Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- Acts - 064 (Preaching in Cyprus)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Azeri -- Bulgarian -- Cebuano -- Chinese -- English -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Igbo -- Indonesian -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Tamil -- Telugu -- Turkish -- Urdu? -- Uzbek -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

მოციქულთა საქმეები - ქრისტეს გამარჯვების გზა
ქრისტეს მოციქულთა წიგნის შესწავლა
ნაწილი 2 - წარმართებსშორის სახარების ქადაგება და ეკლესიების წინადაცვეთა ანტიოქიიდან რომამდე - მოციქული პავლეს მეშვეობით, რომელიც სულიწმიდისგან იყო წარგზავნილი (საქმეები 13 - 28)
ა - პირველი მისიონერული მოგზაურობა (საქმეები 13:1 - 14:28)

2. სახარების ქადაგება კვიპროსში (საქმეები 13:4-12)


საქმეები 13:4-12
4 სულიწმიდის მიერ მივლინებულნი სელევკიაში ჩავიდნენ, ხოლო იქიდან კვიპროსისკენ გასცურეს. 5 სალამისში ყოფნისას იუდეველთა სინაგოგებში ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას; იოანე კი მათ ემსახურებოდა. 6 პაფომდე რომ მოიარეს მთელი კუნძული, ნახეს ერთი გრძნეული და ცრუწინასწარმეტყველი იუდეველი, სახელად ბარიესუ, 7 რომელიც პროკონსულ სერგიუს-პავლიუსთან, გონიერ კაცთან იყო. მან მოუხმო ბარნაბას და სავლეს, ვინაიდან ღვთის სიტყვის მოსმენა სურდა. 8 თუმცა წინ აღუდგა მათ გრძნეული ელიმასი (ასე ითარგმნება მისი სახელი), და ცდილობდა რწმენისგან გადაეცდინა პროკონსული. 9 სავლე, იგივე პავლე, სულიწმიდით აივსო, მიაპყრო მას მზერა 10 და უთხრა: "ჰოი, ყოველგვარი მზაკვრობითა და ბოროტებით აღვსილო, ეშმაკის ძეო და სიმართლის მტერო, აღარ მოეშვები უფლის სწორი გზების გამრუდებას? 11 აჰა, შენზეა ახლა უფლის ხელი, დაბრმავდები და დრომდე ვეღარ დაინახავ მზეს”. მაშინვე დაეშვა მასზე წყვდიადი და სიბნელე, აქეთ-იქით აწყდებოდა და გამძღოლს ეძებდა. 12 დაინახა პროკონსულმა, რაც მოხდა და ირწმუნა, უფლის მოძღვრებით გაოცებულმა.

სულიწმიდამ ეს ორი მოციქული ერთად გაგზავნა. ის მიმართულებას აძლევდა მათ და ეხმარებოდა, ვინაიდან ისინი იესოს სახელს განადიდებდნენ. ჯერ სელევკიაში გაგზავნა, საპორტო ქალაქში, რომელიც ანტიოქიიდან ოცდახუთ კილომეტრში მდებარეობდა. იქ ამ ორმა მოციქულმა მუხლი მოიდრიკა და ილოცა გამცილებელ ძმებთან ერთად. შემდგომ ავიდნენ გემზე და გაცურეს კვიპროსისკენ, ბარნაბას ქალაქში. მან კარგად იცოდა ეს კუნძული და ფიქრობდა, რომ ისინი წარმატებით მოემსახურებოდნენ ქადაგებით თავის თანამემამულეებს.

როდესაც სალამინში ჩავიდნე, ქალაქი მდებარეობს კვიპროსის დასავლეთ სანაპიროზე, ამიტომაც ისინი არ დაელაპარაკნენ ბაზარში წარმართებს, ნაცვლად ამისა წავიდნენ ებრაულ სინაგოგაში და ღვთის სიტყვა უქადაგეს მათ. ამ კუნძულზე მრავალი ძველი აღთქმის წარმომადგენელი ცხოვრობდა. თუმცაღა ვერაფერს ვერ ვკითხულობთ კვიპროსში მყოფ იუდეველთა შესახებ, რომელთაც ირწმუნეს ქრისტე. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს კუნძულზე მათ არცერთმა მცხოვრებმა ყურადღება არ მიაქცია. ისინი მიეჩვივნენ ბევრ ტურისტს, რომელიც ჩადიოდა ამ კუნძულზე უცნაური იდეებით.

