Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 050 (The Spiritual Privileges of the Chosen)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 2 - ღმერთის ჭეშმარიტება უცვლელი რჩება, იაკობის რჩეული ტომის სიჯიუტის მიუხედავადაც (რომაელები 9:1 - 11:36)

2. რჩეული ერის სულიერი პრივილეგიები (რომაელები 9:4-5)


რომაელთა 9:4-5
4 რომლებიც ისრაელიანები არიან და რომლებსაც შვილებაც ეკუთვნით და დიდებაც, აღთქმანიც და რჯულმდებლობაც, მსახურებანიც და დაპირებანიც. 5 მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული, ამინ.

პავლეს უნდოდა რომის ეკლესიისთვის შეეხსენებინა თავისი ერის სულიერი პრივილეგიები და უფლებები. ამავდროულად ის აღიარებდა, რომ ეს უპირატესობა მას არ დაეხმარა და არც მის ერს, რათა შეეცნო და მიეღო ჭეშმარიტი ქრისტე, მათ მაინც შეიძლეს ის, უარყვეს, ჯვარს აცვეს შურის გამო და უფრო მეტიც, სულიწმიდის მიმართ გაიქვავეს გული! და მსგავსად იმისა, როგორც ცოდვა ვრცელდება არა სწრაფად, მაგრამ თანდათანობით ასევე გულის გაქვავებამ თანდათან მთელი ერი მოიცვა.

მაგრამ, როგორი უპირატესობა და უფლებები აქვს იაკობის შთამომავლობას, მსოფლიოს სხვა ერებთან შედარებით?

1) თავიდან მათი სახელი არ იყო ისრაელის შვილები არამედ მატყუარა იაკობის ძეები. თუმცა იაკობი იყო დიდებული ცოდვილი, მაგრამ არ გაუშვა უფალი სანამ არ აკურთხა ის! და ამ რწმენაში ასე დგომის გამო უფალმა შეცვალა მისი სახელი და დაარქვა ,,ისრაელი“, რაც ნიშნავს ,,ღმერთთან მებრძოლი და რწმენით გამარჯვებული“. იაკობი არ იყო ფიზიკურად ძლიერი არც მორალურად წმიდა, მაგრამ მასში მუდმივად იყო რწმენა, რომელმაც იხსნა ის ღმერთის რისხვისა და სამსჯავროსგან (დაბადება 32:22-32).

იაკობი იყო იესოს ერთ-ერთი წინაპარი. იესო - ღმერთის კრავია, რომელმაც იტვირთა ქვეყნიერების ცოდვები, - რომელიც იბრძოდა ღმერთთან იმისთვის, რომ გადავერჩინეთ ჩვენი ცოდვების გასამართლებისგან. ის რწმენით ეჭიდებოდა ღმერთს და არ მიატოვა, სანამ ღმერთმა ყველა არ აკურთხა! დიახ მარიამის ძე - ჩვენი მხსნელია, რომელმაც სამსჯავროსგან გაგვანთავისუფლა! და სინამდვილეში ღმერთს იაკობი კი არა იესო ებრძოდა; და სწორედაც იესოა ერთადერთი ჭეშმარიტი ისრაელი, რომელმაც გამოგვისყიდა ღმერთის რისხვისგან!

ყველა იუდეველი ქრისტიანი და მუსულმანი, რომელთაც არ მიიღეს თავიანთ ნაცვლად მებრძოლი იესო, არ აქვთ წილი მის კურთხევებში და არ მიეკუთვნებიან მის რჩეულ ერს. ეს ჭეშმარიტება პავლეს გულს შუაზე ყოფდა, ვინაიდან ხედავდა, რომ მისი ერის უმეტესი ნაწილი ვერ აცნობიერებდა მათთვის დაპირებულ უფლებებს და ჯიუტად უარყოფდა მათ სულიერ სიბრმავესა და სიამაყეში.

