Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 058 (The Holy Remnant Exists)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 2 - ღმერთის ჭეშმარიტება უცვლელი რჩება, იაკობის რჩეული ტომის სიჯიუტის მიუხედავადაც (რომაელები 9:1 - 11:36)
5. იაკობის შთამომავლობის იმედი (რომაელები 11:1-36)

ა) წმიდა ნატამალი ნამდვილად არსებობს (რომაელები 11:1-10)


რომაელთა 11:1-10
1 მაშ, ვამბობ: ნუთუ უარყო თავისი ხალხი ღმერთმა? არამც და არამც! რადგან მეც ისრაელიანი ვარ, აბრაჰამის თესლისაგან, ბენიამინის ტომისაგან. 2 არ უარყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. განა არ იცით, რას ამბობს წერილი ელიას შესახებ, როგორ ჩივის ისრაელზე ღვთის წინაშე და ამბობს: 3 "უფალო! შენი წინასწარმეტყველნი მახვილით ამოხოცეს და შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს; მე ერთი დავრჩი და ჩემს სულსაც დაეძებენ”. 4 მაგრამ რას ეუბნება მას ღმერთის პასუხი? "დავიტოვე მე ჩემთვის შვიდი ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოუდრეკავთ ბაყალის წინაშე”. 5 ასევე ახლანდელ დროშიც, ღმერთის მადლისმიერი ამორჩევით დარჩა ნატამალი. 6 ხოლო თუ მადლით, უკვე არა საქმეებით, თორემ მადლი აღარ იქნებოდა მადლი. ხოლო თუ საქმეებით იყო, ეს უკვე მადლი აღარ არის, თორემ საქმე აღარ არის საქმე. 7 მაშ რა? რასაც ეძებდა ისრაელი, ვერ მიაღწია. მხოლოდ რჩეულებმა მიაღწიეს, დანარჩენები კი გაგულქვავდნენ. 8 როგორც წერია: "მისცა მათ ღმერთმა უგრძნობლობის სული, თვალები, რათა არ ხედავდნენ, და ყურები, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე”. 9 და დავითიც ამბობს: "დაე, მახედ იქცეს მათი ტაბლა, ბადედ, საცდურად და შურისგებად, 10 თვალები დაებინდოთ, რომ ვერ ხედავდნენ, ხოლო ხერხემალი მათი მუდამ მოხრილი იყოს”.

სანამ მოციქული პავლე გადავიდა აბრაამის შთამომავლობ ის გადარჩენისა და დაღუპვის თემაზე ის სვავს შემდეგ კითხვას: ,,ნუთუ აღთქმის ღმერთმა უარყო ჯიუტი ერი სამუდამოდ?“ (ფსალმუნი 93:14).

პავლე თავად სცემს პასუხს ამ კითხვას: ,,არავითარ შემთხვევაში! ეს შეუძლებელია! მე ხომ თავად ვარ მოწმობა ღმერთის გადამრჩენი მადლისა, ვინაიდან მან გადამარჩინა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ დამნაშავე და ცოდვილი ვიყავი. მე წარმომავლობით ბენიამინის ტომიდან ვარ, აბრაამის შტოდან, მაგრამ ღმერთმა მომიწოდა, მაპატია და გამაცოცხა! მე თავად ვარ ღმერთის გადამრჩენელი მადლის მოწმობა, იაკობის შთამომავლობისთვის“.

როგორც პავლე გაცოცხლდა ქრისტეში ასევე უფალი დროდადრო უფალი მოუწოდებდა სხვადასხვა ადამიანებს იაკობის ძეების ყველა ტომიდან; ღმერთმა იხსნა ისინი, აკურთხა და წარაგზავნა მსახურებისთვის. ღმერთმა მათი მეშვეობით შექმნა პირველი ქრისტიანები და იუდეველების გარეშე, რომლებიც განახლდნენ ქრისტეში და გახდნენ ქრისტიანები, არ გვეყოლებოდა სათადარიგო უწყებები ქრისტეს სახარების შესახებ. ისინი ქრისტეს სამეფოს გული იყვნენ და მათი ძალისმევით ღმერთის სიტყვის თესლი დათესილ იქნა სხვა ხალხში; შემდგომ კი მოსავლის ზრდა თავისთავად ხდებოდა და მას შემდეგ უფლის სამეფო მუდმივად იზრდება და უხმაუროდ ვრცელდება.

