Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 012 (The Wrath of God against the Nations)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 1- მთელი მსოფლიო ცოდვაშია და ღმერთი ყველას ასამართლებს სამართლიანი სასამართლოთი (რომაელები 1:18 - 3:20)

1. ღმერთის რისხვა ყველა ერზე (რომაელები 1:18-32)


რომაელთა 1:24-25
24 ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმების უწმიდურებას, რათა თვითონვე შეებილწათ თავიანთი სხეულები ერთმანეთში. 25 რომელთაც ღმერთის ჭეშმარიტება სიცრუით შეცვალეს, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ!

ამ პირველ მუხლში ჩანს უფლის რისხვის პირველი საფეხური. წმიდა მოსამართლე ყველას ტოვებს , ვინც მას იცნობს მაგრამ პატივს არ მიაგებს, და ისინი თავიანთ გულის წადილებში ეფლობიან! ისინი სულიერად დაბრმავდნენ დაუმორჩილებლობის გამო, და უკვე ვეღარ ხედავ სამყაროს ცენტრში ღმერთს, არამედ ჰგონიათ, რომ ყოველივე მათ გარეშემო ბრუნავს, რადგან ყველას ვისაც ღმერთი არ უყვარს, ეგოიზმი იპყრობს! ასე იცვლება ამ უღმერთოების ცხოვრებაში ყველაფერი და მთავარი მიზანი ღმერთი კი აღარ არის, არამედ თავად, საკუთარი კეთილდღეობებით და სურვილებით გულში!

ადამიანის ვვნება როდესაც იმონებს მის ნებას, მაშინ მასზე ცოდვა იწყებს უფლობას, და ცხადი ხდება, რომ ცოდვა - უბრალოდ გონების წარმოსახვა კი არაა, არამედ მწარე სიმართლე, რომელიც ასევე ვლინდება სხეულში და ზეგავლენას ახდენს ქვეცნობიერზე. ცოდვების უმეტესობა ადამიანის სხეულის გარეთ ხდება, და აუწმიდურებს მას გარედან. ადამიანის სინდისი ყოველ უწმიდურებაზე რეაგირებს, ვინაიდან ყოველი უწმიდური საქციელი მასში ღმერთის ხატებას აფერმკრთალებს! შენი სხეული ხომ შექმნილია იმსახუროს სულიწმიდის დაძრად! ღმერთს უნდა, რომ შენში დაივანოს, მაგრამ რას აკეთებ შენ? რომელი სულია შენშ? როგორია იმ სულის ნაყოფი, რომელიც შენ გონებაშია: სისუფთავე თუ უწმიდურება? ნუთუ ასე თავისუფლად შეგიძლია დაამცირო შენი სული, რომელიც უფლის ხატადაა შექმნილი?

უწმიდურება ბევრნაირი შეიძლება იყოს. ღმერთის გარეშე ადამიანი ნივთების ჩვეულებრივი წყობისგან შორსაა და ყველაფერი არაბუნებრივის მონა ხდება. მას ყველაფერი დაუშვებელი, დასაშვები ჰგონია. როდესაც ღვთის სიმართლე მახინჯდება, ცოდვას ფართო გზა ეხსნება! ადამიანსთვის გაფუჭებული სინდისით სულერთია დადგენილი კანონები. ის გახრწნილი სურვილებით არის შეპყრობილი, აცდუნებს რა სხვებს და უწმიდურ გზაზე აყენებს. როგორი ფართო და ღრმაა ცდუნებების ზღვა, რომელიც სულიერი გახრწნილებით და წყევლითაა სავსე, ეს ცხოვრებაა, სადაც უფლის სული არაა! თავდაპირველად ადამიანს ცოდვა სასიამოვნო და სასურველი ჰგონია, მაგრამ შემდგომ ის გრძნობს ზიზღს ჩადენილის მიმართ, ასევე გრძნობს სირცხვილს და სინდისი აწუხებს. ასე, ბოლო სასამართლოზე ბევრი გაწითლდება სირცხვილისგან, როდესაც მათი უკუღმართობა ცხადი გახდება!

