Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 075 (Paul’s Worthiness to write this Epistle)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek? -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
მესამე ნაწილის გაგრძელება - პავლეს განსაკუთრებული სათქმელი, რომის ეკლესიისთვის მის პიროვნებაზე (რომაელები 15:14 - 16:27)

1. როგორი ძალაუფლებით დაწერა პავლემ ეს წერილები (რომაელები 15:14-16)


რომაელთა 15:14-16
14 და თვითონ მეც, ძმანო, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თვითონაც სავსენი ხართ სიკეთით და ყოველგვარი ცოდნით და ძალგიძთ ერთმანეთის დარიგება. 15 მეც მეტი გაბედულებით გწერდით აქა-იქ, როგორც თქვენდამი შეხსენებას ღვთის მიერ ჩემთვის მოცემული მადლით, 16 რომ ვიყო იესო ქრისტეს მსახური წარმართებთან და ღვთის სახარების მღვდელმსახური, რათა მისაღები გახდეს წარმართთა შესაწირი, სულიწმიდის მიერ განწმედილი.

დაამთავრა რა ღვთისმეტყველური პრინციპების ანალიზი და მოგცა რიგი პრაქტიკული დარიგება, მოციქულმა მოკლედ ახსნა ამ წერილის დაწერის მიზეზი და თავისი ძალაუფლება, რათა მკითხველი არ აღმოჩნდეს ეჭვისა და კრიტიკის მსხვერპლი.

პავლე არწმუნებდა მორწმუნეებს რომში, რომ ისინი რაიმე თეორიას კი არ მისდევენ ღვთისმეტყველებითა და ფილოსოფიით, რამედ მათში აღსრულდა სახარების ნაყოფები. ის ეძახდა მათ სულით ძმებს ღმერთის ოჯახში, ვინაიდან ნამდვილად ღმერთის შვილებად იქცნენ სულში და ჭეშმარიტებაში და მიიღეს ისეთი უფლება, სიკეთით აღვსილი, რომელიც არ შორდებოდა მათ არამედ ღმერთის საჩუქარი იყო. ისინი უბრალოდ კი არ ლაპარაკობდნენ ღმერთზე და თავიანთ ურთიერთობებზე ღმერთთან, არამედ ცხოვრობდნენ ამ სულიერი მიძღვნით, აჩვენებდნენ რა სიყვარულს, მორჩილებას და პატივისცემას ისეთ ხარსიხში, რომ ხალხი რომელიც არ მიეკუთვნებოდა ეკლესიას, გაკვირვებულები იყვნენ მათი სიკეთით.

მოციქული პავლე ამტკიცებდა რა ეს სულიერი უფლებები და ღვთიური თვისებები ღმერთის შეცნობიდან მოდის, მისი ძის რწმენის მეშვეობით; ცოტათი გადაჭარბებულად მან თქვა, რომ ისინი ყოველგვარი ცოდნით არიან სავსენი. მათ იცოდნენ, რომ წმიდა ღმერთი - მამაა, ხოლო იესო ქრისტე - მისი საყვარელი ძე და მათ საკუთარ თავზე განიცადეს სულიწმიდის ძალა, ამიტომაც ცხოვრობდნენ სხვა დონეზე არა ისე როგორც სხვა იუდეველები და წარმართები.

ამ მიზეზით უნდა გამოესწორებინათ ერთმანეთი არა სიამაყით და ქედმაღლობით, არამედ ქრისტეს მორჩილებითა და სულიწმიდის ხელმძღვანელობით. ჭეშმარიტი სიყვარული გამოიხატება იმაში, რომ ადამიანი სიყვარულითა და სინაზით ელაპარაკება დაკარგულს ჭეშმარიტებაზე. ხოლო მართებული სიტყვა ითხოვს ცოდნას და მის აღსრულებას პატივით. საკუთარი სულიერი სიმწიფის მიუხედავად, ქრისტიანული რწმენის საკითხებში და სულიერ ცხოვრებაში, მოციქული პავლე ამბობდა, რომ დაწერა ეს წერილი ,,ნაწილობრივად“.

