Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 062 (The Apostle’s Worship)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 2 - ღმერთის ჭეშმარიტება უცვლელი რჩება, იაკობის რჩეული ტომის სიჯიუტის მიუხედავადაც (რომაელები 9:1 - 11:36)
5. იაკობის შთამომავლობის იმედი (რომაელები 11:1-36)

ე) ლოცვითი თაყვანისცემა წარმართთებთან წარგზავნილი მოციქულის (რომაელები 11:33-36)


რომაელთა 11:33-36
33 ო! ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები! 34 რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება. ვინ იყო მისი მრჩეველი? 35 ან ვინ რა მისცა მას წინასწარ, რომ უკან დაუბრუნოს? 36 რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე. ამინ!

პავლე განცვიფრებული იყო იუდეველების სულიერი მდგომარეობის გამო და ამავდროულად მადლიერებით და ქებით აღსავსე წმიდა ღმერთის წინაშე პირველი იუდეველი მორწმუნეებისთვის იერუსალიმში და წარმართი მორწმუნეების რიცხვის მუდმივი ზრდისთვის. პავლეს გულში მოუსვენრობის გრძნობას ყოველთვის ჯაბნიდა ღმერთის სიყვარული, მაგრამ მოციქულმა ასევე აღიარა ღმერთის სამართლიანობა და სასამართლო. ამ სახით მან აღიარა ღმერთის წყალობა, მაგრამ არ უარყოფდა ღმერთის შურისგებას. აცნობიერებდა რა ღმერთის სიყვარულს, პავლეს სწამდა მისი გამოუცნობი გზების და დამოწმებების, რომ ღმერთი ადამიანის გონებაზე დიდია და სწორედ ამიტომაც უნდა მივენდოთ მას და დავუმორჩილოთ ყველა ჩვენი აზრი მის რწმენას და გამოცხადებას (ესაია 40:13; 45:15; 55:8-9; რომაელები 11:33).

ნეტარია ადამიანი რომელიც წრფელად თაყვანსცემს ღმერთს, უძღვნის მას ქებას და ემადლიერება, ვინაიდან ის შეიცნობს წმიდას სიყვარულს და ჭეშმარიტების სული წაუძღვება მას ღვთაებრივ სიღრმეებში და აღასრულებს მასში საკუთარ საქმეს ისე, რომ სულიერი სიმდიდრის რეალიზებას მოახდენს მისგან მიღებული ნიჭების გამოყენებით. წერილის მეორე ნაწილში პავლე საკუთარი თემის მიზანს აღწევს: ის არ უარყოფს სიმართლეს არამედ აღიარებს, რომ იაკობის შთამომავლები გაჯიუტდნენ, ურწმუნოებისა და ღმერთის ნების წინააღმდეგომის მიზეზად.

ამავდროულად მოციქული ამხნევებს იუდევლური წარმომავლობის მორწმუნეებს, რომ ღმერთი კვლავ მიიღებს მათ თავის წყალობითა და უსაზღვრო მადლით. ფაქტობრივად უფალი იყენებს ახალმოქცეულ წარმარტებს, რათა აღძრას იუდეველებში შური და აჩვენოს მათ წარმართთა სიყვარული, მორჩილება, სიწმიდე და მსახურება ანატოლიაში და მიმართულებას აძლევდა მათ პრაქტიკული მსახურებისკენ ერთგულებაში.

თუმცა ისტორია ისე არ შედგა, როგორც პავლე თვლიდა. ის თავად გახდა პირველი მსხვერპლი იუდეველების სიბრაზისა - მათი ცრუ ბრალდების გამო ის რომში ჩამოაქვეითეს.

