Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 019 (Peter’s Sermon in the Temple)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 1 - იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსება იერუსალიმაში, იუდეასა და სამარიაში - მოციქული პავლეს მზრუნველობის ქვეშ და სულიწმიდის ხელმძღვანელობით (საქმეები 1 - 12)
ა - ადრეული ეკლესიის ზრდა და განვითარება იერუსალიმში (საქმეები 1 - 7)

10. პეტრეს ქადაგება ტაძარში (საქმეები 3:11-26)


საქმეები 3:11-16
11 და რაკი პეტრესა და იოანეს იყო ჩაჭიდებული, მთელი ხალხი გაკვირვებული მისცვივდა მათ, "სოლომონისად” წოდებულ დერეფანში. 12 ეს რომ დაინახა, პეტრემ ხალხს მიმართა: "კაცნო ისრაელიანნო, რად გიკვირთ ეს? ანდა რატომ გვიყურებთ ისე, თითქოს ჩვენი საკუთარი ძალითა და ღვთისმოსაობით დავაყენეთ იგი ფეხზე? 13 აბრაჰამის, ისაკისა და იაკობის ღმერთმა, ჩვენი მამების ღმერთმა განადიდა თავისი მსახური იესო, რომელიც თქვენ გაეცით და უარყავით პილატეს წინაშე, როცა მან მისი გათავისუფლება დააპირა. 14 უარყავით წმიდა და მართალი და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი ეჩუქებინა თქვენთვის. 15 სიცოცხლის წინამძღვარი კი მოკალით, რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ. 16 მისი სახელის რწმენით, ეს კაცი, რომელსაც ხედავთ და იცნობთ, გაამაგრა მისმა სახელმა და იესოს რწმენამ დააყენა იგი ფეხზე ყველა თქვენგანის თვალწინ.

როდესაც ხალხის მასა გრძნობენ ადამიანში ძალაუფლებას, ისინი მისდევენ მას იმ იმედით, რომ მიიღონ იგივე ძალა და ხარიზმა. სამწუხაროდ ცნობილია, რომ მრავალი ლიდერი არ აძლევენ თავიანთ ტაყვანისმცემლებს ამ ღმერთის ძალას. ნაცვლად ამისი ისინი პროპაგანდას უწევენ საკუთარ ძალებს. ისინი პირდებიან თავიანთ მომხრეებს ვერცხლსა და ოქროს, მაგრამ დანაპირებს არასდროს ასრულებენ.

პეტრე განცვიფრებული იყო იუდეველების დამოკიდებულების გამო, რომლებიც არ ცნობდნენ იმ ჭეშმარიტებას და უფლის ძალის მოქმედებას მათში. უპირველესად მან ისინი გაანთავისუფლა იმ აზრისგან, რომ მისთვის მიეგოთ პატივი იმ სასწაულების გამო, რომლებსაც ახდენდა. მათ მისი საჩუქრის კი არა ღმერთის ძალის უნდა ეწამათ. როგორც ამბობს უფალი: „წყეულია ყველა, ვინც უფალზეა დანდობილი“. პეტრე ამოწმებდა, რომ ვერც ადამიანურ ძალას და ვერც რელიგიურობას ვერ შეეძლო ადამიანების ცოდვისგან განკურნება. ადამიანები სრულიად უსარგებლონი არიან, მხოლოდ შეუძლიათ იამაყონ.

მოციქულმა ერთ ადამიანზე მიუთითა, ვისაც შეეძლო მიეცა ძალა და იმედი ამ აფორიაქებული სამყაროსთვის. ეს ერთადერთი კაცი კი - იესო იყო ნაზარეთიდან. პეტრემ არ უწოდა მას ქრისტე, არამედ ბერძნულად შემდეგი გამონათქვამით აღწერა, რომელიც ნიშნავს „ღმერთის ძეს“, ასევე „ღმერთის მონას“. ეს ბერძნული სიტყვა მეტყველებს იმაზე, რომ ქრისტე მამის დაქვემდებარებაში იყო, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ ქრისტეს სრულყოფილებას მის ნებაყოფლობით დამორჩილებაში. ღმერთის ძემ თავი დაიმდაბლა, დაიმცირა, დამორჩილდა და მიიღო მონის ხატება და ადამიანის სახეც მიიღო. ის იმდენად იყო მამის მომსმენი, რომ მიიღო სიკვდილი, სიკვდილი ჯვარზე. ამიტომაც აღამაღლა ღმერთმა ის ძალიან და მისცა მას სახელი, ყველა სახელზე დიდი (ფილიპელთა 2:7-9). პეტრემ სწორად აღნიშნა, რომ ღმერთმა განადიდა მონა თავისი იესო, ვინაიდან იესო ქრისტეს სახელის განდიდება - ეს სულიწმიდის საქმიანობის დასრულებას ნიშნავს, რომელიც თავად არის ღმერთი.

