Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 074 (Christ Overcame all the Differences)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 3 ღმერთის სამართლიანობა იხსნება ქრისტეს მიმდევრების ცხოვრებაში (რომაელები 12:1 - 15:13)

11. ქრისტემ იზეიმა ყველა მის მორწმუნე იუდეველებისა და წარმართების სხვაობაზე (რომაელები 15:6-13)


რომაელთა 15:6-13
6 რათა ერთსულოვნად, ერთი პირით ადიდოთ ღმერთი, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამა. 7 ამიტომ მიიღეთ ერთმანეთი ისევე, როგორც ქრისტემ მიგიღოთ, ღვთის სადიდებლად. 8 ხოლო მე ვამბობ, რომ ქრისტე, ღმერთის ჭეშმარიტებისათვის გახდა წინადაცვეთილთა მსახური, რათა დაედასტურებინა მამებისადმი აღთქმული, 9 ასევე წარმართებისთვისაც, რათა განედიდებინა ღმერთი მისი წყალობისათვის, როგორც წერია: "ამისათვის გაქებ შენ წარმართთა შორის და ვუგალობებ შენს სახელს”. 10 და კვლავ ამბობს: "იხარებდეთ, წარმართნო, მის ხალხთან ერთად”. 11 და კიდევ: "აქებდეთ უფალს წარმართებო და, ხალხებო, ადიდებდეთ მას”. 12 ესაიაც ამბობს: "მოვა იესეს ფესვი, რომელიც აღდგება წარმართებზე საუფლოდ და მისი იმედი ექნებათ წარმართებს”. 13 ხოლო იმედის ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ იმედში.

ვინც წაიკითხა რომაელთა წერილების 9-დან 15-ის ჩათვლით, მას შეუძლია გაოგოს, რომ ერთობლივი ცხოვრება იუდევლური წარმოშობის მორწმენეებისა და წარმართული წარმოშობის ქრისტიანების ქმნიდა გადაულახავ წინააღმდეგობებს. ამ პრობლემების წარმოქმნის მთავარი ნაწილი იყო სწორი კვება მოსეს რჯულის მიხედვით და ასევე იუდევლური და ქრისტიანული წერილების საფუძველზე. რომაელთა მიმართ წერილებში პავლეს კეთილი სიტყვების მიზანი იყო მათი გაერთიანება; მას უნდოდა ხიდის აშენება უფსკრულზე, რადგან თავად ქრისტემ გააერთიანა ისინი საკუთარ თავთან! ამიტომაც წერს პავლე წერილის ბოლოს: ,,მიიღეთ ერთმანეთი წარმომავლობის სხვაობისა და ტრადიციების მიუხედავად, როგორც იესო ქრისტემ მიგიღოთ და გადარჩინათ თქვენ!“ ვინც ამ გადარჩენის საიდუმლოს ჩაწვდა ის სხვებთან ერთად განადიდებს მამას, ძეს და სულიწმიდას, ყოველგვარი უთანხმოების, გაყოფისა და სიძულვილის გარეშე.

სიყვარული მორწმუნეებისგან ითხოვს ერთობას. ქრისტეს სიყვარული ყოველგვარ განსხვავებაზე მაღლა დგა! პავლემ აუხსნა ეს პრინციპი იუდევლური წარმომავლობის მორწმუნეებს და განუცხადა მათ, რომ ის მესია რომელთაც ელოდნენ გახდა იუდეველთა მონა, რათა წარმოეჩინა ღმერთის სამართლიანობა და ჭეშმარიტება და აღესრულებინა მისი აღთქმები საკუთარი სიტყვებითა და საქმეებით. ასე, რომ ქრისტემ აღასრულა მრავალი აღთქმა, რომელიც გამოცხადებული იყო რწმენის მამისგან, რათა ერს გაეგო, რომ ჭეშმარიტების შეცვლა შეუძლებელია.

