Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 081 (Greetings from Paul’s fellow Workers)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek? -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
მესამე ნაწილის გაგრძელება - პავლეს განსაკუთრებული სათქმელი, რომის ეკლესიისთვის მის პიროვნებაზე (რომაელები 15:14 - 16:27)

7. პავლეს მსახურების თანამშრომლების მოკითხვა (რომაელები 16:21-24)


რომაელთა 16:21-24
21 მოკითხვას გითვლიან ჩემი თანამშრომელი ტიმოთე და ჩემი ნათესავები ლუკიოსი, იასონი, და სოსიპატროსი. 22 მოკითხვას გითვლით უფალში ტერტოსი, რომელმაც დავწერე ეს წერილი. 23 მოკითხვას გითვლიან ჩემი მასპინძელი გაიოზი და მთელი ეკლესია. მოკითხვას გითვლიან ქალაქის ხაზინადარი ერასტოსი და ძმა კუარტოსი. 24 უფლის, იესო ქრისტეს მადლი ყოველ თქვენგანთან. ამინ!

ჩვენ იშვიათად ვხედავთ პავლეს მარტოს - ის გამუდმებით ხალხის გარემოცვაშია მოგზაურობების დროს, გამოცდილი პარტნიორებით მსახურებაში, ისეთებით, როგორებიც არიან პავლე და სილა. ისინი ეხმარებოდნენ პავლეს სრულყოფილი გამხდარიყო და აძლევდნენ მას რჩევებს. ასევე სხვა მოციქულებიც აკვირდებოდნენ პავლეს, ხანდახან კი სხვადასხვა ქალაქებდიან მორწმუნეები მონაწილეობდნენ მა დიდებულ და ტრიუმფალურ ქრისტეს მოგზაურობებში. თავად პავლე, ქრისტეს მონად მიიჩნევდა თავს, რომელიც მიჯაჭვული იყო მის დიდებას, თითქოს საკმეველი უნდა ესროლაო ქრისტეს დიდებისთვის, და ვინც ისუნთქავდა მის კეთილსურნელებას ის გადარჩენილი იყო, ხოლო ვინც უარყოფდა, ის - იღუპებოდა (2 კორინთელები 2:14-16).

პავლემ რომაელთა მიმართ წერილები დაწერა 59-ე წელს ჩ.წ.ა. იმ დროისთვის ის კორინთოშ ცხოვრობდა, და მრავალმა მასთან ერთად მყოფმა ქრისტეს მიმდევარმა დააწერინა პავლეს მოკითხვა წერილის ბოროლოს. ისინი მოწმობენ იმის შესახებ, რომ პავლე მარტო არ წერდა როგორც ფილოსოფოსი, არამედ ის გარემოცული იყო ადამიანთა რიცხვით, რომლებიც რომის ეკლესიის მორწმუნეების შესახებ დეტალებს უყვებოდნენ. მსგავსი გზით მოციქული პავლეს წერილებში ნათელი ხდება წმიდანების ურთიერთობა ერთმანეთან.

ტიმოთე გაიზარდა დედასთან, მაგრამ ცხოვრობდა იესოს დიდებისთვის და ეძებდა უწინარესყოვლისა ცათა სამეფოს და მის სამართლიანობას. პავლეს არაერთხელ წარუგზავნია ის თავისი მოგზაურობების დროს სხვადასხვა ქალაქებში, რათა მოემზადებინა პავლესთვის ადგილი და მოეწყო ყველაფერი მათი მსახრურებისთვის. ყოველ ჯერზე პავლეს უწევდა ტიმოთეს მარტო დატოვება, როდესაც მას ქალაქიდან აძევებდნენ. ტიმოთეს უნდა დაემოძღვრა ახალმოქცეულები (საქმეები 16:1-3; 19:22; ფილიპელები 2:19-22).ტიმოთეს მოკითხვის შემდეგ ნახსენებია სამი ძმა პავლეს ტომიდან, ნათესავები: ლუკიოსი, იასონი, და სოსიპატროსი. იასონმა მიიღო პავლე თესალონიკეში, როდესაც იუდეველბი უკმაყოფილოები იყვნენ პავლეთი, მას შემდეგ რაც მან შაბათს სამჯერ იკამათა მათთან სინაგოგაში და დაარწმუნა ზოგიერთი მათგანი, შემდგომ კი წავიდნენ სინაგოგიდან და ჩამოაყალიბეს ახალი ეკლესია ქრისტეში. დარჩენილი იუდეველები განრისხდნენ და ქალაქში ხმაური გამოიწვიეს. ხალხი გაემართა იასონის სახლში, რათა მოეძებნათ პავლე და სილა და როდესაც ისინი იქ არ აღმოჩნდნენ, მათ თვითონ იასონი აიყვანეს და მიიყვანეს ის ზედამხედველებთან, დაადანაშაულეს რა, რომ ის სხვა რელიგიას მიყვება, რომელიც იესოს აღიარებს მეეთა-მეფედ და უკრძალავს ადამიანს ემსახურონ კეისარს! ზედამხედველმა კი იუდეველები ცარიელი ხელით გაუშეს უკან, იასონისგან კი მოითხოვეს თანხა პავლეს და სილას გამო და შემდგომ გაანთავისუფლეს ის (საქმეები 17:6).

