Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 096 (Riot of the Silversmiths in Ephesus)
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
გ - მესამე მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 18:23 - 21:14)

4. ვერცხლისმჭედლების აჯანყება ეფესოში (საქმეები 19:23-41)


საქმეები 19:35-41
35 ქალაქის მწერალმა დააწყნარა ხალხი და თქვა: "ეფესელო კაცებო, ვინ არ იცის, რომ ქალაქი ეფესო დიდი არტემიდეს და ციდანმოვლენილის ტაძრის მცველია? 36 და რაკი ამაში ეჭვი არავის ეპარება, მშვიდად ყოფნა გმართებთ და წინდაუხედავად არ უნდა მოიქცეთ. 37 მოგიყვანიათ ეს ხალხი, რომლებიც არც ტაძრის მძარცველნი არიან და არც ჩვენი ქალღმერთის მგმობელნი. 38 თუ დემეტრესა და მასთან ერთად სხვა ხელოსნებს ვინმეზე აქვთ საჩივარი, სამსჯავროც გვაქვს და პროკონსულებიც გვყვანან, და უჩივლონ ერთმანეთს. 39 ხოლო თუ სხვა რამეს ეძებთ, ესეც კანონიერ კრებაზე უნდა გადაწყდეს. 40 ვინაიდან საფრთხე გვაქვს, რომ დღევანდელი არეულობისთვის ბრალი დაგვდონ, რადგან არ არსებობს მიზეზი, ამ თავყრილობის გამართლება რომ შევძლოთ". 41 ეს თქვა და დაითხოვა შეკრებილნი.

გაბრაზებულ ბრბოს შორის თეატრში იჯდა ერთი ბრძენი. ის იყო მშვიდი და ამავდროულად მას ესმოდა თავისი ერის. ის არ საუბრობდა მათთან ვინც ყვიროდა. ორი საათი ელოდებოდა სანამ ისინი ყვირილს დაასრულებდნენ. ის თვლიდა სწორად, რომ მათთან საუბარი დაეწყო ყვირილის შემდეგ. და აი როდესაც დაინახა, რომ უმეტესობა ყვირილით დაიღალა ამ ცხელ დღეში, მაშინ ის წამოდგა და საუბარი დაიწყო, ბრბო გაჩუმდა. მან ჯერ ეფესელთა დიდებას გაუსვა ხაზი. მან თქვა, რომ ქალღმერთი არტიმედეს კერპი, რომელიც შავი ხისგან იყო ზეციდან ჩამოვარდა და ეს ფაქტი განხილვას არ ექვემდებარებოდა. ამის შესახებ იცის მთელმა მსოფლიომ და ვერავინ უარყოფდა ამას. ამიტომაც საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება და არა სისულელეების კეთება. ამის შემდეგ წესრიგის მოყვარულმა კაცმა გამოხატა მზაობა, ნებისმიერი პრობლების გადასაჭრელად.

შემდეგ განაცხადა, რომ პავლეს და მის თანამგზავრებს არავინ გაუქურდავთ და არაფერი ცუდი არ უთქვამთ ტაძარზე. ამის შესახებ მან დეტალები გამოიძია ჯერ კიდევ ორი საათით ადრე, როდესაც ბრბო გამძვინვარებული იყო. გამოდის, რომ ეს სამი ადამიანი უდანაშაულოა, დამნაშავეა ბრბო და მათ ეს ადამიანები უსაფუძვლოდ შეიპყრეს.

მთავარ ვერცხლისმჭედელ დიმიტრის არ წამოუყენებია რაიმე ბრალდება (შესაძლოა იქ არც იმყოფებოდა, რადგან ეს გადატრიალება მისი მოწყობილი იყო და შეეშინდა). ეს წესების მოყვარული ადამიანი ჯერ კიდევ ელოდებოდა ბრალდებებს. და თუ ეს მოხდებოდა, ასეთ შემთხვევაში, საქმე კანონიერ სახეს მიიღებდა.

წესების მოყვარული, აგრძელებდა ხალხის დაშოშმინებას. ის არ უკრძალავდა საკუთარი აზრის გამოთქმას, მაგრამ ამის გაკეთებას სთხოვდა წესების დაცვით, ყველას თანდასწრებით, რომლებსაც ასევე ჰქონდათ ხმის უფლება. ლუკას დეტალური აღწერა გვაძლევს იმის ღრმა გაგებას, თუ როგორი ბერძნული კულტურა იყო ამ ქალაქში, რომაელთა ოკუპაციის დროს.

