Waters of Life

Biblical Studies in Multiple Languages

Search in "Georgian":
Home -- Georgian -- John - 088 (The Holy Trinity descends on believers)
This page in: -- Arabic -- Armenian -- Bengali -- Burmese -- Cebuano -- Chinese -- English -- Farsi? -- French -- GEORGIAN -- Hausa -- Hindi -- Igbo -- Indonesian -- Javanese -- Kiswahili -- Kyrgyz -- Malayalam -- Peul -- Portuguese -- Russian -- Serbian -- Somali -- Spanish? -- Tamil -- Telugu -- Thai -- Turkish -- Urdu -- Uyghur? -- Uzbek -- Vietnamese -- Yiddish -- Yoruba

Previous Lesson -- Next Lesson

იოანეს სახარება - სინათლე წყვდიადში ანათებს
ქრისტეს პიროვნების შესწავლა იოანეს სახარების მიხედვით
3 ნაწილი - სინათლე, რომელიც მოციქულთა შორის იყოს (იოანე 11:55 - 17:26)
გ - გამოსამშვიდობებელი სიტყვა (იოანე 14:1-31)

2. წმიდა სამება გადმოდის მორწმუნეებზე, როგორც ნუგეშისმცემელი (იოანე 14:12-25)


იოანე 14:21
21 ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, ის არის ჩემი მოყვარული, ჩემს მოყვარულს კი მამაჩემიც შეიყვარებს; მეც შევიყვარებ მას და მე თვითონ გამოვეცხადები”.

ღმერთის კურთხევების და მადლის ჩანჩქერი ყველა დროს უხვად მოდიოდა იესო ქრისტესგან მის ეკლესიაზე. თუნდაც ყველა მორწმუნე, რომ იყოს გადავსებული ღმერთის სიყვარულით, მისი მადლის ოკეანე ვერ შემცირდება. თავისი მტრების წინაშე იესო ვალდებული იყო დაეტოვებინა თავისი განცხადება, რომ ის მესია და ღმერთის ძეა. ხოლო თავის მოწაფეებში ზეცაში წასვლამდე მან აჩვენატავისი ერთობა მამასთან, რაც ძალიან ძვირფასია. დაე ჩვენი გულები გაიხსნას, რომ ღმერთის სისავსემ, აავსოს იგი.

მოწაფეების სიყვარული ქრისტესადმი არ იყო ემოციური, მათი სიყვარული დაფუძნებული იყო მცნებების შესრულებაზე. მშვინივიერ ადამიანს არ ესმის ქრისტეს სიყვარულის არსი. უფალი თანდათანობით გვიხსნის ზეციურ საგანძურებს და გვაგზავნის ქვეყნიერებაზე ხალხის გადასარჩენად და ეკლესიაში და-ძმების დასახამარებლად. ის გვაძლევს სიბრძნეს გავიგოთ მისი გეგმები. მისი მცნებების შესრულება არაა რთული, რადგან სულიწმიდა აღგვძრავს ამის საკეთებლად. ეს ჭეშმარიტების სული არ გვაძლევს უფლებას ვიცხოვროთ ცოდვაში და მოგვიწოდებს, რომ ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები. უფალი გვამყარებს მცნებების შესურლების გზაზე მყოფთ იმიტო, რომ მან შეგვიყვარა და გადაგვარჩინა. ჩვენც გამოვეხმაურეთ მის სიყვარულს და დავიწყეთ მისი სულით ცხოვრება.

გიყვარს თუ არა იესო ქრისტე? უცებ სიხარულით ნ უპასუხებ „კი“ ან შეყოვნებით „არა“. თუ შენ მაღლიდან შობილი ხარ სულიწმიდა ამას გეტყვის. „დიახ უფალო, მიყვარხარ შენი დიდებულებისა და მორჩილების გამო, შენი მსხვერპლისა და სულგრძელობისთვის. შენ შემაძლებინე, რომ მყავრებოდა“. მსგავსი საუბარი სულიწმიდასთან გულის სიღრმეში არ არის უბრალო, არ არის უბრალოდ ნაყოფი წარმოსახვის ან ფუჭი იმედი, ეს არის საფუძველი ჩვენი შინაგანი გადაწყვეტილებებისა, რომელიც პრაქტიკაში უნდა გამოჩნდეს. უფალი აძლევს მორწმუნეებს, სიყვარულის სურვილს. მისი მადლი გვაძლევს ამისთვის ძალას.

