Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 001 (Introduction)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა

შესავალი


რომაელთა წერილების შესავალი

ეს მნიშვნელოვანი წერილია, რომელიც მკჯვდრეთით აღმდგარი იესოს ქრისტეს მიერ შთაგონებითაა დაწერილი და მისი წარმოგზავნილი პავლეს მიერი მიმართვა მორწმუნეებისადმი, რომლებიც რომაული იმპერიის დედაქალაქში ცხოვრობდნენ.

წერილის მიზანი და მიზეზი

ამ წერილის დაწერამდე, წარმართების მოციქულმა სამი მისიონერული მოგზაურობა ჩაატარა მცირე აზიაში და ბერძნულ ადგილებში. ამ მოგზაურობების დროს პავლე სახარებას ქადაგებდა და ცოცხალი ეკლესიები დაარსა უმნიშვნელოვანეს ქვეყნებში, მრავალი მორწმუნე სხვადასხვა მსახურებებში განამტკიცა, აყენებდა მოციქულებს, მწყემსებს სიყვარულის და ეკლესიის სამწყემსად. მიხვდა რა, რომ საკუთარი მსახურება აღმოსავლეთით, ხმელთაშუაძღვის სანაპიროზე აღასრულა, პავლე დასავლეთით წავიდა - რათა ქრისტეს ეკლესია განემტკიცებინა საფრანგეთსა და ესპანეთში (რომაელთა 15:22-24).

ემზადებოდა რა ამ მოგზაურობისთვის, დაწერა ეს საოცარი წერილი რომაელთა ეკლესიის წევრების მიმართ რომში, ცდილობდა რა მათი ნდობის მოპოვებას, რათა ისინი დარწმუნებულიყვნენ, რომ ის - ჭეშმარიტად ქრისტეს მოციქულია ყველა ეროვნების წარმართისთვის და რომ ის სრული სიზუსტით ნმარტავს მისთვის მონდობილ სახარებას. პავლეს მათი გულების მოზიდვა უნდოდა, რათა მათაც მიეღოთ მონაწილეობა მის მისიონერულ მოგზაურობაში დასავლეთში, რათა მათ ლოცვით დაეჭირათ მხარი ყველა ტანჯვისთვის. ამიტომ ეს წერილი მიმართულია ეკლესიის რწმენაში განმტკიცებასკენ და საფუძვლიანად ხსნის ამას, ასევე ასწავლის მომზადებასა და აღჭურვას სახარების მთელ ქვეყნიერებაზე გავრცელებაში მონაწილეობისთვის.

ვინ დაარსა რომში ეკლესია?

რომში ეკლესია არ იყო არც პავლეს,, არც პეტრეს ან სხვა მოციქულისმიერ დაარსებული. ეს ეკლესია დაარსდა ისეთი მორწმუნეების ხარჯზე, რომლებიც მომლოცველებად იყვნენ წასულები რომიდან იერუსალიმში და იხილეს სულიწმიდის გადმოღვრა ორმოცდამეათე დღეს. ისინი ხედავდნენ თუ როგორ აუწყებდნენ ქრისტეს მოწაფეები ხალხს უფლის სასწაულების შესახებ სხვადასხვა ენაზე, და რომში ჩამოსულებმა თავად დაიწყეს დამოწმება ჯვარცმული იესოს შესახებ, რომელიც ყოვლისშემძლეა! ისინი საკუთარ მეგობრებ უყვებოდნენ - როგორც იუდეველებს ასევე წარმართებს - ღმერთის გადარჩენის შესახებ. იკრიბებოდნენ რა სახლებში, სწავლობდნენ თორას და ქრისტეს წინასწარმეტყველებას იკვლევდნენ.

