Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 063 (Separation of Barnabas and Saul)
This page in: -- Albanian -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Greek -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
ა - პირველი მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 13:1 - 14:28)

1. სავლეს და ბარნაბას განცალკევება (საქმეები 13:1-3)


საქმეები 13:1-3
1 ანტიოქიის ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყველები და მოძღვრები: ბარნაბა და სიმონი, ნიგერი რომ ერქვა, ლუციუს კვირინელი და მანაინი - მეოთხედმთავარ ჰეროდეს ძუძუმტე, და სავლე. 2 უფლის მსახურებასა და მარხვაში იყვნენ ისინი, რომ უთხრა მათ სულიწმიდამ: "გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის, რისთვისაც მოვუწოდე”. 3 მარხვისა და ლოცვის შემდეგ ხელები დაასხეს მათ და გაუშვეს.

ანტიოქია იმ დროისთვის დასავლეთის ყველაზე მსხვილი დედაქალაქი იყო. მას „დასავლეთის რომს“ ეძახდნენ. ამ მსხვილ მსოფლიო კომერციულ ცენტრში დაარსდა ადრეული ეკლესია. ეს ცოცხალი ეკლესია იყო, გამყარებული და მწიფე. უმეტესობა წევრებისა იყო გაუნათლებელი, რომელთაც ქრისტე ირწმუნეს არა მოციქულთა მსახურების მეშვეობით, არამედ უბრალო მორწმუნეების დამოწმებებით.

პირველმა ეკლესიამ ბარნაბა გააგზავნა, რათა გაემყარებინა ანტიოქიის ეკლესიის ახალმოქცეულები. მან კი დამხმარედ პავლე წაიყვანა, აქტიური ღვთისმსახური. მთელი წელი ერთად მსახურობდნენ ანტიოქიის ეკლესიაში. ეკლესია რიცხვობრივად და ძალაში გაიზარდა, ქალაქი კი ქრისტიანობის მეორე ცენტრად იქცა იერუსალიმის შემდეგ და წარმართებისთვის ქადაგების გამგზავნ პუნქტად.

ამ ეკლესიაში უხვად ვლინდება სულიწმიდის ნიჭები, ბევრი წინასწარმეტყველება და ქადაგება იყო. ახალ აღთქმაში წინასწარმეტყველები არ იყვნენ ხალხისგან გამოყოფილები, ცხოვრობდნენ ეკლესიაში, როგორც სხვა მორწმუნეები. უბრალოდ ისინი ღვთის ნებას ყველა დანარჩენზე ადრე იგებდნენ. ზოგიერთ საიდუმლოებას გონებაში იგებდნენ, ხედავდნენ მომავალ მოვლენებს და მალევე ემორჩილებოდნენ სულიწმიდას. ამიტომაც პავლე, ამის შედეგად აფრთხილებდა მორწმუნეებს, გაეთვალისწინებინათ ნიჭით წინასწარმეტყველება. ის აუცილებელი იყო ეკლესიის განათლებისთვის ისევე, როგორც საფუარი ზომისთვის.

ეს მასწავლებლები ღმერთის ნების არსს ღრმად წვდებოდნენ. ისინი გამუდმებით და ორგანიზებულად ასწავლიდნენ ეკლესიის წევრებს კანონების მნიშვნელოვნება, იესოს სიტყვებსა და მოციქულთა სწავლებებს. მასწავლებლები მოწაფეთა ყურადღებას უპირველესად მათ ნებასა და გონებაზე ამახვილებდა; წინასწარმეტყველთა სიტყვები კი მიმართული იყო ადამიანების გულზე, გონებასა და გრძნობებზე. ღმერთს უნდა, რომ სრულყოფილი სხეული, მშვინვა და სული გქონდეს, რათა ბევრს ქადაგებდე, განადიდებდე და ფხიზელი რწმენა გქონდეს.

მორწმუნეებს არ ყავდათ მთავარი ან ეპისკოპსი. ისინი ყველა საკითხს ერთსულოვნად განიხილავდნენ, უხუცესთა და ძმების გარემოცვაში. ბარნაბა ეკლესიას უთვალთვალებდა, ის წარგზავნილიყო რათა შეემოწმებინა იგი. ის დამორჩილდა, მჭიდროდ გაერთიანდა ძმებთან და მიმართულებას აძლევდა მათ თანამშრომლობასა და ძმურ პარტიონორობაში. ეს ძმები: კვირინელები და კვიპროსელები დიდი ალბათობით იყვნენ ანტიოქიის ეკლესიის დამაარსებლები (11:20). მათშორის იყო მანიანიც, იმ ჰეროდეს ძუძუმტე, რომელმაც იოანე ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთა. ერთი დედით გამოკვებილები, თუმცა არა ერთი სულის მქონენი. მეფე მრუში გახდა, მკვდარი სულების ეშინოდა, ხოლო მანაილი დამროჩილდა და სულიწმიდით აღვსილ მორწმუნეთათვის მაგალითად იქცა.

