Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 019 (Man is Saved not by Knowledge)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 1- მთელი მსოფლიო ცოდვაშია და ღმერთი ყველას ასამართლებს სამართლიანი სასამართლოთი (რომაელები 1:18 - 3:20)
2. ღმერთის რისხვა იუდეველებზე (რომაელები 2:1 - 3:20)

გ) ცოდნა კი არა რჯულის შესრულება იძლევა გადარჩენას (რომაელები 2:17-24)


რომაელთა 2:17-24
17 აჰა, შენ გქვია იუდეველი, და დანდობილი ხარ რჯულზე და იკვეხნი ღმერთით, 18 იცი მისი ნება, არჩევ უკეთესს, ვინაიდან რჯულიდან გაქვს ნასწავლი. 19 და გჯერა, რომ ბრმების მეგზური ხარ და ნათელი ბნელში მყოფთათვის, 20 უგუნურთა დამრიგებელი და ჩვილთა მოძღვარი, რომელსაც ცოდნისა და ჭეშმარიტების სახე აქვს რჯულში. 21 როგორაა, სხვების მასწავლებელი, საკუთარ თავს რომ არ ასწავლი? 22 ჰქადაგებ - არ მოიპაროო, - და იპარავ! ამბობ - არ იმრუშოო, - და მრუშობ! კერპები გეზიზღება და საკერპოებს ძარცვავ? 23 რჯულით იკვეხნი და რჯულის დარღვევით ღმერთს უპატიოჰყოფ. 24 რადგან თქვენი გულისათვის, როგორც წერია, ღვთის სახელი იგმობა წარმართებში.

ღმერთმა აბრაამის შთამოავლობას მისი კანონით მართვის უფლება მისცა - წმიდა კანონით, რომელიც მოწმობს ღმერთის ქებასა და დიდებაზე. იუდეველები მიხვდნენ ამ კანონის ფასს და სჯეროდათ, რომ ამ კანონს მათი ზეცამდე მიყვანა შეეძლო, თუმცა სინამდვილეში ეს კანონი მხოლოდ ღვთის რისხვას და სასამართლოს იწვევდა მათ თავზე!

პავლე იუდეველთა დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობდა. ღვთიურმა გამოცხადებამ, უდაბნო გამოვლილ ერს მისცა დამაჯერებლობა, იმედი და სიამაყე, ვინაიდან მათ შეიცნეს ღმერთი და მისი ნება, ისწავლეს რა ცხოვრების საუკეთესო გზა და გახდნენ მასწავლებლები და სინათლე სხვა წარმართთათვის!

სხვა მხრივ, რომ შევხედოთ, ეს ღვთიური გამოცხადება ნათლად მიუთითებდა მათ იმაზე, რომ კანონს არ შესწევს ადამიანების შეცვლის ძალა. იუდეველებმა დანამდვილებით იცოდნენ თავიანთი მოვალეობები კანონის წინაშე, მაგრამ არ ასრულებდნენ მათ! მათ შეიცნეს ღვთის საიდუმლოებანი, მაგრამ არ ცხოვრობდნენ ამ საიდუმლოებების მიხედვით! ბევრმა მათგანმა, საკუთარი რკინის თავისუფლებით გარეგან ღვთისმოსაობას მიაღწია, რომელიც კანონზე იყო დაფუძნებული, მაგრამ უფლის ნებამ მაინც ვერ შეაღწია მათ გულში.

შესაძლოა ისინი არავის არაფერს პარავდნენ, მაგრამ მათ გულში სიძუნწემ დაისადგურა. და შესაძლოა ისინი გარეგნულად არ მრუშობდნენ, მაგრამ შინაგანად უწმიდურებით იყვნენ აღსავსე. მათ ათასჯერ გადააბიჯეს კანონს, ყველაზე გულმოდგინეებს რწმენაში, პავლესაც კი, სანამ ქრისტეში მოვიდოდა, სიყვარული არ გააჩნდა. ყველა ეს ცოდვა მეტყველებს უფლის უკუგდებასა და მის წმიდა სახელის შეურაცხყოფაზე!

