Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 057 (Is Israel Responsible for their Unbelief?)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 2 - ღმერთის ჭეშმარიტება უცვლელი რჩება, იაკობის რჩეული ტომის სიჯიუტის მიუხედავადაც (რომაელები 9:1 - 11:36)
4. ღმერთის სამართლიანობა მიიღწევა რწმენით და არა რჯულის შესრულების ძალისხმევით (რომაელები 9:30 - 10:21)

დ) დაისჯება თუ არა ისრაელი საკუთარი ურწმუნოებისთვის (რომაელები 10:16-21)


რომაელთა 10:16-21
16 მაგრამ ყველამ როდი ისმინა სახარება. რადგან ამბობს ესაია: "უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი?” 17 ამრიგად, რწმენა - მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა - ქრისტეს სიტყვისაგან. 18 მაგრამ ვამბობ: ნუთუ არ მოუსმენიათ? პირიქით, მთელ დედამიწას მოედო მათი ხმა და ქვეყნის კიდეებს - მათი სიტყვები. 19 მაგრამ ვამბობ: ნუთუ არ იცოდა ისრაელმა? პირველად მოსე ამბობს: "მე გავაღვივებ თქვენში შურს არა-ხალხით, გაგარისხებთ უგუნური ხალხით”. 20 ხოლო ესაია გაბედულად ამბობს: "მიპოვეს მათ, ვინც არ მეძებდა; გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა”. 21 ხოლო ისრაელს ეუბნება: "მთელ დღეს ვიწვდიდი ჩემს ხელებს ურჩი და გაუგონარი ხალხისაკენ”.

პავლე თამამად მოწმობდა რომის ეკლესიის წინაშე იმის შესახებ, რომ იუდეველთა უმეტესობამ ვინც მესიის მოლოდინში იყო, ვერ შეიცნო ის და ვერ გაიგეს გამარჯვებული ქრისტეს უწყების შესახებ; პირიქით ისინი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ ღმერთის სიტყვას. ეს ძალიან აშკარა იყო ესაია წინასწარმეტყველის დროს, რომელიც იტანჯებოდა თავის ლოცვებში ერისთვის ორიათასშვიდასი წლის უკან: ,, ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი და ვის გამოეცხადა მკლავი უფლისა?“ (ესაია 53:1).

მრავალმა იუდეველმა მოისმინა სახარება, მაგრამ არ მიიღო და არ ირწმუნა. ბევრი მათგანი ვერ გრძნობდა მათთვის შეთავაზებულ მადლს და არ მოისურვეს მისი მორჩილება. მათ შეიყვარეს უღმერთო გარემო, სადაც გაიზარდნენ დათავიანთი ჯიუტი საზოგადოება მეტად, ვიდრე უფალი და მხსნელი; მათ ადამიანების უფრო მეტად ეშინოდათ, ვიდრე გულმოწყალე შემომქმედის.

პავლე პასუხობს ამ ურჩობას და აჯამებს ზემოთ ხსენებულ აზრს იმითი, რომ რწმენა მოსმენისგან მოდის. არ აქვს მნიშვნელობა როგორი სახით მოვიდა შენამდე სახარება: სულიერი გალობით თუ წერილიდან მუხლით; მნიშვნელოვანია ის, რომ შენ გახსენი შენი გული, როცა ღმერთმა დააკაკუნა შენს კარებზე, სხვა შემთხვევაში შენ რისკავ იმითი, რომ უფალმა შესაძლოა გვერდით ჩაგიაროს! ყველა მქადაგებელი რომ მარტივად გადმოცემდეს სახარებას და არა პომპეზური სიტყვებით, რომელიც უბრალო ხალხს არ ესმის, არამედ უნდა ისწავლონ მარტივად ლაპარაკი - რათა მსმენელთათვის გასაგები იყოს! ვინც ლაპარაკობს ღმერთის სიტყვას მან ის მსმენელის ყურამდე გასაგები ენით უნდა მიიტანოს და აუწყოს კეთილი უწყება არა ნაწილობრივად, არამედ სრულიად. ყველამ მქადაგებელმა უნდა ისწავლოს სახარების მოყოლა საკუთარი ცხოვრების მაგალითებით და ელაპარაკოს ხალხს სიყვარულითა და გულწრფელობით; ასევე ღმერთის სიტყვით ქადაგებას თან უნდა ახლდეს ლოცვა და თანხმობაში უნდა მოდიოდეს ღმერთის ნებასთან. ასევე თავად მქადაგებელსაც სავსებით უნდა სწამდეს ყველაფრის რასაც ამბობს და ასრულებდეს ქადაგებას ღმერთის მადლიერებით!

