Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 008 (The Righteousness of God)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
შესავალი სიტყვა: მისალმება, მადლიერება ღმერთის მიმართ და „ღმერთის სამართლიანობის“ გამოცხადება, როგორც ამ წერილის ძირითადი აზრი (რომაელები 1:1-17)

გ) ღმერთის სამართლიანობა მტკიცდება და სრულდება ჩვენში, ჩვენი რწმენაში გამუდმებული ყოფნით (რომაელები 1:16-17)


რომაელთა 1:16
16 ვინაიდან, მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღმერთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის გადასარჩენად ჯერ იუდევლისა და მერე ბერძენისა.

პავლემ იცოდა, რომ რომაელები ხშირად იყენებენ სიტყვა „სახარება“-ს (კეთილი უწყება) და ამ სიტყვას მოწიწებით ეპყრობიან, ვინაიდან რომში ბევრი „სახარება“ იყო, ანუ სასიხარულო ამბავი „კეისრის სახლში“, რომელთა მიმართაც დედაქალქში მცხოვრებნი ყოველთვის ინტერესით გამოირჩეოდნენ.

მოციქულმა პავლემ თავიდანვე აიყვანა კეთილი უწყება, კეისრის სახლის სასიხარულო უწყების დონემდე, თითქოს ამბობდა: „მე არ მრცხვენია გაუწყოთ დედაქალაქში წერილი, რომელიც მოვიტანე პალესტინაში მდებარე არცთუ ისე დიდი კოლონიიდან. ვინაიდან მე გაუწყებთ თქვენ, რომ ღმერთს დასაბამიდან ჰყავდა მხოლოდშობილი ძე, და ეს ძე ადამიანად იქცა, რათა მოგვიახლოვდეს თავისი ღვთაებრიობით და გამოისყიდოს კაცობრიობა თავისი სიკვდილითა და აღდგომით! ჩემი უწყება - უბრალო მოკვდავებზე არაა, არც კეისრის სახლში ბავშვის დაბადებაზე, არამედ მარადიული მამის ძის დაბადებაზე, რომელიც სიკვდილს არ ექვემდებარება! და თუ კეისრის „სახარება“ გაუწყებდათ საომო ტრიუმფებზე და დაპყრობებეზე, ან დღესასწაულებზე, თამაშებზე და ხალხისთვის საჭმლის დარიგებაზე, მაშინ მე ვარიგებ კეთილ უწყებას იმის შესახებ, რომ მთელი დედამიწა გამოსყიდულია ცოდვისგან, სიკვდილისგან, ეშმაკისგან, ღვთის რისხვისგან და სასამართლოსგან! გარწმუნებთ, რომ ჩემი სახარება ბევრად აღემატება რომაელების „სახარებას“, ვინაიდან ეს უწყება ზეციუერია, სამუდამოა, ყოვლისშემძლეა, დიდებული და საოცარია, რომელიც მთელი ქვეყნიერებისკენბაა მიმართული! ეს სახარება ფილოსოფიებზე და წიგნებზეა არაა აგებული და არც ფუჭ იმედებზე. ის მჭიდროდაა დაკავშირებული ერთ პიროვნებასთან, რომელიც ეკუთვნის არა კეისრის სახლს, არამედ მთელ სამყაროს!“

რომაელებმა სიტყვა „ქრისტე“-ს ყველა მნიშვნელობა არ იცოდნენ, რომელიც ყველა იუდეველისთვის ცნობილი იყო. მათ მხოლოდ ის იცოდნენ, რომ ეს სიტყვა „ცხებულს“ ნიშნავს. შესაძლოა მათ გაგებაში სტატუსი „ცხებული“ კეისარს ეკუთვნოდა, ვინაიდან კეისარი, თავისი მშიდობისმყოფელი სტატუსის გარდა, ასევე ღვდელმთავრად ითვლებოდა. კეისარში სამი ადამიანი გაერთიანდა, პოლიტიკური, მეომარი და სასამართლოს ძალაუფლების მქონე, ასევე სულიერი მსახურება უნდა ეტარებინა და შეერიგებინა ხალხი იუდეველთა ღმერთებთან და სულებთან, როგორც მსოფლიო და ყველა კურთხევის შუამავალს.

თუმცა ქრისტე - უფალია ყოველთა ზედა, და მისი ტახტი ამაღლებულია ყველა ტახტზე, მას აქვს მიცემული მთელი ხელმწიფება ზეცაში და დედამიზახე, ის არის ჭეშმარიტი მღვდელმთავარი, ერთადერთი შუამავალ ღმერთის წინაშე!

გააკეთა რა მსგავსი განცხადება პავლემ, მან ის კი არ აღიარა ერთმნიშვნელოვნად, რომ ქრისტე ღვთის ძეა, რომელსაც ღვთიური ბუნება აქვს, არამედ მისი მდგომარეობაც აღწერა, როგორც უფლის, მოსამართლის, მეფის, მმართველის, შემრიგებლის, ერთადერთის, ვინც ღირსია მიიღოს ტიტული: „მსოფლიოს მხსნელი“, რომელიც იმ დროში უშუალოდ კეისრებს ეძლეოდათ.