2) ღმერთმა უბრძანა მოსეს წასულიყო ეგვიპტის ფარაონთან და ეთქვა მისთვის, რომ იაკობის ძეები ყველა ერთად ღმერთის პირველშობილები იყვნენ (გამოსვლა4:22; მეორე რჯული 14:1; 32:6; ოსია 11:1-3). ღმერთს გული წყდებოდა იმის გამო, რომ მისი ჯიუტი შვილები არ აღიარებდნენ მას, როგორც საჭირო იყო, - იმისდამიუხედავად, რომ შვილობის უფლებაც მისცა. მაშინ ისინი ზეციდან შობილნი არ იყვნენ, მაგრამ ჰქონდათ პირველშობილობის უფლება.

3) როდესაც რჩეული ერი უდაბნოს გზას გადიოდა, შიდა კარვის კრებულში, წმიდათა-წმიდაიში ღმერთის დიდება სუფევდა. ღმერთი იცავდა და მიმართულებას აძლევდა მათ საშიშროების დროს და ბევრი სასწაული აჩვენა (გამოსვლა 40:34; მეორე რჯული 4:7; 3 მეფეთა 2:11; ესაია 6:1-7; ეზეკიელი 1:4-28; ებრაელები 9:5). მაგრამ უფალი ასევე სჯიდა თავის რჩეულ ერს და ემუქრებოდა დაღუპვით თავიანთი ურწმუნოობის გამო. მხოლოდ მოსესა და აარონის შუამდგომლობის წყალობით არ შეებრძოლნენ ღმერთის დიდებას სასიკვდილოდ! (რიცხვი 14:1-25).

4) პავლე ახსენებს ისრაელის ძეების სხვა უპირატესობებსაც: იმ აღთქმებსა და მცნებებს, რომლითაც შემომქმედმა უფალმა და მართალმა მოსამართლემ დიდებულად დააკავშირა საკუთარი თავი ამ პატარა ერთან. ბიბლიაში საუბარია შემდეგ აღთქმებზე:

ღმერთის აღთქმა ნოესთან (დაბადება 6:18; 9:9-14);
ღმერთის აღთქმა აბრაამთან (დაბადება 15:18; 17:4-14);
უფლის აღთქმა ისააკთან და იაკობთან (დაბადება 26:3; 28:13-19; გამოსვლა 2:24);
უფლის აღთქმა მოსესთან (გამოსვლა 2:24; 6:4; 24:7-8; 34:10, 28).

თუმცა ბიბლია არაერთგზის მოწმობს იმის შესახებ, რომ ძველი აღთქმის ერი ხშრად ტოვებდა ამ მცნებებს; და წინასწარმეტყველმა იერემიამ ამცნო მათ, რომ უფალმა გადაწყვიტა ახალი აღთქმის დადება მათთან, რომლის ნაწილიც იქნება დაუმორჩილებელი ერის სულიერი აღორძინება. (იერემია 31:31-34).

5) რჯული იყო საფუძველი ერთან უფლის აღთქმის წინასწარმეტყველი მოსეს მეშვეობით. აღთქმის წიგნი ათივე მცნებით იყო ამომავალი წერტილი 613 მცნებისა, რომელთაგანაც 365 იყო აკრძალვითი, ხოლო 248 - ბრძანება (იუდეველი ფილოსოფოსის და ექიმი რამბამუს სიტყვების თანახმად).

აღთქმები ძლიერი სიტყვებით იწყებოდა: ,,მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა“ (გამოსვლა 20:1-3).

ამ მცნებების მიზნებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ ერთ-ერთის მიხედვით: ,,იყავით წმიდები ვინაიდან მე ვარ წმიდა უფალი თქვენი“ (ლევიანები 19:2). ხოლო ამ მცნებების გული მდგომარეობს შემდეგ მუხლში: ,,შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი ძალით“ (მეორე რჯული 6:4-5) და ,,შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი“ (ლევიანები 19:18).

თუმცა ჩვენ ვიგებთ, რომ ამ მცნებების შესრულება იესოს გარდა ვერავინ შეძლო (ფსალმუნი 13:3; რომაელები 3:10-12).