სოსიპატროსი იყო მორწმუნე ვერეადან, სადაც იუდეველბმა კარგად მიიღეს პავლეს სიტყვები და ყოველ დღე იკვლევდნენ ძველი აღთქმის წიგნს, რათა გაეგოთ ნამდვილად არის თ არა ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი - მესია. იუდეველებმა კი თესალონიკეშ აჯანყება მოაწყეს, როდესაც გაიგეს პავლეს ვერეაში ქადაგების შესახებ, ხოლო მორწმუნეები ვერეადან დიდი პატივისცემით თანახლდნენ ყველგან პავლეს ათენამდე, ხოლო სილა და ტიმოთე დარჩნენ ვერეაშ, რათა განემყარებინათ ახალმოქცეულები თავიანთ ჭეშმარიტებაში. ჩვენ ვკითხულობთ, რომ მაშნ ადამიანი სახელად სასიპატროსი გაემგზავრა პავლესთან ერთად იერუსალიმში, რათა წაეღოთ იქ გულუხვი შესაწირავები გაჭირვებულებისთვის.

პავლეს მესამე ნათესავი, დიდი ალბათობით იყო ლუციუს კვირინელი (საქმეები 13:1). ერთ-ერთი უხუცესი ანტიოქიის ეკლესიაში, რომელიც პავლეს ლოცვებით ემსახურებოდა.

მესამე რომაელი იყო, რომელმაც ბერძნული ენა კარგად იცოდა და ის ახსენებს წერილის ბოლოს, თ როგორ წერდა ადამიანი ამ წერილს. პავლე კარნახობდა ტერტოსს თავისი წერილის აზრს, სიტყვა-სიტყვით და ის პოულობდა საკმარის დროს ასეთი დიდი საქმისთვის, რადგანაც ამ მწერალმა გამოიყენა საკუთარი კალამი და წერდა პაპირუსზე. ეს მსახურება სრულ ურთიერთშეთანხმებაშ ხდებოდა. ტეტროსს უნდა გაეგო პავლეს სიტყვების აზრი სწორად და დაეწერა ისინი რომაული ეკლესიისთვის. პავლე ტეტროსს თვლიდა ერთ-ერთ ამორჩეულ ადამიანად, რომელიც მყარი იყო უფალ იესო ქრისტეში და რომელმაც მოამზადა რომაული ეკლესია. რომში და იმ ეკლესიაში მას კარგად იცნობდნენ და ენდობოდნენ.

გაიოზი იყო მორწმუნე თესალონიკედან. მათ უმასპინძლეს პავლეს საკუთარ სახლში, სადაც ეკლესიები იკრიბებოდნენ. პავლე იქ თავს აფარებდა დევნების დროს. და გაიოზი ასევე ზრუნავდა ადამიანებზე, რომლებიც დახმარებით მიმართავდნენ რთულ დროს. გაიოზი იყო ერთ-ერთი იმ მცირე მორწმუნეთაგანი, რომელიც პავლემ მონათლა კორინთოში, რადგანაც თავად პავლე ამბობდა: „ქრისტემ წარმომგზავნა მე არა იმისთვის, რომ მოვნათლო, არამედ ვიქადაგო“ (1 კორინთელები 1:14-17).

ერასტოსი იყო პასუხისმგებელი იყო სახელმწიფო სადამსჯელო საქმეებზე, რომელსაც ერთგულად ასრულებდა და პატივსაც იმსახურებდა ამის გამო. კორინთოს ეკლესია მხოლოდ ღარიბი ადამიანებისგან არ შედგებოდა, არამეთ მასში იყვნენ პატივდებული და ცნობილი ხალხი, რომლებმაც უშუალოდ მოახდინეს ზეგავლენა ქალაქზე.

კუარტოსი იყო ქრისტეში ერთ-ერთი ძმა. არ იყო ბერძენი, არამედ რომაელი და იმ დროისთვის ყველა ეკლესიაში ცნობილი.

ლოცვა: მადლობას გიხდით შენ, უფალო იესო, ვინაიდან შენ ეკლესიაში არიან მსახურები, რომლებიც მთელი გულით გემსახურებიან სხვადასხვა სულიერ და პრაქტიკულ სფეროებში. დაეხმარე ხუცესთ ჩვენ ეკლესიებშ იყვნენ ერთგულები ყველაფერში, რასაც აკეთებენ შენი წმიდა სახელის განსადიდებლად!

კითხვა:

  1. ვის კარნახობდა პავლე რომაელთა მიმართ წერილებს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 11:49 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)