Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 016 (He who Judges Others Condemns Himself)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 1- მთელი მსოფლიო ცოდვაშია და ღმერთი ყველას ასამართლებს სამართლიანი სასამართლოთი (რომაელები 1:18 - 3:20)
2. ღმერთის რისხვა იუდეველებზე (რომაელები 2:1 - 3:20)

ა) ვინც სხვებს ასამართლებს, ის ასამართლებს საკუთარ თავს (რომაელები 2:1-11)


რომაელთა 2:3-5
3 შენ კი ადამიანო, რომელიც ასამართლებ ამის ჩამდენთ და თვითონ იმასვე აკეთებ, ნუთუ გგონია თავი დააღწიო ღვთის სამსჯავროს? 4 თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, მოთმინებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სახიერებას მონანიებისკენ მიჰყავხარ? 5 ხოლო შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით შენთვისვე იხვეჭ რისხვას, იმ დღისთვის, როცა გამოცხადდება რისხვა და მართლმსაჯულება ღვთისა

იცი თუ არა, რომ ყველაზე საშინელი ცოდვა - მრუშობა არაა, არც სიამაყე და არც უფლისადმი სიძულვილი, არამედ თვალთმაქცობა? თვალთმაქცს თავი მართალ, სწორ და ღვთისმოშიშ ადამიანად მოაქვს, მაგრამ შიგნიდან უწმიდურებით, სიცრუითა და ტყუილითაა სავსე. უფალი ვერ იტანს თვალთმაქცობას - ის მოგხსნის სახიდან ნიღაბს და სააშკარაოზე გამოიტანს ხალხისა და წმიდა ანგელოზების წინაშე სიმართლეს შენ ცოდვებზე! იმიტომ, რომ შენ წმიდად აჩვენებდი მათ თავს ისე, რომ ვერც კი ხვდებოდი რამდენად უწმიდური იყავი! ნუ ელოლიავები მატყუარა იმედებს: როგორც კი მოხვდები მარადისობაშ ვერ გაექცევი სასამართლოს! რატომ ხვდება ადამიანთა უმეტესობა საკუთარ სიკვდილის შიშით და კანკალებენ ბოლო მკისას> რადგან იმ წამს ისინი ხვდებიან, რომ განვლეს უფასური ცხოვრება და აი სამსჯავროც ახლოსაა!

იმ დიდებული გასამართლების დღეს, უფლის წინაშე წარსდგება ხალხი ყველა ერიდან, შავი, ყვითელი, წითელი და ყავისფერი ფერის კანით, ქალები და კაცები, მონები და თავისუფლები. მაშინ გადაიშლება წიგნები და გამოაშკარავდება ადამიანების ყველა საქმე, სიტყვა და ფიქრები. და რამდენადაც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველა ყველაფერს იწერს და ჩამწერი ვიდეოთვალებია დამონტაჟებული, მაშინ არ გაგვიჭირდება წარმოვიდგინოთ, როგორც გვიყურებს და გვიცავს ჩვენი შემოქმედი, კითხულობს რა ჩვენ სინდისს, ვინაიდან იქ წერია ადამიანთა ცხოვრების ყველა წუთი. მარადისობაშ ხომ არ არის დრო, ე.ი. არაა სიჩქარეც! სამუდამო მოსამართლეს ექნება დრო, რომ დაკვირვებით გადახედოს შენ ცხოვრებას, და რამდენადაც არ უნდა შეეცადო დაიცვა საკუთარი თავი, დააბრალო სხვებს შენი შეცდომები, ან გადააბრალო პასუხისმგებლობა მშობლებსა თუ მასწავლებლებს, შენ ცოდვებზე პასუხს აგებ შენ, ვინაიდან ჭეშმარიტი დამნაშავე ხარ შენ და ღმერთი ამის გამო განგსჯის! მზად იყავი წარსდგე დიდიებული მოსამართლის წინაშე იმიტომ, რომ ვერ გაექცევი სასამართლოს საშინელ საათს!

ნეტა დღესვე გააცნობიერებდე, რამდენად უწმიდური ხარ უფლის დიდებულ შუქზე! მხოლოდ სინანული რა არის? მოიდრიკე მუხლი და აღიარე შენი ცოდვები უფლის წინაშე! უარყავი საკუთარი თავი და განსაჯე შენი ცოდვილი სული, არ ეცადო რა მისი გამართლება! აღიარე, რაც ჩაიდინე და არაფერი დაფარო შემოქმედისგან, ისედაც ხომ იცის შენი საიდუმლოებანი! აღიარე მის წინაშე შენი ბოროტი ზრახვები. მხოლოდ სრული მარცხი შენ საკუთარ „მე“-სთან მიგიყვანს სრულ გადარჩენამდე! აქლემისთვის უფრო იოლია გაძრომა ნემსის ყუნწში, ვიდრე ამაყისთვის სასუფეველში შესვლა!

