Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 092 (Abiding in the Father's fellowship appears in mutual love)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
3 ნაწილი - სინათლე, რომელიც მოციქულთა შორის იყოს (იოანე 11:55 - 17:26)
დ - გამომშვიდობება გეთსემანიის გზაზე (იოანე 15:1 - 16:33)

2. ჩვენი ურთიერთობა მამასთან დასტურდება ერთმანეთისადმი დამოკიდებულებით (იოანე 15:9-17)


იოანე 15:9
9 როგორც მე შემიყვარა მამამ, მეც ისე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში!

მამას ისე უყვარს თავისი ძე,რომ ზეცა გახსნა იოარდანეს ზემოთ, როდესაც იესო ინათლებოდა. სულიწმიდა მაშინ მტრედის სახით გადმოვიდა. და ხმა იყო ზეციდან: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელშიც ჩემი კურთხევაა“. ეს სამების განდიდებაა, და ის, რაც იესომ გააკეთა მამის ნების ნაწილის აღსრულება იყო, რათა შესძლებოდა აეღო ქვეყნიერების ცოდვები თავის თავზე. ეს სიყვარული ვლინდება და მოქმედებს არა მხოლოდ მამისა და ძის ურთიერთობაში. მამა და ძე გაერთიანდნენ ამ სიყვარულში სამყაროს მიერ, და ამზადებდნენ ამ ქვეყანას გამოსყიდვისთვის.

იესოს ისევე ვუყვარვართ, როგორც მამას. ის ყოველთვის მომსმენი იყო, ჩვენ - არა. არც ერთი ჩვენგანი არ არსებობდა დასაბამიდანვე. ძემ ამოგვირჩია ჩვენ, ცოდვილები, და გაგვწმიდა. მან მეორედ დაბადება გვაჩუქა სულიწმიდის მეშვეობით და გაგვასუფთავა. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ როგორც სათამაშოები ვართ მის ხელში, რომლის გადაგდებაც სურვილისამებრ არის შესაძლებელი. ის ჩვენზე დღე და ღამე ფიქრობს, ზრუნავს, ავლენს თავის ღვთიურ სიყვარულს. ის შუამდგომლობს ჩვენთვის და სიყვარულის წერილებს გვწერს, რომელსაც სახარებაში ვკითხულობთ. ის აღგვძრავს რწმენისკენ, სიყვარულისა და იმედისკენ. ჩვენ, რომ შეგვეძლოს სიყვარულის უსუფთაობისგან განწმედა, რომელიც ჩვენ მშობლებს ჰქონდათ, ეს სიყვრული მაინც არარაობა იქნებოდა ქრისტეს სიყვარულთან შეფარდებაში.

იოანე 15:9-10
9 როგორც მე შემიყვარა მამამ, მეც ისე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში! 10 თუ ჩემს მცნებებს იცავთ, დარჩებით ჩემს სიყვარულში, როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებანი და ვრჩები მის სიყვარულში.

იესო გაფრთხილებთ თქვენ: „არ განშორდეთ ჩემ სიყვარულს. მე თქვენ მიყვარხართ და იგივეს ველი თქვენგან. სადაა თქვენი ლოცვები? ჰგავს თუ არა ის სატელეფონო კავშირებს ზეცასთან? სად არის თქვენი წვლილი ამ სამყაროს გადარჩენი გეგმაში? მე თქვენ საუკეთესოსკენ, კეთილისკენ და კარგი საქმეებისკენ მოგიწოდებთ. დამკვიდრდით ჩემ სიყვარულში. სულიწმიდა აღგძრავს კეთილი საქმეების საკეთებლად, თავად ღმერთიც, ხომ გამუდმებით სიკეთეს აკეთებს“.

ცოდვაა არ გიყვარდეს ისე, როგორ უფალს. უფალს უნდა, რომ უფლის მოწყალების დონეზე აგვიყვანოს: „ იყავით გულმოწყალეები, როგორც მე და მამა ვართ“. თქვენ შეიძება იფიქროთ, რომ ეს შეუძლებელია. თქვენ მართლები ხართ, თუ ადამიანური გონებით განვსჯით. მაგრამ თქვენ არ იცით თუ რა სურს ქრისტეს, რომ გააკეთოს და რისი გაკეთება შეუძია მას თქვენში. ის გიგზავნით სულიწმიდას ასე, რომ თქვენ შეგეძლებათ გიყვარდეთ ისე, როგორც მას. სულში მყოფი მოციქული პავლე ამბობს: „ყველაფერი ძალმიძს,ჩემ გამაძლიერებ ქრისტე იესოში“.

