Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 061 (The Secret of Deliverance and Salvation of the Children of Jacob)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 2 - ღმერთის ჭეშმარიტება უცვლელი რჩება, იაკობის რჩეული ტომის სიჯიუტის მიუხედავადაც (რომაელები 9:1 - 11:36)
5. იაკობის შთამომავლობის იმედი (რომაელები 11:1-36)

დ) იაკობის შთამომავლობის ხსნის საიდუმლო ბოლო დღეებში (რომაელები 11:25-32)


რომაელთა 11:25-32
25 იესომ უთხრა: "მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე! ჩემი მორწმუნე, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს! 26 ყველა, ვინც ცოცხლობს ჩემში და სწამს ჩემი, უკუნისამდე არ მოკვდება. გწამს ეს?” 27 უთხრა: "დიახ, უფალო, მწამს, რომ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა, რომელიც მოდის წუთისოფელში”. 28 ეს რომ თქვა, წავიდა, თავის დას, მარიამს ჩუმად დაუძახა და უთხრა: "მოძღვარია აქ და შენ გიხმობს”. 29 როგორც კი გაიგო ეს, მაშინვე წამოდგა და მასთან მივიდა. 30 იესო ჯერ არ შესულიყო სოფელში, იქვე იდგა, სადაც მართა შეეგება. 31 მასთან სახლში სანუგეშებლად მისული იუდევლები, მარიამს გაჰყვნენ; ეგონათ, რომ სამარხისკენ მიდიოდა სატირლად. 32 მარიამი მივიდა იმ ადგილას, სადაც იესო იყო და მოძღვარი რომ დაინახა, დაემხო მის ფერხთით და უთხრა: "უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა”.

პავლე მიმართავდა ამ წერილის მკითხველთ, როგორც ღვიძლ ძმებს. ის ამტკიცებდა, რომ ღმერთი მისი მამაა და ასევე მათიც. და რომ ყველა აზრი კვლევა და დასკვნა რჩეულობისა და წინასწარ განსაზღვრის შესახებ შეუძლებელია თეორიულად გადმოვცეთ სიტყვებით. ,,ღმერთი დიდებულია“, მაგრამ ეს სიტყვები რეალური ხდება მხოლოდ ღმერთის შეცნობის შემდეგ, რომელიც სავსეა სიყვარულითა და მოწყალებით.

ამ შესავლის შემდეგ პავლე მათ საიდუმლოს სესახებ აუწყა, რომელიც ადრე მისთვისაც გაუგებარი იყო და რომელიც ახლა ზეციერმა მამამ გაუხსნა მას სრულიად. პავლე სთხოვს ყველა მქადაგებელს, კომენტატორს და ღვთისმეტყველს, რომ არ გადააჭარბონ საკუთარი ფილოსოფია იაკობის შთამომავლობაზე, არამედ ისმინონ ღმერთის სიტყვის თანახმად და დაიცვან ის, ვინაიდან ვინც საკუთარ აზრებს ქადაგებს ძალიან საშიშ საქმეს სჩადის, თვლის რომ ჭკვიანი და ბრძენია და ვარდება სიცრუეში. ხოლო ვინც ღმერთის სიტყვას ეჭიდება ლოცვით და სულიწმიდის სიტყვებს ყურს უგდებს, ის თანდათან იზრდება ღვთიური სიყვარულის საიდუმლოებების შეცნობაში ჩვენი ზეციერი მამის წყალობით.

საიდუმლო ბოლო დღეების სესახებ, რომელზეც პავლე საუბრობდა შედგება მრავალი ნაწილისგან:

1. ისრაელის სიჟიუტე - ჰგავს კარავს, რომელიც შედგება წიგნის სქელი ყრდისგან, რომელიც იქ მჯომებს იცავს მზის სხივებისგან. ისინი ვერ ხედავენ და მათ არ ესმით რა ხდება გარეთ და იმისდამიუხედავად, რომ აქვთ თვალები და ყურების, არაფრის დანახვა, მოსმენა და წაკითხვა შეუძლიათ (იერემია 16:9-10).

2. იაკობის შთამომავლობიდან ყველა არა, მაგრამ უმეტესობა გაჯიუტდა. მოწაფეებმა და იესოს მოციქულებმა, ასევე ადრეულმა ეკლესიამ წრფელად მოინანია იოანე ნათლისმცემელთან და მან მოამზადა ისინი ქრისტეს მოსვლისა და გადარჩენისთვის. ისინი ცხოვრობდნენ ღმერთთან ურთიერთობაში და დადიოდნენ მის სიმართლეში - ღმერთის დიდების სინათლეში!

