Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 009 (The Righteousness of God)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
შესავალი სიტყვა: მისალმება, მადლიერება ღმერთის მიმართ და „ღმერთის სამართლიანობის“ გამოცხადება, როგორც ამ წერილის ძირითადი აზრი (რომაელები 1:1-17)

გ) ღმერთის სამართლიანობა მტკიცდება და სრულდება ჩვენში, ჩვენი რწმენაში გამუდმებული ყოფნით (რომაელები 1:16-17)


რომაელთა 1:17
17 ვინაიდან, მასში ცხადდება ღმერთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია: "მართალი იცოცხლებს რწმენით”.

საკითხში უფლის სამართლიანობის შესახებ დიდ დილემას წარმოადგენს ღვთისმეტყველებაშ. ჩვენი რწმენა ზედაპირული, რომ ყოფილიყო ეს დილემა არ იარსებებდა. ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ უფლის წინაშე მართალი არავინაა და ყველა იმსახურებს სიკვდილს! მაგრამ ღმერთი მხოლოდ მართალი და წმიდა მოსამართლე არაა! ის ასევე მოწყალე მამაა, რომელიც სავსეა სიყვარულით, სიკეთითა და სუგრძელობით! მას არ სურს ცოდვილის დაღუპვა, არამედ მისი გადარჩენა სწყურია!

ამიტომაც არ შეუძლია უფალს თავის სამართლიანობაში აპატიოს ვისაც უნდა და როგორც უნდა, როდესაც მოესურვება. მას ყველას პატიება სურს, მაგრამ მისი სიწმიდე მას გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს.

ამ დილემის გადასწყვეტად, უფალმა დააწესა სანაცვლო გამომსყიდველი მსხვერპლი. და რამდენადაც დედამიწაზე არც ცხოველი და არც ადამიანი არ არსებობდა, რომელსაც შეეძლო დაეკმაყოფილებინა უფლის სიწმიდის მოთხოვნები, უფალმა საუკუნეებით ადრე დაბადა ძე, რომელიც დროის მიუხედავად უნდა გ ანკაცებულიყო, მომკვდარიყო ჩვენ გამო, გამოესყიდა ჩვენი ცოდვები და გავემართლებინეთ ჩვენ. რომაელთა მიმართ წერილი არ მდგომარეობს ჩვენ გამართლებაში, არამედ თავად ღმერთის სამართლიანობაშ: როგორ რჩება ის სამართლიანი და მართალი, თუ ჩვენ ცოდვილებს გვამართლებს? პასუხი ამ კითხვაზე, ქრისტეშია.

კანონის მიმდევრები გმობდნენ ჯვარს და ამბობდნენ: „თუ ყველას შეუძლია მარტივი რწმენითა და ქრისტეს სიკვდილით გამართლდეს, მაშინ ვცოდოთ მშიდად, ჯვარცმული ქრისტეს მადლი ხომ ისედაც გაგვამართლებს“. პავლე ასამართლებდა ასეთებს და ამბობდა, რომ ქრისტიანული რწმენა - არ არის უბრალოდ გონებრივი თანხმობა ჭეშმარიტებაზე, არამედ ცხოვრების მიძღვნა ქრისტესთვის, მასთან ერთობა, რომ მისმა ძალამ ჩვენ უძლურებაში ნაყოფი წარმოქმნას, თავისი სულით. როდესაც ადამიანი იესოს მიმდევარია, მისი რწმენა ჰგავს ჯაჭვს, რომელიც შედგება რამდენიმე რგოლიდან, რომელიც მადლიერებასა და ქრისტეს სიყვარულში გამოიხატება. ასეთი რწმენა ამართლებს, წმედს და სრულგვყოფს ჩვენ. ჩვენ საკუთარ თავებს ვერ ვიხსნით, ჩვენ უბრალოდ მთლიანად ვხსნით ჩვენ გულს მადლისთვის. გამართლებული ადამიანი უშალოდ რწმენით ცხოვრობს, რწმენიდან რწმენამდე. ასეთ ადამიანს საკუთარი თავი მართალი სულაც არ ჰგონია. მან იცის, რომ ქრისტემ გაამართლა, და ქრისტე დღიდან დღემდე იცავს მას და წმედს სულიწმიდით. ასე რჩება უფალი სამართლიანი, გვპატიობს რა ყოველ დღე და გვწმედს ყოველ წამს. ჩვენ მისი საკუთრების მსგავსად, მისთვის ვართ განწმედილები!

