Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 049 (Paul’s Anxiety for his Lost People)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 2 - ღმერთის ჭეშმარიტება უცვლელი რჩება, იაკობის რჩეული ტომის სიჯიუტის მიუხედავადაც (რომაელები 9:1 - 11:36)

1. პავლე ღრმად წუხს თავისი გზააბნეული ერის გამო (რომაელები 9:1-3)


რომაელთა 9:1-3
1 ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ ქრისტეში, არ ვცრუობ, ჩემი სინდისი მიმოწმებს სულიწმიდაში, 2 რომ დიდია ჩემი მწუხარება და განუწყვეტელია ჩემი გულის ტკივილი. 3 ნეტავ მე თვითონ ვყოფილიყავი ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმების - ჩემი სისხლისა და ხორცის გამო.

მოციქული პავლე იწყებს თავისი გულგაქვავებული ერის მდგომარეობის აღწერას შემდეგი სიტყვებით: ,, ჭეშმარიტად ვამბობ ქრისტეში“. ის არ ფილოსოფოსობს და არ გვიზიარებს საკუთარ ზრებს არამედ ყვება მწარე სიმართლეს, რომელიც ტანჯვები შედეგად შეიცნო, რომელთა მიზეზიც თავად არ გახლდათ მაგრამ ყველაფრის გადატანა მოუწია, ვინაიდან მყარად იდგა ქრისტეში. აქ პავლეც არ გვიზიარებს საკუთარ მტკიცებულებებს იმდენად, რამდენადაც ქრისტე საუბრობს მისი მეშვეობით, ვინაიდან უფალი - სულიერი სხეულის თავია, რომელიც შედგება მისი მიმდევრებისგან, ეს მიმდევრები კი ამ სხეულის მოძრავი ნაწილები არიან.

არწმუნებს რა პავლე თავის მკითხველს მისი მოწმობის ჭეშმარიტებაში, ამბობს: ,,ჩემი სინდისი სულიწმიდაში მიმოწმებს მე“. ქრისტიანი გადარჩენილია და მასში ჭეშმარიტების სული მოქმედებს. ეს სული არ ატარებს სიცრუეს, ბოროტებას, ცბიერებას ან ილუზიას, არამედ ქრისტეს მიმდევრებს აღძრავს და მიმართავს ჭეშმარიტების მოწმობისკენ, ხდის რა მათ სიტყვებს კანონიურსა და მწიფეს.

მოციქულის სინდისი მისთვის სულიერ კომპასად იქცა მით უფრო, რომ ამ კომპასის ისარი მხოლოდ ემოციებით არ მოძრაობდა - არამედ მისი გული განახლდა და გახდა მეტად მგრძნობიარე სულიწმიდ მიმართ; ამ ზეციურმა სულმა მის სინდისში მშვიდობა დაამყარა და მის სიტყვებს გამჭვირვალობა მისცა, რისი წყალობითაც მისი მოწმობა სრულ ჭეშმარიტებად იქცა!

რაზე მოწმობდა პავლე ამ სიტყვებით?

1) იმაზე, რომ მის გულში უდიდესი ნაღველი იყო მისი დაუმორჩილებელი ერის გამო. მოციქული პავლე იმდენად იყო შეწუხებული თავისი საყვარელი ნათესავებისა და თანამემამულეების გამო, რომ დარდი და ნაღველი ხშირად არ ტოვებდა.

2) პავლეს გულში უცვლელად რჩებოდა ღრმა მწუხარება თავისი ერის სულიერი მდგომარეობის გაუხეშების ზრდის გამო. ის განიცდიდა თავისი ბრმა თანამემამულეების მდგომარეობას, რომლებმაც არ მიიღეს მის მიერ გამოცხადებული სულიერი ჭეშმარიტებები. მოციქულს მათი გადარჩენა სურდა, მაგრამ მათ არ სურდათ ეს გადარჩენა და ფიქრობდნენ, რომ ის მათ არ სჭირდებოდა.

3) პავლე იმდენად წუხდა, რომ მზად იყო თავად ყოფილიყო გარიყული და აეღო თავისი ერის სასჯელი, ოღონდაც ამ ყველაფერს მათთვის ხსნა მოეტანა!

4) მას ისე ძლიერ უყვარდა ისინი, რომ მზად იყო მხსნელ იესოს უარი ეთქვა პავლეზე, თუ ეს დაეხმარებოდა მის ერს.

პავლესთვის მისი გზააბნეული ერი ახლობელიც და ოჯახიც იყო; მათთან ნათოსაობრივი კავშირი ჰქონდა, მას ჰყავდა ხორციელი ძმები და ის მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა და ყველაფერი შეეწირა იმისთვის, რომ ეხსნა ისინი ღმერთის რისხვისგან.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე შენ ტიროდი იერუსალიმისთვის (ლუკა 19:41) და განიცდიდ, უყურებდი რა მათ დაუმორჩილებლობას და გულქვა ერს. შენ ჯვარზე აპატიე მათ ცოდვები, როდესაც ლოცულობდი მათთვის: ,,მამაო! აპატოე მათ, ვინაიდან არ იციან რას სჩადიან“ (ლუკა 23:34)! დაგვეხმარე ჩვენ უფალო გვიყვარდეს ჩვენი ერი და ვიტანჯებოდეთ მათი ღრმა უღმერთოებისთვის, ვილოცოთ მათთვის, როგორც ვლოცულობთ იაკობის შთამომავლობისთვის, რათა მათ ჭეშმარიტად მოინანიონ, შეგიცნონ და მიგიღონ შენ! ამინ.

კითხვა:

  1. რა მიზეზით განიცდიდა პავლე ღრმა მწუხარებას?
  2. რისთვის იყო მზად პავლე თავისი ერის გადასარჩენად?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:51 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)