ბოლოს მთავრები დაემუქრნენ ხალხს, რომ ისინი თავიანთი უგუნური საქციელის გამო თავზე რომის რისხვას დაიტეხდნენ, ხოლო რომს უფლება აქვს ქალაქებს ჩამოართვას პრივილეგიები და გადასცეს ის სხვებს, მეტად ღირსეულებს. არცერთ ეფესოში მცხოვრებს არ სურდა, რომ მათ გამო ქალაქს პრივილეგია დაეკარგა, პირიქით ისინი ამისკენ ილტვოდნენ, როგორც ერთ-ერთი უმთავრესი მიზნისკენ. წესების მოყვარულის სიტყვებმა სავსებით დაამშვიდა ხალხი, მათში გამძვინვარებული რისხვა და ყველა სახლებში წავიდნენ.


5. პავლეს ბოლო მოგზაურობა მაკედონიასა და საბერძნეთში (საქმეები 20:1-3ა)


საქმეები 20:1-3ა
1 ამბოხი რომ ჩაცხრა, პავლემ დაიბარა მოწაფეები, გაამხნევა, დაემშვიდობა, გამოვიდა და მაკედონიისკენ გაემართა. 2 იმ ადგილებში გავლისას, მრავალი სიტყვით ამხნევებდა მორწმუნეებს და საბერძნეთში ჩავიდა; 3 სამ თვეს გაჩერდა იქ და სირიაში გადაცურვა დააპირა, მაგრამ რაკი შეთქმულება მოუწყვეს იუდევლებმა, მაკედონიის გზით მოისურვა დაბრუნება.

ეფესოში გამოწვეული მღელვარების გამო პავლემ დასკვნა გააკეთა, რომ იქაური მზარდი ეკლესია არ არის დაცული დევნებისგან. პირიქით რაც უფრო მეტი კურთხევა იყო, მით უფრო მძვინვარებდა ეშმაკი. მორწმუნეებს ეკლესიებში გულითადად უნდა ელოცათ: ,,ნუ შეგვიყვან განსაცდელში, არამედ გვიხსენი ბოროტისაგან“. პავლე და მისი ერთგული თანამსახურები თეატრში მომხდარი მღელვარების დროს გულითადად ლოცულობდნენ. უფალმა დაამშვიდა ქარიშხლები და გადაარჩინა ძმები, როგორც არასდროს ისე დაიმორჩილა ქარიშხლები გალილეის ზღვაზე.

ამ სიძულვილის ამოხეთქვის შემდეგ მორწმუნეებისთვის ცხადი გახდა, რომ პავლე ვეღარ დარჩებოდა ამ ქალაქში და არც მის შემოგარენში. ხალხის გულებში შურისძიების წყურვილი პავლესთვის ნიშნავდა, რომ თავისუფლად ვეღარ შეძლებდა ქუჩაში სიარულს. მაგრამ პავლე როგორც ეფესოს ეკლესიის მამა არ გაქცეულა შიშის გამო ქალაქიდან. მან მოუწოდა ქრისტეს მოწაფეთა ლიდერებს კრებაზე, რომლებიც თავიანთი სულით აბსოლუტურად განსხვავდებოდნენ თეატრში შეკრებილი ხალხისგან. პავლემ დანაღვლიანებული ძმები ანუგეშა ჭეშმარიტებითა და ქრისტეს თანდასწრებით, რომელსაც იძლევა სულიწმიდა ყველა თავისი ერთგული მიმდევრისთვის.

აი ასე დაემშვიდობა წარმართების მოციქული ეფესოს ეკლესიის მორწმუნეებს და გრძელ გზას გაუდგა ფილიპეში, თესალონიკესა და ბერიყაში. ამ რთული გზის შესახებ ის ყვებოდა კორინთელთა მიმართ მეორე წერილში (7:5) ,, ვინაიდან მაკედონიაში რომ მოვედით, ჩვენს სხეულს არ ჰქონია მოსვენება, რადგან ყოველმხრივ შევიწროებულნი ვიყავით: გარეთ - ბრძოლები, შიგნით - შიშები“. პავლე იქ საზაფხულო კურორტზე დასასვენებლად არ მიდიოდა. ის მიდიოდა საბრძოლველად - ფანატიზმის წინააღმდეგ ასევე სიძულვილისა და გამოცდების. პავლე ღმერთის სიტყვებით აღსავსე იყო. ის ქადაგებდა სულიწმიდის ძალაში არა თავად ქადაგებისთვის, არამედ სწავლებისთვის, გაწაფისთვის და ეკლესიების გამყარებისთვის. პავლე ერთგული მწყემსი იყო: ის ეძებდა დაკარგულებს, დაჭრილებს უხვევდა ჭრილობებს და სჯიდა მათ ვინც ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა მას.

