Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 100 (Paul’s Parting Sermon)
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
გ - მესამე მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 18:23 - 21:14)

9. პავლეს ბოლო მიმართვა ეპისკოპოსებისა და მღვდლების მიმართ (საქმეები 20:17-38)


საქმეები 20:17-24
17 მილეტიდან კაცი მიავლინა ეფესოში და ეკლესიის უხუცესები დაიბარა. 18 როცა მოვიდნენ, უთხრა: "თქვენ იცით, რომ პირველივე დღიდან, რაც აზიაში მოვედი, მუდამ თქვენთან ვიყავი; 19 ვემსახურებოდი უფალს სრული თავმდაბლობით, მრავალი ცრემლითა და განსაცდელით, რაც იუდეველთა შეთქმულებით შემემთხვა; 20 სასარგებლო არაფერი დამიკავებია თქვენთვის, რაც არ გაგიცხადეთ და გასწავლეთ საჯაროდ თუ სახლებში; 21 ვუმოწმებდი იუდევლებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებას და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას. 22 და აჰა, ახლა სულში შეკრული მივდივარ იერუსალიმში და არ ვიცი, იქ რა შემემთხვევა. 23 მხოლოდ სულიწმიდა მიმოწმებს და მეუბნება ყველა ქალაქში, რომ ბორკილები და ჭირი მელის. 24 მაგრამ სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდ კი დავასრულებდე ჩემს სარბიელსა და მსახურებას, უფალ იესოსგან რომ მივიღე, რათა დავამოწმო ღვთის მადლის სახარება.

პავლეს გემი გაჩერდა პორტ მილეტში და მოციქულებმა დაუძახეს მღვდლებსა და ეკლესიის ხელმძღვანელებს ეფესოსა და ასიის მთელ პროვინციაში, რათა პავლესთან მოსულიყვნენ. ისინი მილეტადან სამოც კილომეტრში იმყოფებოდნენ, მაგრამ პავლე თვლიდა, რომ მისთვის ეფესოში წასვლა არასასურველი იყო, ვინაიდან იქ მის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდნენ. ერტგული ძმები გამოეშურნენ მასთან შესახვედრად, ქრისტეში სულიერ მამასთან. მათ უნდოდათ მისი ნახვა, მისი სიტყვების მოსმენა და მისგან კურთხევის მიღება, ღმერთის ძალის სულიწმიდაში მსახურებისთვის.

ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ლუკა გადმოგვცემს პავლეს უნიკალურ ქადაგებას, რომელიც ეკლესიის წევრებისთვის იყო. ყველა მორწმუნისა და ქრისტეს მსახურისთვის სასარგებლოა ჩაწვდეს ამ ქადაგების ყოველ აზრსა და სიტყვას. ის თავის თავში ატარებს სახარების ქადაგების მსახურების ნაყოფიერ ხელმძღვანელობას და ეკლესიაში მსახურების არსს. მიმართვის დროს პავლე შეეხო სამ ძირითად თემას:

როგორ მსახურობდა ის?
რას ქადაგებდა ის?
როგორ აღწერს სულიწმიდა მომავალს?

პავლე იყო ქრისტეს წარმოგზავნილი ყველა ერისთვის. ამასთანავე ის მოვიდა, როგორც უბრალო, თავმდაბალი მონა, ქრისტეს მსგავსი, რომელიც იყო თვინიერი და თავმდაბალი გულით. ვინც არ მოდის ეკლესიაში ამ თვისებებით და ვინც არ გამოხატავს ამ თავის კეთილ საქმეებს მსახურებაში და ხელმძღვანელობის პოზიციაზე, ის არ აშენებს, არამედ პირიქით ანგრევს.

