-42)

ა) იესო ჯვარზეა და მის თავზე წარწერაა (იოანე 19:16ბ-22)


იოანე 19:16ბ-18
16 მაშინ გადასცა იგი ჯვარზე საცმელად და წაიყვანეს იესო. 17 იტვირთა თავისი ჯვარი და გავიდა იმ ადგილისკენ, თხემი რომ ერქვა, ებრაულად კი გოლგოთა. 18 სადაც ჯვარს აცვეს იგი; მასთან ერთად, აქეთ-იქით, ორი სხვა, შუაში კი – იესო.

მეომრები უკვე მზად იყვნენ წაეყვანათ ორი ავაზაკი და გაეკრათ ისინი, როდესაც პილატემ გადასცა მათ მესამე ”დამნაშავე”, იესო. მეორმებმა სამი ჯვარი მოამზადეს დამნაშავეთათვის და ყველას თავისი სიკვდილის იარაღი უნდა ეტარებინა. იესოს არ უთქვამს ჯვრის ტარებაზე უარი იქამდე, სანამ ამის უფლებას მისი ადამიანური ძალა მისცემდა. ისინი ქალაქის ქუჩებში მიდიოდნენ და როდესაც კარიბჭემდე მივიდნენ, ძალა საერთოდ გამოელიათ. იქიდან ისინი გაემართნენ გოლგოთასკენ. გოლგოთა ქალაქის კედლებზე მაღლა მდებარეობდა და იქ მაცხოვრებლებს შეეძლოთ ჯვარზე გარკული დამნაშავეების დანახვა.

იოანემ არ აღწერა ჯვარზე გაკვრის საშინელი სცენა დეტალებში, მისმა კალამმა ამაზე უარი თქვა. ადამიანებმა უარყვეს ღვთიური სიყვარული და ჯოჯოხეთურ სიძულვილს მიეცნენ. ისინი სასტიკად გაუსწორდნენ სულისგან შობილს და თავიანთი ცოდვებით ქრისტეს საქმე ბოლომდე მიიყვანეს - ამ გზით მან საკუთარი თავი, როგორც გამომსყიდველი მსხვერპლი მოიტანა მათი ცოდვების გამო. იესო ჯვარზე ეკიდა არა ოქროს გვირგვინით, არამედ ეკლის. ის იტანჯებოდა და მისი სხეული ნაკუწებად იხლიჩებოდა. ყველაზე ღრმა დამცირებაში მან საკუთარი დიდება გამოავლინა სიყვარულის დათმენით და სიწმიდისგან უარყოფით. რა საზარელი სანახავია, რომ იესო ორ ავაზაკსშორის არის გაკრული ჯვარზე, ისინი იკლაკნებოდნენ ტკივილისგან და ჯვრის გამო წყევლიდნენ ყველას. მოწყალე და წმისა იესო, თავისი სიცოცხლის ბოლო წუთებშიც ცოდვილთა მეგობრად რჩებოდა. ღვთის ძე დედამიწაზე მოვიდა, როგორც ადამიანის ძე იმიტომ, რომ დაღუპული ადამიანის ძეები ღვთის შვილებას გაეხადა. ქრისტე ყველაზე დაბალი ფენის ადამიანებთანაც მივიდა, რათა არავჯს ეთქვა, რომ ის მისთვის არ მოსულა დედამიწაზე. სადაც არ უნდა იყო და როგორც ქრ უნდა დაეცე, ქრისტეს შეუძლია გაპატიოს შენი ცოდვები, გაგასუფთავოს და გაგწმიდოს.

იოანე 19:19-20
19 წარწერაც დაწერა პილატემ და ჯვარზე მიამაგრა. და იყო დაწერილი: "იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე". 20 ბევრმა იუდეველმა წაიკითხა დაწერილი, რადგან ქალაქთან ახლოს იყო იესოს ჯვარცმის ადგილი, ხოლო წარწერა ებრაულად, რომაულად და ბერძნულად იყო.

