Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 082 (Paul’s Doxology)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek? -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
მესამე ნაწილის გაგრძელება - პავლეს განსაკუთრებული სათქმელი, რომის ეკლესიისთვის მის პიროვნებაზე (რომაელები 15:14 - 16:27)

8. ღმერთის განდიდება ამ წერილის დასასრულს (რომაელები 16:25-27)


რომაელთა 16:25-27
25 ხოლო - მას, ვისაც ძალუძს თქვენი განმტკიცება, ჩემი სახარების და იესო ქრისტეს ქადაგების მიხედვით, იმ საიდუმლოს გამოცხადებით, რომელიც მიდუმებული იყო საუკუნეთაგან, 26 ახლა კი გაცხადდა წინასწარმეტყველური წერილებით და მარადიული ღვთის ბრძანებით ეუწყა ყველა ერს, რომ დაემორჩილონ რწმენას - 27 ერთადერთ ბრძენ ღმერთს, იესო ქრისტეს მეშვეობით, დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

პავლემ რომაელთა მიმართ წერილი დაასრულა ღმერთის, ჩვენი უფალი იესო ქრისტეს თაყვანისცემით. ის იესოს თვლიდა ყველანაირი ძალის შემომქმედ წყაროდ, ვისაც შეუძლია ადამიანი დააჯილდოვოს მისი ძალით, რომელიც არ გადადის და რომელსაც შეუძლია ეკლესიების დაარსება და მათი წარმართვა სულიწმიდით!

პავლემ დაასრულა ეს წერილი იმითო, რითიც დაიწყო (რომაელები 1:16) - ცოდვებსა და დანაშაულებებში მკვდრები, პავლეს სახარებაში სიცოცხლეს ღებულობენ. სახარება მხოლოდ ოთხი არ არის: მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე, არამედ ნებისმიერი სასიხარულო ამბავი ითვლება სახარებად. პავლეს ქადაგება იესოს გადარჩენის შესახებ - ესეც სახარებაა. მოციქულმა პავლემ აღიარა, რომ ძირითადი მიზეზი მისი აღძვრისა წერილის დასაწერად იყო, იესო ქრისტეს ხილვა დამასკოს გზაზე და იმის გაცნობიერება, რომ ის ცოცხალი ღმერთი და შეპირებული მესიაა. პავლე ქადაგებდა ყველასთან, ვისაც ამის მოსმენა სურდა, - ის საუბრობდა საიდუმლოზე, დაფარული იყო, მაგრამ ახლა ცხადი გახდა, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებს მიერ, როგორც იყო ღმერთის ნებაში.

ეს საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ ღმერთს უნდა რომ ყველა უწმიდურმა ერმა და წარმართებმა, რომლებიც მოწოდებულები არ არიან, ისწავლონ ახალი აღთქმის რწმენის მორჩილება. ამ გზით ღმერთი სთავაზობს ყველას გადარჩენას, ცოდვების პატიებას მადლის მეშვეობით, უსასყიდლოდ, იესოს გამომსყიდველი მსხვერპლის გამო. ვინც ისმენს ამ მოწოდებას და ღმერთის ნიჭს ღებულობს, გადარჩება, ხოლო ვინც არ ემორჩილება მას ის საკუთარ თავს ასამართლებს.

პავლე თაყვანსცემდა ერთადერთ ბრძენ ღმერთს. მადლიერებითა და მორჩილებით და ამოწმებდა, რომ მხოლოდ მას ეკუთვნის მთელი დიდება და პატივი! ასეთი თაყვანისცემა ადამიანისთვის გახდა შესაძლებელი იმის გამო, რაც იესომ გააკეთა საკუთარი სიკვდილითა და აღდგომით! და ქრისტე მეფობს, მამასთან და სულიწმიდასთან ერთობაში, უკუნითი უკუნისამდე! ბოლო სიტყვა “ამინ”, რომლითაც დაასრულა მოციქულმა პავლემ წერილი ნიშნავს, რომ ეს უეჭველი ჭეშმარიტებაა, რომელიც აუცილებლად აღსრულდება!