კეთილი უწყების მიტანა - ეს არ არის სწავლების უბრალო დოქტრინა, არამედ ღმერთისგან მოწოდება, რომელიც დაფუძნებულია მის ბრძანებაზე და გამყარებულია მისი ძალით! ამიტომაც ჩვენი რწმენა ღმერთისადმი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახარების მტკიცებულებები, ვინაიდან უფალმა მოგვცა თავისი სიტყვა, რომ წავიღოთ ის მათთან ვინც ისმენს, დავიცვათ ისინი, ვასწავლოთ მათ, მოვუწოდოთ, გავამხნევოთ და გამოვაფხიზლოდ! ვინც სიტყვას ამბობს ამას უნდა აკეთებდეს ქრისტეს სახელით, როგორც მისი ერთგული წარმომგზავნელი. მოციქული პავლე წერდა: ,, ამგვარად, ჩვენ ქრისტეს ელჩები ვართ და ვითომც თავად ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს“ (მეორე კორინთელთა 5:20).

პავლე სვავს კითხვას: შესაძლოა მრავალ იუდეველს არ მოუსმენია არც ქრისტეს გადარჩენის შესახებ სიტყვა და არც არავის მოუყოლია მათთვის გასაგებ ენაზე უწყება მხსნელის შესახებ? მოციქულის ამ კითხვაზე პასუხი მე-18 ფსალმუნის 6-ე მუხლშია, სადაც პავლე საუბრობს ღმერთის სიტყვაზე, რომ ,, ცათა ერთი კიდიდანაა მისი აღმოსავალი და ბრუნვა მისი - მეორე კიდემდე; ვერაფერი ემალება მის მხურვალებას“. და როგორც მზე ათბობს მთელს მსოფლიოს, ასევე სახარება ანათებს ქვეყნიერებას! აი რატომ მოდიოდნენ ყველა მხრიდან ადამიანები ქრისტეს დროს, რათა ენახათ მისი სასწაულები და მოესმინათ მისი სიტყვა. ჩვენ დღეს ვამბობთ: ,,ვისაც სურს შეუძლია ღმერთის სიტყვის მოსმენა და ვინც ეძებს ის იპოვის!“ და მართლაც, რომ დღეს რადიო გადაცემის, ტელევიზიისა და წიგნების მეშვეობით ყოველ მსურველს შეუძლია სახარების მოსმენა!

დღეს ადამიანი კითხვის წინაშე დგას: რა აირჩიოს? ფული თუ ღმერთი? ვეძებ თუ არა პატივისცემას, ძალაუფლებას, სექსუალურ კმაყოფილებას და გართობას, თუ მინდა ვისმინო ღმერთის სიტყვა და დავემორჩილო მას? ადამიანები ცხოვრებისეულ ყველა სფეროში ექვემდებარებიან თავიანთი სურვილების დაკმაყოფილებას. ვის უნდა სინამდვილეში მოუსმინოს თავის შემომქმედს და ემსახუროს მას? პავლე აგრძელებს კითხვების დასმას: ,,იქნებ იაკობისს ძეებმა ვერ გაიგეს სიტყვა, რომელიც მათთან იყო მიტანილი? იქნებ სახარება არ იყო ბოლომდე გადაცემული?“ და ამ კითხვებზე ღმერთმა უპასუხა პავლეს მოსეს სიტყვებით: ,, მეც ვაეჭვიანებ არახალხით და გავაღიზიანებ უგვანი ერით“ (მეორე რჯული 32:21).

ეუბნებოდა რა უფალი ამ სიტყვებს მოსეს, ამითი ხალხს ეუბნებოდა: ,,თუ ჩემი სიტყვის მოსმენა არ გსურთ, მაშინ საკუთარ თავს და სიყვარულს არა რჩეულ და უკულტურო ერს ვაჩვენებ, რათა გაეჭვიანოთ და განგარისხოთ, ხედავდეთ რა თუ როგორ კურთხევებს იღებს ჩემგან ის ერი, რომელიც რჩეული არ არის და არა თქვენ ამაყნი და ამპარტავანნი! მე მივცემ მათ მიმართულებას და ისინი ნამდვილად შემიყვარებენ და პატივს მომაგებენ მე“.