ასე, რომ ისინი აგრძელებდნენ გზას ბარნაბას ნათესავი მარკის თანხლებით. ის არ იყო ამ მსახურებაზე სულიწმიდით მოწოდებული, მაგრამ მოგზაურობდა მათთან ერთად, როგორც თანამგზავრი. მათ მთელი კუნძული გაიარეს, რომელიც დაახლოებით ასსამოცი კილომეტრია სიგრძეში, ქადაგებდნენ რა ქრისტეს სამეფოს და ხალხის მოწოდებით მონანიებისკენ. ჩვენ არ ვკითხულობთ თუ ვინ მოინანია ან ვინ იყო მონათლული სულიწმიდისგან რჩეული ძმებს შორის.

საბოლოოდ ისინი ჩავიდნენ ფართოსში კვიპროსის დედაქალაქში. იქ მდებარეობდა რომაელი პროკონსულის სერგია პავლას რეზიდენცია. ის იყო ამ კუნძულის სრულუფლებიანი მმართველი და არ იყო მაღალი სახელმწიფო საბჭოს წინაშე ვალდებული. ეს მმართელი იყო ჭკვიანი და დროდადრო ბრძენი. გაიგო რა თავის კუნძულზე ახალი სწავლების შესახებ, უბრძანა მოეყვანათ მქადაგებლები მასთან რათა გაეგო მათი სწავლების შესახებ.

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს მის სასახლეში ცხოვრობდა იუდეველი ჯადოქარი სახელად ელიმა. ეს ელიმა თავს აჩვენებდა თითქოს ჰქონდა წინასწარმეტყველური ნიჭი და თავის ჯადოქრობას იყენებდა ეშმაკის მსახურებისთვის. ის გახდა ცრუ წინასწარმეტყველი, რომელიც პროკონსულს აწვდიდა მომავლის ინფორმაციებს ყველა ადამიანზე. სინამდვილეში კი ატყუებდა მას, რათა ფული გამოეძალა. ეს ცრუ წინასწარმეტყველი უფლობდა კუნძულის მმართველზე და მთელს კუნძულზე თავისი არაწმიდა სულების დახმარებით.

ის აფრთხილებდა მმართველს ბარნაბასა და სავლეს შესახებ, რომელთაც უცხო სული მოიტანეს კუნძულზე. თუმცაღა მმართველი, რომელმაც მოუსმინა მოციქულებს, სავსებით კმაყოფილი იყო მათი სახარებით. მაშინ ჯოჯოხეთური სულებით შეპყრობილმა ჯადოქარმა გადაწყვიტა წინაღდგომოდა მთელი თავისი სიცბიერით ბარნაბასა და სავლეს. მან გამოიყენა მთელი თავისი დამაჯერებლობის ძალა, რათა თავის რეგიონში ღვთის სამეფო არ გაეშვა. ის ნებისმიერ ფასად ცდილობდა, რომ მმართველს ნაწილობრივათაც არ მიეღო ეს რწმენა, ეშინოდა რა, რომ მთელი კუნძული გაქრისტიანდებოდა. უმეტეს შემთხვევაში სწორედ ამ მიზეზით არ აქვს სახარების ქადაგებას წარმატება. ზოგიერთ ქვეყანაში ზის არაწმიდა სული, რომელიც სახარების სულს არ აძლევს მის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას. ზეციური სული კი არ მოდის მიწიურ სულთან თანხმობაში. ყველა რელიგიათა გაერთიანება საბოლოო ჯამში ტყუილია.