ცოდვის არსი - არ მდგომარეობს სქესობრივ გახრწნილებაშ, არამედ არასწორ თაყვანისცემაშ. ადამიანი, რომელიც ღმერთისგან პირს იბრუნებს, ის ანგრევს თავის შინაგან წყობას. შორდება რა ღმერთს ის კარგავს ორიენტირს! ყოველი, ვინც ღმერთს არ აღიარებს, უდადოდ იჩენს კერპებს, რადგან ადამიანს ორიენტირის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. არადა ყველა ადამიანური კერპი ხრწნადია, ხელთქმნილია! ნეტა შეეძლოს ადამიანს შეეძლოს მკაფიო განსხვავების გაკეთება ამ ცხოვრებასა და მარადისობას შორის! მაშინ ის აღარ მისცემდა თავის სხეულს და სულს ფულის, წოგნების და სხვა ადამიანის მონობაში!

არსებობს მხოლოდ ერთი პიროვნება, რომელიც იმსახურებს ჩვენ ღრმა პატივისცემას - ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე, ბრძენი, მოწყალე თავის ქმნილებებთან მიმართებაშ, რომლის გარეშეც არაფერი ხდება! დაე ჩვენ ბაგეზე მისი მარადიული ქება იყოს, ვინაიდან ყველა ცოდვაზე ამაღლებულია, და არ არის მასში რაიმე უკეთურება ან უმართლობა, და მისი სიყვარული ყოველ დილით ნახლდება და მისი ერთგულება დიდია! ის არ კვდება და ის არ იცვლება, არამედ დიდი მოთმინებით გვინახავს! ნეტა ყველა ადამიანი დაბრუნდებოდეს თავის შემოქმედთან და იპოვიდნენ ჭეშმარიტ საყრდენს თავისი ცხოვრებისთვის, სწორ კრიტერიუმებს თავიანთი ფასეულობებისა და მიზნებისთვის!

პავლემ დაასრულა თავისი საუბარი შემოქმედზე, რომელიც საუკუნოდ კურთხეულია, სიტყვა „ამინ“ - ით, როგორც ლოცვას ან დამოწმებას ამთავრებენ ხოლმე. სიტყვა „ამინ“ ნიშNავს „დაე იყოს ასე!“ ანუ ღმერთი კურთხეული მარადის, და ეს ჭეშმარიტი და მართებულია, და დაე იყოს ასე! დაე უფალმა ჩვენი აზრები და გეგმები თავისი ღვთიურობისკენ მიმართოს, დაე გამოასწოროს ჩვენი გონება და ცხოვრება, ვინაიდან ღმერთის გარეშე ამ სამყაროშ ცხოვრება - ჯოჯოხეთს ჰგავს, რომელშიც ცოდვილები საკუთარი ნებით ეშებიან! ისინი საკუთარ ცხოვრებას საზიზღარი საქმეებით ღუპავენ და საკუთარ გულისთქმებს მიეცემიან, იქამდე სანამ ნამდვილ ჯოჯოხეთშ წავლენ!

ლოცვა: ჩვენ თაყვანს გცემთ შენ წმიდაო ღმერთო, ვინაიდან საუკუნო ხარ, მართალი და ურყევი! შენ არაჩვეულებრივად შეგვქმენი ჩვენ და შენი წყალობით გვინარჩუნებ. გვიყვარხარ და გთხოვ შენი სიყვარულით შეგვმოსო, და რომ ჩვენ შენთვის ვცხოვრობდეთ, ყოველსთვის პატივი მოგაგოთ და უსასრულოდ გემადლიეროთ! გვაპატიე, რომ გშორდებოდით! გაგვწმიდე ცოდვებისგან და გაგვანთავისუფლე კერპებისგან, რომელთან ჩვენვე ვქმნით! დაე არავის ვცეთ ამს ამყაროშ თაყვანი შენ გარდა, მხოლოდ შენ გვიყვარდე და გცეთ პატივი!

კითხვა:

  1. როდესაც ადამიანი ჭეშმარიტ ღმერთს არ ეთაყვანება, რითი მთავრდება ეს ?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 09:48 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)