ჩვენ ვხედავთ, რომ სავლეს სახელი მსახურთა და ანტიოქიის ეკლესიის წევრთა სიის ჩამონათვალში ბოლოს დგას, ვინაიდან ის ყველაზე პატარა და ბოლო იყო, ვინც მათ შემოერთდა. ანტიოქიაში, კვლავ მოწაფის მსგავსად დაიწყო სწავლება, თავისი იუდევლური და ძველი აღთქმის კანონების განსაკუთრებული ცოდნის მიუხედავად. ასევე ამ მორწმუნეთა კრებულში სიყვარული იგრძნო, რომელიც მოქმედი იყო.

რწმენაში მყოფი ძმები ერთად ემსახურებოდნენ ღმერთს, ძელ აღთქმაში მღვდლების მსგავსად, რომლებიც თაყვანსსცემდნენ ღმერთს და მსხვერპლს სწირავდნენ. ყველა მათგანს სურდა თავისი ერისთვის ღმერთის კურთხევების მოპოვება. ასე, რომ ანტიოქიაში მყოფი სამი წინმყოფი ძმა სთხოვდნენ უფალ იესოს ჯვარზე მისი მსხვერპლის ნაყოფის რეალიზება, მათ ეკლესიასა და გარშემო მყოფ ხალხში. წმიდანები მარხულობდნენ, მაგრამ არა იმისთვის, რომ გამართლებულიყვნენ. ერთხელ და სამუდამოდ იყვნენ ქრისტეს სისხლით განწმედილები. ისინი ლოცვით მსახურებაში მარხულობდნენ. დაავიწყდათ საჭმლისა და სასმლის შესახებ, ვინაიდან მათი საერთო ლოცვები წარმართებისთვის იყო ყველაფერზე მნიშვნელოვანი. მათ ლოცვებში ჩანდა სურვილი, რომ ქრისტესტ გადარჩენა ნაუწყები ყოფილიყო გარშემო ყველა ადგილას.

უფალმა უპასუხა მათ, ნათლად ელაპარაკა მათ ეკლესიის წინასწარმეტყველების პირით. როდესაც იღებდნენ ამ გამოცხადებას, არც ერთი მათგანი არ დაცემულა და არ იყო ძირს. ყველა უსმენდა უფლის ჩანაფიქრსა და ნებას. ამ გამოცხადებაში სულიწმიდა მიმართავდა მორწმუნეებს პირველ პირში „მე“. ის უბრძანებდა, მიმართულებას აძლეცდა, უყვარდა და ანუგეშებდა მათ, როგორც ცალკეული პიროვნება. ის მოძრაობს სწრაფად იქ სადაც სურს და როდესაც სურს, თავისი კეთილი ნების მიხედვით. ეს ნეტარი სული ასევე სამების ერთ-ერთი პიროვნება“ ღმერთი ღმერთისგან, შუქი შუქისგან, ჭეშმარიტი ღმერთი ჭეშმარიტი ღმერთისგან, მამა, სავსე სიყვარულით, სიწმიდითა და დიდებით. ეს განუმეორებელი სული - თავად ღმერთია, როგორ ქრისტემ თქვა: „ღმერთი სულია“. ვინც მას თაყვანსსცემს სულით და ჭეშმრიტევბით, განუწყვეტელი სიყვარულითა და ქებით, ის მის საიდუმლოს იგებს.

წმიდა ღვთის სულმა უბრძანა ეკლესიის წინამძღოლებს გამოეყოთ მისთვის ბარნაბა და სავსე საქმეების აღსასრულებლად, რომელიც წინასწარ ნაუწყები არ იყო. სულიწმიდამ თავად მოუწოდა მათ, მხარი დაუჭირა თავისი ძალით, წარგზავნა საქადაგებლად, მოქმედებდა მათში და იცავდა მათ.

ეს ამორჩეულები მოწოდებულები იყვნენ და ამ მსახურებაში დაყენებულები, სრული მიძღვნის შედეგად. სულიწმიდა არ უხსნიდა მათ წინასწარ, კონკრეტულად რომელი საქმე მოუმზადა. მან გაუცხადა ეკლესიის წინამძღოლებს, რომ წმიდა სამება ახალ სამუშაოს იწყებს, რომლის წარმოდგენაც შეუძლებელია. ჩვენ მორჩილად ვაღიარებთ, წმიდა ღმერთო, რომ შენი გზა წმიდაა და შენი წმიდანები მიდიან დიდებიდან დიდებაშ, მწუხარებიდან მწუხარებაში, ნაყოფებიდან ნაყოფებამდე. ანუ, დასაწყისი და დასასრული მათ ცხოვრებაშია. მათი საქმეები მხოლოდ შენ ერთს გეკუთვნის უფალო; არც ერთი შენი მსახური არ სარგებლობს განსხვავებულობით ან ამაო დიდებით.

