Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 091 (Abiding in Christ)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
3 ნაწილი - სინათლე, რომელიც მოციქულთა შორის იყოს (იოანე 11:55 - 17:26)
დ - გამომშვიდობება გეთსემანიის გზაზე (იოანე 15:1 - 16:33)

1. იესო ქრისტეში მყოფს ბევრი ნაყოფი მოაქვს (იოანე15:1-8)


იოანე 15:1-8
1 "მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, ხოლო მამაჩემი მევენახეა. 2 ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში, ის მოაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი გაწმედს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს. 3 თქვენ უკვე განიწმიდეთ იმ სიტყვით, მე რომ გელაპარაკეთ. 4 დარჩით ჩემში, მე კი თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩა, ასევე თქვენც - თუ არ დარჩებით ჩემში. 5 მე ვაზი ვარ, თქვენ კი - ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი გამოიღებს ბევრ ნაყოფს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. 6 ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და გახმება; მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაწვავენ. 7 თუ ჩემში დარჩებით და ჩემი ნათქვამი თქვენში დარჩება, ითხოვეთ, რასაც ისურვებთ და გექნებათ. 8 ამით განდიდდება მამაჩემი, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და იქნებით ჩემი მოწაფენი.

როგორი პატივი გვარგუნა უფალმა, რომ თავის ლერწამს გვიწოდებს, რომელიც საწყისს თავად ქრისტესგან იღებს! მან ჩვენში სულიერი ცხოვრება წარმოქმნა. თავიდან ვაზზე ჩნდება პატარა ტოტი, შემდეგ ის ზრდება, და დიდ ძლიერ ტოტად იქცევა. ამის მსგავსად ქრისტიანი იძენს ქრისტიანულ თვისებებს იესოს დახმარებით. ეს ხდება მადლის მეშვეობით, რომელიც ზეციერი მამისგან მოდის, ასევე ჩვენი რწმენის ძალის მეშვეობით. ჩვენ თავად ვართ პასუხისმგებლები ქრისტეში დამკვიდრების.

სახარებაში ჩვენ ვპოულობთ სიტყვა „მასში“-ს გამოყენებას 175ჯერ. და ანალოგიურ გამონათქვამი „ჩვენში“ მეორდება უფრო იშვიათად. ახლი აღთქმის თანახმად ყველა მორწმუნეს შეუძლია იქონიოს ურთიერთობა იესო ქრისტესტან. ეს კავშირი იმდენად მყარია, რომ ჩვენ საკუთარ თავს ვხედავ ქრისტესთან შერწყმულებს, როგორც ერთი მთლიანი.

უფაი გვარწმუნებს, რომ მისი რწმენის შემდეგ ჩვენ არ ვკარგავთ ჩვენ ინდივიდუალიზმს. ის შთაგვაგონებს და ავსებს ჩვენ ცხოვრებას თავისი სულით. ქრისტეს სურს ჩვენი სიმწიფისკენ წაყვანა, შექმნას ჩვენში ხატება, რომელიც იყო ჩაფიქრებული საწყისიდანვე. თვისებები, რომლებიც იესოს აქვს, მისი მორწმუნეებისთვისაც ბუნებრივი ხდება. სადღაა მაშინ ჩვენი სიყვარული და რწმენა?

რა არის მიზანი ღმერთის ძისა და ადამიანის გაერთიანების? რატომ მოკვდა იესო ჯვარზე და რატომ გადმოვიდა სულიწმიდა ხალხზე? რას ელოდება ღმერთი თქვენგან? უფალმა სულიერი ნიჭებით დაგაჯილდოვათ. სულიწმდის ნაყოფებია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, მადლი, გულმოწყალება, რწმენა, თვინიერება და თავშეკავება.

ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ საკუთარი ძალისხმევით ვერც ერთ ამ თვისებათაგანს ვერ შევიძენთ. ხანდახან ძლივს ვუმკლავდებით იმ ბუნებრივ თვისებებს, რაშიც შედის სიარული, სუნტქვა, ლაპარაკის უნარი, არარაფერს ვამბო ლოცვა, რწმენასა და სიყვარულზე. ჩვენ, მორწმუნეებს უდიდები პრივილეგია გვაქს სულიერი ცხოვრებით ტკბობის, რომელიც იესოსგან მოდის. ჩვენ მადლობას უნდა ვუხდიდეთ მას სულიერად არსებობისთვის და ღვთიური ძალისთვის, რომელიც მოგვცა. ყოველივე ეს - ჩვენი უფლის ნიჭებია. ამის გარეშე ვერაფერს ვიზამთ.

იოანე 15:6
6 ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და გახმება; მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაწვავენ.