ეჭვგარეშეა, რომ ღმერთს რჩეული ერი ჰყავს და ის არ უკუაგდებს მათ - მას აქვს საკუთარი განსაკუთრებული მეთოდები, რომლითაც ის სულიერ მეფობას ანხორციელებს. მართალია, რომ იაკობის შთამომავლობის უმეტესობა დღემდე უარყოფს ქრისტეს და სძულს მისი მიმდევრები, ვინაიდან ეთაყვანებიან სხვა ღმერთს! მაგრამ როგორი იყო საქმეების მსვლელობა ელია წინასწარმეტყველის დროს? ეს მამაცი წინასწარმეტყველი იტანჯებოდა მორწმუნეების დევნის გამო და სისხლისღვრის გამო, რომელიც დაიწყო ჩრდილოეთ სამეფოში და წუხდა იმის გამო, რომ თავად დედოფალმა წინასწარ აღიარა ის გარდაცვლილად (მესამე მეფეთა 19:10-14).

მაშნ უფალმა უპასუხა მას ნუგეშისცემის სიტყვებით: ,, მაგრამ, მე მოვიტოვე შვიდი ათასი კაცი ისრაელში: ვისი მუხლიც არ მოდრეკილა ბაყალის წინაშე და არ უკოცნია მისთვის”(მესამე მეფეთა 19:18). ამ მტკიცებულებების შესახებ ათას მორწმუნეზე არავინ არაფერი იცოდა. ისინი იყვნენ წმინდა ნაწილი და დიდი ალბათობით ისინი განდევნილ იქნენნ სამარიადან მისი დანგრევის დროს და მონებად იქცნენ; და ისინი წავიდნენ თავის ერთან ერთად და წაიღეს საკუთარი რწმენა მთელს ქვეყნიერებაზე! ღმერთი იცავს თავის ერთგულთ და ვერავინ შეძლებს მათ წაგლეჯვას მისი ხელიდან. ის არ პირდება მათ მშვიდ ცხოვრებას, მაგრამ აძლევს საკუთარ საუკუნო სიცოცხლეს და დამაჯერებლობას (იოანე 10:29-30).

ამ კონტექსტში პავლე სვავდა კითხვას და ამბობდა: ,, ასევე ახლანდელ დროშიც, ღმერთის მადლისმიერი ამორჩევით დარჩა ნატამალი.“ (რომაელები 11:5).

ეს განცხადება ჭეშმარიტი გახდა ქრისტეს დაბადების შემდეგ. ერთგული ქრისტიანების სიმბოლო ძალაუფლება არ არის, არც ორგანიზაცია და სიმდიდრე, არამედ ქრისტეს მიყოლა განსაცდელებშიც კი. ასე უბძალა იესომ თავის მცირერიცხოვან მიმდევრებს: ,, უ გეშინია, მცირე სამწყსოვ, ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ კეთილინება თქვენთვის ცათა სამეფოს მოცემა“ (ლუკა 12:32; 22:28-29).

უდავოა, რომ მამა, ძე და სულიწმიდა ყველა ერში ქმნიან განსაკუთრებულ, კურთხეულ და წმიდა ღმერთის რჩეულ გუნდს. პავლე და ბარნაბა პირველი მისიონერული მოგზაურობის დროს ეუბნებოდნენ წარმართთა წარმომავლობის მორწმუნეებს: ,,მრავალი ჭირის მეშვეობით უნდა შევიდეთო ღვთის სამეფოში“ (საქმეები 14:22).

უღრმავდებოდა რა მოციქული პავლე ამ ჭეშმარიტებებს ის ამოწმებს რომაელთა მიმართ წერილების 11:6, რომ იაკობის შთამომავლობის ნატამალი არასდროს შეწყვეტს არსებობას და მხოლოდ მადლის მეშვეობით არ დაიღუპებიან. ღმერთი იცავს მათ სატანის ცდუნებებისგან ბოლო დღეებში და წინ უძღვის მათ, როგორც კეთილი მწყემსი. ეს ნაწილი არ შედგება მართლებისგან ან რჩეულებისგან თავიანთი საქმეების გამო; ყველაფერი კეთილი მომდინარეობს მხოლოდ მადლის მეშვეობით. ჩვენ უნდა გვწამდეს ქრისტეს მადლის უსაზღვრო ძალის, რომელიც იცავს წმიდა ნაწილს ისრაელის ერში. და მადლობა უნდა ვუთხრათ ღმერთს ამ ნატამალისთვის, ვინაიდან მის უცვლელ თანდასწრებაში არის ქრისტიანობის არსებობის საიდუმლო.

