Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 034 (The Believer Considers Himself Dead to Sin)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 4 - ღმერთის ძალა გვანთავისუფლებს ცოდვის ბატონობისგან (რომაელები 6:1 - 8:27)

1. მორწმუნეები ცოდვისთვის მკვდრები არიან (რომაელები 6:1-14)


რომაელთა 6:5-11
5 ვინაიდან, თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას. 6 რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვას დამონებულნი. 7 ვინაიდან, ვინც მოკვდა, ცოდვისაგან მართლდება. 8 და თუ ჩვენ ქრისტესთან დავიხოცენით, გვწამს, რომ ვიცოცხლებთ კიდეც მასთან ერთად, 9 რადგან ვიცით, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება და სიკვდილი აღარ უფლობს მასზე. 10 ვინაიდან, ის რომ მოკვდა, ერთხელ მოკვდა ყველა ცოდვისათვის, ცოცხალი კი, ღვთისათვის ცოცხლობს. 11 თქვენც ასევე ჩათვალეთ თქვენი თავი ცოდვისათვის მკვდრებად და ღვთისათვის ცოცხლებად ქრისტე იესოში.

გააცნობიერე თუ არა, რომ ქრისტე ჯვარზე იტანჯა და მოკვდა შენი ცოდვების გამო? მან თავის თავზე მიიღო ღმერთის განაჩენი შენი ბრალდებისთვის და წყეული გახდა შენს გამო, მიიღო რა სასირცხვილო ჯვარზე გაკვრა შენს ნაცვლად, ვინაიდან შენ შენი ცოდვებითა და გახრწნილი ხასიათით დაიმსახურე სამუდამო ტანჯვა დედამიწაზე და ჯოჯოხეთში!

მაგრამ თუ შენ რწმენით მიიღე გადამრჩენი - ქრისტეს სიყვარული, მაშინ შეგრცხვება შენი ცოდვების და ინანებ მათზე ცრემლებით. შენ აღარ მოგინდება ბოროტების ჩადენა და არც ბოროტებაზე ფიქრი, არამედ აითვალწუნებ შენს საკუთარ ,,მე“-ს, განუდგები და განსჯი მას. შენ მზად იქნები გაასამართლო საკუთარი თავი და იფიქრებ, რომ მკვდარი და განადგურებული ხარ; შენ ცოდვილ ,,მე“-ს მხოლოდ ერთი გზით შეგიძლია გადაგარჩინოს, თუ შენ მოკვდები შენი ძველი კაცისთვის, რათა ქრისტემ იცხოვროს შენში.

ქრისტეს ვერ გაჰყვები საკუთარი თავის უარყოფის გარეშე. პავლეს წერილებში შესაძლებელია დავინახოთ მოციქულის ძირითადი მოწმობა, რომელსაც ის ხშირად იმეორებდა: ,,ჩვენ ჯვარზე გავეკარით ქრისტესთან ერთად და აღვსდეგით მასთან ერთად, რათა ვიცხოვროთ მასთან ერთობასა და შეთანხმებაში!“ როგორც ცნობილია, ჯვარზე გაკრულ ადამიანს მოძრაობა არ შეუძლია, ისე როგორც მას უნდა, არამედ შეშდება ერთ მდგომარეობაში და კვდება წარმოუდგენლად საშინელ ტანჯვებში.

პავლე გვიმოწმებს, რომ ეს სიკვდილი ჩვენში აღსრულდა, როდესაც ვიწამეთ ჯვარცმული ქრისტე. იმ წამს ჩვენ შევუერთდით მას, მის სიკვდილში, ვაღიარეთ რა, რომ მისი სიკვდილი - ახლა ჩვენი სიკვდილიცაა! ჩვენ კანონიერად მოვკვდით და აღარ გვაქვს საკუთარი უფლებები ან სურვილები, ვინაიდან ღმერთის რისხვამ საბოლოოდ გაგვანადგურა ქრისტეში!

და როგორც ცივილური კოდექსი მკვდარ ადამიანს უფლებებს არ ანიჭებს, ასევე რჯულს არ აქვს უფლება ჩვენზე და ცდუნებები ჩვენს გაფუჭებულ სხეულში ვერაფერს პოულობენ ისეთს, რასაც შეიძლება ჩაეჭიდონ, ვინაიდან ჩვენი სხეულები მკვდარია!

თუმცა ზოგიერთი მოკვდა ნაწილობრივ და არა მთლიანად. მათში ჯერ კიდევ სიცოცხლის ნიშნები არის. მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ სიარული. მაგრამ წარმოიდგინე, რომ გაბოროტებული მკვდარი წამოდგა და გაიარა შენი ქალაქის ქუჩებში! განა ხალხს არ შეზიზღდება? განა ყველა სხვადასხვა მხარეს არ გაიქცევა, შორს ამ მკვდრისგან? არაფერია იმაზე საშინელი ვიდრე ქრისტიანი, რომელიც დაუბრუნდა ძველ ცოდვებს მიიღო ისევ ცოდვილი ხორცი და გახდა თავისი სურვილებისა და ვნებების მონა. ჩვენი რწმენის პირობა - მდგომარეობს საკუთარი თავის უარყოფაში და საკუთარი თავის მკვდრად მიჩენაში ქრისტეში.

