Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 079 (The Father glorified amid the tumult)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
3 ნაწილი - სინათლე, რომელიც მოციქულთა შორის იყოს (იოანე 11:55 - 17:26)
ა - საოცარი კვირის დასასრული (იოანე 11:55 - 12:50)

4. მამის განდიდება ხალხში ძის მეშვეობით (იოანე 12:27-36)


იოანე 12:27-28
27 ახლა შფოთავს ჩემი სული და რა ვთქვა? მამაო, მიხსენი ამ ჟამისგან! მაგრამ ამისთვის მოვედი ამ ჟამს. 28 მამაო, განადიდე შენი სახელი! და მოვიდა ზეციდან ხმა: "განვადიდე და კვლავაც განვადიდებ”.

იესო იტანჯებოდა. სიცოცხლის მთავარი იყო, მაგრამ ჯვრით სიკვდილამდე მივიდა. ის - უფალთ-უფალია, მაგრამ ნება მისცა ეშმაკს, სიკვდილის უფალს, გამოეცადა ის ყველაზე რთულად. იესომს საკუთარი ნებით იტვირთა ჩვენი ცოდვები, რათა უფლის რისხვა აერიდებინა ჩვენგან, და საკუთარ თავზე მიეღო ის. ის - ღმერთის ძეა, რომელიც იყო, არის და იქნება მამასთან. მამამ დატოვა ის, რათა ჩვენ გადავრჩენილიყავით და შევერთებულიყავით მასთან, მისი წყალობით. ვერც ერთი ადამიანთაგან ვერ მიხვდება იმ ტანჯვებს, რასაც განიცდიდნენ მამა და ძე. სამება იტანჯებოდა ჩვენი გამოსყიდვის გამო.

სულიერი და ფიკური ზეწოლა იესოზე დიდი იყო. ის უფალს ევედრებოდა: „უფალო, ამარიდე ეს სამისი და ეს ჟამი“. ამის პასუხად მან თავის გულში მოისმინდა სულიწმიდისგან: „შენ ამ ჟამისთვის გაჩნდი. ეს ჟამი - უსასრულობის მიზანია. მთელი ქმნილებანი, მამასთან ერთად ელოდება ამ მომენტს, როდის შეურიგდება კაცობრიობა ღმერთს, თავის შემოქმედს. ხალხის გადარჩენის განხორციელების დრო დადგა“.

მაშინ იესომ თქვა: „მამაო, დაე განდიდდეს შენი სახელი!“ ის არ მიყვა ხორცის სურვილებს, არამედ აგრძელებდა განმარტოებით სულიწმიდასთან ერთად ლოცვას: „დაე განდიდდეს შენი სახელი, რომ შეიცნოს ქვეყნიერებას, რომ არ ხარ სასტიკი და შორს მყოფელი თავისი ქმნილებისგან, არამედ მოსიყვარულე მამა, რომელმაც შენი თავი ძეში გაიღე ყველა უძლურისა და დაღუპულისთვის“.

უფალმა კი გადამწყვეტად უპასუხა მას ზეციდან: „მე შენი მეშვეობით განვდიდდი. შენ - ჩემი მორჩილი და თავმდაბალი ძე ხარ. ვინც შენ გიხილა - მან მეც მიხილა. შენ - ჩემი საყვარელი ძე ხარ - შენშია ჩემი კურთხევა. მე მინდა, რომ ჯვარი აიღო: შენი ჯვარცმით მე ვეჩვენები ქვეყნიერებას, რომელიც სიბოროტით და ტკივილითაა სავსე. ჯვარზე შენ დაამტკიცეს, რომ არსებობს დიდება და ჭეშმარიტი სიწმიდე. ისინი სიყვარულისა და მსხვერპლისგან მოდიან - რომელიც სავსეა სხვების მომსახურეობით და საკუთარი თავის მიძღვნით“.

ზეციური ხმა აგრძელებდა ჟღერას: „ჩემი სახელი კვლავ განდიდდება, როდესაც მკვდრეთით აღდგები და დაბრუნდები ჩემთან, რათა ჩემთან დაჯდე, გაიზიარო ჩემი დიდება და გადაღვარო სული ყველა შენ საყვარელ შვილზე. ისინი ახალ დაბადებას ღებულობენ - მაღლიდან შობას, და ამითაც ამამაღლებენ მე. მათი არსებობა მე პატივს მომაგებს, ხოლო მათი კეთილი ცხოვრება განმადიდებს მე. ჯვარზე შენი სიკვდილი იქნება ღმერთის შვილების აღორძინების საფუძველი. შენი ამ ხალხის დაცვა და გამოქომაგება, ეკლესიებს წარმოშობს მთელ დედამიწაზე. მხოლოდ შენში, განდიდდება მამა საუკუნოდ“.