უპირველეს ყოვლისა აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ ღმერთის მსახურების მიზანი არ არის ეკლესია, არამედ თავად უფალი, რომლიც წინაშეც ისინი პასუხს აგებენ. მათ უყვართ ის და სურთ ეკლესია წარუდგინონ მას, როგორც წმინდა საპატარძლო. მათი მსახურება არ ჰგავს ტკბილ თაფლს: ისინი ათავისუფლებენ მონებს ცოდვის ბორკილებისგან, წმენდნენ ცოდვებში ჩავარდნილებს, იტანენ დაუმორჩილებელთა სიჯიუტეს, დიდი მოთმინებით ასწავლიან სულირად ჩვილებს და აკურთხებენ მტრებს, რომლებიც მათ სდევნიან. ეშმაკის პირველი სამიზნე უფლის მსახურები არიან - ეშმაკს უნდა ღმერთის სიყვარულის სიმააღლეებიდან ჩამოაგდო ისინი და ჩააგდოს ისინი სიძულვილის, დაცინვის, მრუშობის, ცდუნების, ბოროტი განზრახვების და ცილისწამების ჭაობში. ამიტომაც პავლე უფლის მსახურებს უმოწმებდა, რომ მათ მსახურებაში განვითარებული ნიშნები ბევრი ცრემლის ხარჯზეა დაწერილი და არა სასურველი ნაყოფებით, სიხარულითა და სიმშვიდით. ვისაც სურს, რომ ემსახუროს უფალს, მან საკუთარი თავის უსიამოვნებისთვის, უარყოფისთვის და კამათისთვის უნდა გადადოს და არა ხელფასის ან წოდების ამაღლებისთვის, ან რაიმე სხვა სულიერი სურვილებისთვის.

პავლე თავისი ცხოვრებითა და ხასიათით ეკლესიის წინაშე აჩვენებდა სუფთა ქრისტიანულ სწავლებას. ის ცხოვრობდა ისე, როგორც ასწავლიდა და ისე იქცეოდა, როგორც ქადაგებდა. მისი სახარების ქადაგება კეთილი მაგალითით დასტურდებოდა და მისი სიტყვები ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც მისი საქმეები. ჩვენი ცხოვრება და საქციელი ჩვენს გარშემო მყოფებისთვის, გამოსყიდვის დამოწმების მთავარი მაგალითი უნდა იყოს, სიყვარულისა და ქრისტეს ძალის მაგალითი. თუ ის რასაც შენ ლაპარაკობ არ არის განხორციელებული შენში, მაშინ შენი მსმენელი ვერ აღიქვავს შენს სიტყვებს, ვინაიადან შენი საქციელი - შენი ქადაგების საფუძველია.

იმისთვის, რომ გადმოსცე შენი სახარების მნიშვნელობა და მნიშვნელოვნება, პავლემ გამოიყენა სამი სხვადასხვა სიტყვის წარმოება: ქადაგება, სწავლება და დამოწმება. ის ყველასთვის ნახულობდა სიტყვებს, რომლებიც მათ გაგებას შეესაბამებოდა. ის არ აძლევდა სულით ჩვილებს მაგარ საკვებს, არამედ აჭმევდა რძესა და არაჟანს, რათა მათ შესძლებოდათ გაეგოთ და გადაეხარშათ მისი სახარება. მისი დამოწმებების მიზანი მორწმუნეების ქრისტეში სულიერად გაზრდა იყო და მათი ღმერთის სიტყვის გაგების მნიშვნელოვნება. მათ არ უნდა მოჰკლებოდათ რაიმე ვიტამინი სულიერი ცხოვრებაში გასამყარებლად. პავლე არ მალავდა და არ აკავებდა მათთვის ქრისტეს ნებისმიერ სისავსეს, არამედ უხსნიდა ეკლესიებს ღმერთის გამოსყიდვის სრულ გეგმას, მადლიდან დაწყებული ღმერთის აღთქმებით დამთავრებული. ასევე მისცა მათ წარმოდგენა სულით აღვსილი ცხოვრების. ის მორწმუნეებს კურთხევებისკენ, ძალებისა და ნუგეშისცემის მსახურებისკენ მიმართავდა და მოუწოდებდა მათ ქრისტეს მოსვლისთვის მომზადებულიყვნენ.

