Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 017 (He who Judges Others Condemns Himself)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 1- მთელი მსოფლიო ცოდვაშია და ღმერთი ყველას ასამართლებს სამართლიანი სასამართლოთი (რომაელები 1:18 - 3:20)
2. ღმერთის რისხვა იუდეველებზე (რომაელები 2:1 - 3:20)

ა) ვინც სხვებს ასამართლებს, ის ასამართლებს საკუთარ თავს (რომაელები 2:1-11)


რომაელთა 2:6-11
6 რომელიც ყოველს თავისი საქმეების მიხედვით მიუზღავს: 7 მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელობას - საუკუნო სიცოცხლეს; 8 ხოლო მათ, ვინც ანგარია და არ ემორჩილება ჭეშმარიტებას, არამედ უმართლობას გადაეცა - რისხვასა და გულისწყრომას. 9 ჭირი და შევიწროება ყოველ ადამიანზე, ვინც ბოროტს სჩადის - ჯერ იუდეველს და ასევე ბერძენსაც. 10 ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა სიკეთის ყოველ მქნელს - იუდეველს ჯერ, და ბერძენსაც. 11 რადგან ღმერთთან არ არსებობს პირმოთნეობა.

ძვირფასო ძმაო, იცი თუ არა უფლის სასამართლოს პრინციპები? მთელი სამყარო მიზანმიმართულად ისწრაფის დასასრულისკენ, მაგრაამ გონიერი ადამიანი იღებს გადამწყვეტ ნაბიჯებს, ემზადება რა უზენაესი მოსამართლის წინაშე წარსადგომად. მადლის მოციქული გარკვევით გვასწავლის, რომ ადამიანთა ბოროტი და კეთილი საქმეები განხილული იქნება ბოლო დღეს და მათზე დაყრდნობით იქნება გამოტანილი განაჩენი ყველა ადამიანისთვის! ქრისტეს ერთმნიშვნელოვნად თქვა მათეს 25-ე თავში, რომ ღმერთისთვის საამური საქმეებია - გაუწიო დახმარება დამცირებულს, ღარიბსა და ამ ქვეყნად არაფრით გამორჩეულ და მნიშნელოვან ადამიანს! ქრისტეს არ უხსენებია ლოცვები, მარხვები და მომლოცველობა , არამედ კეთილ საქმეებზე გაამახვილა ყურადღება, როგორც გაწეული წყალობა გაჭირვებულებისთვის!

შენი გაკეთებული სიყვარულის საქმეები, დაფარულშ, მეტყველებზე იმაზე თუ როგორი ადამიანი ხარ: გულქვა, ამპარტავანი, ადამიანი ვისაც თავი მოაქვს ყველაზე მაღლა, ზემოდან უყურებს ობლებსა და ქვრივებს, თუ გულმოწყალე, შემბრალებელი, ქრისტეს სიყვარულით აღძრული, რათა შენში იყოს ეს სიყვარული რეალური? სასამართლოზე შენ მიიღებ მხოლოდ შენი სიყვარულის საქმეების სანაცვლოს და არა თაყვანისცემისთვის, რელიგიური რიტუალებისთვის, რომელთაც ასრულებდი!

პავლე მიგვითითებს ღვთის სიყვარულის გადმოღვრის ჩვენ გულში, ერთი გზისკენ: რათა დავუახლოვდეთ ღმერთს და გარდავიქმნათ მის მოწყალებაში აუცილებელია მთელი ჩვენი აზრების კონცენტრირება მის დიდებაზე და რაც მთავარია, არ ვიღწოდეთ ხრწნადი სიმდიდრისა და დროებითი პატივისკენ. ვინც ნამდვილად ეძებს უფლის დიდებას, ის საკუთარ სიამაყეს ამარცხებს და არ იღებს დიდებას. მოინანიებს რა, ის ხსნის გულს უფლის პატიებისთვის და უფლის წყალობას ეჭიდება, როგორც ფარს! ყველას, ვისაც ნამდვილად ესმის, რომ მოკვდავია, სწყურია საუკუნე სიცოცხლე და მას რწმენით ღებულობს. ასეთ ადამიანი მარადიული სულის ჩანაფიქრების ასრულებაში მონაწილეობს! ასე, რომ გაფრთხილდი! ვინაიდან შენი საქმეებით კი არ გადარჩები, არამედ ღმერთსიეკნ სწრაფვით შენ უძლურებაში, შენ ძალას მისგან იღებს, და მისი სიყვარული გარემოგიცავს, აღგძრავს რა სიყვარულის საქმეების საკეთებლად! მოძებნე ღმერთი და მარადიულად იცოცხლებ!