იესო ამოწმებს, რომ მისი მოქმედებები არასდროს ყოფილა განსხვავებული მამის ნებასთან შეფარდებით. ის ყოველთვის უფლის სიყვარულში იყო. ქრისტე უფლის მშვიდობას გვაძლევს, სულში ლოცვას და სიყვარულში მსახურებას.

იოანე 15:11
11 ეს იმიტომ გელაპარაკეთ, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და სრული იყოს თქვენი სიხარული.

ღმერთისგან შორს მყოფი ადამიანის გული წყურვისა და განგაშს განიცდის. ქრისტე კი ყოველთვის მამის ნებაში მყოფი, განიცდიდა სიხარულსა და ნეტარებას. მასში შეუჩერებლივ იყო ღმერთის განდიდება. გადარჩენასთან ერთად უფალს უნდა, რომ სიყვარულის ოკეანე გვაჩუქროს. ჩვენი ღმერთი, ნეტარების ღმერთია.

სულის ნაყოფების ჩამონათვალში შემდეგი არის სიხარული. სადაც ცოდვა უკუგდებულია, იქ სიხარული ზეიმობს. ქრისტეს სურს გადარჩენის სიხარული გააძლიეროს ჩვენში, რათა მან შეძლოს სხვებს მიწვდეს. გახარებულ ადამიანს არ შეუძლია სიხარული თავისში დაიტოვოს, არამედ ცდილობს სხვებს დაეხმაროს, დაეხმაროს, რომ მათაც განიცადონ გადარჩენის ნეტარება და ის ბედნიერება, რაც უფალში დამკვიდრებას გულისხმობს. მაშინ ჩვენი სიყვარული იქნება სავსე, როგორც მრავალ გადარჩენილთათვის. როგორც თქვა მოციქულმა პავლემ: „ღმერთს სურს, რომ ყველა გადარჩეს და ყველამ შეიცნოს ჭეშმარიტება“. კეთილი უწყება - სიხარულის წყაროა ამდენ გასაჭირსა და უიმედობაში.

იოანე 15:12-13
12 ესაა ჩემი მცნება - რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. 13 იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავს დადებს თავისი მეგობრისთვის.

იესოს ვუყვარვართ ჩვენ. ის სახელით გვიცნობს, იცის ჩვენი ხასიათი და ჩვენი წარსული. ის გვითანაგრძნობს ჩვენ პრობლემებსა და განსაცდელებში. მას აქვს თითოეული ჩვენგანის მომავალზე გეგმა. უფალი ყოველთვის მზადაა გველაპარაკოს ჩვენ, ჩვენს ლოცვებში, გვაპატიოს ცოდვები და შეგვიყვანოს წმიდა ცხოვრებაში, რომელიც სავსეა სიწმიდითა და სამართლიანობით.

იესოს ვუყვარვართ და სურს, რომ ჩვენც გვიყვარდეს ერთმანეთი. ჩვენ ვინტერესდებით ჩვენი ახლობლებითა და მეგობრებით, ვუთანაგრძნობთ მათ განსაცდელებსა და პრობლემებში. ჩვენ ვიწყებთ მათი ხასიათის განსაკუთრებულობების და ლოცვების გაგებას, რომლებითაც ისინი ხელმძღვანელობენ თავიანთ ცხოვრებაში. ჩვენ მათი პრობლემების გადაჭრის გზებს ვნახულობთ და ვთავაზობთ მათ, მათთან დროის გატარებისას. თუ ისინი შეცდომებს უშვებენ, ვპატიობთ და სულგრძელობით ვექცევით და აღარ ვახსენებთ მომავალში ამ ჩავარდნებს.