მოგზაურობდა რა აზიასა და საბერძნეთში, მოციქული პავლე არაერთხელ შეხვედრია რომაელ მორწმუნეებს, განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც იუდეველები გაძევებულიქნენ დედაქალაქიდან კლავდიას მეფობის დროს, დაახლოებით ქრისტეს დაბადების შემდეგ 54წ. (საქმ. 18:2). პავლეს უნდოდა პირადად გაცნობოდა რომაელთა ეკლესიას და დაეჯილდოვებინა ისინი სულიწმიდის ნიჭებით, რომლებიც მასშივე მოქმედებდნენ. ის არ პირებდა დიდი ხანი შეყოვნებას იმ დროის „მსოფლიო დედაქალაქში“, ვინაიდან იქ უკვე იყო ცოცოხალი ეკლესია, რომელსაც შეეძლო დამოუკიდებლად ფეხზე დგომა. ის გაემგზავრა მორწმუნე ხალხთან მოზიარეობისთვის რომში, მაგრამ საბოლოო მიზანი იყო სახარების იქ მიტანა და გავრცელება, სადაც ჯერ კიდევ არ იცოდნენ.

ვის მიერ, როდის და სად დაიწერა რომაელთა მიმართ წერილი?

რომაელთა მიმართ წერილია დაწერილია პავლეს მიერ, ქრისტეს დაბადების შემდეგ 58წ. როდესაც ის სტუმრობდა გაიუსს კორინთოში. ამ წერილში პავლემ მოკლედ აღწერა თავისი სულიერი გამოცდილება და მოციქულური სწავლება. ასეთი წერილი ვერ დაიწერებოდა სხვის მიერ თუ არა პავლე, ვინაიდან თავად ქრისტე გამოეცხადა მას დამასკოს გზაზე, როდესაც პავლე კანონის და რჯულის ეჭვით შეპყრობილი, აპირებდა ქრისტეს მოწაფეების დევნას. და როდესაც მას თვალი მოსჭრა ზეციურმა შუქმა, მან დიდებული ჭეშმარიტება გააცნობიერა: ადამიანებისაგან შეურაცხყოფილი იესო ნაზარეთიდან ცოცხალია, ის - დიდების ღმერთია, მისი სხეული სამარხში არ დარჩენილა გასახრწნელად ჯვარცმის შემდეგ, არამედ მან იზეიმა სიკვდილზე და ჭეშმარიტად აღსდგა, როგორც ყველაფრის და ყოველივეს უფალი! იმ წამს პავლე მიხვდა, რომ კი დევნიდა ღმერთის შვილს, მაგრამ იესოს სულაც არ უნდოდა მისი განსჯა ან დაღუპვა, არამედ წყალობა უყო, უფასოდ გაამართლა და მოუწოდა მას სახარების გავრცელების მსახურებისკენ, - და არა საუთარი დამსახურებისამებრ, არამედ უბრალოდ მადლის მეშვეობით! სწორედ ასე ცდუნდა ღმერთის კანონების მოეჭვიანე კაცი, მან ირწმუნა მისი მადლი და ჩაწვდა ახალი გამართლების არსს! მას შემდეგ ის აღარ ეყრდნობოდა საკუთარ ადამიანურ საქმეებს, რჯულის საკუთარი ძალებით შესრულებას; ახლა ის, როგორც ქრისტეს სიყვარულის მონა, მზად იყო ქვეყნის კიდემდე წასულიყო და დაერწმუნებინა ყველა შემცდარი და ცოდვილი ადამიანი მიეღოთ სახარება და ღმერთს შერიგებოდნენ!

როგორ სტილშია დაწერილი ეს წერილი?

პავლე ცდილობდა საკუთარი თავის გარდასახვის აზრის გადმოცემას ენით, რომელიც გასაგები იყო რომაული ეკლესიის ყველა წევრისთვის. ამიტომაც არ იყენებდა გასაოცარ, ლამაზ, ამაღლებულ სიტყვებს და არ წერდა გრძელ წინადადებებს. პირიქით, ის საკუთარ აზრებს ძალიან მოკლედ და მარტივად გადმოსცემდა, პასუხობდა რა კითხვებს, რომლებიც იუდეველებს და რომაელებს აწუხებდათ, ასევე აზრში წარმოიდგენდა სხვა მორწმუნეებს, რომელთაც მიწერა ეს წერილი. ის კარნახობდა, ხოლო „მცოდნე“ ძმა ქრისტეში წერდა. მოციქული პავლე ისევ მიმართავს რწმენაში ჩვილებს, ამხელს რა მათ სიწმიდეში, ზედაპირულობისთვის; კიდევ ერთხელ მიუთითებს ცდუნებულებს, ცოცხალ რწმენაზე ქრისტეში გამართლების მეშვეობით, რომელიც არიც ერთადერთი იმედი კაცობრიობისთვის; კიდევ ერთხელ თავზარს სცემს ფუჭ მეკანონეებს, ტეხს მათ სიმართლეს, ანადგურებს მათ გახრწნილებასა და სრულ უძალობას, ამტკიცებს რა, რომ გადარჩენა ხდება მხოლოდ ღმერთის მორჩილებით მსახურებაში, სიყვარულში და თავდმაბლობაში სულიწმიდასთან.

