Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 034 (Healing of the paralytic)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
ა - იერუსალიმის მეორედ სტუმრობა (იოანე 5:1-47) -- თემა: იუდეველების მტრობის დასაწყისი იესოსთან

1. ავადმყოფის განკურნება აუზ ბეთეზდასთან (იოანე 5:1-16)


იოანე 5:10-13
10 ამიტომ იუდეველებმა განკურნებულს უთხრეს: „შაბათია და სარეცლის აღების უფლება არა აგქვს“. 11 მან კი მიუგო: „ვინც განმკურნა, მანვე მითხრა, აიღე შენი სარეცელი და გაიარეო“. 12 ჰკითხეს, ვინ არის ის კაცი, ვინც გითხრა, აიღე და გაიარეო? 13 განკურნებულმა არ იცოდა ვინ იყო იგი, რადგან იესო იმ ადგილზე მყოფ ხალხს შეერია.

ყველა ვინც აუზთან იყო აღფრთოვანდა მომხდარით, გარდა რჯულის დამცველებისა, რომლებიც განრისხდნენ ქრისტეს მიერ ჩადენილი სასწაულის გამო, მითუმეტეს, რომ ეს შაბათს ხდებოდა. იესომ არა მხოლოდ განკურნა დავრდომილი, არამედ უბრძანა საკუთარი სარეცელი ქუჩებში ეტარებინა. მეკანონეების თვალში ეს ცოდვა იყო უფლისთვის და მისი შაბათ დღეზე მოცემული მცნების წინააღმდეგ სვლა. შაბათზე ხომ ეწერა, რომ ერს უნდა დაესვენა. და ყოველი, ვინც ამ მცნებას დაარღვევდა, სიკვდილი ემუქრებოდა( რიცხვი 15:32-36). ებრაელები კი თვლიდნენ, რომ სნამ მთელი ერი სრული სიზუსტით არ დაიცავს შაბათის მცნებას, მესია არ მოვა.

იუდეველბს არ ჰქონდათ უფლება ქვებით ჩაექოლათ ადამიანი, რომელსაც საკუთარი სარეცელი დაჰქონდა, სანამ წინასწარ არ გააფრთხილებდნენ. ამიტომაც მათი კითხვა მისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. დამნაშავე შეეცადა აეხსნა საკუთარი საქციელი ქრისტეს ბრძანებით, როგორვ ერთგვარი პირობა, მისი განკურნებისა.

კანონის დამცველები თავზარდაცემულნი იყვნენ და ვერ ხვდებოდნენ ამ განკურნების შესახებ. მათ ვერ ამოიცნეს იმ სიყვარულის ძალა, რომლითაც იესო კურნავდა ხალხს. შურითა და სიძულვილით დაიწყეს მკურნალის პიროვნების განკითხვა. მან გაბედა და ნება მისცა ავადმყოფს საკუთარი სარეცლის ტარების შაბათ დღეს, და ამიტომაც ეგონათ, რომ ის სიკვდილის ღირსი იყო.

განკურნებული არ იცნობდა იესოს, რადგან ახალ მისული იყო და პირველად მივიდა აუზთან. ხოლო ავადმყოფის განკურნების შემდეგ ის ხალხს შეერია და გაუჩინარდა. იესოს არ სურდა, რომ მისდამი რწმენა მხოლოდ სასწაულებზე ყოფლიყო დაფუძნებული, და არა მის პიროვნებაზე.

იოანე 5:14-16
14 ამის შემდეგ იესო ტაძარში შეხვდა მას ა უთხრა: „აჰა, შენ გამოჯანსაღდი, ნუღარ შესცოდავ, რათა რაიმე უარესი არ დაგემართოს“. 15 ის კაცი წავიდა დაუთხრა იუდეველებს, რომ იესო განკურნა. 16 იუდეველებმა დევნა დაიწყეს იესოს იმის გამო, რომ შაბათს ასეთი რამ გააკეთა.

