Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 014 (The Wrath of God against the Nations)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 1- მთელი მსოფლიო ცოდვაშია და ღმერთი ყველას ასამართლებს სამართლიანი სასამართლოთი (რომაელები 1:18 - 3:20)

1. ღმერთის რისხვა ყველა ერზე (რომაელები 1:18-32)


რომაელთა 1:29-32
29 აღვსილნი არიან ყოველგვარი უმართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღრობით. 30 ცილისმწამებელნი, ღმერთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარნი, ბოროტგანმზრახველნი, მშობლების ურჩნი, 31 უგუნურნი, ვერაგნი, არასანდონი, არამოყვარულნი და ულმობელნი. 32 იციან მათ ღმერთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ; მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც უწონებენ.

პავლემ ეს უარყოფითი თვისებები და სულიერი ნაკლესი იმიტომ კი არ ჩამოთვალა, რომ ფილოსოფიური მსჯელობები დავიწყოთ ან სხვები გავასამართლოთ, არამედ ჩვენ თავებს შევხედოთ და დავინახოთ ჩვენი დამალული მხარეები. ვინც შემოქმედის გარეშე ცხოვრობს, ის ბოროტებითა და უმართლობით ივსება, ვინაიდან ბოროტი სული წარმოქმნის სხვადასხვა ბოროტების ნაყოფებს მათ გულებში, ვისაც სულიწმიდა არ ჰყავს. ადამიანი ან ქრისტეში ცხოვრობს ან ბოროტებაში, ვინაიდან ნეიტრალური მხარე უბრალოდ არ არსებობს!

როგორც ქრისტე, ასევე მისი მიმდევარი პავლე ფიქრობდა, რომ პირველი ცოდვა ეს მრუშობაა, ვინაიდან ის სუფთა სიყვარულის ძაფებს არღვევს და ანგრევს მეუღლეებს შორის ერთგულებას, რის შედეგადაც ოჯახში უღმერთოება მოდის და ყველას გულში, ვინც არ გაუხსნის ღვთის ძალას საკუთარ თავს, შედის ბოროტი სურვილი და გულისთქმა. ადამიანთა უმეტესობა - მრუშია: ზოგიერთი მხოლოდ გონებაში ან სიტყვებით, ზოგიერთი კი ქცევით. მოკლედ, განსხვავება დიდი არაა. იცნობ თუ არა საკუთარ თავს? სინდისი ნათლად გელაპარაკება. არ უარყო შენი წარსული, არამედ გახსენი და აღიარე ის, რაც გააკეთე.

იცი თუ არა რომ ღმერთის გარეშე ადამიანი მართალი ვერასდროს გახდება, არამედ უწმიდური ხდება. ყველა ჰუმანისტების სწავლება იმის შესახებ, რომ ადამიანს შეუძლია შედგეს პიროვნებად ღმერთის გარეშეც - ტყუილია! რა საჭიროა ეს ჰუმანური სწავლებები, სოციალური მომსახურეობები მაშინ, როდესაც ბოროტებამ და უკუღმართობამ ადამიანის არსებობის სიღრმეებში შეაღწია? ჩვენ მდგომარეობის გაუმჯობესება და მორალის სწავლა კი არ გვჭირდება, არამედ ახალ ქმნილებად გახდომა და გონებისა და გულის განახლება.

ყველას ვისაც ღმერთი არ უყვარს, უყვარს გული და აწყობს ცხოვრებას ამ ხრწნად „ღმერთზე“. ამ ადამიანებისთვის საბანკო ანაგრიშებზე დარჩენა ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავია, და მონების მსგავსად ფულს ემსახურებიან. ფული „ღმერთად“ იქცა, საითაც მიმართულია მათი აზრები და სურვილები. ამ „ღმერთის“ გამო ისინი სიკვდილამდე იბრძვიან, არ ინდობენ რა არც საკუთარ ცხოვრებას და არც დროს.

