Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 027 (Man is not Justified by Circumcision)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 2 - ახალი სამართლიანობა რწმენის მეშვეობით ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია (რომაელები 3:21 — 4:22)
3. რწმენით გამართლება აბრაამის და დავითის მაგალითზე (რომაელები 4:1-24)

ბ) ადამიანის გამართლება არ არის წინადაცვეთასთან კავშირში (რომაელები 4:9-12)


რომაელთა 4:9-12
9 მაშ, ეს ნეტარება წინადაცვეთაზეა თუ წინადაუცვეთელობაზეც? ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ აბრაჰამს რწმენა ჩაეთვალა სიმართლედ. 10 როდის ჩაეთვალა? წინადაცვეთილს თუ წინადაუცვეთელს? არა წინადაცვეთილს, არამედ წინადაუცვეთელს. 11 ხოლო წინადაცვეთის ნიშანი მიიღო ბეჭდად რწმენით გამართლებისა, რომელიც წინადაუცვეთლობისას ჰქონდა, რომ გამხდარიყო ყველა წინადაუცვეთელი მორწმუნის მამა, რათა მათაც ჩათვლოდათ სიმართლედ: 12 ასევე წინადაცვეთილთა მამა, ოღონდ არა მარტო წინადაცვეთილთა, არამედ მათიც, ვინც მიჰყვება ჩვენი მამის აბრაჰამის რწმენის კვალს, რაც ჯერ კიდევ წინადაუცვეთელობისას ჰქონდა.

პავლე ებრძოდა იუდეველთა რწმენის სწავლებებს და ერთ-ერთი ძირეული სიწმინდე დაამსხვია - წინადაცვეთა. უდაბნოს ხალხი თვლიდა ამ ნიშანს ძველი აღთქმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიმბოლოდ, და ვინც წინადაიცვითებოდა, ის ითვლებოდა ღვთის საკუთრებად, ხოლო ვინც არ იყო წინადაცვეთილი - უღმერთოდ ითვლებოდა! ამიტომაც იუდეველები სთხოვდნენ ყველა ახალ მოქცეულს წინადაცვეთას, სრული გაწმენდის ნიშნად, რისი მეშვეობითაც ის ემზადებოდა ღმერთთან აღთქმაში შესასვლელად.

თუმცა პავლემ აბრაამის მაგალითზე დაუმტკიცა ამ ტრადიციებით შებოჭილ ხალხს , რომ ადამიანი მართლდება მხოლოდ რწმენით და აქ საერთოდ არაფერ შუაში არ არის წინადაცვეთა. აბრაამმა ისმინა ღმერთის ძახილი და დაიჯერა მისი ჯერ კიდევ წინადაცვეთამდე! ეს რწმენა იყო მიზეზი და საფუძველი მისი გამართლებისა. აბრაამისთვის წინადაცვეთა იყო ბეჭედი და არა ღმერთთან ურთიერთობის საფუძველი; სინამდვილეში წინადაცვეთა მას არაფერში არ დაეხმარა, ვინაიდან ის უკვე შევიდა აღთქმაში ღმერთთან რწმენის მეშვეობით!

პავლემ გადამწყვეტად გაბედა ეთქვა, რომ აბრაამი ჯერ წარმართთა წარმომავლობის მორწმუნეების მამა გახდა, და მხოლოდ ამის შემდეგ - წინადაცვეთილთა მამა, ვინაიდან ის გამართლდა არა მაშინ, როდესაც ის წინადაიცვითა, არამედ ჯერ კიდევ მაშინ როდესაც წარმართი იყო! აქედან გამომდინარე მოციქულმა წარმართებს დაუმტკიცა, რომ ყოველი წარმართული წარმომავლობის მორწმუნე უფრო ახლოს არის ღმერთთან, ვიდრე წინადაცვეთილი ქრისტეს მორწმუნეები. ღმერთს ადიდებს არა სხეულებრივი სიმბოლოები, ტრადიციული წეს-ჩვეულებები, არამედ რწმენა რომელიც მოდის გულიდან და გონების განახლებით!

იუდეველი განრისხდნენ როდესაც მოციქულმა ფარდა ახადა თავიანთ ტყუილს და უკუაგდო მათი ცრუ დამაჯერებლობა. ამასთანავე ის სიყვარულით უმოწმებდა ამ ფანატიკოსებს, რომ მათაც შეუძიათ აბრაამის შვილებად იქცნენ, თუ ირწმუნებენ მადლის სახარებას. გზა ღმერთისკენ არ არის წინადაცვეთაში, არამედ მხოლოდ ჯვარცმულ უფალში. ჩვენთვის ეს ნიშნავს, რომ ყოველი მონათლული ქრისტიანი არ არის გამართლებული თავისი ნათლობისთვის, და თუ მან არ ირწმუნა ცოცხალი და მომქმედი რწმენით ის ვერ მიიღებს გამართლებას, რადგან ადამიანი მართლდება ღმერთის წინაშე, მხოლოდ გულიდან გამოსული რწმენით და არა წეს-ჩვეულებებითა და სიმბოლოებით.

ლოცვა: წმიდაო ღმერთო, ჩვენ არ ვართ ღირსები წარვდგეთ შენს წინაშე, ჩვენი გახრწნილებისა და ბოროტების გამო. მაგრამ შენმა საყვარელმა ძემ გვაჩვენა შენი სიყვარული და გაგვამართლა ჯვარზე! ამიტომაც გვწამს მისი სიტყვის, ვეწებებით მას, ვაგებთ ჩვენს ცხოვრებას მის გადარჩენაზე და მივყვებით მის მაგალითს, რადგან შენ გაგვამართლე და გაგვწმინდე უსასყიდლოდ ყველა შენ მოყვარულთან ერთად მთელს დედამიწაზე!

კითხვა:

  1. რატომ მართლდება ადამიანი მხოლოდ რწმენით არა წინადაცვეთით?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:10 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)