Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 028 (Man is not Justified by Circumcision)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 2 - ახალი სამართლიანობა რწმენის მეშვეობით ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია (რომაელები 3:21 — 4:22)
3. რწმენით გამართლება აბრაამის და დავითის მაგალითზე (რომაელები 4:1-24)

გ) ჩვენ მადლი გვამართლებს და არა რჯული (რომაელები 4:13-18)


რომაელთა 4:13-18
13 ვინაიდან აბრაჰამს და მის თესლს არა რჯულით, არამედ რწმენის სიმართლით მიეცა აღთქმა - ყოფილიყო ქვეყნიერების მემკვიდრე. 14 თუ რჯულისაგანნი არიან მემკვიდრენი, რწმენა ამაოა და აღთქმა - უსარგებლო. 15 ვინაიდან რჯული წარმოქმნის რისხვას, ხოლო, სადაც არ არის რჯული, იქ არც დანაშაულია. 16 ამიტომ რწმენით, რათა მადლით ყოფილიყო, რომ მთელი შთამომავლობისთვის ურყევი ყოფილიყო აღთქმა, არა მარტო მათთვის ვინც რჯულისგანაა, არამედ მათთვისაც, ვისაც აბრაჰამის მსგავსი რწმენა აქვს, აბრაჰამისა, რომელიც ყველა ჩვენგანის მამაა. 17 როგორც წერია: "მე დაგაყენე მრავალი ერის მამად ღვთის წინაშე”. ღვთისა, რომელსაც ერწმუნა იგი; ღვთისა, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს და არარსებულს ყოფად მოუწოდებს. 18 რომელიც უიმედობაში ერწმუნა იმედით, რათა გამხდარიყო მრავალი ერის მამა, როგორც ნათქვამია: "ასე იქნება შენი თესლი”.

პავლემ დაამსხვრია რა იუდეველთა მცდარი შეხედულება წინადაცვეთის შესახებ, გადავიდა შემდეგი ,,სიმაგრის’’ დამსხვრევაზე, რითაც იკვებებოდა მათი შეხედულება გამართლებაზე - კანონზე დაიმედება.

უდაბნოს ხალხი თვლიდა, რომ ღმერთი ზის აღთქმის კონკრეტულ მონაკვეთზე, როგორც ტახტზე, რომელიც აჩვენებს თავის თავს და მეფობს მთელ მსოფლიოზე. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ღმერთი მათთან ერთად იქნებოდა, სანამ კანონს იცავდნენ მისი მრავალრიცხოვანი დადგენილებებით. თუმცა მათ ვერ გააცნობიერეს რამდენად საზიზღარია მათი ცოდვა და ვერ გრძნობდნენ რაოდენ დიდებულია ღმერთის სიყვარული ყველა ადამიანის მიმართ. ისინი კანონის მონებად იქცნენ, გაიქვავეს გულები, სულიერად დაბრმავდნენ ისე, რომ ვერ ხედავდნენ მათზე მომავალ ღმერთის რისრხვას და ვერ იგებდნენ ქრისტეს, რომელიც მათ გულებში იყო!

ვაი იმ ეკლესიას ან რომელიმე კრებულს, რომელიც ზრუნავს რიტუალების დაცვაზე, ფიქრობს აკრძალვებზე და დადგენილებებზე მეტად, ვიდრე ცოცხალი ქრისტეს უბრალო რწმენაზე. სუსტი ადამიანი რწმენაში უკეთესია, ვიდრე მეკანონე რომელიც სიყვარულით არის გამსჭვალული. ღრმა საიდუმლო მდგომარეობს იმაში , რომ კანონებს რისხვამდე მივყავართ, გვიბიძგებენ დანაშაულებებისკენ და ითხოვენ შურისძიებას! ამიტომაც ბრძენი აღმზრდელი თავის სახლში ან სკოლაში ბევრ წესს არ აწესებს, ვინაიდან ქრისტემ გაგვათავისუფლა ჩვენ, რათა გვყვარებოდა, მივნდობოდით, მოგვეთმინა და გვეპატიებინა, და არა უბრალოდ ბრმად გვემსახურა დადგენილი წესებით და სიზუსტით შეგვესწავლა მათი განმარტება და გამოყენება და არც სასჯელი მიგვეღო შეუსრულებელი საქმისთვის.