მეომრებმა გააკრეს იესო ოე ავაზაკთა შორის და დასცინოდნენ მას მისი განცხადების გამო, რომ ის - მეფეა. ამასთანავე პილაგე განაგრძობდა იუდეველთა უმაღლესი საბჭოს წევრების აბუჩად აგდებას, რომელმაც აიძულა მას, რომ იესოსთვის სასიკვდილო განაჩენი გამოეტანა. რომაელმა მმართველმა იესოს თავზე წარწერა დაკიდა, რომელიც ორი სიტყვით გადოსცემდა იუდეველთა ბრალდებას. ღმერთმა გამოიყენა ეს სიტყვები, რათა განსაჯოს იუდეველები, ვინაიდან იესო მართლაც მათი მეფე იყო. იესო არის ჭეშმარიტი მეფე, რომელიც სამართლიანობაში, სიყვარულში, მორჩილებასა

და თვინიერებაში მოვიდა. მან დედამიწაზე ზეცა მოიტანა. იუდეველებმა კი ჯოჯოხეთი აირჩიეს თავიანთი ღვთიური მეფის უარყოფით, განდევნეს რა ის თავიანთი ერისგან. მაგრამ ღებულობენ კი დღეს ერები ჯვარცმულ მეფეს, თუ ისევე უარყოფენ სიყვარულის უფალს?

იოანე 19:21-22
21 ეუბნებოდნენ პილატეს იუდეველი მღვდელმთავრები: "ნუ დაწერ იუდეველთა მეფეს, არამედ, რასაც ის ამბობდა: მე ვარ იუდეველთა მეფე!” 22 მიუგო პილატემ: "რაც დავწერე, დავწერე”.

მღვდელმთავრები უმალვე მიხვდნენ პილატეს დაცინვის მიზეზს და მის ფარულ მუქარას ერის მიმართ. ისინი საკუთარ მეფეს უარყოფნენ და დაინახეს ქრისტეს უძლურებაში აბსოლუტურად საპირისპირო, რასაც პილატე წერდა. ამიტომაც უფრო მეტად შეიძულეს იესო. პილატე დარწუნებული იყო, რომ ეს წარწერა მოეწონებოდა კეისარს, ამოტომაც მოითხოვა მისი სამივე ენაზე გაკეთება, რათა ყველა განათლებულ ადამიანს დაენახა, ყველა ერიდან, ადგილობრივებს თუ ჩამოსულებს, რომის წინააღმდეგ აღმდგრებს, იგივე მოელოდათ. სწორედ ასე მოხდა ჩ.წ 70იან წლებში, ათასი რომის მოწინააღმდეგე ჯვარზე გააკრეს იერუსალიმის გარშემო.


ბ) იესოს ტანსაცმლის გამო კენჭის ყრა (იოანე 19:23-24)


იოანე 19:23-24ა
23 როცა ჯარისკაცებმა ჯვარს აცვეს იესო, აიღეს მისი სამოსელი და ოთხ ნაწილად გაყვეს; ყოველ ჯარისკაცს თავისი წილი და კვართი; ხოლო კვართი შეკერილი არ ყოფილა, თავიდან ბოლომდე ნაქსოვი იყო. 24ა თქვეს ერთმანეთში: "ნუ დავხევთ, წილი ვყაროთ მასზე. ვნახოთ, ვის შეხვდება”. რათა აღსრულებულიყო წერილი: "გაინაწილეს ჩემი ტანსაცმელი და წილი ჰყარეს ჩემს სამოსელზე”. ამიტომ მოიქცნენ ასე ჯარისკაცები.

მეორმებმა იესოს წაართვეს ბოლო, რაც ჰქონდა - მისი ტანისამოსი. მათ დაამცირეს ის ისე, რომ ქვედა თეთრეულიც გახადეს. ასე ამცირებდნენ ყოველთვის ასეთ დამნაშავეებს, ისინი ფეხებით უნდა ყოფილიყვნენ დაკიდებილები ძელზე მთელი ერის დასანახად.