6) კარავში თაყვანისცემამდე მოგვიანებით კი იერუსალიმის ტაძარში, ცოდვილს უნდა გაევლო მსხვერპლიანი სისხლით განწმედა და მხოლოდ ამის შემდეგ ჰქონდა უფლება შესულიყო ღმერთთან და თაყვანიეცა მისთვის როგორსაც ის იმსახურებდა. თაყვანისცემას თან ახლავდა ფსალმუნისა და ქების სიმღერები, პატიებანი, ცოდვების აღიარებანი, რიტუალის შესრულება და ძირს დამხობა. ვინც ღრმად შეისწავლის ფსალმუნების წიგნს ძველ აღთქმაში ის სულით იგებს ამ სიტყვებს და ნათლად ხედავს მათ შესრულებას. ამ უმსხვერპლო თაყვანისცემის მნიშვნელოვანი მიზანი იყო კურთხევის მიღება.

ეს თაყვანისცემა დღესასწაულების დროს უმაღლეს მწვერვალს აღწევდა, განსაკუთრებით აღდგომის, ორმოცდამეათე დღის, სუკოტის და იომ კიპურის (გამოსყიდვის დღე) დღესასწაულზე.

აქცენტის გაკეთებამ იმაზე, რომ იერუსალიმის ტაძარში ღმერთი სუფევდა ერის გაერთიანებას შეუწყო ხელი. მაგრამ ერთდროულად ამ სულიერი მოქმედების ეპიცენტრის დროს ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში შესაწირავები მიჰქონდათ ბაალთან და სხვა ღმერთებთან; ამის გამო მათზე ღმერთის რისხვა მოდიოდა.

7) ძველ აღთქმაში ბევრი მნიშვნელოვანი აღთქმაა, საიდანაც სამ მნიშვნელოვან დანიშნულებას ვხედავთ:

ა. უფალი ღმერთის თანდასწრება; მისი პატიება, დაცვა და ნუგეშისცემა (გამოსვლა 34:9-11);
ბ. ქრისტეს მოსვლის აღთქმა, ქვეყნიერების მეფეები და თვინიერი ღვთის კრავი (მეორე რჯული 18:15; მეორე მეფეთა 7:12-14; ესაია 9:5-6; 49:6; 53:4-12).
გ. სულიწმიდის გადმოღვრა რჩეულ ერსა და ყველა ხორცილეზე (იერემია 31:31-34; ეზეკიელი 36:26-27; იოელი 3:1-5).

თუმცა სამწუხაროდ იუდეველთა უმეტესობამ არ შეიცნო ღვთის კრავი, როდესაც ის მოვიდა; ისინი უარყოფდნენ სულიწმიდის გადმოღვრას, ვინაიდან ძლიერი პოლიტიკური სახელმწიფოს მოლოდინში იყვნენ; მათ არ ესმოდათ საკუთარი ცოდვები და არ მოელოდნენ სულიერ აღორძინებას! ბევრი აღთქმა აღსრულდა თავად ქრისტეს ცხოვრებაში და სულიწმიდის გადმოღვრაში მის მიმდევრებზე. ხოლო რჩეულმა ერმა უმეტესწილად არ მიიღო ეს წინათ მოცემული აღთქმების შესრულება!

8) რჩეული ერის მამები ფილოსოფოსები კი არ იყვნენ, არამედ მწყემსები და მღვდლები. მათ წარმოადგენდნენ აბრაამი, ისააკი და იაკობი და მათმა ერთგულებამ გადააჭარბა მათ სისუსტეს. ამიტომაც შეერქვა აღთქმების ღმერთს აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთი (დაბადება 35:9-12; გამოსვლა 3:6; მათე 22:32).