პავლე, როგორც ქრისტიანი იუდევლური წარმომავლობით, აღნიშნავდა, რომ ყველა ის უპირატესობა თავისი ერისა იყო დიდების მანიით შეპყრობისგან შორს. ამიტომაც სრული უფლება ჰქონდა თავისი ერის საიდუმლოებებისა და ცოდვების გამოაშარავების უფლება, რათა მათი ცოდვების შუქცე, მათივე ადამიანური სამართლიანობა გაუფასურებულიყო! არ არსებობს იმაზე უფრო მძიმე დადანაშაულება ერის წინააღმდეგ, ვიდრე იმის განცხადება, რომ მათ გამო იბღალება უფლის სახელი! ეს ჭეშმარიტება ასევე ამტკიცებს იმას, რომ ისინი არ არიან ღირსნი და მათ არ აქვთ უფლება მოუწოდონ სხვა ერებს კანონის შესრულებისკენ! უფრო მეტიც, ისინი დაბრკოლება გახდნენ წარმართთათვის და ხალხს ხელს უშლიან, რომ რწმენაში მოვიდნენ! კარგი იქნებოდა, რომ შეგვეძლოს დღეს ჩვენს ერში ერთგული მოწმეების პოვნა, როგორიც პავლე იყო, რომლებიც არ უარყოფდნენ რა თავის უპირატესობას და ამავდროულად მოხსნიან ყველას ჩვენი გახრწნილი საზოგადოებიდან ღვთისმოსაობის ნიღაბს, რათა მათ სხვა არჩევანი არ დარჩეთ, გარდა მონანიებისა!

შესაძლოა ასამართლებს აბრაამის შთამოავლობას? გაფრთხილდი! ისინი შენზე ცოდვილები არაფრით არ არიან!

ღმერთმა გასაგებად და ერთმნიშვნელოვნად ბრძანა: „იყავით წმიდა, როგორც მე ვარ!“ ხარ თუ არა ნამდვილად წმიდა და სრულყოფილი ქრისტიანი, როგორი წმიდაცაა შენი ზეციერი მამა? ანათებს თუ არა შენი შუქი ადამიანთა წინაშე ისე, რომ ხედავდნენ შენ კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ შენ ზეციერ მამას იმისთვის, რომ მან ასე რადიკალურად შეცვალა შენი ცხოვრება? თუ შენი მეგობრები ამცირებენ შენ რწმენას, რადგან მათზე უკეთესი არაფრით ხარ, რომლებიც უარყოფენ ქრისტეს გამოსყიდვას? ილახება თუ არა შენ გამო ღმერთის სახელი? თუ ჩვენი ზეციერი მამა ჩანს შენ თავმდაბლობასა და სიყვარულში?

ლოცვა: უფალო, დიდებულო და წმიდაო, ჩემი დანაშაული იმაზე დიდია, ვიდრე შემიძლია წარმოვიდგინო, ჩემი დაუმორჩილებლობისა და თვალთმაქცობის გამო ბევრი ადამიანი ჩავარდა ურწმუნოებაში! მაპატიე, თუ კი ადამიანები ბღალავენ შენ სახელს, რადგან არ ვცხოვრობ ქრისტიანული ცხოვრებით! მაპატიე სიყვარულის, სისუფთავის და მოთმინების უკმარისობისთვის! მომაშორე იესოს სახელით ყოველივე, რაც ჩემში შენ ხატებას აქრობს! დაე ადამიანებმა ჩემი მეშვეობით შენ დაგინახონ და დაე განდიდდი ყველა შენ სიტყვებში, რომელიც ჩემი ბაგეებით იქნება წარმოთქმული და ყველა ჩემს მოქმედებაში! მიხსენი საკუთარი თავისუგან, ჩემი უძლურებისგან, ჩემი სამარცხვინო საქციელებისგან და ბოლომდე გამწმიდე!

კითხვა:

  1. რა უპირატესობას ანიჭებს კანონი იუდეველბს და რითი ავალდებულებს მათ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 10:02 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)