Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 011 (The Wrath of God against the Nations)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 1- მთელი მსოფლიო ცოდვაშია და ღმერთი ყველას ასამართლებს სამართლიანი სასამართლოთი (რომაელები 1:18 - 3:20)

1. ღმერთის რისხვა ყველა ერზე (რომაელები 1:18-32)


რომაელთა 1:22-23
22 თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებენ და გამოსულელდნენ. 23 და უხრწნადი ღმერთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში.

ხრწნად ადამიანს არ შეუძლია ღმერთის გარეშე იყოს, და ვინც მთელი გულით უარყოფს უფალს, ის თავისთავად უძღვნის თავს სხვა ღმერთებს. ადამიანი ხომ რწმენისთვის შეიქმნა. ათეისტებსაც კი - გაუნათლებლებს, თუ განათლებულებს - ყავთ თავიანთი ღმერთუკები, რომელთაც ენდობიან, რომლებიც უყვართ და ადიდებენ, ვის გამოც ირჯებიან და სხვერპლებს იღებენ! ერები წინამძღოლებს აღმერთებენ, მათზე დებენ იმედებს; თთქმის ყველა ფულს აგროვებს, სიმდიდრისკენ იღწვიან, რათა თავიანთი მომავალი ყოფაცხოვრება და დასვენება უზრუნველყონ. განათლებული ადამიანები თავიანთ წიგნებშ ეფლობიან, უსარგებლო ფილოსოფიითა და საკუთარი თავი მეცნიერების და კულტურის მცოდნეები ჰგონიათ, თუმცა ისინი უბრალო ცოდვილები არიან; მათ შორის პოლიტიკოსები ცდილობენ ნებისმიერი გზით, კანონიერით თუ უკანონოთი მოიპოვონ გამარჯვება, სტუდენტები მეცნიერულ განვითარებაზე ფიქრობენ, ხოლო ყველაზე შემოქმედები ესწრაფიან რევოლუციის სულს. და ყველა შიშში ცხოვრობს იმიტომ, რომ მათ გულშ მშვიდობა არაა.

ტაქსისტი, რომელიც მანქანის სარკეზე კიდებს ლურჯ თილისმას, გამოხატავს ამითი ღმერთისადმი იუმედობას და ვერ აფასებს მას. ზოგიერთ ტურისტს გულზე ჰკიდია ყელსაბამი წარწერით, რომლებიც თითქოს მათ ხიფათისგან იხსნის. ზოგიერთიც მკითხავს და ჯადოქარს მიმართავს და უდიდერ რიგებს ქმნიან, რათა შეაღწიონ როგორმე სულებთან კონკტაქტში, რომლებიც გარდაიცვალნენ და სამომავლო საიდუმლოებებს მათგან იგებენ. ძვირფასო მკითხველო, შეეცადო წარმოიდგინო, დღეშ რამდენჯერ არღვევს კაცობრიობა პირველ მცნებას: „ მე ვარ უფალი, ღმერთი შენი! და არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები!“

სამყარო დაბრმავდა და ღვთის ჭეშმარიტ დიდებას ვერ ხედავს. მთელი კაცობრიობა სიცრუეში მიყვება მატყუარა და მაცდურ ოცნებებს, ცდილობენ რა მიაღჭიონ მშვიდობასა და იმედს, იმ სასურველ მშვიდობას და იმედს, რომელიც მათ ცარიელ გულებს ძალიან წყურიათ! ბევრი იმედგაცრუების და სინანულის მსხვერპლი გახდა, დაკარგეს რა ყველაფრის იმედი, გამოუვალი მდგომარეობების გამო, ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულეს! ხალხი აღფრთოვანებულია კოსმონავტებით, მუსიკოსებით, კინოვარსკვლავებით, ტაშს უკრავენ მათ, კარგავენ საათებს, რათა მათ შესახებ ყველაფერი შეიტყონ, მაშინ, როდესაც უფლის მცნებები არავის აინტერესებს - ხალხს არ უნდათ იცოდნენ მათ შესახებ და არ უნდათ მათ მიყვნენ! ღიღს კი ამ ყველაფრის მერე გაკვირვება, თუ რატომ არის ეს ხალხი ასეთი გულცივი და ქარაფშუტა ცოდვის მიმართ? ხალხი დაბნეულობაშია: ისინი ცხოვრებას იღუპავენ თავმოწონებითა და საკუთარი სურვილების ასრულებით, ომობენ და კლავენ ერთმანეთს, ბოლოს კი ტოვებენ რა ამ სამყაროს, ისეთივე არარობად და სულელებად რჩებიან!

ძმაო გამოიკვიე შენი თავი: გიყვარს თუ არა შენი საკუთარი თავი ან სხვა რომელიმე ქმნილება, შემოქმედზე მეტად? ენდობი თუ არა შენი მანქანის ძრავას? აღფრთოვანებული ხარ თუ არა შენი ფიზიკურობით? ეძებ თუ არა შუამავლებს ადამიანთა შორის? სიმართლე გითხრა, რაც უფრო მეტი მიწიური მისწრაფება გაქვს, მით ნაკლები ღვთის პატივისცემა! შეიყვარე უფალი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალით და მაშნ ყველა შენი ღმერთუკა გარდაიცვლება, ყველა კერპი, შენი ეგოიზმიც კი მოკვდება, და ღვთის დიდიება გაბრწყინდება შენ ძემოთ! უფალი იქნება შენი დამხმარე!

ლოცვა: მამაო, მადლობა, რომ შენ ხატად შეგვქმენი და გაგვიხსენი შენი პიროვნება შენ ძეში! გთხოვთ, რომ შენი სიყვარული დაანახო ყველა ადამიანს, რათა ყველგან გაქრეს უღმერთოება, და ყველამ შენი მამობრივი სახელი განადიდოს! გვაპატიე თუ უცხო ღმერთები დაგვრჩა და წაიღე ისინი ჩვენი გონებიდან! დაე შენმა მხოლოდშობილმა ძემ, ერთადერთმა მან იმეფოს ჩვენშ, საუკუნოდ!

კითხვა:

  1. ადამიანი, რატომ ქმნის აუცილებლად სხვა ღმერთებს, როდესაც უღმერთოდ ცხოვრობს?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 09:47 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)