იესომ თავისი სიყვარულის დემონსტრირება მოახდინა საკუთარი ცხოვრების მაგალითზე. ის უბრალოდ კი არ საუბრობდა და ეხმარებოდა ხალხს, არამედ საკუთარი თავი გასწირა ცოდვილებისთვის. ჯვარი - სიყვარულის გვირგვინია, ღმერთის სიყვარულის მტკიცებულება ჩვენდამი. თუ კი ის მოგვიწოდებს სახარების გაზიარებას და ამ ხალხისთვის რაიმეს კეთებას, როგორც ამას იესო აკეთებდა, მაშინ ის ჩვენგან ამ საქმის გასაკეთებლად მოელის სრულ თავდადებას და ენერგიას. ის ლოცულობს მათზე, ვინც მას ჭრილობები მიაყენა და მათ, როგორც მეგობრებს ისე ექცევა. ის ლოცულობდა მტრებისთვის: „მამაო! აპატიე, ვინაიდან არ იციან რას ჩადიან“. ის უბრალოდ ძმებს ან ღვთის შვილებს კი არ გვიწოდებს, არამედ მის საყვარელ შვილებს. თავისი სიკვდილით მან გამოისყიდა ისინი, ვინც ამას სულაც არ იმსახურებდა.

იოანე 15:14-15
14 თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ იმას აკეთებთ, რაც გამცნეთ. 15 მონებს აღარ გიწოდებთ, რადგან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრები გიწოდეთ, რადგან ყველაფერი გამცნეთ, რაც მამაჩემისგან მსმენია.

ღმერთი მის „საყვარელ“ შვილებს გვიწოდებს. ის ამას, სათითაოდ ეუბნება ყველას. შესაძოა თქვენ მარტო ხართ და ვერავისს ესაუბრებით. შეხედეთ იესოს, ის მოკვდა თქვენთვის და ცხოვრობს თქვენთვის. მან იცის თქვენი ფიქრები. ქრისტე - თქვენი საუკეთესო მეგობარია, რომელიც ყოველთვის მზადაა დასახმარებლად. მას უყვარხართ და პასუხადაც იგივეს ელოდება თქვენგან. იესოსთან მეგობრობა ნიშნავს, შეიყვარო ყველა, ვინც მას უყვარს. ორნი ერთმანეთის მოწინააღმდეგენი ვერ იქნებიან თუ ისინი თვლიან, რომ ქრისტე მოყვარულები არიან. ეს მეგობრობა ითხოვს, რომ ჩვენ გვიყვარდეს ერთმანეთი. მან თავისი საყვარელი შვილები გვიწოდა. ჩვენ მას ვეკუთვნით, ვინაიდან მან შეგვქმნა ჩვენ. მას აქვს უფლება მოგვექცეს, როგორც მონებს. მან კი გაგვანთავისუფლა ცოდვილი მონობისგან და აღგვადგინა. ის საკუთარ ღვთიურ საქმეებზე გველაპარაკება. ის არ გვტოვებს, მაგრამ გვიხსნის მამას, ჯვრის ძალას და სულიწმიდის სიყვარულს. სამების საიდუმლოს გამოცხადებით, იესომ მარადიულობის დამალული საიდუმლოებები გაგვიხსნა. მამამ, ძეს დაავალა, რომ გაეხსნა ეს ჭეშმარიტებები ჩვენთვის. მისი მეგობრობა იმდენად დიდია, რომ გვაძევს მის საქმეში, მოწყალებაში, დიდიებაში, ძალასა და ცხოვრებაში მონაწილეობის საშუალებას. ის არამც თუ შვილობის უფლებას გვაძლევს, არამედ ტავად მივყავართ თავისკენ.

იოანე 15:16-17
16 თქვენ არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და თქვენი ნაყოფი დარჩეს, რათა, რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მან მოგცეთ თქვენ. 17 ამას გიდებთ მცნებად, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი.