3. ესაია წინასწარმეტყველის თანახმად გაჯიუტება დაიწყო ქრისტეს მოსვლამდე შვიდასი წლით ადრე (ესაია 6:5-13). თავად ქრისტემ ნათლად დაადასტურა ეს სიჯიუტე (მათე 13:11-15). და პავლე ლაპარაკობდა ამის შესახებ დანაღვლიანებული (საქმეები 28:26-28). ეს გარდაიქმნა ნამდვილ კოშმარად, როდესაც იუდეველებმა გასცეს საკუთარი მეფე ჯვარცმისთვის და უარყვეს სულიწმიდის გადმოსვლა, და რომაელებმა მიჰყიდეს ისინი მთელს ქვეყანას მონებად.

4. იუდეველთა გაჯიუტება არ გაგრძელდება სამუდამოდ , არამედ იქამდე სანამ სხვა ერებიდან მორწმუნეები არ დასრულდებიან. როდესაც დამთავრდება ცოდვილების მოხმობა სხვადასხვა ერიდან, მაშინ უფალი მისცემს იუდეველთ ბოლო შესაძლებლობას, რათა მოინანიონ და განახლდნენ.

5. რა არის ეს ,,მთელი ისრაელი“, რომელიც გადარჩება ბოლო დღეებში და რომლის შესახებაც პავლე ლაპარაკობდა, როგორც რაიმე სულისშემძვრელზე ეკლესიის და ყველა ერების ისტორიაში?

(შეხსენება:ეს განხილვები არავითარ კავშირში არ არის პოლიტიკასთან, არამედ სუფთა სულიერი ნააზრევია).

ა) დღესდღეისობით მთელი მსოფლიოს იუდეველთა მეოთხედი ცხოვრობს ისრაელის სახელმწიფოში, ხოლო დანარჩენი სამი მეოთხედი არის გაფანტული 52 ქვეყანაში.
ბ) რას ნიშნავს გამოთქმა: ,,მთელი ისრაელი“ ორთოდოქსალური იუდეველებისთვის: მხოლოდ სწორმორწმუნე იუდეველებს ან ლიბერალურ ებრაელებს, რომლებისთვისაც რელიგია სულ ერთია?
გ) ეგრედწოდებულ სახელმწიფო ისრაელშო ცხოვრობენ, აქვთ ისრაელის პასპორტი და იწოდებიან ისრაელიანთა მეგობრები - მუსულმანები და ქრისტიანები. ეკუთვნით თუ არა მათაც გამონათქვამი ,,მთელი ისრაელი“? რათქმაუნდა არა, ის მათ არანაირად არ ეკუთვნით.
დ) უფალმა უწინასწარმეტყველა ესაიას, რომ მთელი სრაელიდან გადარჩება მხოლოდ წმიდა ნატამალი: ,,თუმცა კვლავ დარჩება მისი მეათედი და ისიც დასაწვავი შეიქნება. მაგრამ როგორც მოჭრილ ბელეკონსა და მუხას რჩება კუნძი, ასევე წმიდა თესლი იქნება მათი კუნძი” (ესაია 6:11-13). ანუ ეს ნატამალი ამ ერიდან იქნება წმიდა თესლი ცოცხალი ღვთის ეკლესიის დედამიწაზე და ეს მოხდება მაშინ, როდესაც ისინი ირწმუნებენ ქრისტეს და მიიღებენ გადარჩენას.
ე) იესომ თავის მონა იოანეს ხილვის მეშვეობით გაუხსნა, რომ ანგელოზები ბეჭედს დასვამდნენ ყოველი ისრაელის თორმეტი ტომიდან, თორმეტიათასი ადამიანის შუბლზე. დანიშნული არ იქნება ყველა ტომი, არამედ მხოლოდ რჩეულთა სრული რიცხვი. ამასთანავე დანას ტომი საერთოდ არ არის ნახსენები თორმეტი ტომის სიაში, ვინაიდან დანა წინასწარ ჩამოშორდა ღმერთის აღთქმას, მოსესთან და მის ერთან ერთად. დანიშნული იქნება ისრაელის ერიდან მხოლოდ ასორმოციათასი. დანაჩენი იუდეველები კი ვერ გადარჩებიან.
ვ) მოციქული პავლე რომაელთა მიმართ წერილებში წერდა (თავი მეორე, მუხლები 28,29), რომ ყველა იუდეველი სინამდვილეში არ არის იუდეველი, ჭეშმარიტი იუდეველი ისაა, ვინც სულითაა ასეთი, ზეციდან შობილი და გულით წინადაცვეთილი. თუ ვინმეს დედა ებრაელი ჰყავს ის ხორცით ებრაელია, მაგრამ თუ ის არ იშვა ხორციდან იესო ქრისტეს სისხლისა და სულიწმიდისგან, ის არ არის იუდეველი თავისი არსებით. იესომ ორჯერ უჩვენა იოანეს თავის გამოცხადებაში, რომ ზოგიერთი იუდეველი საერთოდ არ არის იუდეველი (გამოცხადება 2:9; 3:9).
ზ) იოანეს სახარებასა და გამოცხადებაში ვკითხულობთ, რომ იუდეველი დაუწყებენ ყურებას მას, ვინც განგმირეს. ეს წინასწარმეტყველება მიგვანიშნებს იმას, რომ ბოლო წამს ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს იუდეველთა ბოლო ნაწილი მიმართავს ქრისტეს.
თ) ზაქარია წინასწარმეტყველი ასევე მოწმობდა, რომ უფალი თავის მადლის სულს გადმოღვრის დავითის სახლზე და იერუსალიმში მცხოვრებზე, და ისინი შეხედავენ მას, ვინც განგმირეს (ზაქარია 12:10-14). ეს წინასწარმეტყველება მიუთითებს იუდეველთა მონანიებაზე ბოლო ჟამს (მათე 23:37-39).

