Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 085 (Paul at Athens)
This page in: -- Albanian? -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
გ - მეორე მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 15:36 - 18:22)

7. პავლე ათენში (საქმეები 17:16-34)


საქმეები 17:16-21
16 სანამ პავლე ათენში ელოდა მათ, მისი სული აღაშფოთა ამ კერპებით სავსე ქალაქის ხილვამ. 17 ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდევლებს და მომსახურეთ და იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე. 18 ზოგიერთმა ეპიკურელმა და სტოელმა ფილოსოფოსმა კამათი დაუწყო მას; ზოგი კითხულობდა, მაინც რისი თქმა სურსო ამ მოლაყბეს; სხვები ამბობდნენ, ეტყობა, უცხო ღმერთებზე ქადაგებსო, რაკი იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ. 19 მიიყვანეს არეოპაგში და უთხრეს: "შეგვიძლია თუ არა გავიგოთ, რა არის ეს ახალი მოძღვრება, შენ რომ ქადაგებ? 20 რაღაც უცნაურს ასმენ ჩვენს ყურებს. ამიტომ გვინდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს?” 21 ყველა ათენელს, ისევე როგორც სტუმრადმყოფ უცხოელს, ისე არაფერი ეხალისებოდა, როგორც რაიმე სიახლეზე ლაპარაკი ან მისი მოსმენა.

ზოგიერთი ძმა პავლეს თან ახლდა გზად ბერიყადან ათენში. ათენში ის მარტო დარჩა. ის არ მისულა ამ ქალაქში საკუთარი ჩანაფიქრით ან განძრახით, არამედ თავად ღმერთმა მოიყვანა ის აქ ბერძნულ ფილოსოფიასთან საბრძოლველად. აქ განდიდებულ ბერძნულ ქალაქში პავლე ელოდებოდა ტიმოთეს და სილას. მათ იმედი ჰქონდათ, რომ თავიანთი მსახურებითა და ერთობლივი ლოცვებით გადალახავდნენ ამ ქალაქში სიამაყის სულს.

თუმცაღა პატივდადებულ წარმართთა მოციქულს არ შეეძლო გულხელდაკრეფილი ჯდომა და ლოდინი. დაიარა რა ქალაქი, ძალზედ განაწყენდა და აღელდა მარმარილოს ტაძრების ხილვისა და კერპების გამო. იუდეველებმა აჯობეს კერპთაყვანისმცემლობას. მაგრამ აქ ათენში კერპები ჯერ კიდევ იდგნენ. პავლე მალევე მიხვდა, რომ კერპთაყვანისმცემლობის გამო ამ დიდებულ ქალაქში არ იყო სწორი და წრფელი რწმენა.

ათენელები არ თვლიდნენ რწმენას როგორც ჭეშმარიტებას ან ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან ნაწილს. ისინი ჭეშმარიტი რწმენის შთაგონებისგან შორს იყვნენ. ნაცვლად ამისა ისინი თავიანთი გონებით იგებდნენ ყველა პრინციპს. ყოველი სწავლება და ნებისმიერი გაგება ანალიზდებოდა თავიანთი ფილოსოფიის საფუძველზე. ასეთ საშინელ რეალობაში პავლე გამოვიდა თავიანთი ცრუ ღმერთების წინააღმდეგ, რომლებიც იყვნენ მიზეზი და მოტივაცია თავიანთი ათეისტური ფილოსოფიის. ის ცდილობდა მოექცია ათენელები კერპტაყვანისმცემლობიდან და ცოცხალი და ჭეშმარიტი ღმერთის მსახურებისკენ.

გონება, ცოდნა და განსჯა უდაოდ არის ღმერთის ნიჭები, მაგრამ როდესაც ადამიანი ცხოვრობს ღმერთის გარეშე ყველა მისი ადამიანური წარმოსახვა ხდება გახრწნილი და ბოროტი. მოაზროვნეები მალევე ხდებოდნენ ამაყ და თვითკმაყოფილ ადამიანებად, ისინი ვერ წვდებოდნენ ღმერთს თავიანთი გონებით, ამიტომაც თავიანთი გენიალურობის მიუხედავად, ბრმად ვარდებოდნენ სასოწარჯვეთილებაში. ცოცხალი ღმერთის უპატივცემულობამ და მრავალი ცრუ ღმერთების და არაწმიდა სულების თაყვანისცემამ, კაცობრიობა მიიყვანა იქამდე, რომ ისინი აღმერთებდნენ ადამიანებს. ვინც არ იცნობს ღმერთს ის თავად ხდება ღმერთი სამყაროს ცენტრი და ყველაფრის საზომი.