ლოცვა: მადლობას გიხდით მამაო, შენი ძის მეშვეობით იმისთვის, რომ აირჩიე პავლე და მოუწოდე ელაპრაკა ეკლესიებისთვის და წარმართებისთვის შენი გადარჩენის შესახებ, ასევე დაშავებულიყო საკუთარი მსახურებისთვის! გვასწავლე და დაგვეხმარე აღარ ვიყოთ სულიერად ეგოისტები, არამედ ვაუწყოთ ყველას შენი სრულყოფილი გადარჩენის შესახებ ვისაც სწურია, შენი სულიწმიდის ხელმძღვანელობით!

კითხვა:

  1. რა საიდუმლო გაუხსნა ღმერთმა წარმართთა მოციქულ პავლეს?

რომაელთა მიმართ წერილის კითხვების მეოთხე სერია

ძვირფასო მკითხველო თუ შენ შეძლებ ამ სერიის კითხვების სამი მეოთხედი სწორი პასუხის გამოგზავნას ეს ადასტურებს იმას, რომ შენ საკმარისად ღრმად შეისწავლე ღმერთის სიტყვა. ამ შემთხვევაში ჯილდოდ შენი მცდელობებისთვის ჩვენ გამოგიგზავნით წიგნს ჩვენი ლიტერატურის სიიდან შენი სურვილით.

  1. მიძღვენი თუ არა მხსნელ იესო ქრისტეს საბოლოოდ საკუთარი თავი, თუ ჯერ კიდევ ძველებურად ეგოისტურად ცხოვრობ შენთვის?
  2. იესოს მიყოლის როგორი საფეხურების გამოყოფა შეიძლება, წმიდა ცხოვრებისთვის?
  3. ზემოთ ჩამოთვლილი მსახურებებიდან შენი აზრით, რომელია დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი?
  4. ღმერთის სიყვარულის, როგორი სახის გამოხატვას თვლი ყველაზე მნიშვნელოვნად და სრულიად აუცილებელს შენს კრებულში?
  5. როგორ შეგვიძლია ვისწავლოტ ჩვენი მტრების პატიება, ვიყოთ თავისუფალნი მათ მიმართ სიძულვილში და ვაჯობოთ სურვილს, რომ შური ვიძიოთ მათზე?
  6. ყოველ ხელისუფლებას როგორი საზღვრების აქვს ძალაუფლების და რატომ უნდა დავემორჩილოდ ღმერთს მეტად ვიდრე ადამიანებს?
  7. როგორ განმარტავდა პავლე პრაქტიკულად მცნებას ,,შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“?
  8. როგორი კეთილი საქმის საკეთებლად აღგვძრავს ცოდნა იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ?
  9. რა უნდა იფიქრო და ილაპარაკო, როდესაც რომელიმე ქრისტეს მიმდევარს აქვს სხვანაირი აზრი, ცხოვრებისეულ მეორეხარისხოვან საკითხებში?
  10. რას ნიშნავს მუხლი (რომაელები 14:17) ,, ვინაიდან ღვთის სამეფო საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში“?
  11. რას ნიშნავს 5-6 მუხლი 15-ე თავის რომაელთა მიმართ წერილებში?
  12. როგორ აპირებდა პავლე რომის ეკლესიის ძირითადი განხეთქილებების გადალახვას?
  13. რას თვლიდა პავლე ნაწილობრივ დაწერილად თავის რომაელთა მიმართ წერილებში?
  14. რაში მდგომარეობს პავლეს მსახურების საიდუმლო?
  15. რატომ უნდოდა პავლეს ესპანეთში გამგზავრებამდე მოენახულებინა იერუსალიმი იმისდამიუხედავად, რომ იცოდა რაოდენ დიდი განსაცდელები და საშიშროებები ელოდა მას?
  16. რას გეუბნებათ თქვენ რომის ეკლესიის წევრების სახელები?
  17. რას ვიგებთ იმ სახელების წყალობით, რომლებიც ქრისტემ ჩამოთვალა?
  18. როგორია ეშმაკის ცდუნებების არსი?
  19. ვის კარნახობდა პავლე რომაელთა მიმართ წერილს?,
  20. რა საიდუმლო გაუხსნა ღმერთმა წარმართთა მოციქულ პავლეს?

აუცილებლად მიუთითეთ თქვენი საფოსტო მისამართი სრულად. დაწერეთ ყველა პასუხი გასაგები ხელით და გამოგზავნეთ ისინი შემდეგ მისამართზე:

Waters of Life
P.O.Box 3007
32720 Detmold
Germany

Internet: www.waters-of-life.net
Internet: www.waters-of-life.org
e-mail: info@waters-of-life.net

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 12:01 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)