Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 074 (The raising of Lazarus)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
გ - იესოს ბოლო მოგზაურობა იერუსალიმში (იოანე 7:1 - 11:54) თემა: სინათლის - სიბნელისგან გამოყოფა
4. ლაზარეს აღდგინება და შედეგები (იოანე 10:40 – 11:54)

გ) იესო მკვდრეთით აღადგენს ლაზარეს (იოანე 11:34-35)


იოანე 11:38-40
38 იესო კი, კვლავ სულით შეძრული, მივიდა სამარხთან. ეს იყო გამოქვაბული, რომელსაც ლოდი ჰქონდა აფარებული. 39 თქვა იესომ: "მოაშორეთ ლოდი”. უთხრა მართამ, მიცვალებულის დამ: "უფალო უკვე ყარს, რადგან მეოთხე დღეა”. 40 უთხრა მას იესომ: "განა არ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღმერთის დიდებას იხილავ-მეთქი?”

იერუსალიმის მიდამოებში ხალხი თავის ახლობლებს სამარხებში ასაფლავებდნენ, რომლებიც შეხედულებით ოთახებსჰგავდა, ქვებით მოპირკეთებულს, და შესასვლელთან ლოდს დებდნენ. სურვილის მეხედვით მისი გადაგორება მარჯვნივ ან მარცხნივ შესაძლებელი იყო. და აი ისინი იდგნენ სამარხთან, სადაც იყო დასაფლავებული ლაზარე. იესო მიუახლოვდა თუ არა სამარხს, იგრძნო ხალხის შიში. ის ხედავდა თუ როგორ დასტრიალებდა მათ თავს უფლის რისხვა, თავიანთი ცოდვილობის გამო. მაგრამ შემოქმედს არ უნდა ცოცხლების სიკვდილი, არამედ მათი მონანიება და სიცოცხლესთან დაბრუნება სურს. იესო მოემზადა, რათა სამრხთან მიყუდებული ლოდი გადაეგორებინა. ხალხი შოკირებული იყო, ვინაიდან მკვდრის შეწუხება რაიმე სიგიჯედ ითვლებოდა. სხეულის გახრწნა ოთხი დღის შემდეგ ბიწყებოდა. მართაც განიცდიდა მომხდარს და პროტესტიც გამოთქვა: „უფალო არიქნება მართალი მკვდრის სიმშვიდე დავარღვიოთ, ის გარდაცვლილია“. მართა სადაა შენი რწმენა? ახლა ხომ აღიარე, რომ იესო ღმერთის ძეა და მესია და შეუძლია მკვდრების აღდგინება? სიკვდილის ფაქტმა და სამარხის სურათმა მას თვალთ ბინდი გადააკრა და არ იცოდა რა სურდა მის უფალს. თუმცა იესომ გაამგრა ის რწმენაში და სთხოვდა გამოეჩინა სიმამაცე, რომელიც ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატებოდა. ის სრულ მინდობას ითხოვდა, რაც ღმერთის დიდებას წინ უძღოდა. მას არ უთქვამს: „დამიჯერე და შენ დაინახავ როგორ მოვახენ სასწაულს“. მან ადრე უთხრა მოწაფეებს, რომ ლაზარეს ავადმყოფობა სიკვდილის გამო არ იყო, არამედ ღმერთის სადიდებლად (იოანე 11:4). იესომ იცოდა, რომ ყოველივეს მამის ნებასთან ჰარმონიაში აკეთებდა. მას უნდოდა მართას ყურადღება სიკვდილიდან, ღმერთის დიდებისკენ მიემართა, ეს მხოლოდ რწმენის მეშვეობით მოხდებოდა. მისი მიზანი, საკუტარი ძალები არ ყოფილა, არამედ ღმერთის დიდება და მისი დიდებულება. იესო მოგმართავთ თქვენ: „თუ თქვენ დაიჯერებთ, იხილავთ ღმერთის ძალას“. მოაცილეთ ტქვენი მზერა პრობლემებსა და განსაცდელებს. ნუ დაიდებთ მსჯავრს თქვენი ბრალისა და ავადმყოფობის გამო, შეხედეთ იესოს, ერწმუნეთ მის თანდასწრებას, ჩაეხუტეთ მას, როგორც შვილი ეხუტება დედას. დაე ყველაფერზე მისი ნება მოვიდეს; მას თქვენ უყვარხართ.

იოანე 11:41-42
41 და მოაშორეს ლოდი. იესომ თვალები აღაპყრო და თქვა: "მამაო, გმადლობ, რომ მისმინე. 42 მე ვიცი, რომ ყოველთვის მისმენ. ეს გარშემოკრებილი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე”.