არც მოსეს, არც დავითს, არც ელიას და არც სხვა ძველი აღთქმის წარმომადგენელ პიროვნებას არ ჩამოუყალიბებია ფილოსოფია არ დაუარსებია უნივერსიტეტი ან აკადემია, მაგრამ ყველა მათგანი, კაცობრიობის დაცემის მიუხედავად არაერთგზის განიცდიდა ღმერთის სიმართლეს და ძალას. ისინი ცხოვრობდნენ საკუთარ რწმენასთან შეთანხმებით და გახდნენ მაგალითები საკუთარი ერისთვის და კურთხევის წყარო შთამომავლობისთვის.

9) თუმცა ისრაელის ერისთვის განსაკუთრებული სიმდიდრე იყო ქრისტეს მოსვლის მოლოდინი, მეფეთა მეფის ჭეშმარიტი მღვდელმთავრის და ხორც შესხმული ღმერთის სიტყვის, რომელიც ხალხს მოევლინა როგორც ღმერთის ძალაუფლება, ძალა და სიყვარული; მან თქვა: ,,მე ვარ სოფლის ნათელი“, ვინაიდან მასში ღმერთის სიყვარული სუფევდა და სულიწმიდა განადიდებდა მას! ის და ღმერთი ერთია, როგორც თავად ამბობდა: ,,მე და მამა - ერთნი ვართ“ (იოანე 10:30). აი რატომ უწოდა პავლემ მას ღმერთი, ,,ჭეშმარიტების ღმერთი“, როგორც აღიარებენ ამას ეკლესიები, რომ იესო არის ღმერთი ღმერთისგან, სინათლე სინათლისგან, ჭეშმარიტი ღმერთი ჭესმარიტი ღმერთისგან, დაბადებული, არა შექმნილი, მამის თანაარსი.

იუდეველები შეწუხებულები იყვნენ, რისხდებოდნენ და წყევლიდნენ ქრისტიანებს ამ აღიარებისთვის, რომელიც პავლემ ახსენა თავის წერილში რომის ეკლესიაში. იუდეველთა უმეტესობა, რომლებიც ცხოვრობდნენ რომის იმპერიაში თვლიდა, რომ იესო მატყუარა იყო, რომელიც წინ აღუდგა ღმერთს რის გამოც მათი აზრით ის გადაეცა რომაელებს ხელთ ჯვარცმისთვის. ისინი აგრძელებდნენ გულის გაქვავებას ისევე როგორც შვიდასი წლით არდრე ქრისტემდე ესაია წინასწარმეტყველის დროს ესაია 6:9-13; მათე 13:11-15; იოანე 11:40; საქმეები 28:26-27).

ამ ჩამოთვლილი მუხლებიდან აშკარაა, რომ იუდეველთა გულქვაობა სულ უფრო მატულობდა და მეტად აშკარა ხდებოდა. მათ არ მოინანიეს საკუთარი ცოდვები არამედ თავს მართლებად თვლიდნენ, ვინაიდან მოსეს რჯულს იცავდნენ. ხოლო სხვა ყველა დანარჩენს უწმინდურად მიიჩნევდნენ.

და როდესაც ისინი ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ მოვიდა იოანე ნათლისმცემელი, რომელიც იესოს გზას უმზადებდა. ერის ნაწილი მოინათლა იოანესთან და გაიგონეს მისგან უწყება იმის შესახებ, რომ იესო - ღვთის კრავია, რომელიც მონათლავს მათ სულიწმიდით და შექმნის ახალ სულიერ სამეფოს. და ვინც მოინათლა უდაბნოში ნათლისმცემელთან მზად იყო ქრისტეს მისაღებად. იესო მოუწოდებდა, რომ გაჰყოლოდნენ მას არა ფარისევლებს, მეცნიერებს ან რელიგიურ ადამიანებს, არამედ მათ ვინც აღიარა თავისი ცოდვა ნათლისმცემელთან; ასეთი ადამიანები გახდნენ ქრისტეს მოწაფეები და აღივსნენ სულიწმიდით. რჩეული ერის საიდუმლო არ არის მათ ცოდნაში, სიმდიდრეში, პოლიტიკურ გამოცდილებაში ან დიდებულებაში, არამედ ცოდვების აღიარებასა და სიამაყის დამსხვრევაში. მათ ვინც აღიარეს საკუთარი ცოდვები მიიღეს ქრისტესგან გადარჩენა და საუკუნო სიცოცხლე.