ყველას, ვისაც უკუღმართი გონება აქვს, ბოროტებით, ტყუილით, ამპარტავნობით, შურისძიებით და ფარისევლობით არიან სავსენი. ბოროტი ადამიანი აკეთებს სიბოროტეს, როგორც მტრებისთვის ასევე მეგობრებისთვის. ის კეთილად აჩვენებს მათ თავს, მაგრამ მის გულში გველების ბუდეა!

ბოროტი ადამიანი ხშირად შურიანია. ის არ ხარობს, როდესაც სხვა ადამიანი ღმერთის კურთხევებს იღებს, ვინაიდან თავად უნდა ამ სიმდიდრეების მიღება. ის ყოველთვის ყველაზე საუკეთესოსთვის იბრძვის, უნდა იყოს ყველაზე მდიდარი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი და ყველასგან პატივდადებული! სიძუნწე და შური - ეს ბოროტებათა უმარავლებოსი ფესვია. თანამედროვე კომერციული რეკლამა სწორედაც, რომ გათვლილია ასეთ შეუცვლელ სურვილებზე. იმისთვის, რომ გაყიდონ საქონელი, გაყიდვების მენეჯერები ცდილობენ ადამიანებში სიხარბის გრძნობა განავითარონ და შეაძენინონ რა ესა თუ ის ნივთი ნებისმიერ ფასად.

ბოროტების, შურის და სიხარბის სული აღძრავს ადამიანებს მკვლელობებისკენ და სხვების სიძულვილისკენ. იესო კი გვასწავლიდა, რომ სხვების უკუგდება, დამცირება და სიძლვილი - უდრის მკვლელობას. ვინაიდან მკვლელობის ჩადენის სურვილი უკვე მკვლელობაა. ღმერთის თავლში ჩვენ ყველა - მკვლელები ან მკვლელთა შვილები ვართ!

როდესაც ჩვენი მიზეზით ხდება ოჯახსა და საზოგადოებაში განხეთქილება, ეს სული მალე ჩვენი სიტყვებიდან და საქციელებიდნა იწყებს თავის გამოჩენას. არადა სულიწმიდა აღგვძრავს მშვიდობა ვატაროთ და უნდა შემრიგებლის როლი მოვირგოთ ორ მეომარ მხარეთა შორის, რათა მშვიდობისმყოფელები ვიყოთ. მოწინააღმდეგეთა შორის მღელვარებას და გაყოფას ქმნი თუ მშვიდობა მოაქვს, შეთანხმება და პატიება? ცეცხლზე ნავთს ასხამ თუ არა, თუ გსურს მტრობის ცეცხლი ჩააქრო?

თვალთმაქცობა ეშმაკის დამახასიათებელი თვისებაა და საერთოდ არ შეესაბამება ჩვენ ღმერთს. ყველა ვინც ეშმაკის გეგმებს ასრულებს, თვალთმაქცურად იზიდავს ადამიანებს ლაპამაზი სიტყვებით - ბოროტების ძეები არიან, ვინაიდან ღმერთის სულის ნაყოფი სამართლიანობაში, სიწრფელესა და სიმართლეშია. ხოლო სიცრუე და ყოველივე რასაც ის წარმოქმნის - დიდი ბოროტებაა!

ბოროტების ამ ნაყოფებში შედის ხმების გავრცელებაც, რომლებიც სხვა ადამიანებს არცხვენს, რათა თავად გამოჩნდნენ კარგები. ჩვენი ენა შხამითაა სავსე, ჩვენი ფეხები ბოროტი საქმეებისკენ მიისწრაფის, და ჩვენ მზად ვართ გამოვეყოთ საყვარელ ადამიანებს და წინ აღვუდგეთ ჩვენ ახლობლებს, ოღონდაც საკუთარი თავი გადავირჩინოთ და ავამაღლოთ ჩვენი პიროვნება!