პავლე ვერ კმაყოფილდებოდა ქადაგებითა და სწავლებით საეკლესიო კრებულებზე. ის ამ ოჯახების სახლებსაც აკითხავდა, საუბრობდა ხალხთან სამსახურებსა და ქუჩებში. მოუწოდებდა, რომ თავის დახსნათ მომავალი ღმერთის რისხვისგან და ღმერთის მადლში ყოფნას.

პავლეს ქადაგების მთავარი თემები იყო მონანიება და ღმერთისკენ მოქცევა. ღმერთის მაძიებლებისთვის უპირველესი სიყვარული ფული ან საკუთარი მე კი არ უნდა იყოს, არამედ უნდა მიისწრაფოდნენ წმიდა ღმერთის სიღრმეების ჩასაწვდომად, მისი ნების გამოკვლევისკენ, უნდა შეეძლოთ საკუთარი ბრალის აღიარება და უნდა შერცხვეთ საკუთარი ბოროტი საქმეების. სინამდვილეში ჭეშმარიტი მონანიების გარეშე ნამდვილი რწმენა არ არსებობს, ასევე ცოდვის გაცნობიერების გარეშე პატიება. ოდესმე განგიცდია სიძულვილი შენი წარსულის მიმართ? გეშინია თუ არა ღმერთის? გაემიჯნე თუ არა საკუთარ თავს და შენი ცოდვები აღიარე წმიდას წინაშე? ცხოვრობ თუ არა გამუდმებით მონანიებაში?

ჩვენი ღმერთის შემეცნების პირველი მიზანია - ჩვენი ეგოიზმის დამსხვრევა. მეორე მიზანი შედგება იმაში, რომ ქრისტეს მივმართოთ, როგორც ჩვენს ერთადერთ იმედსა და ხსნას, ვინაიდან არ არსებობს ქვეყნიერებაზე იმედი, არც ახლა და არც მომავალში. ჩვენი იმედი მხოლოდ იესო ქრისტეშია. ქრისტესთან ერთობა - ჩვენი რწმენის არსია. ის იწყება იქიდან თუ რას ვისმენთ მისი ცხოვრებისა და პიროვნების შესახებ, შემდეგ ვიღვიძებთ და ვიწყებს მისკენ სვლას, მასზე მინდობას და მასში ყოფნას, საკუთარ თავებს მას ვუძღვნით და ჩვენს თავებს ვაჩვევთ მისი მოსვლის მოლოდინს. შემდეგ ვაცნობიერებთ, რომ იქამდე სანამ მას მოვძებნიდით ის გვეძებდა ჩვენ, მან შეგვარიგა მამასთან, და ელოდებოდა, როდის შევურიგდებოდით მას. ის გვიზიდავდა თავისი სიყვარულით, მიგვიღო დაკარგულები გაგვწმინდა და გაგვასუფთავა, აგვავსო თავისი სულიწმიდით, წმიდანებთან ურთიერთობაში შეგვიყვანა და მოგვიწოდა ღმერთის მსახურებისთვის. ჩვენს ქრისტესადმი რწმენაში ორი მოძრაობის დანახვა შეიძლება: ჩვენ მივიწევთ მისკენ და ის ჩვენსკენ. შეიცანი ქრისტე პირადად? ეწევი თუ არა ახალი აღთქმის შესწავლას? ის მზად არის გადაგარჩინოს. გწამს თუ არა მისი?