სულიწმიდას უბრალოდ არ გადაუწყვეტია ორის წარგზავნა ერთობლივ მსახურებაზე. იქამდე სანამ გაყოფდა მათ მსახურეობრივად, მან დროულად გააერთიანა ისინი დროებით. მათი ურთიერთნდობა გამყარდა ურთიერთგანცდებში. სულიწმიდამ არ გაგზავნა ბარნაბა ან სავლე მარტო, არამედ გააერთიანა ისინი. ბუნებრუვობა არ იყო დაფუძნებული ინდივიდუალურ, თვითნებურ მმართველობასა და ხელმძღვანელობაზე, სადაც ერთს აქვს უპირატესობა და ერთი მეორეზე უკეთესად თვლის თავს.

რამდენიმე წლით ადრე სავლეს სმენია ანანიასგან, რომ დიდების ღმერთი აგზავნის მას ეკლესიებში და მმართველებში და რომ ის იქნებოდა იესოს სახელის წარმომადგენელი. ის ხვდებოდა, რომ დიდ ტანჯვებს წააწყდებოდა, განიცდიდა დევნას და ასევე იცოდა, რომ უჩვეულო გზით გაიმარჯვებდა და ექნებოდა სულიერი ნაყოფები. სავლემ გააცნობიერა, რომ თავად ვერ აღასრულებდა ამ მსახურებას. ამიტომაც რამდენიმე წელი წყნარ მოლოდინში გაატარა თარსაში, სანამ ბარნაბამ არ დაუძახა ანტიოქიის ეკლესიაში სასწავლებლად. სულიწმიდამ იქ განწმიდა ისინი და ჩამოაყალიბა, როგორ ღვთის ხმალი. სავლე მიხვდა, რომ ქადაგების საბოლოო მიზანი არ იყო ყველა ადამიანის მოქცევა სათითაოდ, არამედ ცოცხალი ეკლესიების წარმოშობა, სადაც წმიდანები ერთად შეკრებას შეძლებენ, შეძლებენ ისწავლონ და რწმენაში გაიზარდონ. როდესაც ანტიოქიის ეკლესიის წევრებმა გაიგეს, რომ სულიწმიდამ მოინდომა ორი ადამიანი გამოცალკევება მსახურებისთვის, რომლებიც მათი ლიდერები იყვნენ, ყველაზე მცირესი და ყველაზე დიდის, დიდ ტრაგედიად არ გადაუქცევიათ ეს ამბავი. პირიქით, ერთად შეიკრიბნენ, ილოცეს და იმარხულეს, და ყველა გრძნობდა, რომ უფალი რაღაც დიდებულს იწყებს, დაფარულსა და უნიკალურს.

ორმა ამორჩეულმა ძმამ მორჩილად დახარა თავი, ხოლო სხვა ეკლესიის წევრებმა ხელები დაასხეს მათ. ჩანდა თითქოს სიბრძნე, ძალა და სულიწმიდის სისავსის გაგება არ ყოფნიდათ. უფალმა აკურთხა და მიმართულება მისცა მათ მსახურებაში, ძმებს, რომლებიც მთელი ცხოვრება მოწოდებულები იყვნენ სახარების ქადაგებისთვის. იმ დროიდან იყვნენ მისიონერები, როჯმლებიც ტოვებდნენ მშობლიურ მხარეს და საყვარელ ადამიანებს, რათა ღმერთის სამეფო ქვეყნიერებისთვის წაეღოთ. ისინი სულიწმიდის მმართველობით ხელმძღვანელობდნენ. და თავისი უბრალო ცხოვრების მიუხედავად, მათ აქვთ მიცემული ზეციდან სულიერი ძალა.

ლოცვა: ცოცხალო უფალო, არ ვიმსახურებთ შენ წყალობას, მაგრამ მას შემდეგ რაც დაღვარე შენი წმიდა სისხლი ჯვარზე, რათა განგეწმიდეთ, ჩვენ შენ გიძღვნით ჩვენ თავებსა და ჩვენ შვილებს სამუდამო მსახურებისთვის. არ შეგვიძლია ჩვენი გონებით ან ძალით გემსახუროთ შენ, არამედ მხოლოდ შენი სიყვარულის სულით, მორჩილებით, რათა მივიტანოთ გადარჩენა ქვეყნიერებაზე. დაგვიცავი ჩქარი ნაბიჯებისგან და აგვიხილე თვალები, რათა ვხედავდეთ შენი გადარჩენის მწყურვალე ხალხს!

კითხვა:

  1. ვინ არის სულიწმიდა? როგორ წარმართა მან ლოცვები ანტიოქიაში?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:25 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.3.3)