თუმცა ამ დამცირებაში კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა იესოს დიდება. იესო თავად არის მღვდელმთავარი, ღმერთის წინაშე შუამდგომელი მთელი კაცობრიობისთვის. ამ ღვთიურ როლში იტანჯებოდა და იტანდა აუტანელ ტკივილებს.

ამ მოვლენებამდე ათასი წლით ადრე სულიწმიდამ იწინასწარმეტყველა ქრისტეს ჯვარცმის ზოგ დეტალზე. 21-ე ფსალუნში წერია: "ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს კვართზე." (ფს. 21:19).

შემდეგ სულმა იწინასწარმეტყველა არა მხოლოდ ის, რომ ქრისტეს სამოსი იქნებოდა განაწილებული, არამედ რომ მასზე კენჭს იყრიან. ჭეშმარიტების სულმა წინასწარ დაინახა ქრისტეს ჯვარცმა თავისი დეტალებით, და ეს ამტკიცებს რა, რომ ეს ღვთის სრული ნებაა. ასევე იესო ამბობდა, რომ მორწმუნეს თავიდან არც ერთი თმის ღერი არ ჩამოვარდება მამის ნების გარეშე. ის ვინც უარყოფს ქრისტეს ჯვარცმას არა მხოლოდ უარყოფს ისტორიულ ფაქტებს, არამედ ეწინააღმდეგება ღვთის სულს, რომელმაც ათასი წლით ადრე იწინასწარმეტყველა ეს მოვლენა. მეომრები ქრისტეს ჯვართან უპაგივცემულოდ და უგრძნობად იქცეოდნენ, ვინაიდან მხოლოდ მატერიალურზე ფიქრობდნენ. მხოლოდ იმაზე ფიქრბდნენ და კამათობდნენ, ჯვარზე გაკრულთაგანის რა ნივთი შეხვდებოდა. ისინი აგინებდნენ და წყევლიდნენ მათ, ვინაიდან აღარ ჰქონდათ შეორჩენილი ადამიანურობა. მათ აზრადაც არ მოსვლიათ, რომ თავად სოფლიოს მხსნელი ჰკიდია მათ თავზე, რომელიც თავის სისხლს ჯვარზე ღვრიდა.

ძმაო, გესმის თუ არა იესოსი? თუ ჯერ კიდევ ძალაუფლებას, სიმდისრესა და დიდებას მისდევ? გიყბარს თუ არა ჯვარცმული და შეიძინე თუ არა მისი სიკვდილით ღვთიური გამართლება და ჭეშმარიტი სიწმიდე? თუ გულგრილად ეპყრობი ჯვარცმას და არ ცდილობ ჩაწვდე მას? სულიწლიდა გვაერთიანებს ღვთის ძესთან სიყვარულისა და იმედის სამყაროში, რათა მასთან ერთად გავიზიაროთ მისი სიკვდილი და დამარხვა, ასევე მისი სიცოცხლე, დიდება და უანგარო სიყვარული.

ლოცვა: უფალო იესო მადლობაა გიხდით, რომ ატარე შენი ჯვარი და არ დატოვე ის. გადიდებთ შენი ტანჯვებისთვის, მოთმინებისთვის, სიყვარულისა და კურთხევებისთვის. დიდებას გიძღვნით, რომ გვაპატიე ჩვენც და მთელ მსოფლიოს ცოდვები. მომხსენი ცოდვები მაშინ, როდესაც ჯვარზე ეკიდე. შენ მეომრებსაც აპატიე, პილატესაც და კაიაფასაც; და შენ შეარიგე მთელი კაცობრიობა ღმერთთან, მიიღე რა საკუთარ თავზე უფლის ტანჯვა. შენ ჩვენი გამომსყიდველი და შუამდგომელი ხარ!

კითხვა:

  1. რა აზრის იყო ქრისტეს თავზე დაკიდებული წარწერა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:24 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)