ძელი რჯულის ხალხში კიდევ გაჩნდა ერთი კითხვა, რომელმაც უფლის სამართლიანობა ეჭვქვეშ დააყენა: მადლის უარყოფა იუდეველთაგან. იუდეველთა უმეტესობამ ხომ იესო ჯვარზე გააკრეს და ამითი გადარჩენის მთავარ მიზანს აცდნენ. დამატებით, სულიწმიდის ხმას ეწინააღმდეგებოდნენ ყოველთვის, რომელიც მათ მონანიებისა და რწმენისკენ მოუწოდებდა. ამ მწარე სიმართლის მიზეზით, პავლს და სხვებსაც უჩნდებოდათ კითხვა: „როგორ რჩება ღმერთი სამრთლიანი, როდესაც ამოირჩია აბრაამის შთამომავლობა და დაუკავშრა საკუთარი თავი მათ სამუდამო აღთქმით? და ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ უფალი აქვავებს მათ გულებს და უარყოფს მათ, ვინაიდან არ ისმინეს სულიწმიდის ხმა! ნუ თუ უფალმა წარუმატებლობა განიცადა?“ თავად პავლე ამ კითხვას პასუხობს, გადამწყვეტი „არა“- თი. ის ნათლად ხსნის უფლის გამოცხადებას (რომ. 9-11) იმისთვის კი არა, რომ იუდეველები გაამართლოს, არამედ უფლის სამართლიანობა დაამტკიცოს, რადგანაც მოციქული პავლე მთელი მოშურნეობით იცავდა ღვთიურობას, სიწმიდეს და სამართლიანობას ჩვენი მამის, უფლის და იესო ქრისტესი.

ვინც ჭეშმარიტ რწმენას იძენს და ენდობა სულიწმიდის მმართველობას, ის გონებით ნახლდება და სიწმიდეში იწყებს ცხოვრებას მორწმუნეებთან ერთად, რომლებიც გამარტლებული არიან ახალი აღთქმის მეშვეობით. ქრისტიანული ეთიკა არ განისაზღვრება პირადი აღზრდით ან ადამიანური შესაძლებლობების განვითარებით, არამედ აღწევს უმაღლეს საფეხურს, რომელიც მოიცავას უფლის სიყვარულისა და ძალის მორჩილებას, რომელიც ყველასთვისაა, ვისაც ძის სწამს. ქრისტიანები საკუთარი საქციელებით ხდიან წმიდას მამას და მის სამართლიანობას ამტკიცებენ. ეს არის რომაელთა მიმართ წერილის თემა - უფლის სამართლიანობის გამოვლენა.

ლოცვა: უფალო, წმიდაო სამებაო, ჩვენ თაყვანს გცემთ შენ, ვინაიდან შენ მოგვიყვანე ჭეშმარიტ რწმენასთან, უსასყიდლოდ გაგვამართლე, ყოველ დღე მიგყავრთ სწორი გზით და მიმართლებას გვაძლევ! შენ მართალი ხარ და საუკუნოდ რჩები ასეთად, თუმცა ერების ისტორიიდან ბევრი რამ ჩვენთვის გაუგებარია! სრულიად გაგვწმიდე, გაწმიდე ჩვენი ხასიატი და ცოდვის ნარჩენებისგან, რათა ჩვენი ცხოვრება შენ ქებად და ჩვენ გავხდეს ადამიანთათვის კეთილსურნელება!

კითხვა:

  1. როგორ არის უფლის სამართლიანობა დაკავშირებული ჩვენ რწმენასთან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 09:46 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)