რომაელები 11:7 პავლე ეკითხება წარსულსა და აწმყო სულიერ მდგომარეობაზე იაკობის შთამომავლებს. რას გულისხმობდნენ ისინი რჯულის შესრულებაში? და რა მიზნით მიილტვოდნენ ღმერთის ღვთისმოსაობისკენ, რომელსაც ვერ მიაღწიეს? მათ მიზანს ააცილეს, საკუთარი მეფე ჯვარს აცვეს, გაჯიუტდნენ სულიწმიდის გადმოღვრისას და წმიდა სამებას წინასწარ ჩამოშორდნენ! ისინი ემსახურებოდნენ სხვა წინამძღოლებსა და მეფეებს სხვადასხვა ქალაქებში და არ იყვნენ ჭეშმარიტი ქრისტეს მოლოდინში, არამედ ანტიქრისტესი რათა მასთან ერთად ემართათ მთელი ერი. ეს მწარე სიმართლე არ ეკუთვნის იაკობის შთამომავლობის მთლიან ნაწილს, ვინაიდან აბრაამის შვილების გარკვეული ნაწილი სულიწმიდისგან იშვნენ, ირწმუნეს თვინიერი ღმერთის კრავი და მიიღეს მისგან აბსოლუტური პატიება და ცხებულება ურთიერთობაში. მათ მოიპოვეს ქრისტესთან ცხოვრება და ქრისტეს სულიერ სხეულში აქტიურ წევრებად იქცნენ.

თუმცა ერის უმეტესი ნაწილი გაჯიუტდა (მეორე რჯული 29:4; ესაია 29:10). მათ ქონდათ სული რომელიც ვერ არჩევდა სიკეთეს ბოროტებისგან და არ ესმოდათ რა იყო სიკეთე ან ბოროტება, აკეთებდნენ ყველაფერს რაც სურდათ ისე, რომ არ ზრუნავდნენ არც ღმერთზე და არც მუდმივ ცხოვრებაზე! მათ ქონდათ თვალები, მაგრამ ვერ ხედავდნენ, ქონდათ ყური, მაგრამ არ ესმოდათ; და მეფე დავითიც კი ლოცულობდა ღმერთის წინაშედა სთხოვდა ღმერთს პასუხი მოეთხოვა ამ უმეტესი ნაწილისგან და მათი გეგმები გამხდარიყო მათივე მახე (ფსალმუნი 68:23-24).

მაგრამ იესომ დავითის სასტიკი სიტყვა შეცვალა და უბრძანა თავის მოწაფეებს: ,, გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით. რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, რომელსაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსაც და უმართლოებსაც“ (მათე 5:44-45).

ამ რჩეული ერის ნატამალი და ქრისტიანობა მთელს დედამიწაზე ამტკიცებს საკუთარი არსებობის მნიშვნელოვნებას, იცავენ რა ქრისტეს დავალებებს დევნის, შევიწროვების და ცრუ ბრალდებების დროს.

ლოცვა: ზეციერო მამაო თაყვანსგცემთ და ვიდრიკებით შენს წინაშე! გაამრავლე აბრაამის შვილები, რომლებიც გახსნილნი იქნებიან შენი წმიდა სულისთვის და განწმენდილნი იესოს სისხლით, რათა მიიღონ საუკუნო სიცოცხლე,. გაამაგრე და დაიცავი ახალმოქცეულები, რათა ისინი სასტიკი დევნის დროს შენს თანდასწრებას განიცდიდნენ, მიიღონ დახმარება მორწმუნეებისგან და არასდროს გახდნენ განხეთქილების მსხვერპლი!

კითხვა:

  1. რას ნიშნავს სიტყვა, რომელიც ელიას უთხრა, რომ დატოვა შვიდიათასი მამაკაცი, რომელთა მუხლიც არ მოდრეკილა ბაალის წინაშე?
  2. რას ნიშნავს პავლეს სიტყვები იმის შესახებ, რომ ქრისტეს ყველა მიმდევართან ერთად ის ეკუთვნის წმიდა ნატამალს ღმერთის რჩეული ერისგან?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:57 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)