პეტრე არ საუბრობდა შეუცნობელის, უხილავი დიდებული ღმერთის სახელით, არამედ უწოდებდა მას აბრაამის, ისააკის და იაკობის ღმერთს და ამავდროულად ამტკიცებდა, რომ ის მათ მამებს ეჩვენა, რომელნიც თავადვე ამოირჩია. ამ თავისი წინაპრების ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა მონა, თავისი იესო. ამ წმიდა მოვლენის დიდებულება იყო ნიშანი მოციქულთა ქადაგებისთვის. ჯვარცმული ქრისტე არ დარჩენილა სამარხში, არამედ აღდგა საუკუნო სიცოცხლისთვის! მოციქულები მხილველები იყვნენ, რომლებიც ხედავდნენ მას და საუბრობდნენ მასთან მისი აღდგომის შემდეგაც. მათ დამოწმება დაჰქონდათ იესოს აღდგომის სინამდვილეზე.

სულიწმიდა არ კმაყოფილდება იესოს მადლის უბრალო გამოვლენით. ის ყოველთვის უმიზნებს ადამიანის შინაგან ცოდვას, ვინაიდან ღმერთის სული წმიდაა. იუდეველმა ერმა არ მიიღო ღმერთის ამორჩეული - მათ უარყვეს ის, თუმც რომაელმა მმართველმაც კი ის უდანაშაულოდ ცნო. ისინი ჯიუტად ითხოვდნენ, რომ მმართველი - წარმართი მოქცეულიყო ღმერთის ძის ჭეშმარიტების საწინააღმდეგოდ და ჯვარს ეცვა იგი. იუდეველების მიმართვა ხელისუფლებისთვის მოხდა ანტონიასთან, საიდანაც იშლებოდა ხედი ტაძრის ეზოში, სადაც იესო ხშირად ასწავლიდა. მომსმენებმა იგრძნეს თუ რაოდენ არასწორად და და უსამართლოდ მოიქცნენ. პეტრე, რომელიც ადამიანების მებადურად იქცა, აგრძელებდა საკუთარ სიტყვას. მან მკვლელებს ჩამოხადა ღვთისმოშიშობის ფარდა. მან დაადანაშაულა ისინი იმაში, რომ უარყვეს ღმერთის კრავი და მის ნაცვლად ბარაბა აირჩიეს, მკვლელი და ჩხუბისთავი. ამითი მათ საკუთარი ბოროტი სული და გახრწნილი გონება წარმოაჩინეს.

სულიწმიდამ აღძრა პეტრე, ეწოდებინა ქრისტესთვის, რომელიც სულისგან იყო შობილი, „წმიდა“, რომელმაც აიღო ქვეყნიერების ცოდვები საკუთარ თავზე. ეს უდანაშაულო ადამიანი, თავად ღმერთის განსახიერება იყო, ხოლო ადამიანი რომელიც უცოდველია არასდროს უნდა მოკვდეს. თუმცა იესოს სიკვდილში შეუძლებელი მოხდა: თავად ცხოვრების უფროსი მოკვდა! ლაპარაკობდა რა იესოს პიროვნებაზე, პეტრემ არ უხსენებია სიტყვები „ქრისტე“ ან „ღმერთის ძე“, არამედ მთელი ამ სიტყვებში ჩადებული აზრი, ერთ სიტყვა „იესო“-ში გადმოსცა.

ის აგრძელებდა თავის დანაშაულებრივ საუბარს მკვლელების მიმართ: „ღმერთმა შეიყვარა იესო ნაზარეთიდან, თქვენ კი წინ აღუდექით ღმერთის სულს და მოკალით წმიდა ღმერთის საყვარელი ძე. თქვენ - დდამნაშავეები ხართ, ღმერთის მტრები და მოწინააღმდეგეები! თქვენ მოხვედით ტაძარში სალოცავად და კურთხევის მისაღებად, მაგრამ უფალი არ პასუხობს თქვენ ლოცვებს, ვინაიდან თქვენ მოკალით იესო, მართალი მონა!“

