Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 099 (From Troas to Miletus)
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
გ - მესამე მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 18:23 - 21:14)

8. ტროადან მილეტში (საქმეები 20:13-16)


საქმეები 20:13-16
13 ჩვენ დავწინაურდით და ასოსისკენ გავცურეთ ხომალდით, რადგან იქიდან უნდა აგვეყვანა პავლე; ასე გვიბრძანა, ვინაიდან თავად ფეხით აპირებდა წამოსვლას. 14 ასოსში რომ ვნახეთ, წამოვიყვანეთ და მიტილენეში მივედით. 15 იქიდან გავცურეთ და მომდევნო დღეს ხიოსის პირდაპირ დავდექით; მეორე დღეს სამოსს მივადექით, ტრიგოლიუმში შევჩერდით და ერთი დღის შემდეგ მილეტში მივედით. 16 პავლემ ეფესოსთვის გვერდის ავლა გადაწყვიტა, რათა აზიაში არ დაყოვნებულიყო; ჩქარობდა, უნდოდა მეერგასე დღეს, თუ მოუხერხდებოდა, იერუსალიმში ყოფილიყო.

პავლე და მისი დამხმარეები სხვადასხვა ეკლესიებიდან მთელი ღამე ფხიზლობდნენ, დილით კი ერუსალიმისკენ გაცურეს. პავლე გამოეყიო სხვა მგზავრებს და სანამ ისინი ნახევარკუნძულის გარშემო ზღვით მიცურავდნენ, პავლემ ოცდახუთი კილომეტრი გაიარა ფეხით, სანამ არ მივიდა ასას პორტამდე. პავლეს ამ გზის მარტო გავლა უნდოდა, რათა ღმერთთან ურთიერთობის ბევი შესაძლებლობა ჰქონოდა. ემადლიერებოდა და აქებდა ღმერთს. განადიდებდა იესოს ყველაფრისთვის, რაც გააკეთა იმ საოცარ საღამოს. პავლეს მთელი დიდების მიძღვნა მამისთვის უნდოდა, ის გამოეყო ძმებს. მას არ უნდოდა, რომ მისთვის ეყურებინათ აღფრთოვანებით და თაყვანისცემით. პირიქით მათ ერთად უნდა ემსჯელათ ამაზე და უნდა გაეცნობიერებინათ თუ რა გააკეთა იესომ - მან აღადგინა ის ყმაწვილი მკვდრეთით! მკვდარი ადამიანის აღდგომა ღმერთის დიდებული ძალის დამოწმება იყო. ეს იმის გამოხატულება იყო, რომ ღმერთი მრავალ ადამიანს ცოდვაში მკვდარს აღადგენს, მაშნ როდესაც სახარება მთელი თავისი სისრულითა და სიწმიდით იქადაგება. პავლე ბევრს დადიოდა ფეხით. მას ბევრი დრო ჰქონდა ვიდრე ჩვენ. ჩვენ უფრო მალე გადავაადგილდებით ერთი ქვეყნიდან მეორეში და მეტს ვლაპარაკობთ ვიდრე ვლოცულობთ. მოციქული ლოცულობდა განმარტოებით და ქრისტეს სამეფოსთან ჰქონდა კავშირი.

შეხედე რუკას. ხედავ თურქეთს? მოძებნე თურქეთსა და საბერძნეთს შორის ლესბოსის კუნძულები, ხიოსი და სამოსი. და შენ დაინახავ გამრჯვებული ქრისტეს გზას.

ამჯერად ძმები როგორც მეომრები კი არ მიცურავდნენ, რომელთაც დასძლიეს სულიერი და მატერიალური სირთულეები, არამედ როგორც გემები, რომლებიც გადავსებული იყვნენ უხვი მოსავლით. პავლეს უხვი შესაწირავი მიჰქონდა ყველა ეკლესიიდან. ეს შემოწირულობა ქრისტეს მსხვერპლის სიმბოლო იყო - ქრისტემ ეკლესიებს მსხვერპლის გაცემა ასწავლა. უკვე ოცდახუთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ის მოკვდა ჯვარზე. ახლა კი მისი მიმდევრები ღმერთს სწირავდნენ არა მხოლოდ ოქროსა და ვერცხლს გაჭირვებულთა დასახმარებლად, არამედ სწირავდნენ საკუთარ თავსაც ცოცხალი მსხვერპლის სახით. ისინი სწირავდნენ საკუთარ დროსა და ძალებს იმ უბედურებებისა და საფრთხეების მიუხედავად, რომლებიც მათ გარშემო იყო. მიეცი შენი ცხოვრება ქრისტეს სრულყოფილ მსხვერპლად? თუ ისევ ძუნწ ეგოისტად რჩები?

