Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 013 (The Wrath of God against the Nations)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა ასამართლებს ყველა ცოდვილს, მაგრამ ამართლებს და წმენდს ქრისტეში ყველა მორწმუნეს (რომაელები 1:18 - 8:39)
განყოფილება 1- მთელი მსოფლიო ცოდვაშია და ღმერთი ყველას ასამართლებს სამართლიანი სასამართლოთი (რომაელები 1:18 - 3:20)

1. ღმერთის რისხვა ყველა ერზე (რომაელები 1:18-32)


რომაელთა 1:26-28
26 ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი შეცვალეს ბუნებრივი ურთიერთობის წესი ბუნების საწინააღმდეგოთი. 27 ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი ურთიერთობის წესი და ავხორცობით გახურდნენ ერთიმეორის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს, და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისათვის. 28 და რაკი არ ეცადნენ, რომ გონებით ჩაწვდომოდნენ ღმერთს, ღმერთმა უკუღმართ გონებას გადასცა ისინი, რათა დაუწესებელი ეკეთებინათ.

პირველ თავში პავლემ სამჯერ ახსენა ეს საშინელი ფრაზა „მისცა ისინი ღმერთმა“ ანუ უღალატა ღმერთმა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ. ამ სიტყვებში ჩანს რისხვა და მტკიცე გადაწყვეტილება. ეს განკითხვის პირველი ხარისხია. ვაი მათ, ვინც უფალმა ბოროტ სულებს გადასცა, ვინაიდან ღმერთი ყოვლისმპრობელის მზრუნველობას მოაკლდნენ!

ღმერთის ასეთი განდგომა ვლინდება იმაში, რომ ადამიანთა გულები გულისთქმითააა დაკავებული, მათი გონება კი უღმერთო აზრებით ივსება და როგორც საქონელი მიყვებიან თავიანთ სურვილებს და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ თუ როგორ დაიკმაყოფილონ მოთხოვნილობები. თუ ადამიანის გულში არ ჩასახლდება სულიწმიდა და თუ ადამიანი არ დაიწყებს საკუთარი სხეულის მუდმივ მორჩილებასა და მართვას საკუთარი გრძნობების, მაშინ ის გაიხრწნება, თუნდაც განათლებულის და ზრდილობიანის ნიღაბი მოირგოს.

დღევანდელ დღეს სამყაროში, სადაც ქალი დამამაკაცის უფლებები თითქმის თანასწორი გახდა, ქალებმა განაცხადეს, რომ სექსუალურად თავინათი ცხოვრების დაკმაყოფილება მამაკაცის გარეშეც შეუძლიათ. ასევე ზოგიერთი ორგნაზიაცია ითხოვს ჰომოსექსულაებისთვის თავისუფლებას, რათა სამყაროში მოსახლეობის ზრდა შეაჩერონ. თუმცა მოციქული პავლე თვლიდა ყველას, ვინც საკუთარ მოთხოვნილებებს არაბუნებრივი გზით იკმაყოფილებნენ, გახრწნილი გონების ადამიანებად, რომლებიც უფლის რისხვას ექვემდებარებიან.

ისინი თავად იქმნიან წარმოუდგენელ იმიჯს, ამითი კი ნგერავს ახდენენ და მათი გონება იხრწნება. ისინი წყვეტენ ნორმალური ადამიანების სტატუსს, ოცნებობენ და ფიქრობენ იმაზე, რაც თავად არ სურთ! ნამდვილად მართალია, რომ ცოდვის ჩამდენი, ცოდვის მონაა, ხოლო მას ვისაც არ სურს ღმერთის დადგენილ ჩარჩოებში ყოფნა, ის ეშმაკის ხაფანგში ექცევა, რაც მას სულ უფროდაუფრო აშორებს ღმერთისგან იქამდე, სანამ საბოლოოდ არ დააშორებს!