ამას, უსწავლელმა მეცნიერემა დასძინა, რომ ღმერთმა გამოიწოდა თავისი ხელი, რომ ხალხი მოსესთან კი არ მიეყვანა, ელიასთან ან იოანე ნათლისმცემელთან, არამედ იესოსთან, რომელსაც იუდეველები შეურაცხყოფდნენ, ტანჯავდნენ და ბოლოს სიკვდილს გადასცეს. იესოს აღდგომამა დაამტკიცა, რომ ის წმიდაა უფლის ნებით და მისთვის საამური. უფალი იესო ცოცხლობს და ჩვენს შორის არის. პეტრეს მოწმობა ადასტურებს, რომ ქრისტე არ გახრწნილა სამარხში, სხვა მკვდრების მსგავსად, არამედ განთავისუფლდა სიკვდილის ძაფებისგან. ახლა კი ის მამა ღმერთის დიდებაში სუფევს.

იუდეველების ამ საშინელი მოპყრობის დასადასტურებლად, პეტრემ ხალხს შეახსენა კოჭლი, რომელიც მათ გვერდით იდგა. ისინი დიდი ხანი იცნობდნენ მას. მისი გამაგრებული კუნთები და გასწორებული ძლები პეტრეს დამოწმების ჭეშმარიტებას ადასტურებდა და ქრისტეს აღდგომის დასტურიც იყო.

პეტრემ ამ მიმართვალი, ექიმმა ლუკამ მკაფიოდა გვაჩვენა, რომ განკურნება მხოლოდ მადლის მეშვეობით ხდება. ვიღაცის რწმენაც კი მხსნელის მადლზე მოწმობს. იესოს სახელის რწმენა ნიშNავს მის თანდასწრებაში დაჯერებულობას და მის სურვილს, რომ გადაარჩინოს ხალხი, ეს ნიშნავს მინდობას, როგორც ექიმისადმი და მყარი მინდობა მისი სიტყვებისა. იესოს სახელი ძალითაა სავსე. ჩვენს ამყაროში არ არსებობს სხვა შექმნილი ძალა, გარდა იმისა, რომელიც ამ განუმეორებელ სახელშია „იესო“. სულიწმიდა იხსნის, კურნავს და წმენდს ადამიანს ამ სასწაული და განუმეორებელი სახელის მეშვეობით. არცაა გასაკვირი, რომ ეშმაკი ათასი გზებით ცდილობდა ამ სახელის შელახვას, ცდილობდა ადამიანებს დაევიწყებინათ ის ან სხვა უფრო მნიშნელოვანი სახელით ჩაენაცვლებინათ. ძვირფასო ძმაო, როგორი მნიშნელოვანია, რომ შენ მოისმინო ამ სიტყვათა ჭეშმარიტება: ადამიან - იესოში ნაზარეთიდან სუფევდა, ღმერთის სისრულე, სხეულებრივად. ვინც სრულიად უძღვნის საკუთარ თავს მას, განიცდის ამ ძალას. უფლის საუკუნო ძალა, ჩვენ უძლურებაში სრულდება.

მოქმედი რწმენა დიდებული საიდუმლოა, რადგანაც ის თავის თავში მოიცავს მორწმუნის გაბედულებას და დამაჯერებლობას, რომელიც მთელ თავის იმედს ამყარებს იესოს სახელზე. მისი დაიმედება იესოზე იზრდება იმისდამიუხედავად, რამდენად შეუჩერებლად და დაჟიმებით უყურებს იგი მას. იესო ელოდება, რომ შენ რწმენას მხოლოდ მისკენ მიმართავ, მყარად ჩაეჭიდები მას და მისი აღდგომის ძალას. მიდი მასთან, ვინაიდან ის არის შენი რწმენის აღმსრულებელი და მთავარი. მასთან შენი სული აღდგება, შენი მშვინვა განახლდება, და შენი ცხოვრება გამართლებული იქნება. შენმა რწმენამ გიხსნა შენ!

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, მადლობას გიხდით, რომ გვაჩუქე შენი სახელი და ის, რომ ხარ ჭეშმარიტი ღმერთი - ჭეშმარიტი ღმერთისგან! შენში ზეციერის ძალა მოქმედებს! არ უარგვყო შენი სახიდან და არ წაგვართვა შენი წმიდა სული, არამედ აგვავსე შენი სიყვარულით, რათა განვაგრძოთ შენს ძალაში მოძრაობა, ვუქადაგოთ რა მთელ ქვეყანას შენი სახელი!

კითხვა:

  1. რას ნიშნას „იესოს სახელის რწმენა ნაზარეთიდან“?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 01:42 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)