Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 035 (The Believer Considers Himself Dead to Sin)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 4 - ღმერთის ძალა გვანთავისუფლებს ცოდვის ბატონობისგან (რომაელები 6:1 - 8:27)

1. მორწმუნეები ცოდვისთვის მკვდრები არიან (რომაელები 6:1-14)


რომაელთა 6:12-14
12 მაშ, ნუ იმეფებს ცოდვა თქვენს მოკვდავ სხეულში მის გულისთქმათა მორჩილებად. 13 ნურც გადასცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უმართლობის იარაღად, არამედ ღმერთს გადაეცით თქვენი თავი, როგორც მკვდართაგან გაცოცხლებულებმა და თქვენი ასოები სიმართლის იარაღად ღმერთს. 14 ვინაიდან ცოდვა ვეღარ იბატონებს თქვენზე, რადგან თქვენ რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ ხართ.

ვინც თავისუფლდება ცოდვის ძალაუფლებისგან და ქრისტესთან ურთიერთობაშია, ის ვერ იტანს უკანონობას თავს არიდებს მას და არ უნდა მისი ჩადენა. სურვილი ძლიერია, მაგრამ ქრისტეს სიყვარული მეტად ძლიერი. ვინც სახარების სიტყვაშა და განუწყვეტლად ლოცულობს ის ღებულობს ძალას წინ აღუდგეს ყველა ხორციელ სურვილებს, არ ეცემა ბოროტის სწავლებებს, არამედ გადამწყვეტად ამბობს უარს, ყოველ ცუდ ზეგავლენაზე. მაშინ შენთან აღარ მოდის მაცდური სურვილები, რადგანაც შენ გამარჯვებულ ქრისტესთან ხარ ურთიერთომაში. და მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს ძალა უფლობს შენი ხორცის და სიკვდილის სურვილებზე. სულიწმიდა გაძლევს ცოდნას, რომელიც მთელი ქვეყნის ფილოსოფოსების ცოდნას აღემატება!

უარყავი ყოველი ცუდი ზეგავლენა: უარი თქვი ცუდ წიგნებზე, ფილმებზე, სატელევიზიო გადაცემებსა და კომპანიებზე. ნუ მისცემ მათ უფლებას წაგართვან ქრისტესთან მოზიარეობის სურვილი! არ დაიჯერო შენი ცოდვის ძალა, არამედ მიენდე ქრისტეს და მისი გადარჩენის ძალას.

შენ ღმერთის საკუთრება გახდი, შენ სუნთქავ მისი სულით, შენ გადაიტანე ისეთი ჭეშმარიტება, რომელსაც არც საწყისი აქვს და არც დასასრული და ნუთუ შენ გახდები ღმერთისგან შორს მყოფი? მიუძღვენი შენი თავი უფალს, როგორც მის ბრძოლაში მყოფი მეომარი. მთელი შენი დრო დაუთმე მას, მთელი შენი ძალები და ფინანსები. ღმერთისთვის მსხვერპლის გაღება ეს ვალდებულება არ არის, არამედ პრივილეგიაა, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ მადლიერებითა და სიხარულით. შეეკითხე უფალს სად უნდა, რომ გამოგიყენოს, ვინაიდან სამკალი ბევრია მუშაკი კი ცოტა. სთხოვე სამკლის უფალს რათა გამოგზავნოს თავისი მუშაკები მოსამკელად. მაგრამ არ იჩქარო და არც თავი შეიკავო უფლის მსახურებისგან, არამედ მიყევი მის ხელმძღვანელობას, ვინაიდან მას უნდა შენი მეშვეობით ცოდვაში მყოფი მვდრების აღდგინება, რათა ისინი ცხოვრობდნენ მისი საუკუნო სიცოხლით. ასე რომ გადაეცი შენი სხეული და ყველაფერი რაც გაქვს მის ხელთ!

და არ დაგავიწყდეს მადლიერება, ვინაიდან უწინ ცოდვაში მკვდარი იყავი, ახლა კი ცოცხალი ხარ ქრისტეში! მოიტანე შენი ნიჭები უკან ღმერთთან რათა მან გამოიყენოს ისინი, როგორც იარაღი მრავალთა გადასარჩენად. წმიდა ღმერთი ღირსად გთვლის ქრისტეს გამო და გაგზავნის, რათა მისი სამართლიანობის ძალა გაიზარდოს შენს უძლურებაში. რაღატომ აყოვნებ? მოციქულმა პავლემ საკუთარ თავს ,,ქრისტეს მონა“ უწოდა და შენ როდის გაჰყვები მას საბოლოოდ მიუძღვნი შენს ცხოვრებას მის მსახურებაში?

ყველა ვინც, როგორც მოციქული პავლე ემსახურება ღმერთის სიყვარულში, ყოველდღე განიცდის სულიწმიდის ძალას საკუთარ თავზე და ხედავს, როგორ იცვლება ადამიანების გულები. ცოდვა ღიმილით აღარ არის მათი გულების მხარეს, მაგრამ თავად ქრისტე მეფობს იქ! როდესაც ქრისტე სახლდება ჩვენში, ჩვენს ცხოვრებაში იწყება ახალი ეპოქა. ჩვენ უკვე აღარ ვუყურებთ ღმერთის დადგენილებების შესრულებას, როგორც მძიმე ტვირთს, არამედ სულის მოწყალე ძალით აღძრულები ვანთივართ სურვილით, რომ დავემორჩილოთ ღმერთს სიხარულით! სინამდვილეში ყველა ქრისტიანი მადლის ძალით არის დაჯილდოვებული, ხოლო სიკვდილსა და დაცემას არ აქვს ძალაუფლება მათზე, ვინაიდან ერთი ქრისტე მეფობს მათ გულში და გონებაში თავისი დიდებული მადლით.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე ყოველ დილით და ყოველ საღამოს მოგიძღვნით ქებასა და დიდებას, ვინაიდან შენ გახდი ჩვენი მომაკვდავი სხეულების ნაწილი, რათა გაგვხადო საუკუნო სიცოცხლის ნაწილებად! მხოლოდ შენ ერთი მეფობ ჩვენს გულში! გვასწავლე ვიაროთ შენს მადლში, განგადიდოთ შენ და შენი ზეციერი მამა, მთელი ჩვენი გონებით, ძალით და არსებით! დაე ჩვენ - ყველა მორწმუნესთან ერთად - ვიყოთ შენი სიყვარულის მონები!

კითხვა:

  1. როგორ წარვუდგენთ ჩვენს თავს და ჩვენს სხეულებს ღმერთს, სამართლიანობის იარაღად?

ამიტომ ვცდილობ ყოველთვის, ყველაფერში
უმწიკვლო სინდისით ვიყო ღვთისა და კაცთა წინაშე.

(საქმეები 24:16)

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:22 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)