ქრისტეს დაბადებამდე შვიდასი წლით ადრე ღმერთმა განუცხადა ესაია წინასწარმეტყველს თავისი გადამწყვეტი სიტყვა: ,, გამოვეცხადე მათ, ვინც არ მეძიებდა; ვაპოვნინე თავი მათ, ვინც არ მკითხულობდა“ (ესაია 65:1; რომაელები 9:30). ჩვენ ვხედავთ ჩვენს დღეებში თუ როგორ წინაღობებს უდებს ღმერთი გზაზე უღმერთო ადამიანებს, რათა ისინი მიხვდნენ, რომ ღმერთი არსებობს; როგორ ელაპარაკება ის მათ ვინც საერთოდ არ ფიქრობს მასზე სიზმრების, უჩვეული შემთხვევებისა და ავადმყოფობის მეშვეობით. ჩვენ ვიგებთ, რომ ღმერთი მეცნიერების სამყაროშიც შედის: მრავალ პროფესორს არ შეუძლია დედამიწის შექმნის მიზეზის ახსნა გარდა შემომქმედის არსებობისა. ამავდროულად ღმერთის საკუთარი ერი უგულებელყოფს თავის უფალს და გარბის მისგან. ღმერთს ათასი საშუალება აქვს, თუ როგორ გახადოს აქამდე უღმერთო ერი საკუთარ ერად. ეს ჭეშმარიტება საიდუმლოება იყო, რომელსაც პავლე აუწყებდა ხალხს თავის მისიონერულ მოგზაურობებში, რომელიც იყო დარდისა და სიხარულის გრძნობით გაჟღენთილი (საქმეები 28:24-31).

ღმერთმა ასევე გაუხსნა ესაიას: ,, მთელ დღეს გაწვდილი მქონდა მათკენ ხელები, ურჩთა გზით თავის ნებაზე მავალი, უკეთური ხალხისკენ. ხალხისკენ, რომელიც გამუდმებით მიწვევს“ (ესაია 65:2-3). ამ სიტყვებით ღმერთს უნდოდა ეთქვა, რომ მისი ხელი ყოველთვის გაწვდილია ურჩი ხალხისკენ, როგორც დედა იწვდის ხელს ბავშვისკენ რათა ის არ ჩავარდეს რაიმე განსაცდელში და არ დაიღუპოს! ასევე უნდოდა ღმერთს საკუთარი ერის გადარჩენა. თუმცა მან დაინახა, რომ ისინი არ იყვნენ მზად მის მოსასმენად, ცხადად არღვევენ მის სიტყვას და მტრულად ეწინააღმდეგებიან მას.

არადა როგორ სიყვარულს ღვრის ღმერთი მათზე ვინც მიდის მისგან! ღმერთი არ ტოვებს მათ განსაცდელში, არამედ საკუთარ სიყვარულს უჩვენებს. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ბოლოს ყოვლისმფლობელი მოსამართლე განაჩენს გამოუტანს საკუთარი რჩეული ერის უმეტეს ნაწილს. მათ ხომ სრულიან გაცნობიერებულად არ სურთ მისი მორჩილება და არ უნდა, რომ მან ისინი გადაარჩინოს. სინამდვილეში ისინი გვახსენებენ ბრმა ადამიანს, რომელიც გააფრთხილეს, რომ მის წინ ორმოა მაგრამ ის მაინც ჩავარდა იქ! ასევე აუწყა ღმერთმა ისრაელს, რომ მისი სიყვარულის მიუხედავად მათ მიმართ, მათ მოუწევთ პასუხის გაცემა თავიანთი საშინელი მდგომარეობისთვის.

ლოცვა: იესო ქრისტეს მამავ შენ ჩვენი მამა ხარ, რომელსაც შენი ხელები გამოწვდილი გაქვს ჩვენსკენ, როგორც დედას შვილისკენ რათა ის არ წაბორძიკდეს! თაყვანსგცემთ და მადლობას გიხდით შენი სიყვარულისთვის და გთხოვთ, რომ გახსნა იაკობის ძეების ყურები, რათა მათ ისმინონ იესოს სიტყვები და დაემორჩილონ მას სიყვარულითა და კურთხევით!

კითხვა:

  1. როგორ შეუძია მსურველს ყოველდღე გაიგონოს და მიიღოს სახარება?
  2. რატომ გადაწყვიტა ღმერთმა აღორძინებული ერის საკუთარ ერად არჩევა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:57 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)