Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 078 (The Greeks seek Jesus' acquaintance)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
3 ნაწილი - სინათლე, რომელიც მოციქულთა შორის იყოს (იოანე 11:55 - 17:26)
ა - საოცარი კვირის დასასრული (იოანე 11:55 - 12:50)

3. ბერძნები ცდილობენ იესოსთან შეხვედრას (იოანე 12:20-26)


იოანე 12:20-24
20 დღესასწაულზე თაყვანსაცემად ამოსულთა შორის ბერძნებიც იყვნენ. 21 მივიდნენ ისინი ფილიპესთან, რომელიც გალილეის ბეთსაიდიდან იყო და სთხოვეს: "ბატონო, იესოს ნახვა გვსურს”. 22 ფილიპე მივიდა ანდრიასთან და უთხრა; ამის შემდეგ ანდრიამ და ფილიპემ იესოს უთხრეს. 23 იესომ მიუგო და უთხრა მათ: "დადგა ჟამი, რომ განდიდდეს ძე კაცისა. 24 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება. და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს.

იუდაიზმის მიმდევრები, ბერძნები მივიდნენ იუერუსალიმში პასექის დღესასწაულზე. მეფურმა მიღებამ, რომელიც იესომ მათ მოუწყო, შთაბეწდილება მოახდინა მათზე და მათ მოუნდათ უფრო ახლოს გაცნობოდნენ მას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქრისტესთან სხვა ერის წარმომადგენლებსაც სურდათ მოსვლა. ფილიპემ, რომელმაც ბერძნული ენა იცოდა, და ანდრიამ, გამოიჩინეს ინიციატივა მისულიყვნენ იესოსთან და ეთქვათ ეს. ისინი უკვე ხედავდნენ შედეგს, იესოს ურთიერთობებისა, წარმართებთან მიმართებაში. შესაძლებელია ხედავდნენ ბერძნულ ქვეყნებში წასასვლელ შესაძლებლობას, რათა თავი აერიდებინათ საფრთხისთვის, რომელსაც ამ ფანატიკოს იუდეველებში ხედავდნენ.

ქრისტე ხედავდა მათ ღმერთის ძიების სურვილს და იცოდა მათი მონატრება წერილებისადმი, რომელიც გამოხატეს ბერძნებმა. მან განცხადებაგააკეთა, რომელსაც გამარჯვებული ხასიათი ჰქონდა, რაც გაუგებარი იყო ხალხსითვის. მოგვიანებით ეს იოანეს სახარების დევიზად იქცევა: „დადგა კაცის ძის განდიდების ჟამი“. დრო მისი განდიდების, მომენტი, რომელსაც ელოდებოდა ცა და მიწა, ახლოვდებოდა.

გასაკვირია, რომ იესოს სიტყვები არ იყო დაფუძნებული საომო გამარჯვებებზე ან ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე. იოანემ თავის სახარებაშ არ ილაპარაკ ქრისტესბგარდაქმნაზე, რადგან ფიქრობდა, რომ მისი დიდების გამოსახატავად ამის აღწერა არ იყო საჭირო. მის გარდაქმნაზე საუბრობს მისი ჯვარცმის ფაქტი. სწორედ, რომ ჯვარზე მომხდარი ამბით ვრწმუნდებით მის ღვთაებრიობაში, მისი სიყვარულის მთავარი ატრიბუტი ჯვარცმა გახდა.

იესომ თავი ხორბლის მარცვალს შეადარა, ზეცის თესლით, რომელიც დავარდა მიწაზე, რათა საკუთარი თავი სხვებისთვის გამოეცხადებინა და გამოევლინა თავისი დიდება და სამართლიანობა. ამითი ის განდიდებულია და განდიდდება საუკუნოდ. მისმა სიკვდილმა გაგვანათა ჩვენ, ცოდვაში დაღუპულები, რატა შეგვძლებოდა მასთან მისი დიდებულების გაზიარება. ბერძნები, რომლებიც იესოსთან მოვიდნენ, იყვნენ იმის მოწმეები, რომ იესო ხალხს ყველა ერიდან მოუწოდებდა. მას სურს მათში თავისი დაკარგული დიდება განაახლოს. ქრისტეს დიდება გაანათებს დაცემულ ქმნილებას, ღმერთის ძის ჯვარზე სიკვდილის მეშვეობით.

იოანე 12:25-26
25 ვისაც უყვარს თავისი სიცოცხლე, დაკარგავს მას. ხოლო, ვისაც სძულს თავისი სიცოცხლე ამ წუთისოფელში, საუკუნო სიცოცხლისთვის შეინახავს მას. 26 ვინც მე მემსახურება, მე უნდა მომყვეს და, სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება. ვინც მე მემსახურება, მას პატივს სცემს მამა.