ჩვენი რწმენა ჩვენს უარყოფით მხარეებს მხოლოდ კი არ ამართლებს, თითქოსდა საკმარისი იყოს ძველი ადამიანისგან განშორება და საკუთარი თავის ჯვარცმულად და მკვდრად ჩათვლა. სულაც არა, ვინაიდან ჩვენი რწმენა თავისი არსით დადებითია, რომელიც კავშირშია სიცოცხლესთან, რადგან ქრისტესთან სიყვარულით შეერთებით ჩვენ მისი აღდგომის, ტრიუმფის და ძალის თანაზიარნი გავხდით! და როგორც ქრისტემ უჩუმრად დატოვა თავისი სამარხი და შეეძლო თავისი სულიერი სხეულით კლდეებსა და კედლებს შორის გავლა, ასევე მორწმუნე გარდაიქმნება იესო ქრისტეში, რადგან იცის რომ ჩენი უფლის საუკუნო სიცოცხლე ჩქეფს თითოეულ ჩვენგანში, რომელიც გვაახლოებს მასთან.

ქრისტე არ კვდება. სიკვდილს, ამ მტერს არ აქვს ძალაუფლება ღმერთის წმიდა კრავზე, ვინაიდან ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვების გამო, საუკუნო გამოსყიდვა მოიპოვა ჩვენთვის და სიკვდილი დაამარცხა! ის გარდაიცვალა ღმერთისა და ადამიანების მსახურებაში, მით უფრო ახლა ის თმობს საკუთარ სულს ღმერთისა და ადამიანებისთვის, ის ხომ ცოცხალია და გამუდმებით განადიდებს მამას, ბადებს მრავალ ძეს და ასულს, რომლებიც წარმოაჩენენ საუკუნო სახელს თავიანთი ღირსეული საქციელებით.

იცი თუ არა რაში მდგომარეობს ჩვენი რწმენის არსი? ჩვენ ვუარყავით საკუთარი თავი, როდესაც ვაღიარეთ ჩვენი ცოდვები და ჯვარს შევუერთდით. ამ მიზეზით ქრისტემ ჩვენში დაბადა საკუთარი სიცოცხლის ძალა, რათა ჩვენ სულიერად აღვდგეთ და ვიცხოვროთ ღმერთისთვის საუკუნო სამართლიანობაში, სუფთა და ბედნიერი ცხოვრებით ისევე როგრც ის აღსდგა მკვდრეთით და ცოცხლობს და მეფობს საუკუნოდ!

თიმცა ჩვენსა და ქრისტეს შორის არის აშკარა სხვაობა. ის დასაბამიდანვე იყო წმიდა საკუთარი არსით, ჩვენ კი ეს სიწმიდე შევიძინეთ როდესაც შევუერთდით მას რწმენით. მოციქული კი არ მოგვიწოდებს ღმერთის მსახურებისკენ, არამედ ბუკვალურად მივყავართ ამ მსახურებისკენ (ქრისტეში). ჩვენ თავად არ ვართ ღირსები წმიდასთან მისვლისთვის. მაგრამ როდესაც ხდება ჩვენი შთაფლობა მხსნელში, როდესაც ეგოიზმი კვდება მის სიყვარულში, როდესაც მასთან ვართ, მაშინ ჩვენში მისი ძალა, მადლი და სიხარული მოქმედებს, და ჩვენ გადამწყვეტ გამარჯვებას ვიპოვებთ ჩვენს უძლურებებზე ჩვენი უფლის მეშვეობით! ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მივიღეთ ეს უფლება მხოლოდ რწმენით. გჯერა თუ არა, რომ შენ და ქრისტე ერთნი ხართ, რომ შენ იყავი დამარხული მასთან ერთად და ჭეშმარიტად აღსდექი მასთანვე მის აღდგომაში?

ლოცვა: წმიდაო უფალო ქრისტე შენ მოკვდი ჩემს ნაცვლად ჯვარზე და აიღე საკუთ თავზე ჩემი დანაშაულებანი და განკითხვანი! მე მადლობას გიხდი ამ დიდებული გადარჩენისთვის! აღასრულე ჩემში საკუთარი თავის უარყოფა და განმამტკიზე იმის შეცნობაში, რომ მე სიკვდილისთვის ვარ განწირული, რათა ნამდვილად ჩავთვალო თავი მკვდრად შენს გარდაცვალებაში! მადლობას გიხდი შენი ტანჯვებისთვის, შენი კეთილი განზრახვებისთვის, აგამაღლებ იმისთვის, რომ ჩემში შენი სიცოცხლე შექმენი, რათა მე ვიცოცხლო შენთვის განვადიდო შენი მამა შენთან რწმენაში გაერთიანებით! წმიდაო ღმერთო, შენ დამნაშავეებს წმინდანებს ხდი, ხოლო არაკანონიერად დაბადებულებს და დაცემულ შვილებს შენს საყვარელ შვილებად! რაოდენ დიდია შენი მადლი! მიიღე ჩვენი თაყვანისცემა და მთელი ჩვენი ცხოვრება!

კითხვა:

  1. როგორ გავეკარით ჯვარზე და აღვსდექით ქრისტესთან ერთად მის ცხოვრებაში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:21 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)