პირველ ნაწილში ის ხსნის ღვთის სამართლიანობას: ღმერთი რჩება მართალი იმ დროს, როდესაც ამართლებს ცოდვილებს იესო ქრისტეს სისხლის მეშვეობით და აღავსებს მათ თავისი სულიწმიდითა და სამუდამო სიყვარულით.

მეორე ნაწილში პავლე ხაზს უსვამს, რომ ღმერთის სამართლიანობა მოქმედებს მაშინაც, როდესაც მისი რჩეული ერი ჯიუტდება და ამგვარი სახით ღმერთი ყველა ერს ხდის მადლის სისავსის მონაწილედ, რომლებიც რწმენის მამებმა აღუთქვეს მას.

თავისი წერილის მესამე ნაწილში, მოციქული პავლე ხსნის თუ როგორ სრულდება ღმერთის სამართლიანობა საქმით, ქრისტეს მიმდევრების ცხოვრებაში, რომლებიც ერთმანეთს იტანენ დრტვინვის გარეშე მაშინაც კი, როდესაც ზოგიერთნი ცხოვრობენ სხვაგვარად, ვიდრე სხვები.

ამ მოკლე წერილში პავლემ დაწერა რწმენის საფუძვლებზე, მათი განსაზღვრის დოქტრინებზე და ქრისტიანული ცხოვრების პრინციპებზე, რათა შეახსენოს ღმერთის სულით შემოსილ ეკლესიას ყოვლისმომცველი ღმერთის სისავსე, რომელიც მორწმუნეებს მიეცათ. პავლემ იპოვა საკუთარ თავში სითამამე, რომ გამოეყო ეს ქრისტიანული პრინციპები, რადგანაც მან საკუთარ ცხოვრებაში პატიება განიცადა, როდესაც ღმერთმა აპატია მას, როდესაც ჯერ კიდევ ეკლესიებს დევნიდა. უფრო მეტიც წმიდამ მოუწოდა მას ქრისტეს მონად გახდომა და სახარების მიტანა ურწმუნო ერებისთვის ყველანაირი წინაპირობის გარეშე. მოციქულმა აღასრულა ეს მსახურება ძალდატანების გარეშე, სისხლისღვრისა და იარაღის გარეშე და არც ორატორული შესაძლებლობების წყალობით, არამედ მხოლოდ ლოცვით, რწმენით და მადლიერებით ღმერთის ტახტის წინაშე! პავლე გახდა სულიერი მღვდელი, რომელმაც შეარიგა ღმერთს არა იუდევლური წარმომავლობის ადამიანთა მრავალი რიცხვი.

მოციქულის გულმოდგინე შრომის მიზეზი იყო, რომ მოემზადებინა ისინი, რომლებიც ადრე დაღუპულები იყვნენ და მოეყვანა ისინი ქრისტეს მიძღვნასთან, მადლიერებით და რწმენაში მორჩილებით, რათა ისინი მიეწებნონ ქრისტეს სხეულს და გახდნენ მისი ნაწილები. და ღმერთის თანდასწრება იყო მასთან, ვინაიდან ღმერთის სულის აღძვრების მომსმენი იყო!

ლოცვა: ზეციერო მამაო გაქებთ იმისთვის, რომ შენ დაუმორჩილებელი და რელიგიური სავლე გახადე თვინიერი და მორჩილი, როდესაც მას გზაზე ეჩვენა ქრისტე! შენ გადაარჩინე ის, მოუწოდე და სულიწმიდით გაამყარე, რათა მან აუწყოს ქრისტეს გადარჩენა ხმელთაშუა ზღვასთან მცხოვრებ ერებს! ჩვენ განსაკუთრებულად მადლობას გიხდით ამ დიდებული წერილისთვის რომის ეკლესიაში იმიტომ, რომ ის გაახსენებს ყველა ეკლესიას მთელს დედამიწაზე რწმენის საფუძვლებზე!

კითხვა:

  1. რას თვლიდა პავლე ნაწილობრივ დაწერილად თავის რომაელთა მიმართ წერილებში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 11:43 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)