Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 018 (The Law, or the Conscience Condemns Man)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 1- მთელი მსოფლიო ცოდვაშია და ღმერთი ყველას ასამართლებს სამართლიანი სასამართლოთი (რომაელები 1:18 - 3:20)
2. ღმერთის რისხვა იუდეველებზე (რომაელები 2:1 - 3:20)

ბ) ადამიანს სინდისი ასამართლებს თუ რჯული (რომაელები 2:12-16)


რომაელთა 2:12-16
12 ისინი, ვინც რჯულის გარეშე შესცოდეს, რჯულის გარეშე დაიღუპებიან; ხოლო ისინი, ვინც რჯულით შესცოდეს, რჯულით განიკითხებიან. 13 ვინაიდან რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღმერთთან, არამედ რჯულის შემსრულებელნი გამართლდებიან, 14 რადგან, როცა წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ, თუმცა რჯული არა აქვთ, თავისი თავის რჯული არიან. 15 რომლებიც წარმოაჩენენ, გულებში დაწერილ რჯულის საქმეს, რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები, ხან ბრალს რომ სდებენ ერთიმეორეს და ხან ამართლებენ, 16 იმ დღეს, როცა ჩემი სახარების მიხედვით, ღმერთი იესო ქრისტეს მეშვეობით განიკითხავს ადამიანთა დაფარულ ზრახვებს.

რომის ეკლესიას შეადგენდნენ იუდევლური წარმომავლობის ქრისტიანები და მორწმუნეები რომაულ-ბერძნული სამყაროდან. პირველებმა კარგად იცოდნენ აღთქმული კანონები და ცხოვრობდნენ ძველი აღთქმის მიხედვით, ხოლო მეორეებმა არ იცოდნენ ღვთის კანონები და უბრალოდ დადიოდნენ ქრისტეს სულის ძალაში!

პავლე არწმუნებდა იუდევლური წარმომავლობის ქრისტიანებს, რომ ღმერთი მათ გაასამართლებდა ძველი აღტქმის მიხედვით, სადაც მისი სიწმიდეა ასახული. ღვთის სიტყვის მოსმენა ვერ გადაარჩენს ღვთისმოსავ იუდეველს - მისი სულიერი განსჯები და ლოცვები არ იქნება საკმარისი გადარჩენისთვის, ვინაიდან ღმერთი ითხოვს მისი ბრძანებების შესრულებას, რომ მისი სიტყვის სული გაცოცხლდეს ჩვენში და მთელი ჩვენი ცხოვრება მისი სიტყვის მეშვეობით გარდაიქმნას. ყოველი იუდეველი, რომელმაც ერთ ბრძანებას მაინც გადააბიჯა, იქნება გასამართლებული ამ დანაშაულისთვის, რადგან ყოველი ბრძანების გადაბიჯება - ეს ღვთის მიმართ მტრობაა!

როდესაც პავლე წერდა ამ ჭეშარიტებებს იუდეველთა მიმართ, მას სულში ესმოდა ის სიტყვები, რასაც ეტყოდნენ მას წარმართთა წარმომავლობის ქრისტიანები: „ჩვენ არ გვაქვს კანონი, და არ ვიცით ათი მცნება. როგორღა გაგვასამართლებს ღმერთი? ესეიგი ჩვენ არ ვექვემდებარებით სასამართლოს!“

