Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 077 (Jesus enters Jerusalem)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula? -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
3 ნაწილი - სინათლე, რომელიც მოციქულთა შორის იყოს (იოანე 11:55 - 17:26)
ა - საოცარი კვირის დასასრული (იოანე 11:55 - 12:50)

2. იესოს იერუსალიმში შესვლა (იოანე 12:9-19)


იოანე 12:9-11
9 იუდეველთაგან დიდძალმა ხალხმა გაიგო, რომ ის იქ იყო და მივიდნენ არა მარტო იესოს, არამედ ლაზარეს სანახავადაც, რომელიც მკვდრეთით აღადგინა მან. 10 მღვდელმთავრებმა ლაზარეს მოკვლაც გადაწყვიტეს, 11 რადგან მის გამო ბევრი იუდეველი ჩამოშორდა მათ და ერწმუნა იესოს.

დედაქალში დაძაბულობა იზრდებოდა იმ იმფორმაციის გამო, რომ იესო ლაზარესთან იყო. ხალხი მოდიოდა იერუსალიმიდან და მიდიოდა ზეთისხილის მთაზე, მერე კი ბეთანიაში, რათა დარწმუნებულიყვნე იმ სასწაულში, რაც სიცოცხლის შემოქმედმა გააკეთა.

მღვდელმთავრები კი გაეშურნენ სადუკეველებთან - თუმცა აღდგომისა და სულების არსეობის არავის სჯეროდა. ერთნიც და მეორენიც ვერ იტანდნენ იესოს და ლაზარეს ისე ძლიერ, რომ არა მხოლოდ იესოს სასწაული უარყვეს, არამედ ორივეს მოკვლა განიზრახეს და ამითი უნდოდათ დაემტკიცებინათ, რომ სიკვდილის შემდეგარანაირი სიცოცხლე და აღდგომა არ არსებობს. ამასთანავე უნდოდათ იესოს სწავლებისთვის ბოლო მოეღოთ, რამდენადაც ბევრი უკვე თვლიდა, რომ ის - ჭეშმარიტი მესია იყო, რადგანაც შეძლო ლაზარეს აღდგინება.

იოანე 12:12-13
12 მეორე დღეს სადღესასწაულოდ მოსულმა დიდძალმა ხალხმა გაიგო, რომ იერუსალიმში მიდიოდა იესო. 13 აიღეს პალმის ტოტები, მის შესაგებებლად გავიდნენ და იძახდნენ: "ოსანა! კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი, მეფე ისრაელისა!”

იესოს სახელი ყველას ბაგეზე ეკერა.ხალხი სამომავლო გეგმებს აწყობდა თუ რას გააკეთებდა იესო შემდეგ: გაქრება თუ ქალაქს აიღებს? მან კი ბეთანიაში ღამის გათევის შემდგომ დღეს, თავის მოწაფეებთან ერთად გაემართა იერუსალიმისკენ. ხალხი ახალ გამარჯვებებსა და სასწაულებს ელოდა, ამიტომაც გამოვიდნენ მის დასახვედრად. „ახალი მეფე მოდის, ღვთიური მეფე მოდის!“ ზოგს პალმის ტოტები მოჰქონდა და ძირსუფენდნე მას, სხვანი კი ჰიმნს მღეროდნენ, სწორედ ისე დახვდნენ, როგორც გმირებსა და მეფეებს ხვდებოდნენ ხოლმე. ყველა შეკრებილთაგანი ხმამაღლა ესალმებოდა მას: „ჩვენ გადიდებთ შენ და ვიდრიკებით შენ წინაშე! შენ ყოვლისშემძლე მეფე ხარ, უფლის სახელით მოსული, და მისი ძალაუფლების აღმსრულებელი. ჩვენ მადობა გიხდით იმ კურტხევებისთვის, რომლითაც შენ დაგვაჯილდოვე. დაგვეხმარე და დაგვიხსენი დამცირებისგან. შენ - ჩვენი მხსნელი ხარ, გამარჯვებული და ჭეშმარიტი მეფე“!

იოანე 12:14-16
14 იესომ ჩოჩორი იპოვა და ზედ შეჯდა, როგორც დაწერილია: 15 "ნუ გეშინია, სიონის ასულო. აჰა, შენი მეფე მოდის ჩოჩორზე მჯდომი”. 16 მისი მოწაფეები თავიდან ვერ მიხვდნენ ამას, მაგრამ, როცა განდიდდა იესო, მაშინ გაიხსენეს და მიხვდნენ, რომ ეს მასზე იყო დაწერილი, და ასე მოექცნენ მას.

იესოს არ ჰქონია მათ ასეთ ქმედებაზე რეაქცია, ვინაიდან იცოდა, რომ ისინი ასე აღფრთოვანებისა და ემოციების გამო იქცეოდნენ. ხმამაღალი ყვირილითა და ტაშის კვრით ისინი, თავად ვერ ხვდებოდნენ, რას აკეთებდნენ. ვირზე შემჯდარმა შემდეგი სიტყვებით უპასუხა: „მე ვარ მეფე, ზაქარიას დაპირებული“ (9:9). არ შეგეშინდეთ, მაგრამ იხარეთ. მე არ დავანგრევ ქალაქის კედლებსა და კარბიჭეებს. მე არ მოვსულვარ, რათა მოვკლა ან გავასამართლო ვინმე ღმერთის სასამართლოთი, არამედ ვიზრუნო ობლებზე და ქვირევბზე“.