პავლეს უნდოდა იერუსალიმში ჩასულიყო ორმოცდამეათე დღესასწაულზე. ეს ძველ იუდევლური დღესასწაული აღინიშნებოდა, როგორც მადლიერების დღე მსხვერპლის დასასრულს. გარდა ამისა ზუსტად ამ დღესასწაულზე დაიწყო ქრისტიანულმა ეკლესიამ არსებობა. პავლემ უხვი მოსავალი მოაგროვა, რომელიც მალე გახდა სახარების გამგზავნ წერტილად მსოფლიოში. არავის მოუმკია იმდენი სამკალი, რამდენიც პავლემ შეაგროვა. ასი წელიც არ გასულა სულიწმიდის გადმოღვრიდან მლოცველ მოწაფეებზე, რომ ყველა ცენტრსა და დედაქალაქში იერუსალიმიდან რომამდე დაარსდა ეკლესიები ამ კეთილსურნელების სულით აღსავსე. ეს იყო უდიდესი სასწაული ეკლესიის ისტორიის პირველ პერიოდში. ეს დედაქალაქები - გულის მსგავსად აწვდიდნენ სიცოცხლის სისხლს მთელს სხეულს. ასე გავრცელდა სახარება ყველა ნაწილში. ყველაფერი ეს ხდება ხმლის ძალის გარეშე, ცენტრალიზირებული ორგანიზაციების გარეშე, ფინანსირებისა და რაიმე საერთაშორისო დახმარებების გარეშე. სახელი იესო ანათებდა იქაურ ერებში, თუმც სახარება ჯერ არ იყო დაწერილი ბერძნულ ენაზე. უფრო მეტიც ხსნის სახარება ეყრდნობოდა მხოლოდ მხილველების დამოწმებას ან მათ წერილებს. სახარებები დაიწერა გვიან, რათა გაემყარებინა რწმენაში ახლად წარმოქმნილი ეკლესიები, რომელთაც უნდოდათ იესოს სიცოცხლის შესახებ და მისი საქმეების ისტორიების ცოდნა. ყველაზე პირველი წიგნები, რომელშიც დაიწყო ეკლესიების საუკუნე, არ იყო სახარებები, არამედ წერილები, რომლებიც გამყარებული იყო მოციქულების ცხოვრებით, როგორც ხსნის ძალის დამოწმება.

ჩვენ დღესაც ვცხოვრობთ ღვთიური ძალით, რომელიც მოდის ქრისტეს მოწაფეებისგან, ვინაიდან მათი წერილები და ძლევამოსილი ქადაგებები გვიცავს, გვამხელს და გვანუგეშებს. გინდა დარწმუნდე ადრეული ეკლესიების სულიერ ცხოვრებაში? შეისწავლე წერილები. მათი მეშვეობით სულიწმიდის ტომებს შეეზიარები, რომელიც დღემდე მოქმედებს სამყაროში და ამყარებს მორწმუნეებს ქრისტეს მორჩილებაში.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე ჩვენ მადლობას გიხდით, ვინაიდამ მრავალი აღადგინე ცოდვისგან მკვდარი. შენი სიტყვის მეშვეობით გვამტკიცებ და ეს შენი მადლის ნიშანია. დაგვეხმარე წარმოვადგინოთ ჩვენი სხეულები და სიცოცხლე, როგორც სამუდამო მსხვერპლი შენთვის მიძღვნილი და ეს არა მხოლოდ სიტყვებითა და გრძნობებით, არამედ ჩვენს საქმეებშ გამოჩნდეს, ჩვენი დროისა და ფულის განკარგვაში, რათა დავდიოდეთ ჭეშმარიტებაში.

კითხვა:

  1. რატომ მიდიოდა პავლე ტროადან ეფესოში განმარტოებით?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:57 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)