მართას ნდობა მისი სიტყვებისადმი ეთანხმება მისი მცნებების რწმენას. მართამ სთხოვა ზოგს, რომ გადაეგორებინათ ლოდი. ხალხშ დაძაბულობა იზრდებოდა. რას იზამს იესო, შევა სამარხში და ჩაეხუტება მეგობარს თუ რას იზამს? იესო კი მშვიდად იდგა სამარხის წინ. მან თვალები ზეცისკენ აღაპყრო და მკაფიოდ წარმოთქვა სიტყვები. ეს ლოცვის სიტყვები მაღლაა ხსენებული. მან მამას ღმერთი უწოდა. ის მადლობა ღმერთს იმიტომ, რომ მთელი მისი ცხოვრება იყო ღმერთის თაყვანისცემა. ის ნათლად მადლობდა ღმერთს მისი ლოცვაზე პასუხის გაცემის გამო, ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ლაზარე აღდგებოდა. სანამ სხვები ტიროდნენ, იესო ლოცულობდა. ის სთხოვდა მამას გაეცოცხლებინა თავისი მეგობარი, იმ ღვთაებრივი ცხოვრების გამო, რომელიც დაამტკიცებდა სიკვდილზე გამარჯვებას. მამამ მისცა მას ის ხელმწიფება, რომ ეს გამარჯვება მოეპოვებინა სიკვდილზე. იესოს სჯეროდა, რომ ეწვგარეშე მისი ლოცვები პასუხს იპოვიდნენ. იმიტო, რომ ის გამუდმებით ისმენდა მამის ხმას. იესო თავისი ცხოვრების ყველა ეტაპზე აგრძელებდა ლოცვას, მაგრამ ახლა ეს ხმამაღლა გააკეთა, რათა ხალხს დაენახა ის საიდუმლოება, რაც მათ თვალწინ ხდებოდა. ის მადლობდა მამას იმისთვის, რომ ყოველთვის პასუხობდა მის ლოცვებს. ვერანაირი ცოდვა ვერ განაშორებდა მათ, მათ შორის არანაირი ბარიერი არ არსებობდა. შვილი საკუთარ ნებაზე არ იყო დაჟნებული, არც დიდებას და ძალაუფლებას ითხოვდა საკუთარი თავისთვის. მამის სისავსე მოქმედებს ძეში. მისი მამის ნებამ აღადგინა ლაზარე მკვდრეთით. ყოველივე ეს იესომ აღიარა იმ ხალხის წინაშე, რომელიც წინ ედგა, რათა მათ გაეგოთ, რომ მამამ გამოგზავნა ძე. ასე, რომ ლაზარეს აღდგინება გახდა მამის განდიდების მიზეზი, სამების სასწაული.

იოანე 11:43-44
43 ეს რომ თქვა, დიდი ხმით შესძახა: "ლაზარე, გამოდი!” 44 გამოვიდა მიცვალებული; ხელ-ფეხი სახვევებით ჰქონდა შეხვეული, სახე კი - სუდარით დაბურული. უთხრა მათ იესომ: "გახსენით, გაუშვით, იაროს”.

ღმერთს, რომ მადლიერება მიუძღვნა, როგორც კი იყვირა: „ლაზარე, ადექი და გამოდი გარეთ“ მკვდარმა ლაზარემ გაიგო მისი ხმა (მაშინ, როდესაც მკვდრებს არ ესმით). სიკვდილის დროს ადამიანური პიროვნება არ კვდება. მორწმუნეების სახელები ზეცაშია დაწერილი. შემოქმედის ძახილი, გამომსყიდველის ხმა და სული მოქმედებისა დედამიწის ყველაზე ღრმა შრეებშიც წვდება. სულიწმიდა სამყაროს შექმნამდე წყვდიადში იყო, რომელიც ქაოსში წესრიგს ამყარებდა. ლაზარემ იესოს ხმა მოისმინა და დაემორჩილა. სამარხში მყოპმა, რწმენით გაიგონა და შეასრულა. ქრისტეს სიცოცხლის პრინციპი, მის ცხოვრებაში შევიდა; მისმა გულმა ცემა დაიწყო, თვალები აეხილა და მისი სხეული გაინძრა.

შემდგომ სასწაულის მეორე ეტაპი მოხდა, ლაზარე მთლიანათ ბინტში გახვეული. ჯერ კიდევ მკვდარი ჭიას ჰგავდა, რომელიც თავის ნაჭუჭში იყო და ვერაფერს გრძნობდა. ახლაც ვერ ამოძრავებდა ხელებს, რათა გახვეული სახე გაენთავისუფლებინა. იესომ განკარგულება გასცა, რათა ლაზარესთვის ყველაფერი მოეშორებინათ. ყველა განცვიფრებული იყო, როდესაც ლაზარეს გაფითრეულ სახეს უყურებდა. ის გადაადგილდებოდა, ყველაფრის მიუხედავად. როდესაც ლაზარემ ქრისტესკენ გაიწია, ყველა მას მიცვივდა. ლაზარე ბრბოს შუაში მიდიოდა სახლისკენ. იოანე აღარ გვიყვება იმის შესახებ სცეს თუ არა თაყვანი იესოს ხალხმა, მაგრამ გვეუბნება სიხარულის ცრემლების შესახებ. მაგრამ ამას არ ადარებს იესოს მოსვლისას ხალხის გაკვირვებას და გაოცებას. იოანემ დაგვიხატა იესოს სურათი, როგორც მოქმედის, რათა მისი მეშვეობით შეგვძლებოდა დაგვეჯერებინა მისი და საუკუნო სიცოცხლე მოგვეპოვებინა. მახარობელი იოანე ხალხში იმყოფებოდა, ის უყურებდა ღმერთის დიდებას ძეში იმიტომ, რომ ქრისტეს ხმა ესმოდა და მის ძალას დაუთმო მოქმედება. თქვენ აღდექით მკვდრეთით ქრისტეს რწმენის მეშვეობით?

ლოცვა: ძვირფასო უფალო იესო, მადლობა ლაზარეს აღდგინებისთვის მამის სახელით. შენც მკვდრეთით აღდექი. მადლობას გიხდით შენი სიცოცხლისთვის ჩვენში. გთხოვთ, რომ აღადგინო მკვდრები ჩვენ გარშემო, რათა ურწმუნოებმა შეძლონ გირწმუნონ და შენთან კავშირში მოიპოვონ საუკუნო სიცოცხლე.

კითხვა:

  1. როგორ გამოჩნდა ღმერთის დიდება ლაზარეს აღდგინებით?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:53 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)