სწორედ ასე, ამ წერილში პავლემ შეუთანხმა ენერგიული სახარების ქადაგება მეთოდურ, საფუძვლიან სწავლებას. მისი სწავლება არაა მიამრთული მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფის მიმართ, არამედ ყველა მკითხველისკენ,: იუდეველებისკენ, წარმართებისკენ, ახალგზარდებისა და ხნიერებისკენ, უბრალო ერისა და მცოდნეებისკენ, თავისუფლებისა და მონებისკენ, ქალებისა და კაცებისკენ. რომაელთა მიმართ წერილი ახლაც ერთადერთ მასწავლებლურ წიგნად რჩება ქრისტეს რწმენაში, როგორც ერთ დროს ამოწმებდა ამის შესახებ მარტინ ლუთერი: „ეს წიგნი - ახალი აღთქმის მთავარი ნაწილია, მასში უსუფთავესი სახარებაა გადმოცემული, და ის იმსახურებს იმას, რომ ყოველმა ქრისტიანმა ისწავლოს ის ზეპირად და დღიდან დღემდე ცხოვრობდეს მისი მეშვეობით, დაიცვას რა ის, როგორც სულის სულიერი საგანძური. ვინაიდან ჩვენ ამ წერილში ყველა ჭეშმარიტებების სიმდიდრეს ვხედავთ, რომელიც მორწმუნემ უნდა იცოდეს: რჯული და სახარების შესახებ, ცოდვისა და სასამართლოს, მადლისა და რწმენის, სამართლიანობისა და ჭეშმარიტების, ქრისტესა და ღმერთის, კეთილ საქმეებსა და სიყვარულის, იმედსა და ჯვრის. ასევე ვიგებთ, როგორც ექცევა ის ადამიანებს, ცოდვილსა თუ ღვთისმოსავს, ძლიერსა თუ სუსტს, მეგობარსა თუ მტერს; უფრო მეტიც, ვიგებთ როგორც ექცევა საკუთარ თავს. აი რატომაც ვურჩევ ყველა ქრისტიანს ისწავლოს ამ წერილის მეშვეობით.

ძვირფასო ძმაო თუ შენ გსურს ღრმად ისწავლო შენი რწმენა და გაიწვრთნა მასში, მაშინ უნდა დაიწყო მსჯელობა რომაელთა წერილებზე, ვინაიდან ის ღვთის უნივერსიტეტს ჰგავს, რომელიც სავსეა ცოდნით, ძალითა და სულით! მისი მეშვეობით ქრისტე გაგანთავისუფლებს შენ სიამაყისა და საკუთარი თავის მინდობისგან, განგამტკიცებს სრულ სამართლიანობაში, და უფლის მონა იქნები, რომელსაც ხელეწიფება გამოავლინოს უფლის სიყვარული და ამავდროულად დღითიდღე იზრდებოდე რწმენაში!

