Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Romans - 002 (Identification and apostolic benediction)
This page in: -- Afrikaans -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bengali -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hebrew -- Hindi -- Indonesian -- Javanese -- Malayalam -- Polish -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Yiddish

Previous Lesson -- Next Lesson

რომაელები - უფალი - ჩვენი სამართლიანობა
პავლეს რომაელთა მიმართ წერილების შესწავლა
შესავალი სიტყვა: მისალმება, მადლიერება ღმერთის მიმართ და „ღმერთის სამართლიანობის“ გამოცხადება, როგორც ამ წერილის ძირითადი აზრი (რომაელები 1:1-17)

ა) მისალმება და მოციქულური კურთხევა (რომაელები 1:1-7)


რომაელთა 1:1
1 პავლე, იესო ქრისტეს მონა, მოწოდებული მოციქული, გამორჩეული ღვთის სახარებისთვის,

პავლეს მშობლები, სავლეს ეძახდნენ ბენიამინის ტომიდან ამაყი მეფის საპატივცემულოდ. მაგრამ, როდესაც ეკლესიის მდევნელმა დაინახა ქრისტეს დიდება, მიხვდა რაოდენ არაობა იყო და ახალი სახელი დაირქვა - „პავლე“, რაც ნიშნავს „პატარა“-ს. ასე, რომ ამ წერილის პირველი მუხლი შეგვიძლია წავიკითხოთ შემდეგნაირად: „მე- პატარა, მონა ვარ იესო ქრისტესი!“

ამბობდა რა „მე - იესო ქრისტეს მონა“, გამოხატავდა იმას, რომ საკუთარი ნებით დაიმცირა თავი, უარყო რა საკუთარი თავისუფლება და ბოლომდე დამორჩილდა თავის ბატონს. ნამდვილად დამორჩილდა და მოკვდა სიამაყისთვის, და ახლა ცხოვრობდა სულიწმიდის ნებისთვის და დიდი მონდომებით ასრულებდა მის ნებას. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ რომაელთა მიმართ წერილები თავად ცოცხალი ქრისტეს შემოქმედებაა, პავლემ უბრალოდ ის ჩვენამდე მოიტანა, როგორც ერთგულმა მონამ, რომელიც ისმენდა მის ხმას. პრინციპში, ქრისტეს პავლეს ნების საწინააღმდეგო არაფერი გაუკეთებია, არამედ მისი თანხმობისამებრ გააკეთა, უფალი ხომ არ გვართმევს თავისუფალ ნებას, არამედ გვაძლევს საშუალებას გვწამდეს მისი, გვიყვარდეს ის და დავშორდეთ კიდევაც! თუმცა ქრისტიანებს მისგან შორს ყოფნა არ უნდათ, ვინაიდან ის - სიყვარულის წყაროა! პირიქით, მთლიანად უნდათ მასში გადაეშვან, ჩაიფლონმასში!

დაიმცირა რა საკუთარი თავი, ქრისტეს მონამ, ის უფრო დიდ მწვერვალებზე ადიოდა, ვინაიდან უფალი მოუწოდებდა მას, როგორც განსაკუთრებულ მოციქულს, ვისი მეშვეობითაც ქრისტეს სამეფო ვრცელდებოდა წარმართებში. ღმერთმა პავლე ძალაუფლებითა და ძალით დააჯილდოვა, მისცა მას დავალება, როგორც მეფეები აძლევენ თავიანთ დაქვემდებარებულებს მნიშნელოვან დავალებებს, ითხოვენ რა ყოველთვის საქმის კურსში ჩაყენებას და ყველა მოქმედების მათთან შეთანხმებას. ასეა დღეს, ქრისტე მოგიწოდებს მსახურებისკენ და გაგზავნის, როგორც თავად იქნა გამოგზავნილი ზეციერი მამისაგან. გახსენი შენი გული ამ მოწოდებისთვის და მიუძღვენი შენი ცხოვრება ბოლომდე, სრული მორჩილებით თავმდაბლობით! მაშინ, მისი ძალა, რომელიც შენშია სხვებთან დაიწყებს დინებას! პავლე იყო ქრისტეს წარგზავნილი წარმათებთან, და თავისი წერილებით მან მთელი მსოფლიო შეცვალა! ქრისტეს გარდა, სხვა ადამიანს არ ვიცნობთ, ვინც პავლეს დიდებულებით აღემატება!

რაში მდგომარეობდა პავლეს, ქრისტეს მონის კეთილი უწყება? მხოლოდ საოცარ ღვთის სახარებაში! პავლე საკუთარ იდეებს კი არ ქადაგებდა, არამედ უხსნიდა ამ გაბოროტებულ სამყაროს განუმეორებელ სახარებას! სიტყვა „სახარება“ (კეთილი უწყება) იმ დროისთვის რომში ცნობილი იყო. ის გამოიყენებოდა კეისრის სასახლეში, მაგალითად, როდესაც კეისარს შვილი უჩნდებოდა, ან როდესაც მტერზე იმარჯვებდა, და მთელი დედაქალაქი სიხარულით ყიჟინებდა! მოციქული პავლე ადამიანებს კეთილ უწყებას ეუბნებოდა, რომელიც ღმერთისგან ჰქონდა, ქრისტეს შესახებ და მისი მტერზე გამარჯვების შესახებ, ასევე მისი გადარჩენის ნაყოფებზე. მას სურდა, რომ ყველა ვინც მას უსმენდა გაწმედილი ყოფილიყო და შეეძინათ ღვთის სამართლიანობა!

წმიდა ღმერთმა, რჯულის დამცველი პავლე გაანთავისუფლა ეშმაკის მონობისგან, რათა პავლესაც გაენთავისუფლებინა სხვები, ვინც ამ კანონის მარწუხების ქვეშ იმყოფებოდნენ, ვისაც ფუჭად სჯეროდა საკუთარი კეთილი საქმეების მიხედვით გადარჩენის. პავლეს ისინი მადლის ეპოქაშ უნდა გადმოეყვანა, რათა აღარ ჰქონოდათ საკუთარი თავის გადარჩენის იმედი, არამედ ზეცაში იესო ქრისტეს მეშვეობით შესულიყვნენ, ვინაიდან ის - ერთადერთი კარია მამისკენ!

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე, მადლობას გიხდით, რომ მოუწოდე მოციქულ პავლეს, შენს მონას, და წარგზავნე ის ქვეყნიერებაზე, რათა მისი ბაგეებიდან შენი სიტყვა მოგვესმინა! გვაპატიე ჩვენი სიამაყე და თვითკმაყოფილება, დაგვეხმარე ვიცხოვროთ მოთმინებაში, როგორც შენი სიყვარულის მოენბმა, და ყველა მორწმუნესთან ერთად მთელ სამყაროში, შენი კეთილი ნება შევასრულოთ!

კითხვა:

  1. როგორი სახელები დაირქვა პავლეს, რომალეთა მიმართ წერილის პირველ წინადადებაში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 31, 2020, at 09:15 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)