იესო გვიჩვენებს, რომ მისი სიკვდილის გზა, რომელსაც დიდიებამდე მივყავართ, სამართლიანია მის მოწაფეებთან მიმართებაშიც. როგორც ძემ დატოვა თავისი დიდება, რათა თავი მიეძღვნა ხალხის გადარჩენისთვის, ასევე ჩვენი მიზანიც უნდაიყოს საკუთარი თავისგანდიდება და მნიშვნელოვნება კი არა, არამედ საკუთარი თავის უარყოფა და გამუდმებული მორჩილება.შეამოწმეთ თქვენი თავი: გიყვართ თუ გძულთ საკუთარი თავი? ქრისტემ თქვა, რომ თუ თქვენს თავებს უარყოფთ და იცხოვრებთ მიძღვნილი ცხოვრებით ქრსიტესთვის, თქვენ შეინარჩუნებთ თქვენ სიცოცხლეს საუკუნოდ. ასეთი საუბრით იესო ჭეშმარიტი განდიდებისკენ ხსნიდა გზას. იცხოვრეთ ისე, რომ არ დაემონოთ თქვენ სურვილებს, არ იცხოვროთ სიამაყესა და უმოქმედობაში. მიუბრუნდით ღმერთს და დაიცავით მისი მცნებები, დაეხმარეთ გაჭირვებულებსა და დაღუპულ ადამიანებს და დაუტოვეთ მათ შანსი თქვენთან ურთიერთობის ისევე, როგორც იესომ დატოვა მიატოვა თავისი დიდება და დაჯდა ერთ მაგიდასთან მრუშებთან და ქურდებთან ერთად. ცოდვილებთან სახარების გაზიარებით თქვენ დაინახავთ ღმერთის დიდების გამოვლენას თქვენ ცხოვრებაში. არ იფიქროთ, რომ სხვებზე უკეთესები ხართ. მხოლოდ იესოს ძალუძს გაგასუფთავოთ თქვენი ნაკლისგან და აღგადგენინოთ ურთიერთობა სხვებთან. მაგრამ ყოველივე ეს შესაძლებელია მხოლოდ საკუთარი „მე“-ს უარყოფით.

იესომ განმარტა ეს პირნციპი, ის გულისხმობდა ღმერთის მსახურებაში, მის მიყოლას, მის მიბაძვას და მისი ბედის გაზიარებას. ეს გზა ვარდებით არაა მოფენილი: ქრისტეს მიმდევრებისთვის ის ადვილი იქნება. ისინი მრავალ განსაცდელში მოხვდებიან, მათ შორის დევნასა და მკვლელობაში. ხართ თუ არა მზად დაზარალდეთ მის გამო? ის ამბობს: „სადაც მე ვარ, ჩემი მსხურიც იქ იყოს“. იესომ გლოვის გზა ჩვენამდე გაიარა: ის ჩვენთან ერთად იტანჯება. ზეციური დიდება არ არის ღმერთის მსახურების მიზანი. მათი სიხარული არ მდგომარეობს იმაში, რომ საკუთარ თავს ასიამოვნონ, არამედ იმაში, რომ ემსახურონ ყველას, ვისაც სჭირდება. იესო დიდდება მსხვერპლიანობის სულის გამო, მის მიმდევრებში, მამა კი - როდესაც ეს მიმდევრები ძეს ემსგავსებიან.

ისე, როგორც ახლა ძე ზის მამის მარჯვნი და მასთან ურთიერთობაშია, ვიქნებით ჩვენც, დევნის მერე, მის გვერდით. ეს - დიდებული საიდუმლოა. როგორ ფიქრობთ, რითი დააჯილდოვებს მამა მისი ძის საყვარელ მსახურებს? - ის აღადგენს თავის ხატებას მათში და უფრო მეტიც, ის მათზე სრული თავისი სისრულით გადმოვა. ისინი მისი ძეები გახდებიან, მხოლოდშობილი ძის მსგავსად. და ისინი საუკუნოდ დარცებიან მამასთან ზეცაში (რომაელთა 8:29, გამოცხადება 21:3-4)

ლოცვა: ჩვენ მადლობას გიხდით, რომ დატოვე შენი დიდება და სინათლე. მადობას გიხდით შენი წყალობისთვის და გთხოვთ, რომ გაგვანთავისუფლო ჩვენი ეგოისტური სურვილებისა და სიამაყისგან. გვაჩუქე თავისუფლება, რომელიც სულიწმიდის მეშვეობით გვეხმარეა, რომ გემსახუროთ შენ და შეგიცნოთ. გვინდა კარგად ვიცოდეთ შენი სიყვარულის შესახებ ჩვენ ცხოვრებაში.

კითხვა:

  1. რატომ არის იესოს სიკვდილი შედარებული ჭეშმარიტების ძეიმთან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:57 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)