Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 056 (The Absolute Necessity of the Testimony of the Gospel)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 2 - ღმერთის ჭეშმარიტება უცვლელი რჩება, იაკობის რჩეული ტომის სიჯიუტის მიუხედავადაც (რომაელები 9:1 - 11:36)
4. ღმერთის სამართლიანობა მიიღწევა რწმენით და არა რჯულის შესრულების ძალისხმევით (რომაელები 9:30 - 10:21)

გ) სახარების ქადაგების აუცილებლობა იაკობის შთამომავლობაში (რომაელები 10:9-15)


რომაელთა 10:9-15
9 იმიტომ, რომ თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი, გადარჩები. 10 ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად. 11 რადგან ამბობს წერილი: "ყოველი მისი მორწმუნე არ შერცხვება”. 12 და ამაში არ არის განსხვავება იუდეველსა და წარმართს შორის, ვინაიდან ერთი უფალი არის ყველაზე; ის უხვია ყველასათვის, ვინც მოუხმობს მას. 13 რადგან ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება. 14 მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ იწამეს, როგორ ირწმუნონ, ვის შესახებაც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე? 15 და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან? როგორც წერია: "რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი!”

მოციქულმა პავლემ დაიწყო სულიერ ბრძოლაში ჩართვა იუდევლური წარმოშობის ქრისტიანულ ეკლესიასთან რომში; მან აუხსნა მათ, რომ ქადაგებები არსებობს სხვადასხვა დონის და მას აქვს შემადგენელი ნაწილები. ჭეშმარიტი რწმენა იბადება გულში იმიტომ, რომ ადამიანს სწამს გულში. ეს ისეთი რწმენაა რომ ადამიანი მთელი თავისი გონებით, გულითა და სხეულით სრულიად უერთდება მას ვისიც სწამს.

რწმენის გარდა აუცილებლად უნდა მოხდეს ბაგით აღიარება. ჭეშმარიტებამ უნდა განდევნოს წყვდიადი. რწმენა და მოწმობა მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. მოწმობა მოდის რწმენისგან, ერთი მხრივ იმისთვის, რომ მომსმენები ჩაწვდნენ, მეორეს მხრივ კი იმისთვის, რომ თავად დამმოწმებელი მეტად გამყარდეს რწმენაში.

რწმენის პირობა რომელსაც პავლეც დაგვპირდა და ქრისტეს სხვა მოწმეებიც შედგება რიგი პრინციპებისა და მტკიცებულებებისგან:

1) იესო - უფალია! ის მეფობს ქვეყნიერებაზე და მას აქვს მიცემული მთელი ძალაუფლება! დავითი მკაფიოდ ამოწმებდა: ,,უთხრა უფალმა ჩემს უფალს: იჯექი ჩემს მარჯვნივ, სანამ შენს მტერ შენს ფერხთით არ დავამხობ“ (ფსალმუნი 109:1). მოციქული იოანეც ასევე დეტალურად აღწერდა ღვთის კრავს, ტახტზე მჯდომს (გამოცხადება 5:1-14), ხოლო პავლე განადიდებდა ჯვარცმილსა და აღმდგარ ქრისტეს შემდეგი სიტყვებით: ,,რათა იესოს სახელის წინაშე მუხლი მოიდრიკოს ყოველმა ზეციერმა, მიწიერმა და მიწისქვეშეთესამ; და ყოველმა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღმერთის სადიდებლად“ (ფილიპელთა 2:5-11).

მოკლე ფრაზა ,,იესო უფალია!“ არის ქრისტიანული რწმენის გული. მისი აზრი იმაშია, რომ იესო ქრისტე - ჭეშმარიტი ღმერთია და ის კავშირშია უწმიდეს სამებასთან, და ის ცოცხლობს და მეფობს სრულ შეთანხმებაში ზეციერ მამასთან!

2) ქრისტეს განდიდება დაფუძნებულია იმ ჭეშმარიტებაზე, რომ წმიდა ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა ჯვარცმული ძე და რომ ის ჭეშმარიტად ცოცხალია! ქრისტეს აღდგომა - ეს ქრისტიანული რწმენის მეორე ბოძია. კაცის ძე, რომ არ აღმდგარიყო ჭეშმარიტად მისი სხეული სრულიად გაიხრწნებოდა. მაგრამ ის აღსდგა სამარხიდან და გავიდა კლდეებს შორის თავისი სულიერი სხეულით; იესო ცოცხალია და ყველა სხვა რელიგიის დამაარსებელი მოკვდა. ქრისტეს აღდგომა ადასტურებს მის სიწმინდეს, მის ძლევამოსილებას და სრულ გადარჩენას!