დასკვნა: ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ნაჩქარები დასკვნები თუ ვინ არის ჭეშმარიტი ისრაელიანები ღმერთის თვალში. ბიბლიის სწავლების თანახმად, სახელწოდება ,,ისრაელი“ არ ეკუთვნის პოლიტიკურ სისტემას და არც რომელიმე ცალკეულ ნაციას, არამედ სულიერ რეალობას. დღეს ჩვენ ვხედავთ ათასობით იაკობის შთამომავალთ განახლებულს ახლო დასავლეთში, ევროპასა და ამერიკაში; ისინი არიან ნამდვილად რჩეული ერი და ქრისტეს სულიერი სხეული. ჩვენ არ ვიცით რამდენ ადამიანს ითვლიან ისინი, მაგრამ ვიცით ზუსტად ისინი გადაიტანენ სისხლიან დევნებს ანტიქრისტესგან თავიანთ სამშობლოზე. ქრისტე კი თავად შეაგროვებს მისი მწვალებლების სულებს და დააყენებს მათ თავიანთ წმინდა ტახტის წინაშე (გამოცხადება 13:7-10; 14:1-5).

ყოველი ვინც ღრმად შეისწავლი პავლეს წერილებს რომაელების მიმართ (11:26-27), ეჭვგარეშე შეამჩნევს ხასიათობრივ დეტალებს ამ წინასწარმეტყველებისა იაკობის შთამომავლობის გადარჩენის შესახებ.

ა) გამომსყიდველი იაკობის შთამომავლობას ჩამოაშორებს ურწმუნოებასა და გახრწნილებას.

ბ) ყველა მიიღებენ ცოდვების პატიებას ახალი აღთქმის საფუძველზე, რომელიც იერემიას წიგნში წერია (იერემია 31:31-34). ეს წინასწარმეტყველება ახალ აღთქმაზე მიუთითებს, რომელიც იესო ქრისტემ დადო თავის მოწაფეებთან (მათე 26:26-28). მაშინ ეს აღთქმა შესრულდა.

პავლე ამოწმებდა, რომ იუდევლური რელიგიური შესაკრებელი გახდა სახარების მტერი, სწორედ ამ ახალი აღთქმის გამო. თუმცა აღნიშნულმა ტრაგედიამ დიდი სარგებელი მოუტანა წარმართ ერს, ვინაიდან მათ მიაღწიეს გადარჩენას ქრისტეში და ჩაეჭიდნენ ქრისტეს მადლსს რწმენის მეშვეობით.

ამავდროულად წარმასთთა მოციქულმა განუცხადა იუდეველებს, რომლებიც რომის ეკლესიების მტრების იყვნენ, რომ ისინი ჯერ კიდევ რჩებიან ღმერთის მოყვარულებად მათი მამების რწმენისა და რჩეულობის გამო. რადგან ღმერთის ვისაც ირჩევს, ყოველთვის რჩეული რჩება. ყველა სულიერი ნიჭი და რწმენის უპირატესობები, რომელიც ღმერთმა მისცა ცალკეულ მორწმუნეებს დაკავშირებულია ღმერთის უცვლელ ერთგულებასთან (რომაელები 11:29). მოდით ეჭვი ნუშეგვეპარება ჩვენს რჩეულობაში, არამედ მივენდოთ ღმერთის სიტყვას, როგორც შვილს სწამს მამის სიტყვების!

