Waters of LifeBiblical Studies in Multiple Languages |
|
Home Bible Treasures Afrikaans |
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish
Previous Lesson -- Next Lesson რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 1- მთელი მსოფლიო ცოდვაშია და ღმერთი ყველას ასამართლებს სამართლიანი სასამართლოთი (რომაელები 1:18 - 3:20)
3. ყველა ადამიანი ცოდვილი და დამნაშავეა (რომაელები 3:9-20)რომაელთა 3:9-10 პავლემ შეაჯამა თავისი ბრალდება ყველა ერის მიმართ, რომელსაც ღმერთის სახელით ლაპარაკობდა, ამტკიცებდა რა არცერთი ერი ერთმანეთზე უკეთესი არაფრით არ არის. ყველამ ცხადად შესცოდა, გადაუხვიეს ღმერთის სწორი გზიდან, ბოროტების მონებად იქცნენ, რომლებიც შებოჭილები იყვნენ სიამაყისა და გულისთქმების ჯაჭვით. პავლე თავის თავსაც აკუთვნიდა ამ ბრალდებებს, აღიარებდა რა თავადაც ცოდვილი იყო. გქონია თუ არა შემთხვევა, რომ შენ შიგნით იმდენად საშინელი თვისება აღმოგიჩენია, რომელსაც გულის რევამდე მიუყვანიხარ. იცოდე. შენი ცოდვა იმდენად საზარელია, რომ ეს შენი სულისა და მშვინვისთვისაც გულის ამრევია. შეადარე შენი თავი პავლეს სიტყვების ბრალდებას, და შენ მიხვდები, რომ შენც მიეკუთვნები ამ ცოდვილთა აღწერას! რომაელთა 3:11-12 ჩვენ ყველანი არაწმიდები ვართ ღმერთის წმიდა შუქზე! არავინ არის კეთილი ქრისტეს გარდა! ჩვენი გონება ბურუსით არის მოცული, ჩვენ ვერ ვხვდებით, როგორია ღმერთის სინამდვილეში. არადა ის ჩვენთვის ყველაფერში უმაღლესი კრიტერიუმია! ჩვენ ასევე ვერ ვაცნობიერებთ, რამდენად საშინელია ჩვენი ცოდვა. ნეტა ადმიანები მოძებნიდნენ ჭეშმარიტებას, ღმერთის სიტყვის შეცნობამდე მივიდოდნენ, ნაცვლად იმისა რომ ყველა თავის გზაზე დადიოდეს, უფრთხილდებოდეს თავის ღირსებას, იოცნებონ დასვენებასა და უდარდელ ცხოვრებაზე! ყველა ადამიანმა გადაუხვია ღმერთის გზიდან და არავინ დადის სწორ გზაზე! და შენ სულაც არ ხარ კეთილი შენი ბუნებით! ყველა ადამიანი თავის ბუნებით არაფრად ღირებულია, გახრწნილნი ბოროტი საქციელებით! და შენმა სინდისმა სინამდვილეში იცის, როგორი ხარ შენ! რომაელთა 3:13 13 მათი ხორხი ღია სამარეა; ენებით ცრუობენ; მათ ბაგეებზე ასპიტის გესლია. ადამიანთა გახრწნილება ჩანს მათსავე სიტყვებში. ჩვენ ყველა სასტიკი მკვლელები ვართ, რადგანაც ჩვენი ენებით ჩვენს მეგობრებს ვართმევთ ღირსებასა და კარგ სახელს; ჩვენ ჩვენი სიცრუით, ბრალდებებით, შეურაცხყოფებით და უხამსი ხუმრობებით ვწამლავთ ატმოსფეროს; ჩვენ ცწუწუნებთ ღმერთზე და უკმაყოფილოები ვართ მისი მმართველობით. წინააღმდეგობა ჩვენი ბაგიდან გამოედინება როგორც შხამიანი შეურაცხყოფა. ჩვენ ურჩად ვეჯიუტებით ღმერთის სასჯელს, ვერ ვხვდებით რა, რომ ჩვენ არაფერი დაგვიმსახურებია გარდა განკითხვისა! რომაელთა 3:14-17 ჩვენი სიძულვილი მალე არ გადადის. ჩვენ არ გვიყვარს ჩვენი მტრები, არამედ გვსურს მათი თავიდან მოშორება. ასე არიან ერებიც, რომლებიც ღვრიან სისხლს თავიანთი მტრების სიძულვილის გამო. მრისხანების ზღვარზე მყოფი ადამიანი ცხოველს ემსგავება. ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ სიმშვიდეზე, მაგრამ ეს სიმშვიდე ჩვენში არ არის! ყველა ადამიანი დამნაშევეა და მათი გული სავსეა ბოროტებითა და სიამაყით, რადგან არ იციან რომ თავად ღმერთი არის ჭეშმარიტება, სიყვარული და სიწმინდე! ადამიანებმა დაკარგეს ჭეშმარიტების გრძნობა, უარყვეს ყოველი კეთილი საზომი, დაკარგეს სიმშვიდე და ჩიხში მოექცნენ! რომაელთა 3:18 ვინც არ იცნობს ღმერთს და არ ეშინია მისი, ის გიჟია და უხამსი. ვინაიდან წმიდას შეცნობისას - გონებაა საჭირო, ხოლო სიბრძნის საწყისია - ღმერთის მოშიშება! ჩვენს დღეებში ათეიზმი მეფობს და ხალხი ისე იქცევა თითქოს ღმერთი არ არსებობს! არ არის გასაკვირი, რომ ბოროტება მრავლება, ცოდვა კი ამაყურად წამოიწია ქუჩებში ადამინის გულებსა და კინოთეატრებში, ჟურნალის გარე ყდებზე და აბსოლუტურად ყველგან! რომაელთა 3:19-20 ძველი აღთქმის წმინდანები - ჩვეულებრივი ცოდვილები არიან, და რჯულმა ასწავლა მათ ცოდვის შესახებ. მართალია, რომ კანონი გვპირდება ყველა ზეციურ კურთხევას იმ პირობით თუ, ყველა მცნება იქნება დაცული, მაგრამ ამის შესრულება არავის ძალუძს! და რამდენადაც მოვინდომებთ გამოვწორდეთ, მით მეტად ვხვდებით, რამდენად ღრმად არის ჩვენს სისხლში გამჯდარი ბოროტება. ჩვენ ღმერთისგან შურძიებას ვიმსახურებთ და ყველა ჩვენი კეთილი საქმე ეგოიზმით არის გარემოცული. ჩვენ არანაირი დამსახურება არ გვაქვს ღმერთის წინაშე! ეთანხმები თუ არა პავლეს მიერ ჩამოწერილ ამ ჭეშმარიტებებს? კიდევ ერთხელ წაიკითხე რა დაწერა მან, ჩაუკვირდი და მოიდრიკე ღმერთის წინაშე! ლოცვა: ზეციერო მამაო მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მოგვეცი იმედი ქრისტეში, და რომ აღარ ვართ სასოწარკვეთილებაში! ჩვენ ყველა ბოროტები ვართ ჩვენს განძრახვებში, სიტყვებსა და მოქმედებებში. ჩვენი ხელები, ფეხები და თვალები - ცოდვის იარაღია! ჩვენი გული სავსეა სიძულვილით, გულისთქმებითა და სიცრუით! რამდენად უწმინდური ვარ! მაპატიე და ჩემს თვალწინ გამოსახე შენი სიწმინდე, რათა განვიწმინდო ყოველი დარჩენილი სიმაყისაგან და თაყვანი გცე მხოლოდ შენ ერთს! გადამარჩინე, უფალო, ყველა ჩემი ცოდვისგან სამუდამოდ! კითხვა:
რომაელთა მიმართ წერილების კითხვათა პირველი სერიაძვირფასო მკითხველო თუ შენ ამ სერიის 25 კითხვაზე გასცემ სწორ პასუხს ეს იქნება იმის დასტური, რომ შენ საკმარისად ღრმად სწავლოს ღმერთის სიტყვას. ამ შემთხვევაში ჩვენ შენი მცდელობის საპასუხოდ, გამოგიგზავნით ნებისმიერ წიგნს ჩვენი ლიტერატურიდან, შენი არჩევანით.
აუცილებლად მიუთითეთ თქვენი ფოსტის მისამართი. დაწერეთ ყველა თქვენი პასუხი გასაგები ხელწერით და გამოგზავნეთ ისინი მისამართზე: Waters of Life Internet: www.waters-of-life.net |