ყოველი, ვინც ამ ყოველივეს სჩადის გააზრებულად თუ გაუაზრებლად ვერ იტანს ღმერთს. რადგან ვისაც ღმერთი უყვარს, მას ადამიანებიც უყვარს. როდესაც შენ უხეშად საუბრობ მათზე, ლანძღავ და ამცირებ, ეს შენივე სულია, რომელიც შენში ვლინდება. იფიქრე ვინმეზე, ვისაც უკუაგდებ ან გძულს და იცოდე, რომ შენ ის კი არა ღმერთი გძულს, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია, და ვინც სიყვარულში სუფევს ის ღმერთში სუფევს - სიყვარულის წყაროსთან შეთანხმებაში - პატიობს, აკურთხებს და უყვარს ყველა, ბოროტებიც და საზიზღრებიც, მტრებიც კი!

ეშმაკის თავისი შინაგანით ამაყია, ასევე ეს ადამიანებიც ამაყები არიან. გულში იციან თავიანთი ცოდვების შესახებ, დანაშულზე და ბოროტებაზე, მაგრამ ცდილობენ რა დამალონ ეს სიმართლე, ამაყობენ და იქებენ თავს, თავი სერიოზულ ადამიანებად მოაქვთ, არადა ყველაზე უბედური ადამიანები არიან, როგორც მეფეები. ნამდვილად ყველაზე უბედურები არიან, ვინაიდან თავიანთი გულისთქმებისა და სურვილების მონებად იქცნენ, სავსეები სიბოროტითა და ბოროტი ზრახვებით. ადამიანთა წინაშე ნიჭიერები და სერიოზულები ჩანან, მაგრამ როცა საკუთარ თავთან მარტო რჩებიან, მათ ესმით ღვთის განაჩენი: „გაუკუღმართებულ გონებას მიცემულნი!“

ბოროტი სული მათი ოჯახში დაუმორჩილებლობაში ვლინდება - ისინი არ ემორჩილებიან მშობლებს, არ ცნობენ მათ ავტორიტეტს, როგორც ღმერთის დაყენებულებს. ისინი უხეშად ითხოვენ თავისუფლებას, ფულსა და დამოუკიდებლობას, თავიანთ წესებს ადგენენ, ამავდროულად კი არანაირ მისწრაფებას არ გამოხატავენ მსახურების მიმართ, მსხვერპლიანობის მიმართ, სიყვარულისა და შრომის მიმართ. ამცირებენ რა თვიანთ მშობლებს, დასცინიან მათ გაუნათლებლობას, ფეხქვეშ თელავ იმ სიყვარულს, რომელიც მათ ცხოვრებამ მისცა, ვერ იგებენ რა, რომ სიბრძნის საწყისი - უფლის შიშია, სისულელის საწყისი კი - ცოდვა. ყველა, ვინც უფლის სულს არ ემორჩილება, ვერ იგებს რა როგორ უნდა იყოს, არამედ სამყაროს დაბრეცილი სათვალიდან უყურებენ, უარყოფენ რა ყველანაირ სტანდარტს, როგორც საკუთარი თავისთვის ასევე საზოგადოებისთვის!

ამ მდგომარეობაში ისინი ერთგულები ვე რიქნებიან, ამიტომაც არასანდო ადამიანებად ყალიბდებიან. ღმერთთან მჭიდრო ურთიერთობის გარეშე მათ არ შეუძლიათ ააგონ ახლო ურთიერთობები ადამიანებთან, ვინაიდან ადამიანი სწავლობს ერთგულებას, ფულის ერთგულებისგან. ყველა ვინც უღმერთოდ ცხოვრობს - დაკარგულები და საცოდავები არიან!

ჩვენი ღმერთი სიყვარული, წყალობა და შეწყნარებაა! ვაი მათ, ყველანაირი სიკეთის წყაროს მიტოვებისთვის, ვინაიდან ამის მერე გულქვები და თავინთ თავზე შეყვარებულები არიან. ძმაო, დაფიქრდი შენზე! გიყვარს თუ არა შენი მტრები? შემწყნარებელი ხარ თუ არა ღარიბების? იესო ძალიან ნაღვლიანობდა თავისი გზა აბნეული ერის გამო და წუხდა მათი ცოდვებისთვის. შენ კი განიკითხავ შენ ერს თ გიყვარს ის? იქნებ არ არის შენში ეს შემწყნარებლობა და გულისტკივილი, თუ ღმერთის სულმა შეგცვალა, და უფლის წინაშე, როგორც მღვდელმთავართან მიდიხარ და ევედრები მას წყალობის შესახებ მამ ცოდვილი ერისთვის?