პავლე განარისხა ათენელების ურწმუნოებამ, განსაკუთრებით კი მათმა მრავალი ღმერთების თაყვანისცემამ. ეს რისხვა შემდგომში გახდა უდიდესი კურთხევა და მისი მეშვეობით ევროპაში წყალობის საათი დაიწყო. ქრისტეს ეს მოციქული ღმერთის სადიდებლად კურნავდა ევროპის დაავადებულ სხეულს. ის აუწყებდა წარმართებს ერთადერთ იმედს, ცოცხალ ქრისტეს. პავლეს უწყების წყალობით რომელიც უღმერთოების ხელოვნების, რელიგიისა და ფილოსოფიების წინააღმდეგი იყო, ევროპა გაიხსნა მისიონერებისთვის.

თავისი ჩვეულების მიხედვით პავლე წავიდა იუდევლურ სინაგოგაში სადაც შეხვდა ღვთის მოშიშ ადამიანებს. მაგრამ ჩვენ არ ვკითხულობთ, რომ იუდეველთაგან ამ წარმართებისგან ვინმემ მიიღო ქრისტე. ამ ქალაქის ყველამცხოვრები მიჩვეული იყო რწმენისგან თეორიული თამაშის გაკეთებას სინაგოგაშიც კი განიხილავდნენ მრავალ სხვადასხვა ფილოსოფიურ აზრებს იმის ნაცვლად, რომ ჭეშმარიტ ღმერთისთვის ეცათ თაყვანი.

ამ კრების შემდეგ მოციქული გავიდა ქალაქში და დაიწყო ქადაგება გზებზე და მოედნებზე. ათენში ყველას შეეძლო გამოეხატა ის რაც უნდოდა. ლაპარაკი და წერა გახდა დამაცირებელ საქმედ. ყველა თვლიდა თავის თავს მცირე ფილოსოფოსად. პავლე ბრძნულად მოიქცა. მას არ დაუწყია სახარების მიწოდება ქადაგების მეშვეობით. ნაცვლად ამისა მან სოკრატული მეთოდი გამოიყენა იმ იმედით, რომ მოწაფეებს მიმართავდა თავიანთ გასაგებ ენაზე.

რამდენიმე ხნის შემდეგ ისინი ვინც თავს ფილოსოფოსებად თვლიდნენ შეეგუვნენ სიტვაციას და მოისურვეს დისკუსიის გამართვა ამ უცნაურ იუდეველთან. ეპიკურიანები თვლიდნენ ადამიანის ცხოვრების მიზნად კმაყოფილებას. ყველაფერი დანარჩენი მათთვის წარმოსახვითი და ოცნება იყო. ისინი ცდილობდნენ გრძნობითი გონების გადალახვას. ისინი იმედოვნებდნენ, როდესაც ანვითარებდნენ საკუთარ თავში თავშეკავებას, რომ ამითი განთავისუფლდებოდნენ არასუფთა მოტივების მარწუხებისგან. ვერც იდეალისტებმა და ვერც ეპიკურიანებმა ვერ გაიგეს პავლეს უწყება და უწოდეს მას ,,ცრუ სიტყვები“. ბერძნულ ენაში ეს სიტყვა თავისი სიზუსტით ნიშნავს ,,თესლის მძებნელი“ თითქოსდა მოლაპარაკეს არ აქვს საკუთარი აზროვნების სისტემა და იყენებს რაღაც სწავლებების ნაწილს, რომელიც სხვების მიერ არის შემუშავებული. ასეთ შემთხვევაში კი ისინი ფოქრობდნენ, რომ პავლე ვერ მოახდენდა ნორმალური აზრების სინთეზს. მისი აზრები იყო დაულაგებლად მიყრილი და მათი გადამუშავება ვერ შეძლო.