რომაელთა წერილების შესწავლა მარტივი არ არის. შენ დაგშჭირდება ძალისხმევა, რათა სერიოზულად გაიაზრო ტექსტი, გულმოდგინე ლოცვა დაგჭირდება და ღრმა დაფიქრება, რათა ამ წერილიდან კურთხევა გამოიტანო, წრფელად მოინანიო, განიახლო გონება და დაინახო ქრისტეში ცხოვრების ახალი ჰორიზონტები. და როგორც თავის დროზე ეს წერილი რომაელ მორწმუნეებს არ აძლევდა საშუალებას ჩავარდნილიყვნენ სულიერ კრიზისში, მოდუნებულიყვნენ იმ აზრით, რომ უკვე „გამართლებულები“ არია, არამედ პირიქით, ამზადებდა მათ რომში ქადაგების გასავრცელებლად, ასევე შენც ქრისტე მოგიწოდებს შეასრულო ეს მისი მადლით, ვინაიდან სურს წარგგზავნოს შენ გამართლებულ ძმებთან, სხვადასხვა ხალხთან, რომლებიც ცხოვრობენ სიყვარულისა და იმედის გარეშე! ასე რომ მოისმინე, ილოცე და გზას განუდექი!

რომაელთა წერილების სტრუქტურა

რომაელთა 1:1-17 - პავლეს მისალმება, რომელშიც ის საკუთარ თავს წარუდგენ რომაულ ეკლესიას. მოციქულური ღვთისმეტყველება და ქადაგება ,,ღმერთის სამართლიანობა“ როგორც წერილის ძირითადი იდეა.

ნაწილი 1 - ღმერთის სამართლიანობა გვამართლებს ჩვენ

რომაელთა 1:18 - 3:23 - ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ ღმერთი უსათუოდ გაგვასამართლებს თავისი კანონის მიხედვით, რომელიც ამხელს ჩვენში ღრმად დაბუდებულ სიამაყეს.
რომაელთა 3:24-4:25 - ღმერთი უსასყიდლოდ ამართლებს ყველას თავისი ძის გამომსყიდველი სიკვდილის მეშვეობით, თუ ისინი ერწმუნებიან მას.
რომაელთა 5:1 - 8:39 - ღმერთის სული მორწმუნეებში ივანებს, აძლევს მათ იმედს და რეწმენაზე გამარჯვებას, ხოლო ისინი კანონისგან განთავისუფლებულები დადიან ღმერთის ძალაში.

ნაწილი 2 - ღმერთის სამართლიანობა ისტორიაში

რომაელთა 9:1 - 11:36 - ღმერთი რჩება სამართლიანი იმისდა მიუხედავად, რომ ძველი აღთქმის ხალხმა უარყო მისი მადლი.

ნაწილი 3 - ღმერთის სამართლიანობა საქმით

რომაელთა 12:1 – 16-27 - ჭეშმარიტი რწმენა ცვლის ჩვენს ცხოვრებას და ჩვენი საქციელები გარდაიქმნება სიყვარულის საქმეებად და მორჩილებად ერთმანეთის წინაშე.

რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა არ არის მარტივი, შენ მოგიწევს სერიოზულად ჩაუკვირდე ტექსტს, გულმხურვალედ ილოცო და იფიქრო მასზე, რათა მისგან კურთხევები მიიღო, ჭეშმარიტად მოინანიო, განახლდე გონებაში და დაინახო ქრისტეში ახალი ჰორიზონტები. და როგორც თავის დროზე ეს წერილი არ აძლევნა რომაელებს, რომ ჩავარდნილიყვნენ სასოწარკვეთილებაში, მოდუნებულიყვნენ, რომ ისინი უკვე ,,გამართლებულები“, არიან არამედ პირიქით ეს წერილები ამზადებდა მათ დიდებული მსახურებისთვის, რომის სხვადასხვა ადგილებში ქადაგებისთვის, ასევე დღესაც ქრისტე მოგიწოდებს აღივსო მისი მადლით, ვინაიდან მას უნდა წარგგზავნოს შენს გამართლებულ ძმებთან ერთად ბევრ ხალხთან, რომლებიც იმედისა და სიხარულის გარეშე ცხოვრობენ! ასე რომ ისმინე, ილოცე და გაემართე გზაზე!

კითხვები:

  1. რა მიზეზით და მიზნით იყო დაწერილი რომაელთა წერილი?
  2. ვინ დაარსა რომში ეკლესია?
  3. ვის მიერ, სად და როდის დაიწერა ეს წერილი?
  4. როგორი სტილით დაწერა პავლემ ეს წერილი?
  5. როგორია რომაელთა მიმართ წერილის სტრუქტურა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 09:14 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)