ჩვენი ცოდვები უთვალავია, ზღვის ქვიშის მსგავსად. შეიცანი ღმერთი და შენ შეიცნობ საკუთარ თავს! ვინც ემიჯნება მისი შემოქმედის თვისებებს და მახასიათებლებს, ის ღირსია განკითხვისა და სიკვდილის! ყველა ადამიანი თავისი სიჭაბუკიდან მოყოლებული ბოროტია. შენი ცოდვებისა და დანაშაულებების გამო შენ წამიერ სიკვდილს იმსახურებ - ღვთის სიწმიდე ითხოვს შენ დაღუპვას! შენ არ გაქვს უფლება იარსებო! ადამიანის უფლებები - ეს სიცრუეა! ჩვენ არანაირი უფლებები არ გვაქვს! ერთადერთი უფლება, რომელიც ნებადართულია ჩვენთვის არის - ჩვენი ცოდვებისთვის სიკვდილის უფლება! შენ ამ დედამიწაზე დადიხარ, როგორც ადამიანებისგან სიკვდილი მისჯილი კი არა, არამედ როგორც ღმერთისგან! როდის შეცვლი შენ აზრებს და წრფელად მოინანიებს ღმერთის წინაშე?

თუ შენ საბოლოოდ არ მოინანიებ, ცოდვებიდან ყველაზე საზარელთან მიხვალ - მხოლოდ კი არ იფიქრებ, ილაპარაკებ და მოიქცევი უწმიდურად, არამედ გაიხარებ სხვა ადამაინების ბოროტების გამო! მაშინ სხვების დამცირებას და მოტყუებას დაიწყებ, მათ მოზიდვას ბოროტ საქმეებისკენ, ასწავლი უწმიდურ საქმეებს და აავსებ მათ სიკვდილის სულით. ნუთუ ის არ გყოფნის, რომ თავად ხარ ბოროტი აზრების მატარებელი? აუცილებელია მთელი საზოგადოების გახრწნა შენ გარშემო? შეხედე შენ თავს! ბედნიერი ხარ თუ არა შენი ცოდვების გამო? გსიამოვნებს თუ არა, რომ სხვა ადამიანებს ქვის გული აქვთ? ნუთუ მონანიების ცრემებლს არ ღვრი შენიდ ა შენი ერის ცოდვების გამო? მიგიყვნა თუ არა ღმერთის სულმა ჭეშმარიტ და წრფელ მონანიებამდე, თუ ჯერ კიდევ ამაყი ხარ?

ლოცვა: უფალო მაპატიე მე, ცოდვილს! შენ იცი, რომ ჩემი სისხლის ყოველი წვეთი ცოდვილია, და ჩე უჯრედებში უწმიდურებაა ჩადებული. მე - დაღუპული ადამიანი ვარ; შენი განსჯანი კი სამართლიანი, უფალო! გთხოვ არ იჩქარო ჩემზე რისხვის დატეხვა, არამედ სამართლიანად განმსაჯე! შემცვალე მეც და ყველა ჩემი ახლობებლი, რათა ჯოჯოხეთში არ მოვხვდეთ! მომეცი მე და ჩემ თანამებრძოლებს იმის შეცნობა, თუ როგორი ცოდვილები ვართ! დაგვეხმარე გულით შევიცვალოთ და გონებით ახალი ქმნილებები ვიყოთ! შენი წყალობით შეგვიწყალე და შენი სულიწმიდა არ წაგვართვა!

კითხვა:

  1. პავლე მოციქულის ცოდვათა ჩამონათვალიდან, თქვენი აზრით, რომელია ჩვენ დროში ყველაზე გავრცელებული?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 09:56 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)