როდესაც პავლემ შეამჩნია იუდეველების გაჯიუტება მასთან და სახარებასთან მიმართებაში, მან ერთი სულიერი ჭეშმარიტება შეახსენა მათ, რომელიც ესაია წინასწარმეტყველმა აუწყა: ,, მიდი ამ ხალხთან და უთხარი: სმენით მოისმენთ და ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ. რადგან გაუხეშდა ამ ხალხის გული, ყური დაუმძიმდათ და თვალი დაებინდათ, რომ თვალით ვერ იხილონ, ყურით ვერ ისმინონ, გულით ვერ გაიგონ და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი. ამრიგად, იცოდეთ, რომ ღვთის ხსნა მოევლინა წარმართებს, და მოისმენენ კიდეც ისინი”.ეს რომ თქვა, წავიდნენ იუდეველნი და დიდი მსჯელობა გამართეს ერთმანეთში“ (საქმეები 28:26-29).

პავლემ ბევრი წლები გაატარა რომაულ საბყრობილეში იუდევლური საბჭოს განაჩენის გამო (საქმეები 23:1-25:10). მათი სიჯიუტისა და სიბრაზის მიზეზით მოციქულს მოუწია რომში გამგზავრება, რათა წარმდგარიყო სასამართლოში თავად კეისრის წინაშე (საქმეები 27:1 – 28:16). თუმცა რომაულ საპყრობილეში ის არ ყავდათ სასტიკ პირობებში და რომაელებმა მას ქადაგების უფლებაც მისცეს, რათა ექადაგა ყველასთვის ვისაც მოსმენა სურდა.

იმ წლებში რომში იუდეველების არცთუ ისე დიდმა რიცხვმა ირწმუნა. თუმცა რაბინების უმეტესობამ არ მიიღო პავლეს სიტყვები, ვინაიდან ქრისტიანობა მიიჩნიეს იუდევლური სექტის ერთ-ერთ ნაწილად (საქმეები 28:22). ისინი ძალიან ზეგავლენიანნი იყვნენ სასამართლოებშიც და ამის შედეგად პავლე საბოლოო ჯამში იყო ჩამოქვეითებული.

იუდეველთა სიძულვილმა წარმართთა მოციქულის მიმართ მიაღწია ლოგიკურ მიზანს, მაგრამ პავლეს წერილმა დაბრკოლებების გარეშე მიაღწია მთელს დედამიწას და ისინი დღესაც აგრძელებენ მრავალი იუდეველების მოყვანას წარმართებიდან, ქრისტეში. სრულიად ცხადია, რომ ქრიტეში ცოცხალი პავლე მასთან ერთად მიდის ამ წუთისოფლის აღსასრულამდე!

ლოცვა: ზეციერო მამაო ჩვენ თაყვანგცემთ, მოციქულ პავლესთან ერთად! განგადიდებს შენ შენი სიყვარულისა და რისხვისთვის, გაქებთ შენი წყალობისა და სასამართლოსთვის და ვხარობთ შენი ბრძნული ღრმა და ერთგული გზებისთვის! ჩვენ განსაკუთრებულად მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ქრისტეში შენს საყვარელ შვილებად გვაღიარე!

კითხვა:

  1. რას ნიშნავს მადლის სისრულის შეცნობა და ღმერთის სიბრძნე?
  2. როგორ შეუძლია ღმერთს დარჩეს მართალი, როდესაც აჯიუტებს თავის რჩეულ ერს ბოლოს კი იღებს ამ წმინდა ნატამალს და თვლის მათ იაკობის შთამომავლობად?

რომაელთა მიმართ წერილის კითხვების მესამე სერია

ძვირფასო მკითხველო თუ შენ შეძლებ ამ სერიის კითხვების სამი მეოთხედი სწორი პასუხის გამოგზავნას ეს ადასტურებს იმას, რომ შენ საკმარისად ღრმად შეისწავლე ღმერთის სიტყვა. ამ შემთხვევაში ჯილდოდ შენი მცდელობებისთვის ჩვენ გამოგიგზავნით წიგნს ჩვენი ლიტერატურის სიიდან შენი სურვილით.