„სამწუხაროა, რომ ყველა ადამიანი წრფელი და სამართლიანი არაა - ძალიან ბევრი უხვევს სწორი გზიდან. მაგრამ თქვენ ნუ გეშინიათ, არ დაგსჯით, როგორც იმსახურებთ ამას. მე გამოვდევნი ყოველგვარ ბოროტებას თქვენი გულებიდან. ყველა თქვენ ცოდვას საკუთარ თავზე ავიღებ და ღმერთის რისხვისგან გიხსნით. მე საომრად არ მოვსულვარ, არამედ იმისთვის, რომ სულიერ ბრძოლაში დავამარცხო თქვენი მტერი“.

„თქვენ ელოდებოდით მეომარს ხმლით ხელში; მე კი მოვედი ძალადობის გარეშე, როგორც კრავმა გამოვხატე ჩემი მორჩილება და დავმორჩილდი მამის ნებას. თქვენ ჩემგან ამხედრებას ელოდით და როგორც წესი გამარჯვებას; მე კი გთავაზობთ გადარჩენას და ღმერთთან შერიგებას. შეხედეთ, როგორი ცხოველი ამოვირჩიე, რათა თქვენთან მოვსულიყავი: არც ცხენი და აქლემი, არამედ უბრალო ვირი. მე მიწიური სიმდიდრეები არ მაქვს: მე მოვედი საუკუნო სიცოცხლის მოსაცემად და მონანიების შედეგად ზეციური კარების გასახსნელად, რათა ღმერთს შეურიგდეთ“.

მაგრამ ხალხი, მოწაფეების ჩავლით, ვერ მიხვდა იესოს სიტყვებს. მხოლოდ მისი ამაღლების შემდეგ გაუხსნა მათ სულიწმიდამ გონება, და მათ დაინახეს, რამდენად დიდებული იყო ის თავის თვინიერებაშ და რამდენად ცხადი იყო მასში ღმერთის დიდება. რამდენად ძლიერ განსხვავდებოდა მისი და ადამიანური, პოლიტიკური თუ მატერიალური მისწრაფებები! ახლა კი ისინი, ვინც ქრისტეს მიყვებოდნენ, სულიწმიდისზეგავლენის ქვეშ ხარობდნენ მისი გამოჩენით, თუმცა ჯერ კიდევ არ ესმოდათ ზაქარიას წინასწამეტყველების აზრი და არც ის, რომ ეს უკვე აღსრულდა.

იოანე 12:17-19
17 და მოწმობდა მის შესახებ ის ხალხი, რომელიც მასთან იყო, როცა საფლავიდან გამოიხმო ლაზარე და მკვდრეთით აღადგინა იგი. 18 ამიტომ შეეგება ხალხი, რაკი გაგონილი ჰქონდა, რომ ეს სასწაული მოახდინა. 19 ფარისევლებმა კი ერთმანეთს უთხრეს: "ხედავთ? ვეღარაფერს ვხდებით. მთელი ქვეყანა მას მიჰყვება”.

ისინი, ვინც იესოს ბეთანიიდან მოყვებოდნენ, შეხვდნენ ხალხს, ვინც დედაქალაქიდან მოდიოდა, რათა კედრონის ველზე შეხვედროდნენ მას. ხალხი ყვიროდა: „შეეგებეთ იესოს, ის - მესიაა, რომელმაც ეს დაამტკიცა ლაზარეს აღდგინებით“. ლაზარეს აღდგინება კიდევ ერთი სასწაული იყო, 5 ათასი კაცის დაპურების შემდეგ, რის გამოც ხალხი მიყვებოდა ქრისტეს. აქ ისეთებიც იყვნენ, ვისაც უბრალოდ იესოს ხილვა სურდა, მან ხო მკვდარი აღადგინა. მაგრამ ორივე შემთხვევაში ხალხის სიყვარული იესოსადმი იყო დაფუძნებული მათ აღგზნებასა და ემოციებზე და არა მონანიება სა და სინანულზე თავისი ცოდვების გამო, რათა ეცხოვრათ მართებულად.

ბრბოდან არც თუ ისე შორს ფარისევლები და სხვა რელიგიის წარმომადგენლები იდგნენ, რომლებიცგაბოროტენულები იყვნენ და შურდათ იესო. ისინი ელოდებოდნენ, თუ როდის აიღებდა იესო ქალაქს. ასევე მივხდნენ, რომ გეგმა იესოს აყვანის შესახებ ჩავარდა: ის, როგორც გამარჯვებული შევიდა ქალაქში, მრავალი ხალხის გარემოცვაში მყოფი.

ლოცვა: უფალო იესო, მე გიხსნი ჩემ გულს და გონებას შენ, რათა შენი წმიდა სული შემოვიდეს ჩემ გულში და გარდამქმნას შენ მსგავსად. მაპატიე ჩემი ცოდვები, ვინაიდან არ ვარ ღირსი, რომ ცემ გულში შემოხვიდე, მაგრამ ვიცი, რომ გიყვარვარ ყველაფრის მიუხედავად. შენ გინდა ჩემი გადარჩენა, რათა შემარიგო ღმერთთან და მომიწოდო შენ სამეფოში. მინდა სხვებთან ერთად შევძახო: „ოსანა! კურთხეულია, ვინც უფლის სახელით მოდის. შენ - ჩემი მეფე ხარ, მე კი შენი შვილი. ამინ“.

კითხვა:

  1. რას ნიშნავდა იესოს იერუსალიმში შესვლა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:56 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)