Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 104 (From Tyre to Caesarea)
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
გ - მესამე მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 18:23 - 21:14)

11. ცორიდან კესარიაში (საქმეები 21:7-14)


საქმეები 21:7-14
7 დავასრულეთ ცურვა და ტვიროსიდან პტოლემაიდაში მივედით, ძმები მოვიკითხეთ და ერთი დღე მათთან გავატარეთ. 8 მომდევნო დღეს გამოვედით პავლე და მასთან მყოფნი; კესარიას რომ მივაღწიეთ, შევედით შვიდთაგან ერთ-ერთის, ფილიპე მახარებლის სახლში და მასთან დავრჩით. 9 ოთხი ქალიშვილი ჰყავდა მას - წინასწარმეტყველი ქალწულები. 10 მრავალი დღე დავყავით იქ და ამასობაში, იუდეიდან წინასწარმეტყველი აგაბოსი ჩამოვიდა. 11 მოვიდა ჩვენთან, აიღო პავლეს სარტყელი, ხელ-ფეხი შეიკრა და თქვა: "ასე ამბობს სულიწმიდა, კაცს, ვისაც ეს სარტყელი ეკუთვნის, ასე შეკრავენ იუდევლები იერუსალიმში და წარმართებს გადასცემენ ხელთ”. 12 ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც და იქაურებიც ვევედრებოდით, არ ასულიყო იერუსალიმში. 13 მაგრამ პავლემ გვითხრა: "რას სჩადით, ტირით და გულს მიტეხთ? მე არა თუ შესაკვრელად, იერუსალიმში სასიკვდილოდაც კი მზად ვარ უფალ იესოს სახელისთვის”. 14 რაკი ვერ შევძელით მისი დაყოლიება, დავწყნარდით და ვუთხარით: "იყოს ნება უფლისა!”

პავლემ სამხრეთით სხვა გემით გაცურა. ერთი დღე ყაქოში დაყო და იქაური ძმები მოინახულა. შემდგომ გზა განაგრძო კესარიამდე, პალესტანიში, რომის დედაქალაქში. სწორედ კესარიაში გადმოღვარა უფალმა თავისი სული, წარმართთა დიდ შეკრებაზე. უცნაურია, რომ არაფერს ვკითხულობთ წარმართების ეკლესიის შესახებ, მაგრამ ამის მიზეზი შესაძლოა ის იყო, რომ ისინი სხვადასხვა ქალაქებში გადავიდნენ საცხოვრებლად. კესარია - რომის ცენტრი იყო, სადაც სახელმწიფო მსახურები ცოტახანს მსახურობდნენ, რის შემდეგაც სხვა ადგილებზე გადაჰყავდათ, მათი წოდებების მიხედვით.

კესარიაში ცხოვრობდა ფილიპე, მოქმედი მახარობელი და პირველი ეკლესიის ერთ-ერთი დიაკვანი. მას იერუსალიმიდან და პავლესგან მოშორებით წასვლა მოუწია, მის შემდეგ რაც მახარობელი სტეფანე ქვებით ჩაიქოლა, ასე რომ არ მოქცეული, შესაძლოა მასაც იგივე დამართნოდა. ახლა პავლე მის სახლში, როგორც პატივდებული სტუმარი შევიდა. ღმერთის სიყვარულის მეშვეობით, მტერი -ქრისტეში ძმად იქცა. წარმოიდგინე ეს ორი ძმა, რომელიც მადლიერებას აღავლენს უფლის წინაშე. რა თქმა უნდა არც ლუკას გაუშვია შანსი ხელიდან, ადრეული ეკლესიების ისტორიული ფაქტები გაეგო, რათა მოგვიანებით ეს მოციქულთა წიგნის წერისას გამოეყენებინა. ფილიპე აბსოლუტურად ეთანხმებოდა პავლეს წარმართთა გადაგებაში, მანაც ხომ მონათლა ათიოპელი და მერე ქრისტემ მისი მეშვეობით იქადაგა თავისი სიტყვა ბევრ ადგილას. პავლე ფილიპეს სახლში დიდხანს დარჩა, ურთიერთობდა რა მასთან სულიერად და ხარობდა.