  1. რა მიზეზით განიცდიდა პავლე ღრმა მწუხარებას?
  2. რისთვის იყო მზად პავლე თავისი ერის გადასარჩენად?
  3. ძველი აღთქმისეული ერის რამდენი უპირატესობა ახსენა პავლემ? და ამ უპირატესობებიდან რომელია შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
  4. რატომ ვერ შეძლო ღმერთის მადლმა ღმერთის რჩეული ერის უმეტესი ნაწილის გადარჩენა და რატომ ხვდებოდნენ იუდეველები ერთი მეორეს მიყოლებით განკითხვის ქვეშ?
  5. რა იგულისხმება ისააკის შთამომავლობის რჩეულობასა და იაკობის ძეების რჩეულობას შორის?
  6. რაში მდგომარეობს ღმერთის რჩეულობის საიდუმლო?
  7. რატომ არ იმსახურებს ადამიანი, რომ ღმერთმა ის რჩეული გახადოს? და რა მიზეზით გავხდით ღმერთის რჩეულები?
  8. რატომ გაასასტიკა ფარაონის გული ღმერთმა? და როგორ ვლინდება ცალკეული ადამიანების ოჯახების ან მთელი ერის გასასტიკება?
  9. ვინ არის ღმერთის რისხვის ჭურჭელი და რაშია მათი დაუმორჩილებლობის მიზეზი?
  10. როგორია ღმერთის გულმოწყალების ჭურჭელი და როგორია მათი წარმომავლობა?
  11. რატომ მიიღო მილიონობით ადამიანმა სხვადასხვა ერიდან ღმერთის სიმართლე და გამყარდნენ მასში?
  12. რატომ ცდილობენ ზოგიერთი რელიგიის ღვთისმოსავი მიმდევრები ღმერთის სიმართლის მიღებას საკუთარი კანონების შესრულებით?
  13. რა აზრი დევს პავლეს განცხადებაში ,,რჯულის დასასრული - ქრისტეა“?
  14. რატომ ელოდებიან ასე გულმოდგინედ იუდეველები თავიანთი ქრისტე - მესიის მოსვლას?
  15. როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული რწმენა და დამოწმება?
  16. მოციქული პავლეს ახსნილის თანახმად, რწმენა და დამოწმება როგორ იზრდება თანდათანობით საქმეში?
  17. როგორ შეუძია მსურველს ყოველდღე გაიგონოს და მიიღოს სახარება?
  18. რატომ გადაწყვიტა ღმერთმა აღორძინებული ერის საკუთარ ერად არჩევა?
  19. რას ნიშნავს სიტყვა, რომელიც ელიას უთხრა, რომ დატოვა შვიდიათასი მამაკაცი, რომელთა მუხლიც არ მოდრეკილა ბაალის წინაშე?
  20. რას ნიშნავს პავლეს სიტყვები იმის შესახებ, რომ ქრისტეს ყველა მიმდევართან ერთად ის ეკუთვნის წმიდა ნატამალს ღმერთის რჩეული ერისგან?
  21. რას ნიშნავს იუდეველთა სიჯიუტე უწმიდური წარმართი ერებისთვის?
  22. როგორ შეუძიათ ქრისტიანებს აღძრან ურწმუნოები ჭეშმარიტი რწმენისკენ?
  23. რას ნიშნავს ქრისტეს სულიერ სხეულთან ,,მიმაგრება“?
  24. ვინ არის საფრთხის ქვეშ, მიმაგრებული ტოტის დაზიანების შემთხვევაში?
  25. რატომ არის ღმერთის აღთქმები და მცნებები მტკიცე და არ გადადის საუკუნოდ?
  26. რას ნიშნავს მთელი სულიერი ისრაელი?
  27. რას ნიშნავს მადლის სისრულის შეცნობა და ღმერთის სიბრძნე?
  28. როგორ შეუძლია ღმერთს დარჩეს მართალი, როდესაც აჯიუტებს თავის რჩეულ ერს ბოლოს კი იღებს ამ წმინდა ნატამალს და თვლის მათ იაკობის შთამომავლობად?

აუცილებლად მიუთითეთ თქვენი საფოსტო მისამართი სრულად. დაწერეთ ყველა პასუხი გასაგები ხელით და გამოგზავნეთ ისინი შემდეგ მისამართზე:

Waters of Life
P.O.Box 3007
32720 Detmold
Germany

Internet: www.waters-of-life.net
Internet: www.waters-of-life.org
e-mail: info@waters-of-life.net

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 11:04 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)