3) ყოველი მორწმუნე ამ ჭეშმარიტებებისა და მათზე დამმოწმებელი ბაგეები გადარჩებიან. ეს დამაჯერებლობა ღძრავს ადამიანს თამამად და სიხარულით ამოწმოს იმის შესახებ, რომ იესო - გამარჯვებულია. ამ დამოწმების შედეგად ის ქრისტეს სიცოცხლის მონაწილე ხდება, როგორც ქრისტეს სულისა და მშვიდობისა. ყოველი ვინც მტკიცდება ქრისტეში და ენდობა მას კრახს არ განიცდი.

4) ამ დამაჯერებლობის ზრდასთან ერთად როგორც ამბობს პავლე, ვინც ირწმუნებს უფალ იესო ქრისტეს ის გამართლდება წმიდა ღმერთის წინაშე, განთავისუფლდება ყველა ცოდვებისაგან და ბოლო სასამართლოსგან და გახდება ქრისტეს სულიერ ოჯახში წევრი, რომელიც ქრისტეს სულიერ სხეულს შეეზრდება. ამ ყველაფრის შეჯამება შეიძლება ამგვარად: მორწმუნე მჭიდროდ და სამუდამოდ უერთდება ქრისტეს. საბოლოო გადარჩენა და გამართლება ხდება მორწმუნის დამოწმებით იმის შესახებ, რომ ის - ცოდვილია რომელიც გამართლდა და ახლა მიღებულია ღმერთისთვის! თავად დამოწმება არ იძლევა გადარჩენას, რადგან თავისი არსით გამართლება ხდება რწმენის მეშვეობით; თუმცა დამოწმება ასრულებს ცოდვილისთვის მინიჭებულ გამართლებას და იმდენად აღრმავებს მას, რომ ადამიანშ წარმოქმნის გადარჩენას, რომელიც შემდგომ მკაფიოდ აისახება მის საქციელებზე. გამართლებაც და გადარჩენაც ქრისტესგან მოდის, მაგრამ მისი შესრულება მორწმუნის მოწმობისაგან საკუთარ მხსნელზე.

5) ასეთი არგუმენტის შემდეგ რწმენის და გამართლების შესახებ ახალ აღთქმაში, რომელიც უშუალოდ მადლით მოგვეცა, პავლე ხმამაღლა აცხადებს: ,,არ არის განსხვავება იუდეველებსა და ქრისტიანებს შორის, თუ მათ ირწმუნეს ქრისტე და განახლდნენ მისი მადლით“. ერთისთვისაც და მეორისთვისაც არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, ერთი გამომსყიდველი და ერთი მხსნელი. იუდეველებს ვერ გადაარცენს ვერც აბრაამი და ვერც მოსე, არამედ მხოლოდ იესო. ქრისტეს გადარჩენა მისი ძალაუფლება, სიცოცხლე და სიყვარული თანაბარია იუდეველების და ქრისტიანების მიმართ. არავინ გაეკრა ჯვარს და არავის გაუღია საკუთარი თავი ყველას გამოსასყიდად, გარდა ღმერთის თვინიერი კრავისა, რომელმაც იტვირთა ქვეყნიერების ცოდვები.

6) პავლემ მკაფიოდ თქვა, რომ იესო მდიდარია და ის თავის სულიერ სიმდიდრეს უნაწილებს ყველას, ვონც მოუხმობს მას (რომაელები 10:12-13); ის გვაძლევს თავის სულიწმიდას, ღვთიურ ძალას და საუკუნო სიცოცხლეს, ვინც მიიღებს მას და გადმოღვრის ცოცხალი იესო ქრისტეს წინაშე თავის გულს, და ვინც არ გარბის დასახმარებლად წმიდანებთან და ქალწულ მარიამთან. სანამ არ მოუხმობ ზეცას და არ ითხოვ გადარჩენა, გაწმენდასა და გამოსყიდვას, შენს ცხოვრებაში არაფერი მოხდება. რჯულის მადლი ეკუთვნის ყველას, მაგრამ ჩვენ უნდა მოვძებნოთ ის (იოელი 2:32) და როდესაც შევღაღადებთ მაშინ გავიგებთ სულიწმიდის ხმას, რომელიც ღაღადებს ჩვენში: ,,აბბა მამაო!“ (რომაელები 8:15-16).