კანონიერმა უპირატესობებმა, რომლითაც სარგებლობდა ისრაელის ერი ღმერთის თანდასწრების მიუხედავად, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა იუდეველთა უმეტესობაზე. ისინი სიამაყეში ჩავარდნენ და სხვა ერებს ზემოდან ყურება დაუწყეს, რადგან თვლიდნენ, რომ მათ არ სჭირდებოთად მონანიება, ვინაიდან ვერ გააცნობიერეს თავიანთი ცოდვები და ასწლეულობის მანძილზე გაიქვავეს გული ღმერთის მიმართ, ასევე ქრისტეს და მისი სულის მიმართ. საბიოლოო ჯამში კი ისინი უფლებებში მდიდარნი, მაგრამ სულით ღარიბნი გახდნენ!

წარსულში პავლე ერთ-ერთი მადგანი იყო - ამაყი და ფანატიკოსი. ის აწამებდა ქრისტეს მიმდევრებს და აიძულებდა მათ რწმენის უარყოფას, ხოლო რწმენაში მტკიცე მდგომებს სიცოცხლეს ართმევდა. თუმცა დამასკოს გზაზე მისმა ღმერთთან შეხვედრამ გააქარწყლა მისი ფანატიკოსობა და ოცნებები, ბოლო დაუდო მის სიამაყეს, გააშიშვლა მისი ცოდვები და დანაშაულებები, და ის ღმერთის მადლით გახდა ზეციდან შობილი სულით, მორწმუნე და იესო ქრისტეს მოციქული! პავლეს ესმოდა, რომ ადამიანი ვერ გადარჩებოდა იმიტომ, რომ იყო აბრაამის თესლისგან და ვერც წინადაცვეთით, არამედ ქრისტეს გამოსყიდვით და მისი სულით აღვსებით. მხოლოდ ასე ეწებება ადამიანი ქრისტეს სულიერ სხეულს და მისი ნაწილი ხდება. უქადაგა რა აბრაამის ახალ შთამომავლობას, პავლე კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ ღმერთის სამეფო ვერანაირად ვერ შეედრება ისრაელის პოლიტიკურ სახელმწიფოს; დღეს დღეისობითაც ქრისტეს სულიერი სხეული სამწუხაროდ განიცდის სასტიკ დევნას ისრაელში. პავლე საუბრობს არა პოლიტიკურ სახელმწიფოზე, არამედ ქრისტეს სულიერ სამეფოზე, რომელიც ვლინდება მსოფლიოს ყველა ნაწილში ადამიანის კეთილი ხასიათით, სიწრფელით და მორალური სისუფთავით.

ლოცვა: ზეციერო მამაო მადლობას გიხდით, რომ შენ მომთმენი ხარ შენი რჩეული ერის მიმართ! აგამაღლებთ ყველა შენი აღთქმისთვის, რომელიც დაამყარე ძველ დროში ამ ხალხთან, რომელიც აღდგა შენს წინააღმდეგ ყველა შენი გაფრთხილებისა და სასჯელის მიუხედავად! გვაპატიე ჩვენ და ჩვენს ერს თუ არ ვუპასუხეთ შენს დიდებულ სიყვარულს რწმენით და ერთგულებით, და გადააჩინე მრავალი აბრაამის შთამომავლობიდან, განაახლე მათი გონება და გაწმინდე მათი გული ცოცხალი იესო ქრისტესთვის!

კითხვა:

  1. ძველი აღთქმისეული ერის რამდენი უპირატესობა ახსენა პავლემ? და ამ უპირატესობებიდან რომელია შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
  2. რატომ ვერ შეძლო ღმერთის მადლმა ღმერთის რჩეული ერის უმეტესი ნაწილის გადარჩენა და რატომ ხვდებოდნენ იუდეველები ერთი მეორეს მიყოლებით განკითხვის ქვეშ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:51 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)