ეს ცნობილი მახარობელი ცოლიანი იყო. ვინაიდან ქორწინება - ღმერთის საჩუქარია, და არა რაიმე სამარცხვინო. მას ოთხი ქალიშვილი ჰყავდა, ყველა მათგანი მორწმუნე და წინასწარმეტყველური სულით აღვსილი გახდათ. ისინი ლაპარაკობდნენ ეკლესიაში, სულიწმიდა კი გასაგებად და ძალაუფლებიანად აცხადებდა მათი მეშვეობით უფლის ნებას. მამის კურთხევა, მთელ მის სახლში იყო.

ამ ეკლესიაში იუდეადან მივიდა აჰავა, რომელიც ლუკას მიერ უკვე ნახსენებია საქმეების 11:28- ში. მას ჰქონდა წინასწარმეტყველური მსახურება ცოცხალი ეკლესიების ადრეულ მორწმუნეებთან. ღმერთის სულმა აჩვენა მას, რომ პავლე ზღვით იერუსალიმში მიცურავს. მან გააფრთხილა წინასწარ მოციქული, რათა მზად ყოფილიყო იმ ტანჯვებისთვის, რომელიც იერუსალიმში ელოდა. წინასწარმეტყველმა ნათლად უთხრა, რომ იუდეველები შებოჭავდნენ მას და სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდნენ, როგორც ოდესღაც იესოს, შემდეგ სამარცხვინოდ გადასცემდნენ მას წარმართთა დელებში. თავად ქრისტემ, რომელიც წინასწარმეტყველების ბეჭედი იყო, უფრო ადრე უთხრა პავლეს, რა ელოდა. პავლემ ამის შესახებ ეკლესიიდანაც გაიგო, რადგან წინასწარმეტყველების სული ქრისტესგან მრავალ მორწმუნეზე გადავიდა.

როდესაც ღმერთის გამოცხადება პავლეს ცხოვრების შესახებ ეკლესიისთვის ცნობილი იყო, ძმებმა პეტრეს საქციელების განმეორება დაიწყეს, როდესაც ის ცდილობდა გადაერწმუნებინა ქრისტე, ჯვარზე არ ასულიყო. მაგრამ პავლემ, როგორც სხვა ჭეშმარიტმა წინასწარმეტყველმა, იცოდა უფლის ნება. ის დათანხმდა ღვთიურ განაზრახზე და გაცნობიერებულად დაიწყო მსახურებიდან გამოცალკევება, ემზადებოდა რა უფლის კვალდაკვალ წასასვლელად. არჩია ეკლესია დაეტოვა, ვიდრე უფლის მოწოდება არ აღესრულებინა. თუმცა მისი გული გატეხილი იყო, მაგრამ ამას არ შეუმცირებია მისთვის უფლის სახელის განდიდების სურვილი თავისი რწმენაში მორჩილებით.

ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, პავლემ დოქტრინა წარუდგინა ადრეულ ეკლესიას, ამტკიცებდა რა, რომ ადამიანი იესო - უფალია. ამ ორ სახელში ჩვენ ვხედავთ უფლის სისრულეს სხეულებრივად, რომელიც თავმდაბლურად არის დაფარული ადამიანურ ბუნებაში. დიდების უფალმა იზეიმა პავლეში, და მან მთელი ცხოვრება მის თაყვანისცემას მიუძღვნა. მას უნდოდა ბოლო წამამდე მიჰყოლოდა იესოს და მზად იყო იგივე გზა გაეარა, რაც ღვთის კრავმა. მან მყარად აიტანა ყველა მის გარშემო მყოფი პრობლემა და ცდუნება. მთელმა ეკლესიამ აღიარა, რომ პავლე თავისი სურვილისამებრ არასდროს გადახრილა რომელიმე მხარეს, არამედ ყველაფრით უფლის ნებას აღასრულებდა. სწორედ ეს იყო განმსაზღვრელი სხვა დანარჩენი მოვლენებისა მის ცხოვრებაში.

ლოცვა: უფალო იესო, მადლობას გიხდით - ჭეშმარიტ ღმერსა და ჭეშმარიტ ადამიანს. გამოვისყიდე სიკვდილისa da შიშისგან. გაგვამყარე, რათა თავდაჯრებულად გავიაროთ ყველა გამოცდა და ტანჯვა, ვაქებდეთ რა შენ სახელს!

კითხვა:

  1. რატომ არ ეშინოდა პავლეს იმ ტანჯვების, რომლებიც იერუსალიმში ელოდებოდა?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 03:00 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)