ადამიანი ბოროტებას სჩადის იმიტომ კი არა, რომ დაბადებულია რისხვის ჭურჭლად, ან ცოდვა შუბლე აწერია, ან თუნდაც იმიტომ, რომ უფალმა ასეთი განგება და ბედისწერა არგუნა, არამედ იმიტომ, რომ მას უბრალოდ არ უნდა ჭეშმარიტების მორჩილება! ბოროტი საქმეები ხშირ შემთხვევაში, უცებ არ კეთდება, არამედ ის იწყება ბევრი შეცდომის და გადახვევების ნიადაგზე! როდესაც უღირსად ვიქცევით, ჩვენი სინდისი გვაწუხებს და გვამხელს, რათა შევწყვიტოთ სულიწმიდის დანაღვლიანება! თუმცა ისინი ვინც ჯიუტად ეწინააღდეგებიან სულიწმიდას და უკუაგდებენ უფლის ხმას, მიეცემიან რა დაუმორჩილებლობის სულს, ურცვად ჩადიან ბოროტ საქმეებს და საბოლოოდ ახშობენ საკუთარ სინდისს! ჩვენი ბოროტი საქმეები გამომდინარეობს ჩვენი სისუსტისგან, ვკითხულობთ რა ცუდ წიგნებს, ვუყურებთ ბინძურ ფილმებს, ვურთიერთობთ ცუდ ადამიანებთან, და უფრო მეტიც, ჩვენ გულში ბოროტ ფიქრებსა და ფანტაზიებს ვუშვებთ!

ვინც უფლის სულს უკუაგდებს, ის თავისთავად იწვევს სასამართლოს და გასამართლებას, ვინაიდან ამითი აღიზიანებს უფალს, ამბობს რა მის ნიჭებსა და ტალანტებზე უარს! ხარ თუ არა ქრისტეს ძალაში, მისი სიყვარულის სიმაღლეზე, თუ სამართლიანი მოსამართლის რისხვის ქვეშ ხარ? შენ აუცილებლად მოგიწევს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მზად იყავი სამსჯავროს დღისთვის, რომელ დღესაც ბოროტება და სიკეთები ერთმენეთისგან განირჩევა!

პავლე, ამბობდა რა, რომ უფალი პირველ რიგში გაასამართლებს იუდეველს, აქ გულისხმობდა იმას, რომ მათ დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდათ დაკისრებული ძველ აღთქმაში და ამიტომაც უფალი პირველ რიგში მათ საქმეებს განიხილავს ყურადღებით! და მათგან, ვინც სულიწმიდის მმართველობით მიუახლოვდა ღმერთს, შევლენ მარადიულ დიდებაში, ხოლო ისინი ვინც ჯიუტად დარჩნენ გულქვები, პირველები მოხვდებიან გეენას ცეცხლოვან ტბაში, ვინაიდან არ მისცეს სულიწმიდას საშუალება შეეცვალა მათი სული!

ყველა ერი მიიღებს უფლებას წარსდგეს უფლის წინაშე - ბერძნები, მონღოლები, შავკანიანები და სხვები, ვინაიდან ყველა ერის შემოქმედისთვის მიუღებელია ადამიანური დაყოფები და მისთვის ყველა თანაბარია! მდიდრები და ცნობილები, მთელი მსოფლიოს ვარსკვლავები დაკარგავენ თავიანთ სიკაშკაშეს უფლის დიდებულების წინაშე, ვინაიდან ჩვენ, ყველანი - არაფერი ვართ სამყაროს შემოქმედთან შედარებით! მართალი დედების და უბრალო ძმების დიდება გადააჭარბებს მსოფლიოს წამყვანების, ეპისკოპოსების და სხვა „დიდებულების“ დიდებას.