როდესაც პავლე კორინთოს ქალაქში შევიდა დაახლოებით ჩ.წ.ა 56 წელს ის სამი წელი ემსახურებოდა ადგილობრივ ეკლესიას, რომელიც ფილოსოფიებისა და ცდუნებების გამო იხლიჩებოდა. მაშინ გამონახა მან დრო რათა დაეწერა თავისი გრძელი წერილი. ეს იყო მიმართვა ეკლესიის მიმართ, რომლის დაარსებაშიც მას წვლილი არ მიუძღვოდა - რომაელთა მიმართ წერილები. ამ წერილში მოციქულმა თავისი დოქტრინებისთვის განსაკუთრებული ადგილი მოამზადა, ორგანიზებულად და ლოგიკურად გადმოსცა ის, სიღრმისეულად და გასაგებად. ფილოსოფოსები ათენში მასში სიბრძნეს ეძებდნენ, მაგრამ პავლე არ აძლევდა მათ. ისინი სულიერად არ იყვნენ მზად ამ ღრმა ქრისტიანული პრინციპების აღსაქმელად. რომაელთა მიმართ წერილები არის ქადაგების ფორმაში დაწერილი და ეს ქადაგება დღემდე საუკეთესო ორგანიზებულ და ქრისტიანულ საფუძვლებზე დაწრილად ითვლება. და დღესაც სულიწმიდა პავლეს სიტყვების მეშვეობით ქადაგებს მთელს დედამიწაზე.

ლოცვა: უფალო იესო ქრისტე ჩვენ მადლობას გიხდით შენ, რადგან ხარ გამარჯვებული მეფე. შენ იცავ შენს მოყვარულებს, ცხოვრებისეული განსაცდელების დროს, სირთულეების დროს, დაცემისა და გამოცდების დროს. მოგვეცი ჩვენს ეკლესიებში ერთგული მსახურები და გაბედული მლოცველები, რათა ყველამ ერთად ვაღიაროთ სენი მტკიცე რწმენა, უსაზღვრო სიყვარული და ცოცხალი იმედი!

კითხვა:

  1. რატომ და როგორი გარემოებების გამო დატოვა ეკლესია ეფესოში?

კითხვების მე-6 სერია

ძვირფასო მკითხველო, თუ შენ უკვე წაიკითხე მოციქულთა საქმეების წიგნის განმარტება, მაშინ შეძლებ უპასუხო შემდეგ კითხვებს. თუ კითხვათა 90% სწორედ გასცემ პასუხს, ჩვენ გამოგიგზავნით ამ სწავლების მომდევნო სერიას. გთხოვ არ დაგავიწყდეს მკაფიოდ მიუთითო პასუხების ფურცელზე შენი სახელი და გვარი და ელექტრონული ფოსტა.

  1. როგორი სახით წარმოაჩენს უფალი თავის თავს, როგორც უფალთ-უფალი და მეფეთა-მეფე?
  2. როგორ ქადაგებდა პავლე ხშირ შემთხვევაში, როდესაც ქალაქში შედიოდა?
  3. რატომ იყო პავლე ათენში მრავალი ღმერთების გამო განაწყენებული?
  4. რომელი სამი ძირითადი აზრი იყო პავლეს ქადაგების პირველ ნაწილში ათენელი ფილოსოფოსების წინაშე?
  5. რომელია ის ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება თავის დავაღწიოთ ბოლო დღეს სამსჯავროს?
  6. როგორი განსაკუთრებული აღთქმა მიიღო პავლემ ქრისტესგან კორინთოში?
  7. რომელი ოთხი ქალაქი მოინახულა პავლემ თავისი მეორე მოგზაურობის ბოლოს?
  8. რომელი ოთხი ჭეშმარიტება გამოიკვეთა აპოლოსის წყვილთან საუბრის შემდეგ?
  9. როგორ მიიღეს ეფესოში მოწაფეებმა სულიწმიდა? და როგორ შეგიძლია მიიღო ეს კურთხეული სული შენ?
  10. როგორ გამოვლინდა უფლის სამეფო ეფესოში?
  11. როგორ იზრდებოდა და დიდდებოდა ღმერთის სახელი და მისი სიტყვები ეფესოში?
  12. რატომ უნდა წასულიყო პავლე რომში?
  13. რატომ გაბრაზდა დიმიტრი პავლეზე?
  14. რატომ და როგორი გარემოებების გამო დატოვა ეკლესია ეფესოში?

გირჩევთ, რომ დაასრულო მოციქლთან წიგნის შესწავლა, რადგან მისი მეშვეობით ღმერთის სიტყვების საგანძურს მოიპოვებ. ველოდებით შენ პასუხებს, და ვლოცულობთ შენზე. მისამართი:

Waters of Life
P.O.Box 600 513
70305 Stuttgart
Germany

Internet: www.waters-of-life.net
Internet: www.waters-of-life.org
e-mail: info@waters-of-life.net

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:54 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)