Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 015 (He who Judges Others Condemns Himself)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 1- მთელი მსოფლიო ცოდვაშია და ღმერთი ყველას ასამართლებს სამართლიანი სასამართლოთი (რომაელები 1:18 - 3:20)
2. ღმერთის რისხვა იუდეველებზე (რომაელები 2:1 - 3:20)

ა) ვინც სხვებს ასამართლებს, ის ასამართლებს საკუთარ თავს (რომაელები 2:1-11)


რომაელთა 2:1-2
1 ამიტომ თავს ვერ გაიმართლებ შენ ადამიანო, ყოვლის განმკითხველო, რადგან რის გამოც სხვას განიკითხავ, შენს თავს სდებ მსჯავრს, ვინაიდან იმასვე სჩადიხარ, რისთვისაც განიკითხავ. 2 ჩვენ კი ვიცით, რომ ჭეშმარიტების მიხედვით არის ღვთის სამსჯავრო ამის ჩადენისათვის.

ჭეშმარიტად, ცოდვის გვირგვინი - თვალთმაქცობაა! თუმცა ადამიანებმა ზუსტად იციან, როგორი ბოროტებიც არიან უფლის სიწმიდესთან შედარებით, ისინი მართლებად, ბრძენებად და ღვთისმოშიშებად აჩვენებენ თავს, ასევე თავს მაგალითად თვლიან, რომლებიც ღრმა პატივისცემას იმსახურებენ. თავიანთ თვალთმაქცობაშ სხვებს ასამართლებენ, აშკარა ცუდ დამოკიდებულებას გამოხატავენ სხვების მიმართ, თითქოს საზოგადაობისგან უარყოფილნი იყვნენ!

თუმცა პავლე ადამიანის სიამაყეს ამსხვრევს, თვალთმაქცობისა და ტყუილის ნიღაბს ხსნის და გაჩვენებს შენ, რომ ვერ ამჩნევ ჭეშმარიტებას! შეისაძლოა შენ იცნობ მატყუარა ადამიანებს, მაგრამ სინამდვილეშ შენ მასზე უფრო მატყუარა ხარ! შესაძლოა გინახავს მკვლელები, მაგრამ შენ - მათზე უარესი მკვლელი ხარ შენ სიძლვილში! ის სახე, რომელსაც ირგებ და გინდა ეჩვენო სხვებს - არის სიცრუე! და უფლის სული ამისთვის გაგასამართლებს! ის პირველ რიგში დაიწყებს მათგან, რომლებიც თვალთმაქცურად ცდილობენ სხვებზე უკეთესები გამოჩნდნენ - ცოდვილი და ბნელი ერში! მაგრამ იესო ხომ უცოდინრებსა და ბნელებს არ გაუკვრიათ ჯვარზე, არამედ განსწავლულმა მწიგნობრებმა, რჯულის მცოდნეებმა, რომლებიც მკაცრი სახით დადიოდნენ, ღვთისმოსავ მანტიებში, ხოლო შიგნიდან როგორც შეთეთრებული სამარხები არიან!

ღმერთი არა მხოლოდ შენი საქციელების გამო გაგასამართლებს, არამედ შენი აზრების, განზრახვებისა და სურვილების მიხედვითაც. შენ ბავშვობიდან ოცნებობ ღმერთის გარეშე და შენი ოცნებები ბოროტია! სგულის სიღრმეში - ეგოისტი ხარ და ამიტომაც ღდგები უფლის წინააღმდეგ, ეწინააღმდეგები მის მიზნებს, მის მცნებებს გადადიხარ და სხვა ადამიანებს ამცირებ! შენ მრუშობ სულით და შენ შემოქმედს შორდები! შენი გონებიდაცნ ცუდი აზრები გამოდის! საბოლოო სასამართლოზე შენ შენს სიტყვებს მოისმენ, შენ საქციელებს დაინახავ, რომლებიც ბოროტი განზრახვით ჩაიდინე. მაშინ შიშიგან ცახცახს დაიწყებ და ვერაფერს იტყვი, ვინაიდან ცოდვილი და ყალბი ხარ! ამიტომაც აჯობებეს აღიარო შენი ბოროტი განზრახვები, და სხვა ცოდვილებს ნუ დაამცირებ! შესაძლოა ძალიან ბოროტი მეზობელი გყავს, მაგრამ ეს შენ არ გამართლებს შენს ბოროტებაში! შენ შენი ცოდვების გამო დაიღუპები იმიტომ, რომ პასუხისმგებელი ხარ ღმერთის წინაშე ინდივიდუალურად! შეიცანი საკუთარი თავი, როგორი დამნაშავეც ხარ უფლის სიწმიდის შუქზე!