ღმერთი განგვსჯის ყველას თავისი სიიყვარულის საზომით. ვინც ყოველთვის მოდიოდა თანხმობაში უფლის სიყვარულისამებრ გარდაქმნილიყო, ის მიღებული იქნება. ხოლო ვინც ეწინააღმდეგებოდა მას და საკუთარი თავი მეტად უყვარდა, ვიდრე სხვები, მოშორებულ იქნება უფლის თვალებს. დიახ, უფალი ერთგული და სამართლიანია და მასში არ არის მიკერძოება!

მართალია, რომ თავისთავად არავინაა მართალი ან გულმოწყალე, როგორც ღმერთი! თუმცა ის ვინც წყალს სიყვარულის სათავედან იღებს, ის მართლად გარდაიქმნება, ვინაიდან ყველა ვინც ზეციერ მამას ეძებს იცვლება მისი ძალის წყალობით! ნურც იმას იფიქრებ, რომ ეს გარდაქმნა და კეთილი საქმეებისთვის მზადება მალე მოხდება, ვინაიდან ამაყ „მე“-ზე გამარჯვებას დრო სჭირდება. და არც თუ ისე ბევრს უნდა მათი მსახური გახდეს, ვინც ძალიან დაეცა! ამიტომაც იესომ მაგალითი მოგვცა: ის ჭამდა მრუშებთან და ბენაჟეებთან ერთად, რათა უკუვაგდოთ ჩვენი სასტიკი გული და უფრო ნაზი გული გვქონდეს, რომელსაც ეყვარება ცოდბვილები ისე, როგორც ღმერთს უყვარს ისინი!

გსმენია თუ არა როგორ ჯილდოს მიიღებენ ისინი, ვინც მოთმინებით იქნებიან სიყვარულის საქმეებში ბოლომდე? უფალი მოაქცევს თავის განსაკუთრებულ დიდებაში ყველას, ვინც გახსნილია მისი მადლის სულისთვის! ამის მიხედვით უფლის საბოლოო მიზანია არანაკლებია მის საწყის განაზრახზე! მან შექმნა ადამიანი თავის მსგავსად და ხატად, სურდა რა მისი, როგორც ჭურჭლის ავსება ყველა დიდებული თვისებებით, რომელიც მას გააჩნია! და უფალი პატივს მიაგებს ყველას, ვინც შევიწროებულს წყალობს! მისი მშვიდობა ავსებს ყველა სიმართლისთვის დევნილის გულებს!

სასამართლოს მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ განაცალკევოს ღმერთის მოყვარულები, ვინც მის დიდებაში სიხარულით გარდაიქმნენნ, მათგან ვინც გული გაიქვავეს, არ უპასუხეს რა სულიწმიდის ძახილს და სამუდამო სატანჯველში ჩაეფლობიან! არ მოტყუვდე, ღმერთს ვერ შეურაცხყოფთ, რადგან ვინც რას დასთესს, მასვე მოიმკის!

ლოცვა: უფალო როგორ ნაკლებადაა ჩემში სიყვარული და ჭარბად ეგოიზმი! მე უწმიდური ვარ შენ იწნაშე, როგორც ჩემი ოჯახი, და ისევე როგორც ჩემი მეგობრები! მაპატიე ჩემი ცოდვები და ამიხილე თვალები შენი სიყვარულის საქმეების საკეთებლად! დამეხმარე მსხვერპლგამღები ვიყო და შევძლო გავიმარჯვო საკუთარ თავზე, რათა კეთილი საქმეების კეთება ძალმიძდეს, რადგან ჩემში სიკეთე არ არის! მიხსენი საკუთარი თავისგან! დაე შენმა სიყვარულმა აავსოს ჩემი გული, რათა ვეძებო შეურაცხყოფილი ადამიანები, ვიჯდე მებაჟეებთან ერთად, მიყვარდეს და ვაკურთხებდე მათ, როგორც შენ ეძებდი დაკარგულებს, რათა გადაგერჩინა ისინი!

კითხვა:

  1. უფლის რა პრინციპებით იქნება ჩატარებული ბოლო სასამართლო დღე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 09:58 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)