ბარნაბა და პავლე მალე მიხვდნენ, რომ ეს ჯადოქარი, რომლის სახელიც ებრაულად ვარიისუსში ცხოვრობს სული, რომელიც სავსებით ეწინააღმდეგება ქრისტეს და წმიდა სულის ცხებულებას. ჯადოქარი სატანის სულით იყო აღვსილი, რომელიც ძველი აღთქმის ჭეშმარიტებას ამახინჯებდა. ის ტყუილით იყენებდა რელიგიურ მცნებებს თავისი მცდარი აზრების დასამტკიცებლად. მისი სიტყვებიმაცდური სიბრძნით იყო სავსე, რომელიც ცხადად იყო გადახვევა სიმართლისგან და ჭეშმარიტებების დარღვევა.

ასე მოხდა, რომ მმართველს ეძახდნენ ისევე, როგორც მოციქულებს ხოლო ჯადოქარს იესოს სახელის მსგავსად. მოციქულები ფიქრობდნენ, რომ ეს შესაძლოა ნიშანი იყოს ცათა სამეფოს მოსვლისა. თუმცა მათი აზრები მალევე გაიფანტა, როდესაც ეშმაკის ტყუილსა და ქრისტეს ჭეშმარიტებას შორის შეჯახება მოხდა. სავლე, რომლიც პავლედ იწოდებოდა ჩამოხსნა ცრუწინასწარმეტყველს და ჯადოქარს სიცრუის ნიღაბი და ცხადად ამხილა ის. პავლეს არ მოუწოდებია ჯადოქრისთვის მოსანანიებლად და არც პატიება შეუთავაზებია მისთვის. პირიქით მან გაასამართლა ის ქრისტეს სახელით და გადალახა ეს არაწმიდა სულები უფლის რწმენით. სულით მართულმა პავლემ გააოცა ცრუნისწარმეტყველი სწორ დროს. მან არ მოაკვდინა ის სხეულებრივად, არამედ მიიღო იესო ქრისტესგან სასწაულების გაკეთების ძალა და ამ ჯადოქარს სიბრმავე მოჰგვარა, რათა მიეცა მისთვის მონანიების შესაძლებლობა, როგორც ოდესღაც თვითონ მიიღო დამასკოს გზაზე, როდესაც დაბრმავდა და თავის ცოდვაზე დაფიქრდა. მაშინ გააცნოებიერა პავლემ ვინ არის ღმერთი, ირწმუნა მისი და გადარჩა.

იესომ უჩვენა კვიპროსზე ყველა ადამიანს თავისი მონა პავლეს მეშვეობით, რომ ის - უფალია და მის ხელშია ყველა არაწმიდა სულები. ყველა იქ მყოფმა განიცადა დიდებული ღმერთის ზეიმი. მციქულთა წერილში აქ პირველად არის ნახსენები სახელი პავლე და ამის შემდეგ ,,პატარა’’ მოციქული გახდა პირველი.

სამწუხაროდ მმართველმა ირწმუნა ქრისტეს სასწაულის გამო და არა მთელი გულით. მან გადაწყვიტა, რომ არ მონათლულიყო. იმისდამიუხედავად, რომ ,,პავლე’’ ერქვა ის არ გახდა ქრისტეს მქადაგებელი, როგორც ჭეშმარიტი ,,პავლე’’ თავისი რწმენის მიუხედავად დარჩა ნეიტრალური და თბილი რის გამოც ღვთის სამეფოს გავრცელება შენელდა. ამასთანავე არ ეწინააღმდეგებოდა კუნძულზე სახარების ქადაგებას, ვიანიდან თავად მოუხმო ქრისტეს და ეშინოდა მისი. ჩვენთვის აღარაა ცნობილი ეკლესიის ისტორიაში სერგიი პავლეს შესახებ ცნობები.

პავლე და ბარნაბა ისევ დარწმუნდნენ იმაში, რომ უფლის სწავლება - უბრალო რაიმე იდეა კი არაა, არამედ ზეციდან მომავალი ძალა. უფალი თავად თანახლდა ამ ადამიანებს თავის გამარჯვებულ მსვლელობაში. თუმცა პირველ ეტაპზე მათმა მოგზაურობამ ბარნაბას სამშობლოში კვიპროსის კუნძულზე მრავალი ხალხის გადარჩენა ვერ მოახდინა.

