Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 033 (Healing of the paralytic)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- Dioula -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Twi -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
2 ნაწილი - სინათლე წყვდიადში ანათებს (იოანე 5:1 - 11:54)
ა - იერუსალიმის მეორედ სტუმრობა (იოანე 5:1-47) -- თემა: იუდეველების მტრობის დასაწყისი იესოსთან

1. ავადმყოფის განკურნება აუზ ბეთეზდასთან (იოანე 5:1-16)


იოანე 5:1-9
1 ამ ამვის შემდეგ იუდეველთა დღესასწაული იყო და იესო იერუსალიმში ავიდა. 2 იერუსალიმში, ცხვრის კარიბჭესთან, არის აუზი, რომელსაც ებრაულად ბეთ-ხაზდა ეწოდება და ხუთი დერეფანი აქვს, 3 მათში იწვა ძალიან ბევრი სნეული: ბრმები, ხეიბრები, დავრდომილები, რომლებიც წყლის ამღვრევას ელოდებოდნენ. 4 დროდადრო ანგელოზი ეშვებოდა აუზში და წყალს ამღვრევდა, ვინც პირველი ჩავიდოდა, რა სენითაც არ უნდა ყოფილიყო შეპყრობილი, განიკურნებოდა. 5 იქ იყო კაცი, რომელიც ოცდათვრამეტი წელი იტანჯებოდა თავისი სნეულებით. 6 იესომ მწოლარე რომ დაინახა, მიხვდა, რომ დიდ ხნის სნეული იყო და ჰკითხა: „გინდა გამოჯანმრთელდე?“ 7 მიუგო ავადყოფმა: „უფალო არავინა მყავს, წყლის ამღვრევისას რომ ჩამიშვას აუზში. ჩემს მისვლამდე სხვა ჩადის“. 8 უთხრა იესომ: „ადექი, აიღე შენი სარეცელი და გაიარე“. 9 იგი მყისვე გამოჯანსაღდა. აიღო თავისი სარეცელი და გაიარა. იმ დღეს კი შაბათი იყო.

იესომ დაახლოებით ცხრა თვე გაატარა გალილეაში. ამ დროის ამოწურვის შემდეგ ის იერუსალიმში იუდევლურ დღესასწაულზე გაემგზავრა. მან იცოდა, რომ რწმენის გადამწყვეტი ბრძოლა დედაქალაში მოხდებოდა. იმისდამიუხედავა, რომ იესო მეკანონეებს ეწინააღმდეგებოდა, ის კანონებს იცავდა. იესო ტაძარშო წელიწადში სამჯერ დადიოდა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო (მეორე რჯული 16:16).

ქალაქის ცენტრში იყო მოთავსებული აუზი, რომლის გარშემოც უამრავი ავადმყოფი იყო. მან დაინახა პარალიზებული ადამიანი, რომელიც ამ მდგომარეობაში დაახლოებით 38 წელი იყო. ეს ავადმყოფი იქ ბევრს არ უყვარდა. იმ ადგილას ყველა საკუთარ თავს იცავდა, და არავინ წუხდა ერთმანეთის გამო. მაგრამ ის მაინც არ კარგავდა იმედს და ელოდებოდა ღვთის წყალობას. ამ წყალობის ხორცშესხმა იესო იყო. მან განკურნება დაიწყო იმითი, მისი მზერა აუზიდან მისკენ მისკენ გადაიტანა. მერე მასში განკურნების სურვილი აღძრა. იესომ მას შანსი მისცა გამოეხატა თავისი ტკივილი და წყენა. ავადმყოფმა თქვა: „არავინ მეხმარება მე! ყველგან ვეძებდი განკურნებას, მაგრამ იმედი იმისა, რომ ვიპოვი მას, გამიქრა. არავის ვაინტერესებ. იქნებ შენ დაელოდები, როდის აიმღვრევა წყალი, რომ შიგ ჩამიშვა“?

„არავინ ზრუნავს შემზე!“ გავს თუ არა ეს შენ სიტუაციას? უკუგაგდებენ თუ არა სხვები?იესო დგას შენ წინაშე: მან გიპოვა და გეკითხება შენზე. მას შეუძლია დაგეხმაროს და დაგიხსნას. იესოს ყურადღებამ ძალიან შეძრა ავადმყოფი. მის კითხვებზე პასუხი ქრისტეს თვალებში იკითხებოდა, და მისი თანაგრძნობა ბადებდა მასში უფლისადმი სიყვარულის იმედს.

როდესაც იესომ დაინახა ამ უბედური ადამიანის სურვილი განკურნებისა და მისდამი რწმენა, მან წარმოთქვა: „ადექი, აიღე შენი სარეცელი და იარე“. ეს იყო ღვთიური ბრძანება, რომელსაც ძალუძს შეუძლებლის მოხდენა. პარალიზებულმა დაიჯერა ქრისტეს სიტყვების ძალის, რომელიც მოდიოდა მისგან. მან სითბო იგრძნო, რომელიც მის ძვლებამდე ჩავიდა, რომელმაც მისი სხეული გააცოცხლა. ის განკურნებული იყო!

იმ წამსვე განკურნებულმა ხტუნვა დაიწყო სიხარულისგან, და სარეცელს ჰაერში ისროდა. მისი განკურნება, საკუთარი რწმენის და ქრისტეს სიტყვების ძალის დასტური იყო.

ლოცვა: უფალო იესო მადლობა გიხდით. შენ არ ჩაუარე გვერდი ამ დავრდომილს და შენი წყალობით შეამჩნიე ის. მას არავინ ყავდა შენ გარდა, მოწყალე უფალო. დაგვეხმარე ჩაგეჭიდოთ და არ დავდოთ იმედი ადამიანებზე. გაგვხადე შენი და შენი სიყვარულის მსგავსი, რატა ჩვენც ვზრუნავდეთ ერთმანეთზე და შენ კურთხევებს მათთან ვიყოფდეთ.

კითხვა:

  1. როგორ განკურნა იესომ დავრდომილი აუზ ბეთეზდასთან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 10:20 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)