პავლემ მორიგ ჯერზე დაუმტკიცა მეკანონეებს, რომ აბრაამი გამართლდა რწმენით მეტად ადრე, ვიდრე მოსემ მიიღო რჯული. როდესაც აბრაამმა დაუჯერა ღმერთს, რჯული ჯერ კიდევ მოცემული არ იყო. მცნებები კი ცოტა მოგვიანებით მოგვეცა, რათა მორწმუნეებს ხელმძღვანელობა ჰქონოდათ და თავიანთი სიამაყე დაემსხვრიათ. ღმერთის მოწყალების რწმენა - ეს მომქმედი ძალაა, რომელიც აშენებს სულიერ ცხოვრებას, ამხნევებს მორწმუნეს ღმერთის მსახურებაში და აღძრავს მას კეთილი საქმეების გასაკეთებლად. ხოლო რაც შეეხება კანონებსა და დაგენილებებს, ისინი გვრთგუნავს, გვასამართლებს, გვსჯის და გვაკვდინებს.

აბრაამი არ უყურებდა თავის ცხოვრებას, არც იმას თუ როგორ იქცეოდა, როგორ იცავდა კანონს, არამედ მხოლოდ ღმერთის აღთქმას. მას სჯეროდა ღმერთის და ის გახდა ყველა მორწმუნის მაგალითი და მათი სულიერი მამა! აბრაამმა დაიჯერა აღთქმა იმის შესახებ, რომ მასში იკურთხება დედამიწის ყველა ტომი, თუმცა მას ჯერ კიდევ არ ჰყავდა საკუთარი შვილი, და თავისი რწმენის გამო მან მიიღო მთელი ერები და ტომები, რის გამოც მას პავლემ ,,მსოფლიოს მემკვიდრე’’ უწოდა!

ასე დაიწყო სულიწმიდამ უბრალო მომთაბარე აბრაამისგან, თავისი კურთხეული გეგმის შესრულება, რომელშიც თავად ქრისტე მოქმედებდა, იზიდავდა ყველა რწმენით გამართლებულს.

შესაძლოა აბრაამმა გადააჭარბა თავისი დიდებული რწმენით და ღმერთისგან მოცემული აღთქმით სხვა ძველი აღთქმის პიროვნებებს. ეს აღთქმა ამბობდა, რომ მის თესლში იკურთხება ყველა ერი, რომელშიც იგულისხმებოდა ქრისტეც! ძველ ებრაული სიტყვა ,,თესლი“ დგას მხოლობით რიცხვში; შესაბამისად ის არ მიუთითებდა სიმრავლეზე. ასევე ისინიც, ვინც გამართლდნენ რწმენით ჯვარცმულ იესოში, დაიმკვიდრებენ ზეცას მთელი მისი საგანძურებით იმიტომ, რომ ქრისტეს რწმენა აერთიანებთ მათ ღმერთთან ცხოვრებაში, ძალასა და კურთხევაში.

მიდი მხსნელთან და შენ მკვდრეთით აღსდგები! თუ შენ მის დიდებაში იქნები მაშინ სულიწმიდა შექმნის შენს გარშემო ახალ ცხოვრებას. თუ შენს ეკლესიაში ან კრებულში არის ღმერთის აღთქმების რწმენა, მაშინ ეს რწმენა დაძლევს ცოდვებში სიკვდილს და შექმნის რაიმე ახალს, რაც აქამდე არ იყო, ვინაიდან ღმერთი ქმნის და მოქმედებს შენი რწმენის მეშვეობით! ღმერთს ესმის შენი რწმენის ძახილი და მინდობა, და შენმიერ მიღებული სიტყვა შეგცვლის შენ და მთელ მსოფლიოს!

ლოცვა: ზეციერო მამაო, ჩვენ შემოსაზღვრულად ვაზროვნებთ და ვასამართლებს სხვებს კანონის მიხედვით; გააფართოვე ჩვენი გული და დე მასში შეიქმნას აბსოლუტური რწმენით მინდობა შენს პიროვნებაზე! დაე შენმა სულიწმიდან გაგვანთავისუფლოს, რათა აღვივსოთ სიყვარულითა და სიმამაცით, ვაცოცხლებდეთ ცოდვებში მკვდრებს და მთელი ქება გემატებოდეს შენ ჩვენს ერში! შექმენი ჩვენშ შენი რწმენა, რათა მოქმედებდე ჩვენგან და ქმნიდე გადარჩენას ჩვენი მეშვეობით!

კითხვა:

  1. რატომ ღებულობენ ღმერთის კურთხევებს ისინი, ვისაც სწამს ღმერთის აღთქმების და არა ისინი ვინც იცავენ კანონს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:12 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)