თქვენი ურთიერთობა ქრისტესთან, უმტავრესად არ არის დამოკიდებული თქვენ სურვილზე ან გამოცდილებაზე, არამედ მის სიყვარულზე, მოწოდება სა და რჩეულობაზე. როდესაც თქვენი ცოდვის მონები იყავით, ეშმაკის ძალაუფლებაში და სიკვდილის ქვეშ იმყოფებოდით. თქვენ ვერ შეძელით ამ ბარიკადების დამსხვრევა, მაგრამ იესომ ამოგირჩიათ თავისი ძირფასი სისხლის მეშვეობით. მან საკუთარი მეგობრები გაგხადათ და მემკვიდრედ ყოფნის უფლება მოგცათ, მისი ძის. თავისი წყალობის გამო ამოგირჩიათ. არჩევანი თქვენზეა - მიიღოთ თუ არა ის. იესომ მთელი მოსფლიო ჯვარზე გამოისყიდა. მაგრამ ყველას როდი ესმის მისი ძახილი, ვინაიდან ცოდვაში ყოფნას არჩევენ. ამ ხალხმა არ იციან, რას ნიშნავს თავისუფლება, რომელსაც უფლის შვილები განიცდიან. ქრისტემ ცოდვისგან, თავისუფლებისკენ და ღმერთთან ურთიერთობისკენ მოგიწოდათ. ივარჯიშეთ სიყვარულში. თქვენ თავისუფლებას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - კეთილი ნებით ღმერთისა და ადამიანების მომსახურეობა. აქ არ აქვს ადგილი დაძალებასა და იძულებას, როგორც მონობის შემთხვევაში იყო. იესო კეთილი ნებით მოემსახურა ადამიანებს, სიყვარულის გამო. ის ჩვენთვის მისაბაძი მაგალითია, არ ფიქრობდა თავის თავზე, არამედ თავის ახლობლებზე და სხვებზე ზრუნავდა.

უფალს სურს, რომ თქვენი მეგობრების მიმართ მზრუნველობას იჩენდეთ, როგორც მწყემსი თავისი ცხვრების მიმართ. ვინაიდან ჩვენი ადამიანური შესაძლებლობებით შემოვისაზღვრებით, ჩვენ ვერ შევძლებთ ადამიანების მონობიდან განთავისუფლებას. იესო მოგვიწოდებს მისი სახელით ლოცვისკენ. თუ ჩვენ მას ვთხოვთ, რომ გაანთავისუფლოს ჩვენი მეგობრები ცოდვისგან, გაამაგროს ისინი სულიერად და მორალურად, უზრუნველყოს ისინი ყველაფრით, რაც აუცილებელია მათი სულისთვის, ხორცისთვის და მშვინვისთვის, უფალი ამ ლოცვას თავისი მადლით უპასუხებს. ლოცვის საიდუმლოება, რომელზეც პასუხების მიღება გვინდა, მდგომარეობს სიყვარულში. თუ თქვენ სულში ლოცულობთ თქვენი მეგობრებისთვის, უფალი თქვენ ცოდვებს დაგანახებთ, და სიცოცხლისკენ წაგიყვანთ, რომლეიც სიბრძნით, ჭეშმარიტი ლოცვით და უდიდესი მორჩილებით არის სავსე. უფალი გიპასუხებთ თუ თქვენ მას სთხოვეთ სიწმიდე და გადარჩენა თქვენი ახლობლებისთვის. ჩვენ მოგიწოდებთ თქვენ განუწყვეტლივ ლოცვისკენ. იესო უბრალო დაუშედეგო მცდელობებს კი არ გთავაზობთ, არამედ ნაყოფებს, რომლებიც საუკუნოდ დარჩება. თქვენი ლოცვებისა და მოწმობების მეშვეობით გადარჩენილები, იცოცხლებენ საუკუნოდ და გადავლენ სიკვდილიდან სიცოცხლეში.

იყავით მომთმენნი თქვენი მეგობრების მიმართ, მათი რთული ხასიათის მიუხედვად. იყავით კეთილნი მათ მიმართ, როგორც უფალია თქვენს მიმართ კეთილი. გაანათეთ უფლის სიყვარულის შუქით ეს გაუკუღმართებული ქვეყნიერება. მსხვერპლშეწირვის მსახურებაში ივარჯიშეთ, ისწავლეთ სათხოვრების გაგება და მყისიერი პასუხი. დაე იესო ქრისტეს სიყვარული გამოჩნდეს თქვენში.

ლოცვა: უფალო იესო მადლობას გიხდით, რომ განგვათავისუფლე ცოდვის მონობისგან და შენი საყვარელ შილებად გაგვხადე. გვასწავლე შევიყვარეთ სხვები ისე, როგორც შენ შეგვიყვარე. ჩვენ გადიდებთ შენ და ჩვენ თავებს გიძღვნით. გვასწავლე ისეთ მორჩილება, რომ მომავალში უხვი სიყვარულის ნაყოფები მოგიტანოთ.

კითხვა:

  1. როგორ გახდნენ ცოდვის მონები, უფლის საყვარელ შვილებად?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:07 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)