ღმერთს უყვარს ისინი, ვისაც იესო უყვარს. მამამ ძე დააჯილდოვა ყოვლისშემძლეობითა და წყალობით, რატა კაცობრიობა გადაერჩინა. ვინც იესოს ღებულობს, ის ღმერთს ღებულობს, ხოლო ძის უარმყოფელი, უარყოფს ღმერთს. აცნობიერებ თუ არა, რომ ღმერთს უყვარხარ, რადგან წმიდა სულმა გარდაგქმნა და გაჩუქა გარშემომყოფების სიყვარული. შენ უკეთესი ხდები არა საკუთარი ძალისხმევით, არამედ ღმერთის სიყვარული შენში ახალ ქმნილებას სახავს. იესო ქრისტე მუშაობს შენში, შუამდგომლობს მამასთან შენთვის. და ის შეგინახავს შენ თავის მეორედ მოსვლამდე. ის გამოავლენს თავის თავს შენ ცხოვრებაში, და განამტკიცებს შენ რწმენას. ამისდამიუხედავად ჩვენ ვერ მივხვდებით ღმერთის გზებს ბოლომდე ჩვენი გონებით იმიტომ, რომ ღმერთის შეცნობა ნიშნავს, უპირველესყოვლისა სულიერ ზრდას მის მორჩილებაში, სიყვარულში, მსხვერპლში და საკუთარი თავის უარყოფაში.

იოანე 14:22-25
22 იუდამ, არა ისკარიოტელმა, ჰკითხა: "უფალო, რას ნიშნავს, რომ ჩვენ გამოგვეცხადები და არა წუთისოფელს?” 23 მიუგო იესომ და უთხრა: "ვისაც ვუყვარვარ, ის დაიცავს ჩემს სიტყვას და მამაჩემიც შეიყვარებს მას, ჩვენც მივალთ და მასში დავიდებთ ბინას. 24 ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს. ხოლო სიტყვა, თქვენ რომ ისმენთ, ჩემი კი არაა, არამედ ჩემი მომავლინებელი მამისა. 25 ეს გელაპარაკეთ თქვენთან ყოფნისას.

უფალს სახელად იუდა, კიდევ ერთი მოწაფე ყავდა. ის მიხვდა, რომ იესომ საუბრის თემა შეცვალა, როდესაც წინამორბედმა დატოვა ისინი. ის ხვდებოდა, რომ რარაცა უნდა მომხდარიყო, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი.

ისეომ პირდაპირი პასუხი არ გასცა. ნაცვლად ამისა იესომ მათ აუხსნა ეკლესიის ძირითადი დანიშნულება და უთხრა, თუ რატომ უნდა მოკვდეს. იესომ მათ მნიშვნელოვანი და ძირითადი ჭეშმარიტებები გაიხსნა. იესოს შეცნობას და მიღებას ადამიანი ახალ ცხოვრებამდე მიჰყავს, სადც სულიწმიდა აძევს ძალას იცხოვროს უფლის მცნებებით და იყოს მის სიყვარულში. შემდგომ იესო ამბობს: „ჩვენ მივალთ მასტან და საცხოვრებელს შევქმნით“. ის ას საუბრობს აქ მსოფლიო ეკლესიებზე, არამედ ცალკეულ მორწმუნეებზე. წმიდა სამება გადმოდის ადამიანებზე და მათში სახლდება. ამის მეშვეობით ქრისტიანს აქვს მამასთან, ძესთან და სულიწმიდასთან ურთიერთობის საშუალება. სულიერად ზრდის დროს მორწმუნე სულ უფრო და უფრო გრძნობს ღმერთის თანდასწრებას და დაცვას. ყოველი ღმერთზე დაიმედებული ადამიანი მისი დაცვის ქვეშ იმყოფება.

ლოცვა: ო, დიდებულო სამებავ, მამაო, ძეო და სულოწმიდაო, მე ვიდრიკები შენ წინაშე, მადლობას გიხდი და გადიდებ შენ. მაპატიე ჩემი ცოდვები. მადლობას გიხდი შენი ძალისა და სიყვარულისთვის, რომელიც მაჩუქე, სიყვარულის სულისთვის ჩემს გულში. დამიფარე და დამიცავი ყოველგვარი ბოროტებისაგან.

კითხვა:

  1. როგორ იზრდება ჩვენი სიყვარული ქრისტესადმი და როგორ გადმოდის ჩვენზე წმიდა სამება?

www.Waters-of-Life.net

Page last modified on March 04, 2020, at 11:04 AM | powered by PmWiki (pmwiki-2.2.140)