იოანე 12:29-33
29 იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა, დაიქუხაო. სხვებმა კი თქვეს: ანგელოზი დაელაპარაკაო. 30 მიუგო იესომ და უთხრა: "ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის. 31 ახლაა ამ ქვეყნიერების განკითხვა და ახლა განიდევნება გარეთ ამ ქვეყნიერების მთავარი. 32 და როცა ავმაღლდები დედამიწიდან, ყველას ჩემთან მივიზიდავ”. 33 ამას იმის მისანიშნებლად ამბობდა, როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო.

ხალხი, რომელმაც ის გარემოიცვა, ვერ ხვდებოდა, რომ მამას ელაპარაკებოდა და მომხდარი, როგორც ჭექა-ქუხილი ისე აღიქვეს. მათ ვერ გაიგეს ის, რომ ღმერთის სიყვარულია, არ მოუსმენიათ მის ნაზი ხმა და ვერ გააცნობიერეს, რომ ძის მეშვეობით, რომელშიც ღმერთის დიდება გამოვლინდა, დაიწყებოდა ქვეყნიერების სასამართლო.

ეშმაკმა თავისი ძალა დაკარგა იმის წყალობით, რომ ქრისტე ავიდა ჯვარზე და თავისი სიკვდილით, ჩვენ, ყოფილ ცოდვის მონებს, სიცოცხლე მოგვცა. თავისი სურვილით დაემორჩილა მამას და ეშმაკს წაართვა ყველანაირი ძალაუფლება. იესომ ეშმაკს ამ ქვეყნიერების მეფე უწოდა, ვინაიდან მთელი ქვეყნიერება მისი ზემოქმედეის ქვეშ იმყოფებოდა. მაგრამ ამ ქვეყნიერების სამწუხარო რეალობამ ვერ შეაჩერა იესო და საბოლოოდ დაამარცხა ეშმაკი თავისი სამართლიანობის ხმლით. ჩვენ ყველა სახის ბოროტებისგან ვართ დაცულები, თუ ვეკუთვნით ღმერთის შვილების რიცხვს.

ჩვენ გვესმის სიტყვები ჯვრის შესახებ. ეშმკას იმდენად ეჯავრებოდა იესო, რომ ა მისცა სიკვდილის უფლება დედამიწაზე ბუნებრივი სიკვდილით, არამედ ჯვარზე აიყვანა - წყევლის და სირცხვილის სიმბოლო. მაგრამ , როგორც გველმა, ძელზე წამოცმული მოსეს დღეებში, ასევე ჯვარმა აიღო ყველა განკითხვა იესო ქრისტეში. ღმერთი არ ასამართლებს მას, ვინც უყურებს ჯვარზე გაკრულს. ჩვენი მისადმი რწმენა გვაკრავს მასთან ერთად ჯვარს და გვაერთიანებს მასთან სიკვდილში. ასე მოვკვდით ჩვენ ცოდვისთვის და ვცხოვრობთ სამართლიანობისთვის.

ჩვენ კავშირს იესოსთან მივყავართ მის ძალასა და დიდებასთან. როგორც მან გაიმარჯვა სიკვდილსა და ცოდვაზე თავისი სიწმიდით, ასევე ჩვენც გარდაგვქმნა და დაგვაახლოვა საკუთარ დიდებასთან. ყველა, ვინც მას დაუჯერებს არ დაიღუპება, არამედ საუკუნოდ იცოცხლებენ.

იოანე 12:34
34 უთხრა ხალხმა: "რჯულიდან გაგვიგონია, რომ ქრისტე სამუდამოდ რჩება. როგორღა ამბობ, ძე კაცისა უნდა ამაღლდესო? ვინ არის ეს ძე კაცისა?”

იუდეველები იესოსგან ითხოვდნენ მკაფიო და გასაგებ მტკცებულებებს იმისა, რასაც ამბობდა. მათ იცოდნენ დანიელის წიგნის მე7-ე თავის, სადაც მესია მოხსენიებულია ადამიაის ძედ და მსოფლიოს განმსჯელად და ამიტომ სურდათ იესოსგან ამ სიტყვების დასაბუთება. მაგრამ არც ამ შემთხვევაში არ ირწმუნებდნენ მას, მხოლოდ სახეს მიიღებდნენ, რომ მიყვებიან მას. ზოგიერთი იმ იუდეველთაგან იესოს მტერი იყო და ბოროტი ზრახვები ჰქონდათ იესოსადმი - უნდოდათ მისი სიტყვებში გამოჭერა, ხოლო შემდგომ ერესში დაედანაშაულებინათ, როდესაც იტყოდა, რომ ადამიანის ძეა. მაგრამ იესო არ ეცხადება და ეხსნება მათ, ვისაც სურთ ყველაფერს მეცნიერული ახსნა მოუძებნონ, არამედ უბრალო ადამიანებს, რომლებიც პასუხობენ სულის ძახილს და აღიარებენ, რომ ადამიანის ძე უპირველეს ყოვლისა ღმერთის ძეა.

იოანე 12:35
35 მაშინ უთხრა მათ იესომ: "კიდევ მცირე ხანს იქნება თქვენ შორის სინათლე. იარეთ სანამ სინათლე გაქვთ, რათა ბნელმა არ მოგიცვათ. ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის.