ლოცვა: უფალო იესო შენ გაიმარჯვე ყოველგვარ ბოროტზე! გთხოვთ რომ დაამსხვრიო ყოველგვარი ძალა, რომელიც ჩვენს მიდამოებში შენს წინააღმდეგ არის აღმდგარი. აკურთხე შენი მონების ქადაგება რათა ვერავინ ვერ გაუძლოს შენს გამარჯვებულ მსვლელობას! გთხოვთ რომ ჩვენი დამოწმება იყოს გაჯერებული შენი ხელის მოქმედებით და გთხოვთ დაიცვა ყველა შენი მსახური.

კითხვა:

  1. რატომ განრისხდა პავლე? როგორ მოქმედებდა ღმერთის ხელი პავლეს სიტყვების სასარგებლოდ.

კითხვების მეოთხე სერია

ძვირფასო მკითხველო, თუ შენ უკვე წაიკითხე მოციქულთა საქმეების წიგნის განმარტება, მაშინ შეძლებ უპასუხო შემდეგ კითხვებს. თუ კითხვათა 90% სწორედ გასცემ პასუხს, ჩვენ გამოგიგზავნით ამ სწავლების მომდევნო სერიას. გთხოვ არ დაგავიწყდეს მკაფიოდ მიუთითო პასუხების ფურცელზე შენი სახელი და გვარი და ელექტრონული ფოსტა.

  1. როგორ ანუგეშებდა ქრისტე სავლეს, როდესაც ჯერ კიდევ ეკლესიის მიერ არ იყო მიღებული და ყოფილი მეგობრებისგან დავენას განიცდიდა?
  2. როგორ განკურნა უფალმა ენეა ლიდაში?
  3. როგორ აღსრულდა ქრისტეს ბრძანება, მკვდრების აღდგინების შესახებ მისი მოწაფის ცხოვრებაში?
  4. რითი იყო მნიშვნელოვანი ანგელოზის გამოცხადება კორნელიუსთან?
  5. რას ნიშნავს ღმერთის მიერ პეტრესთვის ნათქვამი სიტყვები: ,,რაც ღმერთმა გაწმინდა, იმას უწმინდურად ნუ ჩათვლი?“
  6. რატომ მოუნდა რომაელ ოფიცერ კორნელიუსს მეთევზე პეტრეს თაყვანისცემა? და რატომ არ მისცა პეტრემ მას ამის უფლება?
  7. რას ნიშნავს სიტყვები „იესო ქრისტე არის ყველას უფალი?“
  8. როგორ დაივანა სულიწმიდამ ადამიანის გულში?
  9. რატომ ეკამათებოდნენ პეტრეს იუდევლური წარმოშობის მეკანონე ქრისტიანები?
  10. როგორ წარმოიშვა ცნობილი ეკლესია ანტიოქიაში?
  11. როგორი თვისებები აქვს ჭეშმარიტ ქრისტიანს?
  12. რატომ და რა მიზნით დევნიდა მეფე აგრიპა ქრისტიანებს?
  13. რატომ იყვნენ ლოცვისთვის შეკრებილები, პეტრეს განთავისუფლებით გაოგნებულნი?
  14. როგორ იზრდებოდა უფლის სიტყვა დევნის მიუხედავად?
  15. ვინ არის სულიწმიდა? როგორ წარმართა მან ლოცვები ანტიოქიაში?
  16. რატომ განრისხდა პავლე? როგორ მოქმედებდა ღმერთის ხელი პავლეს სიტყვების სასარგებლოდ.

ჩვენ გირჩევთ საქმე მოციქულთა წიგნის შესწავლის დასრულებას, ვინაიდან ამის მეშვეობით ღმერთის დიდების საუკუნო საგანძურს მოიპოვებ. ველოდები შენ პასუხს და ვლოცულობთ შენზე. ჩვენი მისამართი:

Waters of Life
P.O.Box 600 513
70305 Stuttgart
Germany

Internet: www.waters-of-life.net
Internet: www.waters-of-life.org
e-mail: info@waters-of-life.net

www.Waters-of-Life.net

Page last modified on April 01, 2020, at 02:25 PM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)