რომაელთა 10:15
15 რათა შეიქნათ უბიწონი და სუფთანი, ღვთის შეუბილწავი შვილები ჭირვეულ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ისე ანათებთ, როგორც მნათობები სამყაროში; 16 სიცოცხლის სიტყვის მპყრობელნი, რათა დავიკვეხნო ქრისტეს დღეს, რომ ამაოდ არ დავრბოდი და ამაოდ არ ვიღწვოდი.

ეს სული გვასწავლის ჩვენი ცოდვების აღიარებას ღმერთის კრავის წინაშე, მადლიერებას მისი სიკვდილისა და აღდგომისთვის და იმისთვის, რომ ის დათანხმდა ჩვენს გადარჩენას მომავალი ღმერთის რისხვისგან.

ჩვენში მლოცველი სული საერთოდ არ არის ეგოისტი. ქრისტეს მორწმუნე ლოცულობს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის არამედ სხვებისთვისაც, ვისაც გაახსენებს სულიწმიდა. ადრეულ წლებში ასე ლოცულობდნენ იაკობის შვილები დაღუპული წარმართებისთვის. ამიტომ დღეს ჩვენც ასე უნდა ვილოცოთ იუდეველებსა და მუსულმანებზე. სულის აღძვრა - ეს არის კეთილი უწყების მოძრაობა, რომელიც თავად ღმერთის კრავმა დაიწყო (საქმეები 1:8; გამოცხადება 5:6).

7) მოციქულმა პავლემ აუხსნა იაკობის შთამომავლობას, რომელთაც ირწმუნეს რომში ქრისტე თუ როგორ უნდა იქადაგონ სახარება საქმით, როგორ გადალახონ ეგოისტური წარმოდგენა ღმერთის რჩეულობის შესახებ და როგორ მოიქცნენ ბრძნულად.

როგორ მოუხმობენ უღმერთოები უფალს თუ არ ირწმუნებენ მას? და როგორ ირწმუნებე თუ არ მოისმენენ მის შესახებ უწყებას დეტალებში? და როგორ მოისმენენ მის შესახებ მართალი მქადაგებლის გარეშე? და როგორ იქადაგებს მქადაგებელი თუ ის ქრისტემ არ წარგზავნა? მხოლოდ უღმერთოები კი არ არიან დამნაშავეები არამედ ისინიც, ვინც არ მოუყვა მათ ამ გადარჩენის ჭეშმარიტების შესახებ, თუმც თავად მიიღეს ეს. პავლე ღრმა და მძიმე ამოსუნთქვით იხსენებს უფლის ნუგეშისცემას ესაიას მიმართ: რა მშვენიერია მთებზე ფერხნი მახარებლისა, მშვიდობის მაუწყებლისა, სიკეთის მახარებლისა და ხსნის გამომცხადებლისა, რომელიც ეუბნება სიონს: "გამეფდა შენი ღმერთი!” (ესაია 52:7). ეს უწყება პავლეს აზრით მოიცავს აღიარებას იმის შესახებ, რომ იესო ცოცხალია, რომ ის მეფობს და რომ მისი გამოსყიდვა ვრცელდება. ღმერთის სამეფო იესო ქრისტეშ არის მიზეზი და მიზანი მორწმუნის სიხარულისა. დღეს კი ვინ ყვირის სიხარულსგან, რადგან მწამს, რომ ქრისტე მეფობს? თუ ყველა გავზარმაცდით რწმენაში? ვის სწამს დღეს ლოცვაზე პასუხის: ,,დაე მოვიდეს სუფევა შენი!“ და ამბობს: ,,დიახ უფალო, შენი მეფობა მოდის ჩვენს ქვეყანაში!“?

ლოცვა: ზეციერო მამაო ჩვენ თაყვანსგცემთ შენ , ვინაიდან ზეცად აამაღლე კაცის ძე იესო და გახადე ის უფალი და მეფეთ-მეფე! დაგვეხმარე ღიად ვილაპარაკოთ შენზე იმაზე, რომ აღსდექი მკვდრეთით და რომ მამის მარჯვნივ ზიხარ. დაე შენი საუკუნო სიცოცხლის ნაპერწკალმა აანტოს მრავალი გული, ვინც შენს სიტყვებს ისმენს!

კითხვა:

  1. როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული რწმენა და დამოწმება?
  2. მოციქული პავლეს ახსნილის თანახმად, რწმენა და დამოწმება როგორ იზრდება თანდათანობით საქმეში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on December 14, 2023, at 01:18 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)