იესო - ქვეყნიერების სინათლეა, რომელიც შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს. ხალხი ხედავდა მას, ვინაიდან ხალხს შეეძლო გაერჩია ერთმანეთისგან სინათლისა და სიბნელის. სანამ დღეა მოგზაურობა, სეირნობა და საქმეების კეთება შესაძლებელია. ღამე კი ადამიანს მუშაობა არ შეუძლია. ყველაზე კარგი დრო მუშაობის - დღეა, როდესაც მზე ანათებს.

იესომიუდეველებს უთხრა, რომ სულ ცოტა დროღა რჩებათ, რომ მის შუქს გაყვნენ რა თქმა უნდა თუ ისინი მოისურვებდნენ ამას. ყველაფერი რაც საჭიროა, ეს გადაწყვეტილების მიღებაა გაყვე მას, უარყო საკუთარი თავი და მიიღო ქრისტე. ის ვინც უარყოფს სინათლეს, სიბნელეში რჩება და არ ივის სად მიდის. იესომ წინასწარ გააფრთხილა იუდეველები, რომ ყოველთვის მათთან ვერ იქნებოდა: მის გარეშე ისინი მიზნის გარეშე დარჩებიან და დაკარგავენ ყველა შანსს ამ სიბნელიდან თავის დასაღწევად. ამ სიბნელეს ვერ შეადარებ უბრალო სიბნელეს, რომელიც საღამოს ჩამოდგება ხოლმე: ეს ადამიანის შიგნითაა, რომელიც ბოროტი სულებისგანაა ჩასახლებული. რის შედეგადაც ადამიანი ცხოვრობს და მასშია მთელი თავისი ცხოვრება. ყოველი, ვინც არ მიყვება ქრისტეს, ირჩევს ამ სიბნელეს.

შეგიმჩნევიათ თუ არა, რომ ზოგიერთი ერი, ისინიც კი ვინც ქრისტე მიიღეს, სიბნელეში ცხოვრებენ? ეს ხდება იმიტომ, რომ ყველამ, ვინც ქრისტეში დაიბადა და გაიზარდა, არ მიუძღვნა მას თავი. მხოლოდ ზოგიერთი მათგანი გახდა მიძღვნილი ქრისტიანი. სიბნელეს ყველა თავისთან მიყავს, ვინც სინათლეს არ მიყვება. რწმენა და ის კურთხევა, რაც მას მოყვება, შთამოავლობით არ მოდის მშობლებისგან: ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა იესოს საკუთარ გულში.

იოანე 12:36
36 სანამ გაქვთ სინათლე, ერწმუნეთ სინათლეს, რათა გახდეთ სინათლის ძენი”. ეს სიტყვები რომ თქვა, წავიდა იესო და მიეფარა მათ თვალთაგან.

ქრისტესთან ურთიერთობა, ცვლიდა, ცვლის და ყოველთვის შეცვლის ადამიანის ცხოვრებას. სახარება ღმერთის დიდებულ ძალას წარმოაჩენს, ისეთს, როგორიც ყველანაირ ნათებას ჯობია. არის ნათება, რომელიც დამანგრეველია ადამიანისთვის და საზიანო, ხოლო ქრისტეს ნათება იმდენად დიდიებულია, რომ ადამიანები ღვთის შვილები ხდებიან და საუკუნო სიცოცხლეს ღებულობენ. ხართ თუ არა ქრისტეს ხელებში და მფარველობის ქვეშ, რომელიც სავსეა ჭეშმარიტებით, სიყვარულით და მისი სიწმიდით.

იერუსალიმში დიდებით შესვლის და საკუთარი მონოლოგის დამთავრების შემდეგ, ის არ აპირებდა თავს დასხმოდა რომაელებს ან ჰეროდეს. მისი ბრძოლა უკვე დასრულებული იყო და ხალხის სამსჯავრო უკვე ახლოს იყო. შუქი წყვდიადში ანათებს: მორწმუნეები გადარჩენილ იქნებიან, ხოლო ურწმუნოები დაიღუპებიან. ცისა და მიწის შორის მყოფმა კომფლიქტმა პიკს მიაღწია, მაგრამ ღმერთი არ აიძულებს ვინმეს, რომ ირწმუნონ მისი. გახდი თუარა სინათლის შვილი თუ ჯერ კიდევ სიბნელეში რჩები? რა ამოირჩიე შენ?

ლოცვა: მადლობას გიხდით შენ უფალო იესო იმისთვის, რომ ხარ სინათლე და რომ შენი თავი გამოგვიცხადე. იყავი მოწყალე ჩვენ მიმართ და ჩვენც ასეთები გაგვხადე გთხოვ. გაგვანთავისუფლე ფულისკე, ძალაუფლების და ადამიანური გამარჯვებებისკენ ლტოლვისგან, და მოგვეცი ძალა მოგყვეთ შენ ისე, რომ სინათლის შვილებად დავრჩეთ.

კითხვა:

  1. რას ნიშნავს ჩვენთვის სინათლის შვილებად ყოფნა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:58 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)