მოციქულმა აუხსნა უწმიდური ერებიდან მორწმუნეებს, რომ ისინი ღირსნი არიან განადიდონ მამ, ვინაიდან ღმერთმა შეიწყალა ეს ერი, შეარიგა ის საკუთარ თავთან, იშვილა და განაახლა. ის, რომ მამისა და ძის განდიდება არ მოხდა იუდევლებისგან, მიუთითებს მათ ქრისტეში რჩეულობაზე და ძველი აღთქმის მცნებების შესრულებაზე, რომლის თანახმადაც ქრისტე - მესია იქნება წარმართების მხსნელიც. წარმათული წარმომავლობის ქრისტიანებს ასევე აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ღვთიურ სიხარულში, ვინაიდან ქრისტემ გასაგებად თქვა, რომ უნდა მათშიც თავისი სიხარული სრულყოფილი იყოს (იოანე 15:11; 17:13). და მაინც წარმართული წარმომავლობის მორწმუნეებს არასდროს არ უნდა დაავიწყდეთ იუდეველი მორწმუნეები, არამედ მთელი გულით ერთსულოვნად განადიდონ მამა და ძე (მეორე რჯული 32:43).

ეს ძველი აღთქმისეული მცნებები არ განისაზღვრება მთელს სამყაროში მცირე ებრაელთა ჯგუფით, არამედ ეკუთვნის ყველა ერს და ის პირდება მათ, რომ განადიდებენ მამას იესოს მეშვეობით (ფსალმუნი 116:1). ამ ძვირფას აღთქმებსა და მცნებებში ჩვენ ვპოულობთ სულიერ ძალაუფლებას და დიდებულ გადარჩენას ყველა ერისთვის! ქრისტეს მორწმუნე ღებულობს მონაწილეობას მისი წყალობის სიმდიდრეში!

ესაია წინასწარმეტყველებდა: ,,გამოვა ყლორტი იესეს ღეროდან და ყლორტი მისი ფესვისა ნაყოფს გამოიღებს და იქნება იმ დღეს იესეს ღერო, რომელიც გახდება ერებისთვის ნიშანი და მოტრიალდებიან წარმართნი“, და დაიმედდებიან უფალზე! ეს წინასწარმეტყველება აღსრულდა იესოში, ვინაიდან ის დაჯდა მამის ტახტის მარჯვნივ და მას აქვს მთელი ხელმწიფება ზეცასა და დედამიწაზე. მან უბრძანა თავის მოციქულებს წავიდნენ მთელს ქვეყნიერებაზე და ასწავლონ ყველა ხალხს, რომ მივიდნენ ჭეშმარიტების გზასთან და აღივსონ ღვთის სულით და რომ მათში გამყარდეს ცათა სამეფო.

წარმართების მოციქულის ლოცვების მიზანი იყო მიეტანა მათთვის იმედი, რომელზეც დაფუძნებულია მორწმუნეების ერთობა. მოციქული ესწრაფოდა აღევსო იუდეველები და წარმართები ზეციური სიხარულით და ქვეყნიერების მეფის მშვიდობით, და გაემყარებინა ჭეშმარიტი რწმენა წმიდა სამებისა და გაემდიდრებინა ყველა იმედითა და სულიწმიდის ძალით.

ლოცვა: ზეციერო მამაო ჩვენ გთხოვთ, რომ შენი ძის იესოს მეშვეობით მიცეი მიმართულება იუდევლური წარმომავლობის მორწმუნეებს, რომ არ დაჩაგრონ მორწმუნეები წარმართთა წარმომავლობიდან, არამედ ყველა მორწმუნემ შეიგნოს, რომ ქრისტეს ხსნის მეშვეობით ისინი ერთ მთლიანად იქცნენ! მიეცი მათ ყველას სიმტკიცე ქრისტეში და სიახლოვე რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალასთან ერთობაში იყვნენ!

კითხვა:

  1. როგორ აპირებდა პავლე რომის ეკლესიის ძირითადი განხეთქილებების გადალახვას?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 11:42 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)