პავლემ ნათლად უპასუხა მათ, რომ ღმერთის სამართლიანობა მტკიცდება იმ შემთხვევაშიც თუ არ ვიცით ან არ გვსმენია მისი მცნებების შესახებ, ან არ გვსმენია მისი სიყვარულისა და სიწმიდის შესახებ. ვინაიდან შემოქმედმა ყველა ადამიანს მისცა სინდისი: მგრძნობიარე და აღქმადი, რომელიც აძლებს ადამიანს საშუალებას გამოიკვლიოს, დაიცვას, ამხილოს, დაადანაშაულოს და გაასამართლოს საკუთარი თავი. და თუ სინდისიც დროდადრო ჩუმად არის, გარკევული დროის მანძილზე ის ისევ იწყებს საუბარს და მიგითითებს ყველა შენ ცოდვაზე. შენ შიგნით იწყება ბრძოლა, და რამდენადაც არ უნდა ეცადო ამ სინდისის ჩახშობა, შენ ვერ შეძლებ სამუდამოდ განთავისუფლდე ამ ღმერთისგან ჩადებული ნაწილის ხატებისგან! სინდისი გასამართლებს შენ და შენ შეგიძლია ღვთიური სიმშვიდე უფლის მადლით მოიპოვო. აი რატომ გამოიყურება ადამიანთა უმეტესობა დანაღვლიანებული და შეშფოთებული - მათ ვერ მიაღწეს საკუთარ სინდისთან შეთანხმებას. ისინი არ აღიარებენ, რომ დამნაშავეები არიან, იმისდამიუხედავად, რომ სინდისი ამხელს მათ საქმეებს. ემადლიერები თუ არა ღმერთს შენი სინდისისთვის - რომ მორალური კანონის ანაბეჭდი შენს შიგნით არის?ავარჯიშე შენი სინდისი ღმერთის სიტყვით და ჩამოაყალიბე ისინი უფლის სიყვარულის აზრებით. დაე დაგიცვას და მიმართულება მოგცეს უფლის ნებისკენ, რათა ღირსეულ ადამიანად იქცე, რომელიც სარგებლიანი იქნება ყველა კეთილ საქმეში.მაშინ აღარ იქნება გასამართლებული საბოლოო სასამართლოზე, რადგან ცხოვრობ უფლის ხმასთან შეთანხმებაში, რომელიც ჟღერს შენს გულში!

მაგრამ, თუ შენ არ დაიწყებ უფლის სიტყვაში ჩაღრმავებას და არ განთავისუფლდები სინდისის მხელისგან, არამედ უფრო მეტად გაჯიუტდები და დაიწყებ საკუთარი თავის მართლებას, მაშინ ბოლო დღეს შენი სინდისი აღდგება შენ წინააღმდეგ და გაგასამართლებს უფლის სიმართლით! შინაგანი დაძაბულობისგან განთავისუფლება მხოლოდ ერთი გზით არის შესაძლებელი, მიეშურო რა სახარებას, რომელშიც ჭეშმარიტებები იხსნება იმის შესახებ, რომ შენი მოსამართლე თავად გახდა შენი მხსნელი! მოდი იესოსთან ყოველგვარი ყოყმანისა და შეყოვნების გარეშე, და შენ იპოვი შენი სულისთვის სიმშვიდეს!

ცნობილია თუ არა შენთვის, რომ მოსამართლის სახელი ბოლო ღვთის სასამართლოზე უბრალოდ „ქრისტე“ კი არა, „იესო“ იქნება? განსვხავება ამ ორ სახელშ მდგომარეობს იმაშ, რომ სახელი „იესო“ - მისი საკუთარი სახელია, ხოლო „ქრისტე“ (ცხებული) - მისი მისიის ზუსტი აღწერაა. იესო - „ცხებულია“, სავსე ღვთის ნიჭებითა და თვისებებით, რომელსაც აქვს ძალაუფლლება გასამართლების და ხსნის!

ამიტომაც მოციქულმა შეძლო განეცხადებინა, რომ ღმერთი გაასამართლებს მთელ ქვეყნიერებას ყველა თავისი საიდუმლოებებითა და საქმეებით, იესოს სახარების მიხედვით, რომელსაც პავლე ქადაგებს. რადაც არ უნდა დაგიჯდეს, უნდა გაეცნო სახარებას, რომელიც პავლემ გადმოგვცა რომაელთა მიმართ წერილებში იმიტომ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშნელოვანი ბოლო სასამართლოზე!

ლოცვა: წმიდაო ღმერთო, ჩემზე უკეთ შენ იცნობ ჩემ პიროვნებას! ყველა ჩემი საქმე ღიაა შენ წინ! ვაღიარებ ჩემს ცოდვებს და გთხოვ გამიხსენი ჩემი საიდუმლო ბოროტი საქმეები, რადგან შევძლო მათ იქამდე გამოტანა შენ შუქზე, ვიდრე დადგება სასამართლოს საშინელი დღე! მაპატიე თუკი უმალ არ მოვისმინე ჩემი სინდისის ხმა და ჩემდაუნებურად გადავაბიჯე შენ სიტყვას! მომეცი გადაწყვეტილების უნარი და ძალა შევასრულო შენი დავალება შენი სიყვარულით!

კითხვა:

  1. როგორ გაასამართლებს უფალი წარმართებს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 09:59 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)