პავლემ თქვა, რომ ის სულის მოძრაობას მიჰყვება, ვინაიდან უარი თქვა თავისი უწინდელი ცხოვრების თავისუფლებაზე, ახლა კი ცხოვრობს ქრისტეში და ქრისტესთვის. ის არ დადიოდა თავისი გზებით, არამედ ყოველთვის სულიწმიდის მმართველობას უსმენდა. ამ ღვთიურმა სულმა, რომელმაც იგი იერუსალიმში წაიყვანა, უწინ უთხრა მას, რომ იქ თავისი მოციქულური ცხოვრების დასასრულს მას ტანჯვა ელოდება, ისევე, როგორც უფალი თავისი ცხოვრების ბოლოს დაზარალდა იერუსალიმში. მისი შრომისა და ძალისხმევის ჯილდო ვერ იქნება პატივი, არამედ უბედურება საპყრობილეები და ათვალწუნება.

პავლე არ გაურბის მასთან მოსულ უბედურებებს, მაგრამ ფრთხილად უახლოვდებოდა მათ. ის არ თვლიდა მნიშვნელოვან არ წამყვან პერსონად თავს, არ წერდა თავის ავტობიოგრაფიას და განცდებს. ის უსარგებლო მონად მიიჩნევდა თავს და სრულიად ენდობოდა ცოცხალი უფლის მოქმედებას. დაე უფალმა ჩვენც გვაჩუქოს ასეთი ურთიერთობა ჩვენს ცხოვრებასთან! დაე ჩვენც საკუთარი თავები არაფრად ჩავთვალოთ, რათა უფალი იესო გახდეს ჩვენთვის ყველაფერი!

საკუთარი თავის უარყოფის გარდა პავლე კიდევ ორი მიზნისკენ ილტვოდა: პირველ რიგში მას სურდა, რომ თავისი უფლის ერთგული ყოფილიყო, ყველა ცდუნების, რომელიც მომავალში ელოდა მას და არ დამორჩილებოდა მომხიბვლელობას და სიძულვილს. მას უნდოდა ყვარებოდა საკუთარი მტერი, ეპატიებინა მათი ბოროტული დამოკიდებულება მათდამი და ბოლომდე მადლსა და სიწმინდეში ცხოვრება. მეორე, ის არ იყო თვითკმაყოფილი თავისი კეთილი მოქმედებებით, არამედ საკუთარი მოწოდების აღსრულება უნდოდა. ის არ ცხოვრობდა საკუთარი თავისთვის, არამედ უფლისა და მისი ეკლესიისთვის. პავლე არ ეძებდა მასხურებას და არ შეეძლო საკუთარი ძალებით აღესრულებინა ის. ის ქრისტემ ამოირჩია, მანვე მისცა ძალა, რათა აღესრულებინა თავისი მოწოდება. როგორ შეიძლება შევაჯამოთ პავლეს ცხოვრება მსახურებაში? მისი ცხოვრება ღმერთის მადლის მოწმობა იყო. წმინდა ღმერთმა განგვაშორა თავისი რისხვა, ვინაიდან ღმერთმა გაგვამართლა. ღმერთი, როგორც მამა გვეჩვენა, რომელიც გვაძლევს თავის სულიწმიდას თავისი ძის იესოს მოყვარულებს. მან შემცდარი ცოდვილებისგან თავის წმინდა შვილებად გვაქცია! როგორი დიდებული და გასაოცარია მადლი!

ლოცვა: ზეციერო მამაო, ჩვენ მადლიერებითა და სიხარულით თაყვანს გცემთ შენ. გაქებთ შენ, ვინაიდან არ დაგვსაჯე ჩვენი მრავალი ცოდვის გამო, არ გაგვანადგურე, არამედ მადლით შეგვიწყალე ქრისტე იესოში და შენი შვილები გაგვხადე. დაგვეხმარე ამ მადლის შესაფერისად მოვიქცეთ და შენი არაჩვეულებრივი მადლის შესახებ ვუქადაგოთ ყველას ვისაც იმედი არ აქვს.

კითხვა:

  1. როგორ და რას ქადაგებდა პავლე მოციქული? როგორ შეიძლება მისი ქადაგების შეჯამება?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:58 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)