ეს კეთილი უწყება ღვთის ძის არსებობის შესახებ და მისი მრავალი მსახურებისა - უბრალოდ იდეა კი არა არის, არამედ ფეთქებადი ძალა, რომელსაც ძალუძს გაქვავებული გულებიც შეარხიოს! ეს ძალა თავისი დიდიებულებით აღემატება ყველა ქმნილებათა ძალას, ვინაიდან სახარება შეიცავს მთლიანად ღვთის ძალას, მასში თავად ღმერთი სუფევს! მისი სიტყვები, რომელიც დაწერილია შავად თეთრზე ჟღერს. ეს ხმა წარმოქმნის ახალ სიცოცხლეს მათში, ვინც ყურს უგდებს ამ სიტყვებს, და ანახლებს მათ, ვინც მოწოდებულია! არ დადო ეს სიცოცხლის წიგნი, ყველა წიგნზე წმიდას, უბრალოდ თაროზე, სხვა წიგნების გვერდით, არამედ ღირსეულ ადგილზე აიტანე, ვინაიდან ეს წიგნი განსჯის სხვა ყველა დანარჩენ წიგნს! სახარება სრულყოფილია, როგორც ღმერთია სრულყოფილი! ის ძლევამოსილია და მას შეუძლია ქმნას ახალი სამყაროები!

ეს ღვთიური ძალა, ქრისტეს სახარების სახელით მოსული დედამიწაზე, არ გამოჩნდა იმისთვის, რომ გაანადგუროს ჩვენი უწმიდური სამყარო, არამედ გადარჩინოს იგი! ღმერთს უნდა, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების შემეცნებამდე მივიდეს. ჩვენი ზეციური მამა - არ არის დიქტატორი, ის არავის აიძლებს მიიღოს მისი ძის სახარება, არამედ ყველას აძლევს საშუალებას მიიღოს მისი ჭეშმარიტება უსასყიდლოდ. ვინც თავის გულს გახსნის ქრისტეს სიტყვებისთვის და მიანდობს მას ტავის ცხოვრებას, ის ღვთის ძალას იგრძნობს, თავის შგნით შეიგრძნობს მას! ხოლო რწმენის გარეშე გადარჩენა არ არსებობს. ყოველი მორწმუნე, ღვთის ძეს უერთდება, და ქრისტე სუფევს მასში თავისი ღვთაებრიობით, წმენდს რა ასუფთავებს და აცოცხლებს მას!

ქრისტეს რწმენას ყველასთვის საუკუნო გადარჩენა მოაქვს, ვინც გახსნის თავის გულს მისთვის. ერთადერთი გზა გადარჩენისკენ - ღვთის ძის ნდობაა. რწმენის მეშვეობით ადამიანი იღებს პატიებას და მკვდრეთით აღდგომას. რწმენა - გადამწყვეტი მოქმედებაა რომაელთა წერილში, ვინაიდან რწმენის გარეშე ღმერთის შეცნობა შეუძლებელია ან თუნდაც მისი ძალის აღქმა. მხოლოდ რწმენის საშუალებით არის შესაძლებელი გამართლება და ჭეშმარიტი ცხოვრების შეძენა!

იუდეველებს პირველებს ხვდათ წილად ამ ჭეშმარიტების გაგების, იმისდამიუხედავად რომ უმეტესად მათ უკუაგდეს ქრისტე, შეიძულეს ის და ჯვარზე გააკრეს. და მაინც არცთუ ისე ბევრმა იუდეველმა შეიცნო ის, ირწმუნა, აღივსნენ და ღვთის სიყვარულში სუფევდნენ.წმიდა სამების ძალა დღემდე სუფევს ადამიანებში, პირვანდელი მოციქულების დამოწმბების ხარჯზე!

როდესაც არცთუ ისე დიდმა ნაწილმა მიიღო ქრისტე, მათ ბერძნები მიყვნენ (ელინები) და სხვა ერები, რომელთაც გახსენს თავიანთი გულები გადარჩენის სახარებისთვის და დარწმუნდნენ რა იმაში, რომ ეს უწყება უბრალოდ სიტყვები კი არაა, არამედ ღვთის ძალა, რომელიც აერთიანებს მორწმუნეებს ცოცხალ ღმერთთან მარადიულ აღთქმაში.

ძვირფასო ძმაო, თუ ყურადღებით წაიკითხე ქრისტეს სახარება და გახსენი ამ სიტყვებისთვის შენი გული, თუ მის ღვთაებრიობას ერწმუნე და ლოცვაში მიმართე მას, მაშინ ეჭვგარეშე დარწმუნდები იმაში, რომ ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე - ჭეშმარიტი მხსნელია, დიდებული მღვდელმთავარი, ძლევამოსილი მეფე და მსოფლიოს გამომსყიდველი! იყავი მამაცი და ააშენე მთელი შენი ცხოვრება სახარების საფუძველზე, და უფლის ძალა შენ უძლურებაში გამოჩნდება!

ლოცვა: ჩვენ აგამაღლებთ შენ, მამაო, ძეო და სულო წმიდაო, ვინაიდან ქრისტეს სახარებაში გვიხსნი შენ თავს, რწმენით გვწმენდ და ჩვენში სუფევ შენი სისავსით! ასევე აგამაღლებთ, ვინაიდან რომაელთა წერილებში შენი სასწაულმოწმედი ძალა მოქმედებს, რომელიც ახალი აღთქმის ყველა წიგნიდან მოედინება! გახსენი ჩვენი გული და აგვიხილე თვალები, რათა შენი ხმა გავიგოთ და მთელი ჩვენი ცხოვრება ვანდოთ შენ მმართველობას, სრულად მივენდოთ რა შენ ხელმძღვანელობას!

კითხვა:

  1. მე-16-ე მუხლში, რა გეჩვენებათ ყველაზე მნიშნელოვნად და რატომ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 09:45 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)