რომაელები 11:30-31 მოციქული პავლე აქ წერს ძირითად აზრს და მიზანს მისი წერილის მეორე ნაწილს, რაც ეხება იაკობის ძეების გამოსყიდვას და შეეცადა ეიძულებინა რომაული ეკლესიის მტრებს გაეთავისებინათ შემდგომი ჭეშმარიტებები:

ა) ყველა თქვენ, ახალმოქცეულები, წარსულში იყავით ურწმუნოები და ღმერთის დაუმორჩილებელი ცოდვილები.
ბ) ახლა კი თქვენ მიიღეთ ღმერთის მადლი და წყალობა, იესო ქრისტესა და მისი რწმენის მეშვეობით.
გ) თქვენ შეძელით გადარჩენის მიღება იუდეველების ურჩობის მიზეზით.
დ) შედეგად იუდეველები გახდნენ დაუმორჩილებელნი და გზას აცდნენ, რათა ღმერთის მადლი მოგნიჭებოდან, რომელიც მიიღეთ გადამრჩენი რწმენის მეშვეობით.
ე) ეს მოხდა იმისთვის, რომ მათ მიეღოთ უსაზღვრო ღმერთის წყალობა. ვისაც უნდა გაიგოს მოციქული პავლეს წერილი რომაელთა მიმართ მეორე ნაწილის მან დეტალურად უნდა გამოიძიოს ეს პრინციპები, ლოცვებით და შუამდგომლობით ამ გზააბნეული ერის, რათა მათ მოიპოვონ გადარჩენა.

პავლემ გენიალურად გამოიკვლია ეს პრინციპები და გახადა ისინი საკუთარი თაყვანისცემის ძირითად მიზეზად. ის განადიდებდა წმიდა ღმერთს იმისთვის, რომ მან მისცა იუდეველებს საშუალება ჩავარდნილიყვნენ დაუმორჩილებლობაში, რათა კიდევ ერთხელ შესძლებოდა შეეწყალებინა ყველა იმ პირობით, რომ ისინი რწმენით მიიღებენ გამზადებულ გადარჩენას (რომაელები 11:32).

პავლეს არ უქადაგია აბსოლუტური შერიგება ყველა ადამიანის თითქოსდა ღმერთი თავისი სიყვარულის მიხედვით გადაარჩენს ყველა ცოდვილს ბოლო დღეს და გაასუფთავებს ჯოჯოხეთს ყველა ღმერთის მგმობელისგან, იმისდამიუხედავად უნდათ მათ ეს თუ არა. ზოგიერთნი თვლიან, რომ ღმერთი ეშმაკსაც გადაარჩენს და ამიტომ ეთაყვანებიან ეშმაკს, რომ შემდგომ მასთან ერთად სამოთხეში მოხვდებიან! ეს სიცრუეა ვინაიდან ღმერთი არის სიყვარული და ჭეშმარიტება და მისი სამართლიანობა ურყევია!

და პავლეს მაინც იმედი ჰქონდა, რომ ყოველი იუდეველი მოინანიებს და გადარჩება თავისი მხსნელის რწმენის მეშვეობით, მაგრამ იესო ამ ყველაფერს უფრო რეალურად უყურებდა და ასწავლიდა, რომ სასამართლო დღეს ის ეტყვის მათ ვისაც არ უყვარს ღარიბები: ,, წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის“ (მათე 25:41). ეს საშინელი სიმართლე დასტურდება იოანეს გამოცხადებაშიც (გამოცხადება 14:9-14; 20:10,15; 21:8).

ლოცვა: მამაო ჩვენო რომელიც ხარ ცათა შინა ჩვენ ვხარობთ იმის გამო, რომ შენი აღთქმები ჭეშმარიტია და შენი მცნებები მტკიცეა. ჩვენ მადლობას გიხდით წმიდა ნატამალისთვის იაკობის ძეებისთვის ყველა ტომიდან. მათ წრფელად მოინანიეს და მიიღეს რა ქრისტეს გადარჩენა, მოიპოვეს მშვიდობის ნიჭი! დაგვეხმარე ჩვენ და ჩვენს ერს ვიაროთ შენი სულიწმიდის ძალაში, შევასრულოთ შენი მცნებები შენი ძალით და ველოდებოდეთ შენს მოსვლას, ჩვენს საყვარელ მხსნელს!

კითხვა:

  1. რატომ არის ღმერთის აღთქმები და მცნებები მტკიცე და არ გადადის საუკუნოდ?
  2. რას ნიშნავს მთელი სულიერი ისრაელი?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 11:01 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)