ღმერთი გულმოწყალე და გამგებია, ის არც ბოროტი და არც სასტიკია! მას უყვარს მომნანიებელი ცოდვილები, რომლებიც გადამწყვეტად ტოვებენ ცოდვას, ვინაიდან იცის, რომ ყველა ადამიანი ცოდვილია და არ არის არავინ მართალი მის წინაშე! უფალი მომთმენია, სავსეა სიყვარულითა და სინაზით. თავისი წყალობის გამო არ ღუპავს ცოდვილებს, არამედ დროს აძლევს მონანიებისთვის. თუმცა მისი სამართლიანობა ითხოვს, რომ ახლავე დაისაჯოს ყველა, ხოლო მისი მადლი აძლევს შესაძლებლობას ადამიანებს მოინანიონ, ვინც უფლის სულგრძელბის წყალობით ჯერ კიდევ ცოცხალია! ყველაფრის მიუხედავად უფალს აქვს უფლება და ძალაც წამში გაანადგუროს ჩვენი პლანეტა დედამიწა. მაგრამ თავს იკავებს, ვინაიდან ვებრალებით, და არ ჩქარობს ჩვენ განსჯას, არამედ ყველას სთხოვს გარდაიქმნან გონებით და მობრუნდნენ მისკენ! მიმართე თუ არა მას მონანიებით, სთხოვე თუ არა მოეცა შენთვის ახალი გული და ჭეშმარიტი სული? თუ მის მადლს იყენებ შენი უწმიდური საქმეებისთვის? შენ სხვადასხვა ხრიკებით შესაძლოა ცდილობ დაუსხლტე უფლის სასამართლოს. ყოველი, ვინც არ მოკვდება საკუთარი თავისთვის და არ უარყოფს ცოდვილ ბუნებას, ის უკუაგდებს მას, ვისაც არ სზინავს და ვინც ფხიზლობს ჩვენ ცხოვრებაზე, რომელმაც ყველაფერი იცის ჩვენზე ყოველივე!

მყარად ჩაეჭიდე უფლის მადს და გადარჩენილი იქნები! ჩაწვდი მის წყალობასა და მადლს და შენ მარადიულ სიცოცხლეს მოიპოვებ! განაახლე შენი გონება, შეიცანი უფლის სიყვარული და შენ ჩაწვდები, ვინ არის ღმერთი: ის - გულმოწყალე მამაა, და არა სასტიკი ძალაუფლების მოყვარული! მან შეგქმნა საკუთარი ხატების მსგავსად, ჭეშმარიტად გიცნობს და იცის შენი სული. ის იცნობს შენ წინაპრებს და იცის შენი ცხოვრების გარემოება. ის ხედავს შენ ცდუნებებს და იცის შენი მოთმინების საძღვარი. ღმერთი სასტიკი არაა, ის მზადაა გაპატიოს და გაგწმიდოს თუ შენ მისცემ მას შენ თავს, შეიზიზღებ შენ ცოდვილ ბუნებას, აღიარებ მის წინაშე ცოდვებსა და დანაშაულებს და მტკიცედ გადაწყვეტ ერთხელ და სამუდამოდ დაამთავრო ცოდვასთან, იესოს სახელით!

ვაი შენ, თუ იცი უფლის წყალობისა და სიწმიდის შესახებ და არ ინანიებ! ამ შემთხვევაში შენი გული გაქვავდება და გონება გაუხეშდება. სულში ჯიუტი ადამიანი ეშმაკს ემსგავსება თანდათან და მას აღარ შეუძლია ღმერთს მიმართოს. მას აღარ ესმის ღმერთის მოწოდება, მასთან რთულად მიდი უფლის სიტყვების შინაარსი და ბიბლიის კითხვაც არანაირ ზეგავლენას არ ახდენს მასზე! მოინანიე და მობრუნდი ღმერთისკენ, სანამ ცოცხალი ხარ და შეგიძლია თქვა „დღეს“, სანამ ეს სამყარო არ დაგიტოვებია, და სამუდამოდ დაკარგავ რა გადარჩენის შანსს!

ასეთ ადამიანებისთვის, სასამართლოს დღეს არანაირი იმედი არ იქნება. იმ დღეს მიხდებიან, რომ მოვალეები იყვნენ უფლის წინაშე, რომ ფუჭად გახარჯეს მისგან მონდობილი სულიერი კაპიტალი და მას მხოლოდ საკუთარი ცოდვები, უწმიდურება სიძულვილი და უსამართლობა მოუტანეს! და რადგანაც არ მოინანიეს და არ მოისურვეს საკუთარი ცოდვების აღიარება და დანაშაულებანი, საუკუნოდ მოუწევთ საკუთარი დანაშაულის ტარება!

ლოცვა: წმიდაო ღმერთო! მომეცი სიბრძნე, რომ ყოველთვის მომქონდეს მონანიების ნაყოფი შენი სულიწმიდის მმართველობის ქვეშ! მომაქციე შენკენ, ვინაიდან ჩემი ძალებით მოქცევა არ არის სრულყოფილი! დამეხმარე, რომ არ ვისარგებლო შენი სიწმიდითა და სიყვარულით, არამედ აღავსე ჩემი მოთმინებით უკმარისობა შენი მოთმინებით! უფალო, ვიღუპები შენი სამართლიანი რისხვისგან! არ განმსაჯო შენ რისხვაში, არამედ აღმზარდე წყალობაში! დაამარცხე ჩემში ყოველივე სიამაყე ან სიამაყის მსგავსი. რათა მოვკვდე საკუთარი თავისთვის და ვიცხოვრო შენი მადლით! გამანთავისუფლე ყოველგვარი თვალთმაქცობისაგან და არ გააქვავო ჩემი გული! შენ - ჩემი მოსამართლე და მხსნელი ხარ, და მე გენდობი შენ!

კითხვა:

  1. რა საიდუმლოებებს გვიხსნის პავლე, ღვთიურ სასამართლოზე?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 09:58 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)