იესო ეძებდა განკურნებულს, რათა მისთვის სულიერი კურნება და ცოდვებისგან განთავისუფლება მიეცა. მან ის ტაძარში, ღმერთის ქებაში მყოფი იპოვა. იესო, რომ დაინახა ერთდროულად შეეშინდა და გაუხარდა კიდეც. ჩვენ ვიცით, რა უთხრა მას იესომ:

„შენ 38 წელიწადი იტანჯებოდი. ახლა გამოჯანმრთელებული ხარ. აცნობიერებ თუ არა იმ სასწაულს რაც დაგემართა? ეს იყო ღვთიური ჩარევა და არა ადამიანური. თავად ღმერთმა შენი გულის თვალები გახსნა. შენ იცი საკუთარი ცოდვები. ცხოვრება ღმერთის გარეშე, გახდა შენი ტანჯვების მიზეზი. შენი განკურნებით, ყველა ცოდვა მოგიტევე“.

იმისთვის, რომ მისი სული განეკურნა, იესომ მორჩილება სთხოვა, რომ კიდევ არ შეეცოდა. პატიებას მიღება გულისხმობს, მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ დაუბრუნდები ცოდვებს. ადამიანი, ვინც ქრისტეს სიტყვებს იღებს და წრფელად ინანიებს ცოდვებს, ღებულობს ღვთიურ ძალას და შეუძლია ბოროტების დამარცხება ღვთის დახმარებით. ქრისტე ჩვენგან შეუძლებელს არ ელის, არამედ სულს გვაძლევს, რომ მისი ძალით ჩვენ შევძლოთ გადავლახოთ ყველა ცდუნება და ფარული სიძულვილი. ჭეშმარიტების სული გვეხმარება ავერიდოთ სიბოროტეს და წინ აღვუდგეთ მას.

ხანდახან ღმერთი ჩვენდანი სიყვარულის გამო უშვებს ჩვენ ცხოვრებაში განსაცდელებსა და სულიერ იარებს, რათა განვიწმიდოთ და დავბრუნდეთ მასთან. ხანდახან კი სიმდიდრე და ფუფუნება შეიძლება სასჯელი იყოს ჩვენი ღმერთისადმი სიწრფელის გამო. ადამიანი ყოველივე ამითი შეპყრობილი ხდება და ამას საუკუნო დაღუპვამდე მიყავს ის. არ ეთამაშოთ ცოდვას, აღიარეთ თქვენი დამოკიდებულება მასზე და ევედრეთ ქრისტეს განგათავისუფლოთ ამისგან. განიშორეთ ცოდვა. დაუდეთ მხსნელს მიძღვნის აღთქმა, და ის გიხსნით თქვენ.

იმის შემდეგ, რაც განკურნებულმა მიიღო რჩევები იესოსგან, რომ აღარ შეეცოდა, წავიდა იუდეველებთან და უთხრა მათ, რომ ამ ნაზარეველმა განკურნა ის და ეს შაბათს გააკეთა. როგორი სიურპრიზი იყო ეს მათთვის! კანონის დამცველებს იმედი ჰქონდათ, რომ ის ამბებს მოუტანდა იესოს შესახებ მათ და დაეხმარებოდა მის დაჭერაში.

განკურნებას ფარისევლებში მეტი განრისხება გამოიწვია, ვიდრე ტაძრიდან მოვაჭრეების გამორკევამ. ქრისტე ამხელდა მათ ფარისევლობაში, და აჩვენა მათ, რომ ნამდვილი სამართლიანობა მხოლოდ კანონზე ვერ იქნება აგებული. ღმერთი მოწყალებასა და სიყვარულს ითხოვს. სიწმიდე სიყვარულის გარეშე - სიცრუეა! ღმერთი ჩვენგან გულმოწყალებას ელოდება, და არა რიტუალების შესრულებას. ქრისტეს წყალობით ბევრი რამისგან განვთავისუფლდით, რომლის დაცვაც აუცილებელია კანონის მიხედვით. ძირითადი კანონი, რომელიც მოგვეცა, - ჩვენსი სიყვარულის ქონაა.

კითხვა:

  1. რატომ ეძებდნე იუდეველბი იესოს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:21 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)