შესაძლოა შენ არ ღებულობ ამ მწარე სიტყვებს ან იღებ მაგრამ არა გულით, და არ ცდილობ შენი სიამაყის მომტვრევას ცრემლითა და მონანიებით! ამ შემთხვევაშ იცოდე, რომ საკუთარი მდგომარეობის გაუგებრობა ვერ გიხსნის ღვთის სასამართლოსგან! ჩვენს სამყაროში ადამიანები გარკვეულ უფლებებს ფლობენ და არსებობს ასევე გარკვეული კანონები, რომელთა დარღვევაც ისჯება სასამართლოს მიერ. მაგრამ საუკუნო, დიდიებულ სასამართლოს აქვს თავისი კანონები, რომლის მიხედვითაც განვისჯებით და როგორც ჩანს ყოველთვის არ ვეკიდებით ამას სრული პასუხისმგებლობით. სხვადასხვა რელიგიები სამყაროში სხვადასხვანაირად ასწავლიან სამსჯავრო დღის შესახებ: ალ-კარია ან შედეგების შეჯამების დღე. მხოლოდ ათეისტები უარყოფენ იმ ჭეშმარიტებას, რომ ერთ დღესაც ჩვენ წავრდგებით სამსჯავროზე ღმერთის წინაშე. იმ დღეს შენი საიდუმლო აზრები, სიტყვები და სურვილები გაიხსნება და მოგიწევს ანგარიშის ჩაბარება ყოველი უქმი სიტყვისთვის, ყოველი ფუჭად გახარჯული თეთრისთვის, ყოველი წუთისთვის, რომელიც ღმერთის სადიდებლად არ გამოგიყენებია, ვინაიდან შენ - ღმერთის ნიჭების მმართველი ხარ, და ყოველივეს გამო მოგთხოვს, რაც ჩაბარებული გქონდა! ღმერთის დიდების სხივები, გააშუქებს შენ შნაგანს, შენ წარსულსა და გახდის ცხადს ყველაფერს შენს შესახებ! და შენ წარსდგები უზენაესი სასამართლოს წინაშე!

ლოცვა: უფალო წმიდაო, შენ საუკუნო და სამართლიანი ღმერთი ხარ, მე კი - დაღუპული დამნაშავე! მაპატიე იმის გამო, რომ სამართლიანად მომქონდა თავი! გახსენი ჩემი გული და დაე შენმა შუქმა გამოდევნოს იქიდან ყოველი უწმიდურება! მე ვაღიარებ შენ წინაშე ყველა ჩემ ცოდვას, გევედრები: მომეცი შენი სიყვარულის სული, რათა არავინ უკუვაგდო, არ გავნვიკითხო და არ მძლდეს ვინმე, არამედ შენი სულის ძალით მესმოდეს, რომ მე თავად - პირველი ცოდვილი ვარ! შენი წყალობით შემიწყალე და გაანადგურე ჩემში სიამაყისა და წყენის ნარჩენები, რათა გულით თვინიერი და თავმდაბალი გავხდე!

კითხვა:

  1. რატომ გამოაქვს განაჩენი საკუთარი თავისთვის მას, ვინც სხვას ასამართლებს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 09:57 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)