ზოგიერთი მათგანი სიმენდა თუ როგორ ლაპარაკობდა პავლე, რომ იესო არის დიდების უფალი, და რომ მისი აღდგომა - ჩვენი მომავლის დაპირებაა. მათ უფრო მეტის მოსმენა უნდოდათ ამ ყველაფერზე, ამ აზრის ლოგიკურად განვრცობა და მისი კრიტიკულად გაანალიზება. მაშინ ისინი შეძლებდნენ მის დაცინვას ან თავიანთი მოაზროვნეების წრეში მის მიღებას. მაგრამ პავლეს მსმენელტაგან არავინ განიცდიდა მკაფიოდ ღმერთის საჭიროებას. არცერთ მათგანს არ მოუნანიებია და არ გამოუხატავს საკუთარი ცოდვების აღიარების სურვილი. მათი მთავარი მიზანი იყო გართობილიყვნენ და რაიმე საერთო მოესმინათ. მათ უნდოდათ რაღაც არაჩვეულებრივის მოძებნა რათა შემდგომ ის თავიანთ წიგნში გამოეყენებინათ. უკიდურეს შემთხვევაში იმედოვნებდნენ თავიანთთვის რაიმე საკრიტიკოს მოსმენას, რათა ამ საცოდავი კაცისთვის დაეცინათ.

შესაძლოა, რომ ამ დისკუსიაში მონაწილებდნენ დამკვირვებლებიც კულტურული წრეებიდან, რადგან სწორედ მათ წაიყვანეს პავლე ქალაქის საბჭოზე. საბჭოს შეეძლო მისი აზრების და სწავლების განხილვა და გადაწყვეტა შევიდა თუ არა მათ ქვეყანაში უცხო სული, რომელსაც შეუძლია დაარღვიოს ათენში მრავალი სულის ჰარმონია. მათ თვალთმაქცური სიკეთით სთხოვეს პავლეს გადმოეცა თავისი სწავლება და ფილოსოფიური პრინციპები.

ისინი არ ეძებდნენ ღმერთს გულით და არ სწყუროდათ სამართლიანობა გონებით. ისინი ფოქრობდნენ იმაზე თუ, როგორ დაემორჩილებინათ პავლეს აზრები საკუთარი თამაშისთვის. არავის არ სჯეროდა, რომ შესაძლებელია ჭეშმარიტების ჩაწვდომა. მათთვის ღმერთი დაფარული იყო. მათი აზრები სავსე იყო მრუშობით. ისინი გახსნილები იყვნენ ნებისმიერი მიმზიდველი დოქტრინისთვის და მთელი მათი ფილოსოფია ეგოიზმზე იყო დაფუძნებული. ყველა ამ საცოდავ მოაზროვნეს უნდოდა საკუთარი ცრუ გენიალურობა წარმოეჩინა. მათ არ იცოდნენ, რომ ერთადერთი ღმერთი იყო დიდებული და რომ მის წინაშე ადამიანი არაფერია. თუმცა უნდა ავღნიშნნოთ, რომ ერთ-ერთმა ბრძენთაგან გააცნობიერა თავისი სიბრმავე და პესიმისტურად აღიარა.. ,,ვიცი, რომ არაფერი ვიცი“. ფაქტობრივად ის არ იცნობდა ღმერთს და ამიტომაც არ იცნობდა საკუთარ თავს. ის იყო ბრმა წინამძღოლი ბრმებისა.

ლოცვა: წმიდაო და ჭეშარიტო ღმერთო დამიფარე დაუმორჩლებელი აზრებისგან, რათა შენმა ცოდნამ დამიპყროს და არ გადავიხარო ჭეშმარიტებიდან ფილოსოფიური აზრების თამაშისკენ, ვაღმერთებდე რა საკუთარ თავს ან ადამიანს. შენ ერთადერთი დიდებული ხარ ჩვენ კი უარგისები, ცოდვილები და სულით გახრწნილები. გვაპატიე ჩვენი გონების ცოდვები და გაგვწმინდე რათა შენს დიდებაში ვიყოთ.

კითხვა:

  1. რატომ იყო პავლე ათენში მრავალი ღმერთების გამო განაწყენებული?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:47 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)