ცივილიზაციის დაცემა განპირობებულია სერიოზული მიზეზებით. სიბოროტის არსი - არ არის სქესობრივად გახრწნილ ადამიანებშ, არამედ გახრწნილმა ადამიანებმა არ მოისურვეს ღმერთის ყოლა გონებაშ, შეიყვარეს წუთისოფელი და საკუთარი თავი მეტად, ვიდრე ღმერთი, რის შედეგადაც დაეცნენ და ღრმა გახრწნილებას მიეცნენ. შენ რომ წაიკითხო ადამიანების დამოწმებები, რომელებიც იესომ გადაარჩინა, მიხვდები, რომ ისინი ძალიან შორს იყვნენ ღმერთისგან გადარჩენამდე. მრავალი მათგანი ურწმუნოების ნიადაგზე სექსუალური გახრწნილობის და უწმიდური საქმეების მონებად იქცნენ. მაგრამ როდესაც ქრისტემ ისინი იპოვა, მათ პატიება მისცა, განწმედა, განახლება, ნუგეში, ძალა, იმედი და სიხარული!

ხოლო ვინცგაცნობიერებულად აგრძელებს ღმერთისგან შორს ცხოვრებას, ვინც ეწინააღმდეგება სულიწმიდას და არს სურს მიიღოს პატიება და გამოსყიდვას, ის გაუკუღმართებულ აზროვნებამდე მივა. არ არსებობს იმაზე დიდის ასჯელი ადამიანისთვის, როგორიც „გაუკუღმართებული გონება“! ღმერთის რისხვა ასეთ ადამიანზე სრულ სისრულეს აღწევს, ვინაიდან ის ღმერთს ვეღარ მიმართავს, რადგან ღმერთს, რომ მიმართოს აზროვნება უნდა შეიცვალოს. სიტყვა „მონანიება“ ბერზნული თარგმანიდან ნიშNავს „გონების შეცვლას“. ღმერთს უნდა ადამიანის გონებაში გადატრიალება მოახდინოს - მაშინ ადამიანი ღმერთს ღებულობს, და ღმერთი მას ანახლებს.

ძირფასო მკითხველო, როგორ მდგომარეობაშია შენი გული? გახსნილია თუ არა შენი გონება ღმერთის სულისთვის, მისი გადარჩენისა და სისუფთავისთვის, თუ შენც, სხვა ადამიანებსი მსგავსად უზრუნველ არსებობას მიჰყვები, და შორდები ღმერთს შენი ბოროტი გონებით? მობრუნდი სანამ დრო გაქვს, და სთხოვე ღმერთს შენი ქვეცნობიერი გაწმიდოს და შენი გული შეცვალოს! არ მისცე შენ წარსულს უფლება დარჩეს უწმიდური,. დაე უფალმა განგკურნოს, გაპატიოს და გაგწმიდოს! მხოლოდ მაშ შეუძლია გაგანთავისუფლოს შენი წარსულისგან, რომელიც სავსე იყო მუწმიდური გულისთმებით. მაგრამ ეს მთელი გულით უნდა გსურდეს! შენ ვერასდროს იხსნი საკუთარ თავს. მხოლოდ ის შეგიძლია ძალდატანებით შენი თავი აიძულო, რომ სთხოვო უფალს გადარჩენა, შენ შეძლებ ამის მიღებას. ის ყოველთვის მზადაა შენ გადასარჩენად!

ლოცვა: წმიდაო ღმერთო, შენ მიცნობ მე - შენთვის ცნობილია ჩემი ყველა ცოდვა, ჩემი წარსული და ყველა აზრები ჩემ გულში! მაპატიე ყველა ჩემი გულისთქმა და გაასუფთავე ჩემი ქვეცნობიერი. მიმიზიდე შენი დიდიებისკენ, რათა შეგიყვარო შენ! აღარ მინდა შევცოდო! ჩემში მყარი ნება შექმენი, რათა შენი ხელებიდან თავისუფლება მივიღო! მიხსენი გაუკუღმართებული გონებისგან და ცოდვილი სხეულისგან! შენ - ჩემი ექიმი და მხსნელი ხარ! მე გენდობი შენ!

კითხვა:

  1. როგორ აღწერა პავლემ უფლის რისხვის გამოვლინება?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 09:55 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)