თქვენ პასუხისმგებლები ხართ ქრისტეში დამკვიდრების გამო. ერთის მხრივ ჩვენ გვესმის, რომ ქრისტეში დამკვიდრება და სულიერი ცხოვრება - ეს ნიჭებია. მეორე მხრივ ჩვენ ვიცით, რომ ის ვინც შორდება ქრისტეს, ჰგავს მას, ვინც თვითმკვლელობის ჩადენას ცდილობს. და თუ ეს ადამიანი არ დაექვემდებარა არავითარ ცვლილებას გადაგდებულ იქნება დასაწვავად. ანგელოზები დროთაგანმავლობაში აკერფენ ყველას, ვინც უარი თქვა ქრისტეზე და ცეცხლში გადააგდებენ. მათი სინდისის ხმა არ მისცემს მათ მოსვენებას. საუკუნოდ დაინახავენ ღმერთს, მაგრამ მისი წყალობა არ იქნება გამომჟღავნდებული მათ მიმართ. მერე გაიხსენებენ თუ როგორ მკვიდრობდნენ მის სიყვარულში. თუ ისინი ტოვებენ უფალს, ესეიგი მის ხსნას უგულებელყოფენ, მისი გადამრჩენელი მსხვერპლი არაფერი მათთვის, და ამიტომაც საბოლოოდ საუკუნო სატანჯველისთვის არიან განწირულნი.

იოანე 15:7
7 თუ ჩემში დარჩებით და ჩემი ნათქვამი თქვენში დარჩება, ითხოვეთ, რასაც ისურვებთ და გექნებათ.

მას, ვინც ქრისტეში მკვიდრობს, ღრმა ურთიერობა აქვს მასთან. როგორც ქორწინებაში მყოფი დიდი ხნის წყვილი, რომელთაც ერთმანეთის აზრები და გრძნობები იციან, ასევეა მოსიყვარულე იესო, რომელიც იცნობს ადამიანებს და მათთან ჰარმონიაშია. ყოველდღირი ღრმა ბიბლიის შესწავლა გვიბიძგებს კარგისკენ ისე, რომ სურვილი გვიჩნდება რაიმე გავაკეთოთ იესოსთვის, ჩვენი შინაგანი განცდები, ხომ მისი სიტყვებითაა აღსავსე.

თუ ასე იქნება, ჩვენ აღარ დაველოდებიტ ეგოისტური სურვილების ასრულებას, არამედ მოგვინდება უფლის სამეფოს ზრდა ჩვენ ცხოვრებაში. ჩვენ ერთგვარი მომსმენი შუამდგომლები ვხდებით სულიერ კონფლიქტში. ჩვენი გულები მადლიერებითა და ქებით ივსება, და ჩვენ სულიწმიდას ვაძლევთ ყველა ჩვენ საზრუნავს, საჭიროებასა და ადამიანებსაც კი, რომელზედაც სულიწმიდა მერე შეგვახსენებს. იესო დედამიწაზე მუშაობს, მორწმუნეების ლოცვის მეშვეობით. ის გვაძლევს ნებას მივიღოთ მონაწილეობა ამ საქმეში, რაც გულისხმობს ცოდვილ ქვეყნიერებაზე ხალხის გადარჩენას. და თქვენ ლოცულობთ? როგორ? ლოცულობთ თუ არა სულიწმიდის თანდასწრებაში? უფალს განსაზღვრული ზრახვები აქვს. ერთ-ერთი მათგანი - თქვენი სიწმიდეა; მეორე - ღვთის სურვილი, რომ გადარჩეს ყველა ადამიანი და მათი ჭეშმარიტებამდე მოყვანა. თუ ჩვენ სიმართლესა და სიმართლეში ვცხოვრობთ, მაშინ უფლის სახელი დიდდება. სთხოვეთ უფალს ლოცვის სული მოგცეთ, რათა მრავალი ნაყოფი მოიტანოთ და განადიდოთ თქვენი ზეციერი მამა და იესო ქრისტე, თქვენი ცხოვრების მმართველი.

იოანე 15:8
8 ამით განდიდდება მამაჩემი, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და იქნებით ჩემი მოწაფენი.

იესოს სურს, რომ მრავალი ნაყოფი მოიტანოთ. მას თქვენი სრული განწმედა სურს. მას უნდა, რომ სრულყოფილი იყოთ, როგორც ზეციერი მამაა სრულყოფილი. არ იყოთ თვითკმაყოფილები.

ლოცვა: ჩვენ გვიყვარხარ, უფალო იესი, შენ ხომ არ შეგრცხვა მიგეღეთ, როგორც შენები. გთხოვთ, რომ მათ ვისაც მოუწოდე, მოვიდნენ შენთან. ჩვენ ერთი მეორეს მიყოლებით მათ სახელებს ვიმეორებთ. ჩვენ გვჯერა, რომ ისინი იხსენი ჯვარზე. მათი გადარჩენა მტკიცდება მათზე სულიწმიდის გადმოსვლით. დაე განდიდდეს ზეციერი მამის სახელი და შენი სახელი იესო, სულიწმიდაში. ჩვენ შენ გარეშე, არაფრის კეთება არ შეგვიძლია.

კითხვა:

  1. რის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვმკვიდრობთ იესოში, ის კი ჩვენში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:06 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)